Category: ახალი ამბები

  • მეხსიერების ბარათი, რომელიც ავტომობილის გასაღებს ეკეთა, დაკარგულია – ბაჩალიაშვილის მამა

    მეხსიერების ბარათი, რომელიც ავტომობილის გასაღებს ეკეთა, დაკარგულია – ბაჩალიაშვილის მამა

    თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილის კუთვნილი მეხსიერების ბარათი, რომელიც ავტომობილის გასაღებს ეკეთა, დაკარგულია.

    მისივე თქმით, ეს მეხსიერების ბარათი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, რადგან მთელი ისტორია, ყველაფერი ამ „ფლეშკაზე” იყო შენახული“.

    „დაკარგულია „ფლეშკა“, რომელსაც ხელიდან არ უშვებდა ბავშვი. ერთი რამ, რაც ძალიან მაინტერესებდა, გასაღებზე „ფლეშკა“ არ არის. როგორც 12 რიცხვიდან, 18 რიცხვამდე თავისი პირადი კომპიუტერის მონაცემები წაშლილია, იგივე არის ესეც, ეჭვი გეპარებათ ვინმეს? ვიღაც ადამიანი ცდილობს ყველა კვალის წაშლას.

    ამასთან დაკავშირებით ხმას არ იღებს არავინ, ელოდებიან შემკვეთი რას იტყვის და ისე მოიქცევიან. აღმოჩენის დროს ეკეთა, ახლა აღარ არის, ყოველთვის ჰქონდა ეს „ფლეშკა“. ეს ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, თამუნას მთელი ისტორია, ყველაფერი ამ „ფლეშკაში” იყო შენახული“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

    დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის” წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებოდნენ.

  • ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე ვერ ჩამოვლენ

    ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე ვერ ჩამოვლენ

    ამჟამინდელი გადაწყვეტილება არის ის, რომ წესით NDI-დან და IRI-დან არ ჩამოვლენ დამკვირვებლები არჩევნებზე. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „მე პირადად მქონდა შეხვედრა IRI-ის ოფისის ხელმძღვანელთან, სადაც მან განმარტა ამ ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ამასთან, მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პარტიას სრულმასშტაბიანი კამპანია ექნება. კობახიძის განმარტებით, არის მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ ამოქმედდება, მათ შორის, სატელევიზიო რეკლამის განთავსება და ა.შ.

    „სრულმასშტაბიან კამპანიაზე გადავა ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია საკმაოდ ინტენსიურად აწარმოებს თავის საარჩევნო კამპანიას. თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს კამპანია ადაპტირებულია საჭიროებებზე, რომლებიც გამომდინარეობს კოვიდის გავრცელების რისკიდან. შესაბამისად, ამავე რეჟიმში გაგრძელდება ჩვენი მხრიდან კამპანიის წარმოება. დავიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენი კამპანია იქნება საკმაოდ ინტენსიური იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები, მათ შორის, საპროგრამო გზავნილები მივიტანოთ თითოეულ ამომრჩევლამდე.

    რაც შეეხება დამკვირვებლებს, ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ამ შემთხვევაში დადგენილია სპეციალური პროტოკოლი, გათვალისწინებულია მხოლოდ PCR ტესტირება დამკვირვებლებისთვის. ასევე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა. დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის, ეუთო-დან, სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI, NDI, ევროპარლამენტი და ჯერ კიდევ ადგენენ, ზოგადად წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში. აქ, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

    ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების არჩამოსვლის მიზეზი არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან ამ ორგანიზაციების კრიტიკა, კობახიძემ უპასუხა, რომ მმართველი პარტია IRI-ს და NDI-ს არასდროს აკრიტიკებს.

    „ჩვენ NDI-ს და IRI-ს არასდროს ვაკრიტიკებთ. არის მხოლოდ ერთი პატარა გამონაკლისი, სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ არა მათ, არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს, იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან NDI-ს და IRI-ს კრიტიკას თქვენ ვერ მოისმენთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ.

  • პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა

    პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა. არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა.

    “დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

    მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.

    დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.

    ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.

    ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

    ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.

    30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები.

    ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვძლია!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

    ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

    ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა.შემთხვევა ერთი კვირის წინ,  შუქრუთის მაღაროში მოხდა  და მუშა მიყენებული დაზიანებების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.მაღაროელს ტრაქტორმა სამუშაო პროცესის დროს გადაუარა.

    “წინა ორშაბათს მოხდა ეს სამწუხარო ამბავი, შუქრუთში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე”, — ამბობს პაატა სამხარაძე. მისივე თქმით, გარდაცვლილი 45 წლის კობა ჩაფიძეა.

  • საქართველო უნდა ელოდოს რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას – კელი დეგნანი

    საქართველო უნდა ელოდოს რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას – კელი დეგნანი

    საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „აშშ-ს და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რაც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და იმისკენ, დაეხმაროს ქართველებს, შეძლონ ყალბი ამბების გადამოწმებული ინფორმაციისგან გარჩევა.

    ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება ჯანდაცვა და ა.შ. ეს საჭიროა, რათა ამომრჩეველი მომზადებული და ინფორმირებული მივიდეს უბანზე. ეს არის საუკეთესო გზა რუსეთიდან, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებიდან მომავალი დეზინფორმაციის გასამკლავებლად“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

  • საგამოძიებო მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა – ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე

    საგამოძიებო მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა – ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე

    “საგამოძიებო მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა “- ამის შესახებ, სახალხო დამცველმა  ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი განცხადებით, ის უახლოეს დღეებში გეგმავს დაღუპულის ოჯახთან შეხვედრას.

    ”ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, შეფასებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე ვხედავ, რომ ოჯახი სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს გამოძიების მისამართით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა. იმედია, იქ იქნება ადვოკატიც, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბრით. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია შევჯერდეთ, როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩავერთო აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში”, – განმარტავს ლომჯარია.

  • პოლიციელი, რომელიც პატრულის მანქანით ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს

    პოლიციელი, რომელიც პატრულის მანქანით ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს

    სამართალდამცავი, რომელიც ლისის გზაზე პატრულის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს.  როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, პოლიციელი დღეს დააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

    პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

  • ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, პლენარულ სხდომებზე კი შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება – რომან გოცირიძე

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, პლენარულ სხდომებთან დაკავშირებით შერჩევითი მიდგომა აქვს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად პრიორიტეტული იქნება საკითხი, რომელსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

    „დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, ასევე, მივიღებთ მონაწილეობას პლენარულ სხდომაში. თუ რომელია ეს საკითხები და რა იქნება პრიორიტეტული, ამას ვნახავთ ამ დღეებში. ვაგრძელებთ იმ რეჟიმში ყოფნას, რა რეჟიმშიც ვიყავით, რადგან საქართველოში პოლიტიკური დევნა არ შეწყვეტილა, ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები, რასაც ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, ამიტომ შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება პლენარულ სხდომებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ცნობისათვის, პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

    შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ 1-ელ სექტემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება, რომელიც დღესაა ჩანიშნული.

  • მოვუწოდებ ყველა პარტიას, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ – კელი დეგნანი

    მოვუწოდებ ყველა პარტიას, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ – კელი დეგნანი

    აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ.

    „საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ სააკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ პანდემიის შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის,“- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

    მან პოლიტიკურ პარტიებს ასევე მოუწოდა, საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება უზრუნველყონ, რამაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი.

    „ასევე ძალიან მნიშველოვანია საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება, რათა შეიქნას საარჩევნო გარემო, სადაც არ ხდება ამომრჩევლის დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საქართველოში, ოქტომბერში ჩატარდეს ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,“ – აღნიშნა ელჩმა.

  • ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას – თურნავა

    ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.

    როგორც მინისტრმა ივლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა, თვიდან თვემდე ეკონომიკის შემცირების ტემპი სუსტდება და პოზიტიური დინამიკაა.

    “ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ივლისში დაფიქსირებული -5.5% უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო”, – განაცხადა თურნავამ.

    შეგახსენებთ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.