Category: ახალი ამბები

  • სუს-ის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, 38 კარანტინშია გადაყანილი

    სუს-ის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, 38 კარანტინშია გადაყანილი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუ დაუდასტურდა.

    ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი – ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    უწყების ცნობით, უკვე მიმდინარეობს PCR ტესტირება და სხვა სავარაუდო კონტაქტების კვლევა.

  • ბრალი წარუდგინეს პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა

    ბრალი წარუდგინეს პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა

    პროკურატურის განცხადებით, იმ პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს.

    უწყების ცნობით, ი.ც-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    მათივე განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავენ.

    უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.

  • ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს

    ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს

    ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ყველა იმ პროცედურის განხორციელებას იწყებს, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელია. ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო მოქალაქეებისთვის ყველა პირობას ქმნის, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება.

    „ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას“, – აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

    საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 – ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები.

    ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

    მისივე ინფორმაციით, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც.

    როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

    დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.

  • ბუქსირების, გათრევის კვალი არ აღმოჩნდა – რა დადგინდა ბაჩალიაშვილის მანქანის ექპსერტიზით

    ბუქსირების, გათრევის კვალი არ აღმოჩნდა – რა დადგინდა ბაჩალიაშვილის მანქანის ექპსერტიზით

    საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ავტომანქანის ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მანქანის შემოწმებით მისი გათრევის ან ბუქსირების კვალი არ აღმოჩნდა. ასევე, ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

    “თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, ,,ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.  ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,,პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

    გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან  ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.

    რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი,- წერა პროკურატურის განცხადებაში.

  • ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

    ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

    ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ინციდენტი თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტახნის წინ მოხდა.

    ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

     

  • საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნები რუსული გავლენისგან დაიცვას – დეგნანი

    საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნები რუსული გავლენისგან დაიცვას – დეგნანი

    აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიანი გზით. მისივე თქმით, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

    “რუსეთის მხრიდან განხორციელებული მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული მათი ჩარევისგან არჩევნებზე. ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაიცვას საარჩევნო სისტემა მათი გავლენისგან”,- განაცხადა დეგნანმა.

    მანვე აღნიშნა, რომ პარტიებმა ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩევლებს.

    “ჩვენ, აშშ და საქართველოს სხვა პარტნიორები ვახორციელებთ ძალისხმევას და პროგრამებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მათ შეძლონ გაიგონ, რა არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი და დეზინფორმაცია. იგივე მოვალეობა გააჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს, მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ამომრჩეველი სრულად იყოს ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებზე და შეძლონ, თავისუფალ გარემოში, დაშინების გარეშე მისცენ ხმა. მე იმედი მაქვს, ეს არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

  • შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

    შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

    შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა გადაარჩინეს 170 მოქალაქე, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. არ შევიდნენ წყალში შტორმის დროს. არ შევიდნენ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვონ ბავშვები უყურადღებოდ.

  • შაქარაშვილის ჩანთაზე დნმ-ის 5 ახალი კვალი დააფიქსირეს – მათ შორის ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა

    შაქარაშვილის ჩანთაზე დნმ-ის 5 ახალი კვალი დააფიქსირეს – მათ შორის ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა

    შუალედური ექსპერტიზის შედეგად , გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე დნმ-ის 5 ახალი კვალი დააფიქსირეს, მათ შორის ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა. ამის შესახებ პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ისაუბრა.

    5 დნმ-ის ნიმუშიდან, ერთი დადასტურებულად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე – პირს, რომლისგანაც შაქარაშვილმა ითხოვა ჩანთა, დანარჩენი 3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

    “ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულების ბიოლოგიურ მასალას, ისე თავდასხმაში ბრალდებულებს. ასევე, იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან  ე.წ. საბურთალოს მხარე. ჩანთაზე ამოვიდა შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პირის დნმ პროფილი, ვისგანაც ჩანთა ითხოვა”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა არაგვის ხიდთან იპოვა და სწორედ მას შემდეგ იქცა საქმის მთავარ ნივთმტკიცებად.

  • “წიხლები ვურტყით, შემდეგ მდინარეში დაიხრჩო” – ბრალდებულის თანამესაკნის სკანდალური ჩვენება

    “წიხლები ვურტყით, შემდეგ მდინარეში დაიხრჩო” – ბრალდებულის თანამესაკნის სკანდალური ჩვენება

    გიორგი შაქარაშვილის გასაიდუმლოებული ტომებიდან ახალი ჩვენება გასაჯაროვდა. გამოიძება ამტკიცებს, რომ ერთერთმა დაკავებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თავის თანამესაკნეს შაქარაშვილის მკვლელობის ღამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    “ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა ****. … მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. …

    დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. … მას უკან მიყვნენ, აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მ*** ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია.

    ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავისვით ამირხანაშვილი, თუმცა ის არ გვიცემიაო. აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარ, არავისთან მიჩხუბია და თუ მცემთ, ყველაფერს პოლიციაში ვიტყვიო. ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაში რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერაო. ჩვენ ბოლოს შეგვეშინდა, ამირხანაშვილს ჩვენთვის პოლიციაში არ ეჩივლა და დიდუბეში ავტოგასამართ სადგურთან ჩამოსვით, რათა კამერებს დაეფიქსირებინათ, რომ ჩვენ მისთვის არაფერი დაგვიშავებია.

    შემდეგ გაგნიძემ მანქანაში მოყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ხელისგულები დავატყით იმ ბიჭს ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში, შემდეგ მუშტი დავარტყი და ტუჩი გაუსკდაო. ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტანგ ჩიქოვანმა, ხ.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო. აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდიანარისკენო. უკან მიყოლიან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დედა მოტ.., დაიხრჩოო. დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელიც გავხსენით და შიგნით მარტო თმის ჟელე და სავარცხელი ვნახეთო. ქ.მ- ჩანთა იქვე, არაგვისპირზე ბეტონის საყრდენზე დადო, იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზე, იფიქრებენ ჩანთის პატრონი წყალში გადახტაო.

    ამირხანაშვილის მანქანიდან გადასვლის შემდეგ აჩო გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს, მთქმელს და მის მთელ ოჯახს დედა მოვუტ…-ვო. რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბრაზდეს, ვინც ამას იტყვის ვერსად გაჩერდება, ბოზის სახელი ექნებაო. აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით, ხომ არ დავრჩით საბურთალოელების ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტი, ამათ დედაც მოვტყ…-ო”,- ყვება რევაზიშვილის თანამესაკნე ჩვენებაში.

  • ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” საკუთარ გუნდში – ბესელია

    ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” საკუთარ გუნდში – ბესელია

    ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” უკვე საკუთარ გუნდში, – ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი გუნდის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

    „მუდმივად მტრის ხატის შექმნა და ამ ლეგენდით ფონს გასვლა „ქართულ ოცნებას” უკვე ექცა ძალიან გაცვეთილ სტრატეგიად. გადახედონ თანაგუნდელებს, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებს და ბევრ პატარა სააკაშვილს იპოვის საკუთარ რიგებში „ქართული ოცნების“ სახელით. მაგალითად იმ კანდიდატებს, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყვნენ და ასეთი არის 4 თუ 5, დანარჩენი შეგიძლიათ პარლამენტშიც ნახოთ. დღეს, მაგალითად, მათიკაშვილი რომ საუბრობდა, მისი ოჯახის წევრი სააკაშვილს ფეხზე ამდგარი ხოტბას ასხამდა და ლამის ფიანდაზად ეგებოდა. ასე რომ, ეს „მგელი, მგელი მოდის” ლეგენდა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ როგორც ჩანს საკუთარ თავს ამით აცოცხლებენ,”- განაცხადა ბესელიამ.

    მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რეალურად კი, ის უკვე წინა ხელისუფლებას არაფრით სჯობია და უარესიცაა.

    „მათ სჭირდებათ სააკაშვილი საფრთხობელა და არა სააკაშვილი ციხეში. გავიხსენოთ ის ჩანაწერები, რომელიც ეხებოდა ამ თემას და იოლი გამოსაცნობია, რამდენად სჭირდება „ქართულ ოცნებას” ეს საფრთხობელა. „ქართულ ოცნებას“ უკვე ისიც აღარ აქვს სათქმელი, რომ ის უკეთესია ვიდრე სააკაშვილი. მე დღეს დამჭირდა შეხსენება „ქართული ოცნებისთვის,” იმ დეპუტატებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ მორალური ღირებულებითი თვალსაზრისით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შევახსენე, რომ ვინც იმ სისტემის ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი მოსამართლეები აირჩია, არათუ არაფრით უკეთესები არ არიან, არამედ უარესები არიან და უფრო დიდი დანაშაული აქვთ ქვეყნის მომავლის წინაშე ჩადენილი იმ კენჭისყრით, რაც ეხებოდა იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევას“, – განაცხადა ბესელიამ.