Category: ახალი ამბები

  • მიწისქვეშა ურნების გამოყენებისთვის ბროშურები დავამზადეთ – თბილისის მერია

    მიწისქვეშა ურნების გამოყენებისთვის ბროშურები დავამზადეთ – თბილისის მერია

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პროექტის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა ურნები უნდა განთავსდეს ჭავჭავაძეზე, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სპეციალური ბროშურები დაამზადა.

    “თქვენ იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ საპილოტე პროგრამა. ეს არის მიწისქვეშა ნარჩენების ურნები, რომელიც მიწის ქვემოთ არის განთავსებული. ჭავჭავაძეზე მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენ დავამზადეთ სპეციალური ბროშურები, რომელიც ყველა ოჯახში შევა და ექნება ინფორმაციის სახე, თუ როგორ მოხერხდება ამ მიწისქვეშა ურნების გამოყენება”, – განაცხადა კალაძემ.

  • ინფიცირების შემთხვევები ორივე ფილიალში დადასტურდა, კონტაქტები კარანტინში არიან  – საკონდიტრო “დონა”

    ინფიცირების შემთხვევები ორივე ფილიალში დადასტურდა, კონტაქტები კარანტინში არიან – საკონდიტრო “დონა”

    საკონდიტრო დონა ფეისბუქპოსტით კორონავირუსის დღეს დადასტურებულ 38 ახალ შემთხვევას გამოეხმაურა, რომლიდანაც 22 დონას თანამშრომელი აღმოჩნდა.

    „კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

    გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია „დონას“ განცხადებაში.

  • “პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ” – ირმა ინაშვილი ოპონენტებს მიმართავს

    “პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ” – ირმა ინაშვილი ოპონენტებს მიმართავს

    ” პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ” – დოსიეს მიერ პატრიოტთა ალიანსზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშყველა ჩანაწერიირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მალე აჩვენებს “ვინ ვისი ნამდვილი აგენტია და ვინ ვის დაკვეთას ასრულებს”.

    “არასდროს მიგრძვნია საკუთარ თავში ისეთი ძალა, როგორსაც დღეს ვგრძნობ. პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ისინი, რომლებმაც ყველა მხრიდან “ცეცხლი” გაგვიხსნეს, მხოლოდ მაძლიერებს და თქვენ გასანადგურებლად მიმაღლებს მოტივაციას ეს სამარცხვინო შტურმი. მალე გაჩვენებთ, ვინ ვისი ნამდვილი აგენტი ხართ და ვინ ვის დაკვეთას ასრულებთ. ყველა ერთის, ანუ ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდით? ოცნება და ნაცების კრიმინალური პოლიტჯგუფები ერთ ხმაში მღერით?! სხვას არც ველოდი თქვენგან. ბნელი მედალი კი არა, ამ ქვეყნის წურბელები ხართ. გამოწოვეთ ქართველ ხალხს სიცოცხლის ენერგია და ხალისი. ადამიანები ცოცხალ გვამებად აქციეთ, ისე გააღატაკეთ. სოხუმი და ცხინვალი კი არა, თქვენი სკამების გარდა, არაფერი გადარდებთ. ცრუ, ფლიდი, მზაკვარი და უწესო ხალხი ხართ. ფარატინა ფურცელი მტკიცებულება ყოფილა და პროკურატურას 56 000 მოწმემ ჩვენება რომ მისცა, ის არაფერი? ახლა გაჩვენებთ, შპიონაჟს ვინ ეწევა და სამშობლოს ვინ ღალატობს. დაგველოდეთ”, – წერს ინაშვილი თავის ფეისბუქ პოსტში.

  • ლისის გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულ პატრულს პატიმრობა შეეფარდა

    ლისის გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულ პატრულს პატიმრობა შეეფარდა

    ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ ინსპექტორს, ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა.

    დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ადვოკატის თქმითვე, ვერცერთი სასჯელი ვერ ეთანადება იმას, რაც ამ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. ყავლაშვილის თქმითვე, ირაკლი ცომაია წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარეს ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვს.

    შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.

  • შევუკვეთეთ 700 ათასი ცალი ვაქცინა – ამირან გამყრელიძე

    შევუკვეთეთ 700 ათასი ცალი ვაქცინა – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველომ დაიწყო წინასწარი მზადება კორონავირუსის ვაქცინის მოსაპოვებლად, როდესაც ის დამზადდება. მისი თქმით, მთავრობამ უკვე შეუკვეთა 700 ათასი ცალი ვაქცინა.

    31 აგვისტოს ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია. შევუკვეთეთ ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვით. დაახლოებით ეს არის 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როცა ვაქცინა დამტკიცდება. 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი. ამით, გარანტირებული იქნება, რომ როცა ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებული ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცრებული”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

    გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა, პირველ რიგში, რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი

  • ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება –  ამირან გამყრელიძე

    ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება – ამირან გამყრელიძე

    ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმში დაემატა კიდევ ერთი კარავი და მობილიზდა ხუთი კლინიკა, სადაც PCR ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

    “საპანიკო და საგანგაშო არაფერია, მაგრამ საყურადღებოა. არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ბათუმში იქნება გაფართოებული ტესტირება. ყოველდღიურად 1 500-1 800 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    მანვე მოუწოდა ხალხს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკონდიტრო დონაში იმყოფებოდნენ, გაიარონ ტესტირება და აწარმოონ თვითმონიტორინგი.

  • შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ – კახა კალაძე

    შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ – კახა კალაძე

    “შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ -” დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ქალაქში რამდენიმე კონკრეტული ადგილი განისაზღვრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ.

    “საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შევიმუშავეთ ქალაქის მასშტაბით, რომელიც უკვე გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, სადაც არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა”, – განაცხადა  თბილისის მერმა.

  • არ დასმულა ბათუმში კაფეების დაკეტვის საკითხი, თუმცა დაცული უნდა იყოს ყველა წესი – ამირან  გამყრელიძე

    არ დასმულა ბათუმში კაფეების დაკეტვის საკითხი, თუმცა დაცული უნდა იყოს ყველა წესი – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს მოუწოდებს, შენობებში ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება გატარდეს.

    „აქედან ვთხოვ, მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღე უნდა დალაგდეს კარგად, მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ამ დაწესებულებების, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული პირობები დაცულია. სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით განსაკუთრებით ბათუმის და ქობულეთის კაფე-ბარებს, რომლებიც ბულვარში მდებარეობს და იქ დასაქმებულ პირებს, რომ აუცილებლად გაევლოთ ტესტირება. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, აუცილებელია, რომ გაიარონ ტესტირება. ამისთვის ბათუმში არსებობს ყველა პირობა. გახსნილია კარვები, მესამე კარავი დაემატა ანბანის კოშკთან და კიდევ 5 დაწესებულებაა, ასევე ამბოლატორიული და დასტაციონალური დაწესებულებები, სადაც შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტირება. ბათუმის რეზიუმე რომ გავაკეთო, საყურადღებოა სიტუაცია, გვაქვს მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩაქრება ეს ეპიდაფეთქება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით. უნდა ვეცადოთ, რომ ინფექციის გატანის პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის – გახარია

    საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის – გახარია

    მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, ბათუმში მოქალაქეების ტესტირებაა გასაძლიერებელი.

    „მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის – გახარია

    მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის – გახარია

    მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    „საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    „ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.