Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია.

    ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, ბათუმში გამოვლინდა.

    ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ბოლო მონაცემებით საქართველოში:

    • კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 548
    • გამოჯანმრთელებულია – 1 270
    • მათ შორის გარდაცვლილია – 19
    • კარანტინის რეჟიმში რჩება – 6059
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
  • მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან,  საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

    მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან,  საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

    მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან,  საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.

    მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.

    მუნიციპალიტეტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება.

  • ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება

    ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება

    კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება.  გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ბათუმში კორონავირუსის  შემთხვევების მატებას და  საკონდიტრო მაღაზია „დონას”  კლასტერს უკავშირდება.

    აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, ბათუმში არსებული კლუბ “კიბეს” წარმომადგენელიც, მიშო ბახტაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში კლუბის დაკეტვის შესახებ წერს.

    ” ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების რისკის გამო კლუბები და ბარები დაიხურება.”- წერს კომენტარებში მიშო ბახტაძე.

    საკონდიტრო მაღაზია “დონას” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა მათ შორის ერთ-ერთი თავად მაღაზიის მფლობელია. თანამშრომელთა ნაწილი, თვითიზოლაციაში, ხოლო ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

    საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს რომელბიც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

    ბათუმში  უფასო PCR  ტესტირებისთვის კარავი  2 ადგილზეა განთავსებული. ერთი კარავი – ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდით არის. მეორე კარავი კი ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედაა.  ჩვენი ინფორმაციით, ანბანის კოშკთან კიდევ ერთ კარავს განათავსებენ. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.

  • პუტინის ამბიციებს შეწირული ქალაქი – 334 დაღუპული, მათ შორის 186 ბავშვი : ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

    პუტინის ამბიციებს შეწირული ქალაქი – 334 დაღუპული, მათ შორის 186 ბავშვი : ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

    2004 წლის სკოლა №1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

    ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი, არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, არამედ წყლის დალევაც კი.

    რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.

    ახლა აქ  კედლებზე გამოფენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული 300-ზე მეტი მსხვერპლის ფოტოები. 2004 წლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა – სკოლა დანგრეულია. ტყვიებით  დაცხრილულ კედლებზე წარწერებია: “გვახსოვს”, “ვგლოვობთ”. დარბაზის ერთ ბოლოში დამწვარი შვედური კედელია, მეორეში – კალათბურთის დამწვარი ფარები. დარბაზის შუაში მართლმადიდებლური ჯვარი დგას. მის გარშემო განთავსებულია ღია ბოთლები სუფთა წყლით – მძევლად აყვანილთა სამახსოვროდ, რომლებიც ზაფხულის ორი ცხელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად მოკლებულნი იყვნენ წყალს. აქ მოკლული 186 ბავშვის სამახსოვროდ, ბესლანის მოსახლეები აგრძელებენ სათამაშო მანქანების, დათუნიებისა და სხვა სათამაშოების მიტანას.

     

     მძეველად აყვანილი ბავშვი დეტონატორის გვერდით ზის, რომელსაც ტერორისტი ფეხით მართავს

     

    სპორტდარბაზში იქ სადაც მძევლები ჰყავთ დატყვევებული, ტერორისტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს
    სპორტდარბაზში იქ სადაც მძევლები ჰყავთ დატყვევებული, ტერორისტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს

     

  • აუცილებლად ჩამოვა. თარიღი რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, იარაღი იქნება  “ქართული ოცნების” ხელში – ხატია დეკანოიძე

    აუცილებლად ჩამოვა. თარიღი რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, იარაღი იქნება “ქართული ოცნების” ხელში – ხატია დეკანოიძე

    “აუცილებლად ჩამოვა თარიღი რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, იარაღი იქნება “ქართული ოცნების” ხელში” – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

    „რაც შეეხება ჩამოსვლას, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა. თარიღი რომც ვიცოდე, ნამდვილად არ ვიტყოდი, რადგან ეს იქნება იარაღი “ქართული ოცნების” ხელში. სულ ვიმეორებ ხოლმე უკრაინის ძალიან ღირსეული ელჩის საქართველოში, ბატონი დოლგოვის სიტყვებს, რომ წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის კონტაქტის გაწყვეტა საქართველოსთან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

  • რაც არ უნდა  ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში – წულუკიანი სააკაშვილზე

    რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში – წულუკიანი სააკაშვილზე

    “რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში”- ასე ეხმაურება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვას, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ საქართველოში ბრუნდება.

    „ რაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე. თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე. რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“ – განაცხადა თეა  წულუკიანმა.

     

  • ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას” მფლობელს კორონავირუსი დაუდგინდა

    ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას” მფლობელს კორონავირუსი დაუდგინდა

    ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას” მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ,  “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, საკონდიტრო მაღაზიის უკვე ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    თანამშრომელთა ნაწილი, თვითიზოლაციაში, ხოლო ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი.

    ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პირი კლინიკაში მკურნალობს.

  • ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

    ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

    საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

    საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება, სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს.

    ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

  • სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს – სუსი

    სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს – სუსი

    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

    „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • სასამართლო „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „ოცნებამ“ კი „მონსტრების კორპორაციად“ აქცია – უგულავა

    სასამართლო „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „ოცნებამ“ კი „მონსტრების კორპორაციად“ აქცია – უგულავა

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო წინა ხელისუფლებისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „მონსტრების კორპორაციად“ აქცია.

    „არ იქნება ქვეყანაში კეთილდღეობა, არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა, არ იქნება ქვეყანაში თავისუფლება და განვითარება, თუ არ იქნება ერთი და მთავარი წინაპირობა და ეს გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში ამას ეხება იმიტომ, რომ თუ გინდა იყო სრულფასოვანი ადამიანი ქვეყანაში, თუ დაგჩაგრავს სისტემა, უნდა იცოდე, რომ არსებობს ერთი ადგილი, სადაც მიხვალ და სამართალს იპოვი. ეს არის სასამართლო. 30 წელია ჩვენ წრეზე ვბრუნავთ. სასამართლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ააშენა. სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „მონსტრების კორპორაციად“ აქციეს ამათ; ამან ჩამოშალა მთლიანად მართლმსაჯულება და წესრიგი.

    როგორც იცით, მე ზუგდიდში ვიყრი კენჭს და ის კვლავ კონტრაბანდამ და კრიმინალმა წაიღო. ყველაზე უფრო მგრძნობიარე კონტრაბანდის და კრიმინალის წინაღმდეგ სწორედ ზუგდიდია, რადგან 90-იანი წლების სიმძიმე სწორედ ზუგდიდმა იწვნია”,-თქვა უგულავამ.

    მანვე აღნიშნა, რომ როცა პოლიტიკურ-იურიდიული ელიტა წინ ვერ მიდის, ხალხმა უნდა აიღოს მართლმსაჯულება.

    “მაგრამ სასამართლო სჭირდება თითოეულ თქვენთაგანს და როდესაც პოლიტიკური და იურიდიული ელიტა ვერ მიდის წინ, დგება დრო, რომ ხალხმა უნდა აიღოს მართლმსაჯულება. ხართ თუ არა თქვენ მეგობრებო მზად, რომ თითოეული თქვენგანი ნაფიცი მსაჯული გახდეს სასამართლოში? ამ გარდამტეხი ცვლილებების მერე პირველი, რაც უნდა გავაფართოვოთ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია.

    ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, რადგან სასამართლო ყველას ჯიბეში უნდოდა და ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომელზეც ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – განაცხადა უგულავამ.