Category: ახალი ამბები

  • ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“  მყოფ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა

    ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის  ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა. მანამდე კი სასტუმრო ჩაკეტილია.

    ჩაქვში სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” დღეს დილიდან  ჩაიკეტა. 900-მდე სტუმარს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა. შეჩერებულია ახალი დამსვენებლების მიღებაც.შეგახსენებთ, რომ  ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • კანონპროექტი ემსახურება „საარჩევნო კოდექსის” და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას – ირაკლი კობახიძე

    კანონპროექტი ემსახურება „საარჩევნო კოდექსის” და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას – ირაკლი კობახიძე

    „თუ ეს ცვლილებები ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ეს ყოფილა ძალიან კარგი და ეს კიდევ მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება საარჩევნო კოდექსის შემდგომ დახვეწას და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ნორმები და რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც მისივე თქმით, გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში კიდევ მეტად გაუმჯობესდება.

    „მაგალითისათვის, 2018 წელს დაფიქსირდა არაერთი, ათეულობით სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, მატ შორის რამდენიმე ათეულ საქმეზე  აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მთელ რიგ საქმეებზე, ასეთი არის ალბათ 20-30 საქმე, განაჩენი დადგა სამართლებრივი. მათ შორის, ნახევარზე მეტი შემთხვევა იყო „ქართული ოცნების” მხარდამჭერების შემთხვევა. შესაბამისად, კანონი არის არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ კანონი მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმის საფუძველს, რომ ეს ცვლილებაც არის არა მხოლოდ ძალიან მნიშნელოვანი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს ცვლილება იმუშავებს პრაქტიკაშიც.

    ნორმები რა თქმა უნდა, აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ მეტად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო საქართველოში. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს, ეს კანონპროექტი არის გავლილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველაფერი სხვა არის სპეკულაცია, ვიცით, რომ სამწუხაროდ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანია ყველაფრის გაკრიტიკება, მათ შორის ისეთი რამისაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

  • თუ პირბადეს არ გამოიყენებთ, მიკროავტობუსის მძღოლს უფლება ექნება, ტრანსპორტი დაგატოვებინოთ

    თუ პირბადეს არ გამოიყენებთ, მიკროავტობუსის მძღოლს უფლება ექნება, ტრანსპორტი დაგატოვებინოთ

    კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლს  უფლებას აძლევს, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

    „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

    თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში „კოვიდ 19“ -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას.

    „თბილისის მიკროავტობუსი“კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები.

    გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

  • თბილისში “ნიკორას” 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – გამყრელიძე

    თბილისში “ნიკორას” 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, მაღაზიათა ქსელ “ნიკორას” ერთერთ ფილიალში, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    “2 ინფიცირებული არის ერთერთი სასურსათო მაღაზიის ქსელის თანამშრომელი. დაუყოვნებლივ გაატარეს ზომები, შეცვალეს მთლიანად იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები. ეს არის ნიკორა, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს”,– თქვა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში.

    2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევებიდან კი 5 პირის წყარო უცნობია.

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 548-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 270 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 6 059 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტია.

     

     

  • გედევან ფოფხაძემ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ დეპუტატების დათვლა მოითხოვა

    გედევან ფოფხაძემ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ დეპუტატების დათვლა მოითხოვა

    საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები პარლამენტში დღეს 2 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებებს 77 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო.  საქართველოს პარლამენტის წევრ, გედევან ფოფხაძეს არ სჯერა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს 77 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მანდატურებს დარბაზში პარლამენტარების დათვლა თხოვა.

    “ამონაწერი ამოვიღოთ და შევამოწმოთ 77 ადამიანმა მისცა თუ არა ხმას ორგანულ კანონს. 77 არ მგონია, რომ რეალური ციფრი იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე.

    ეს შედეგი პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებების მიღებისას დაფიქსირდა.

  • ღალატს ბოდიში არ შველის, სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე – კობახიძე

    ღალატს ბოდიში არ შველის, სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე – კობახიძე

    ქართული ოცნების წევრი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ მან “ღალატი ჩაიდინა”, ღალატს კი ბოდიში ვერ შველის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი “ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის” უმკაცრეს პასუხს მიიღებს ამ არჩევნებზე.

    „როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

    ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ცნობისთვის, 27 აგვისტოს საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამომრჩეველს დაპირდა, რომ საქართველოში დაბრუნდება. ასევე, მათ ბოდიში მოუხადა.

  • 77 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

    77 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

    საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები პარლამენტში დღეს 2 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებებს 77 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო.

    ცნობისთვის, 26 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

  • ბათუმის კაფე-ბარებში მონიტორინგი გამკაცრდება – თორნიკე რიჟვაძე

    ბათუმის კაფე-ბარებში მონიტორინგი გამკაცრდება – თორნიკე რიჟვაძე

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმის კაფე-ბარებში მონიტორინგი გამკაცრდება, თუმცა მნიშვნელოვანი შემზღუდავი ღონისძიებები ქალაქში არ დაწესდება.

    “ეპიდემიოლოგებმა ბოლო დღებში განახორციელეს ინტენსიური სამუშაოები. დადგენილია ყველა კონტაქტი. ათეულობით ტესტი უკვე ჩატარდა და სიტუაცია არის მართვადი, თუმცა არის საყურადღებო”, –  განაცხადა რიჟვაძემ.

  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ავსტრიის “შტურმისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

    როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, ოთარ კიტეიშვილი ამ დროისთვის ავსტრიის გუნდში თამაშობს და ამ თემაზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.

  • ცენტრალური მაგისტრალიდან 300მეტრში – ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

    ცენტრალური მაგისტრალიდან 300მეტრში – ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

    აოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

    ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბერს, ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში დაიწყეს.

    აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენიც, რომლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.

    შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.