Category: ახალი ამბები

  • თბილისის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

    თბილისის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

    კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკის გამო, თბილისის მერია ისევ დისტანციურ მუშაობაზე გადადის. კახა კალაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლაა.

    “იცით, რომ 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანასი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ადამიანები, ვინც შეგიძლიათ სახლიდან ამუშაოთ და დისტანციურად ამუშაოთ, ეს ყველაფერი დავტოვოთ ძალაში და გავითვალისწინოთ. ასევე პირბადეები თვითონ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში, აუცილებელია პირბადეებით გადაადგილება, რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს”,– თქვა დედაქალაქის მერმა.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია.

  • ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება

    ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება

    ფოთში, ხობსა და სენაკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება. ინფორმაცია ტვ “ფორმულას” პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

    აღნიშნულ ოლქში კენჭს ქართული ოცნებიდან ირაკლი ხახუბია იყრის, ევროპული საქართველოდან – გიგა ბოკერია, ხოლო “გირჩიდან” – ბორის ჩელე ყურუა.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

  • პატრიოტთა ალიანსის მიმართ შეადგინეთ სამართალდარღვევის ოქმი – ISFED ცესკოს მიმართავს

    პატრიოტთა ალიანსის მიმართ შეადგინეთ სამართალდარღვევის ოქმი – ISFED ცესკოს მიმართავს

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ცესკოს მოუწოდებს, რომ პატრიოტთა ალიანსის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს და სასამართლოს წარუდგინოს.

    ორგანიზაციამ კომისიას განცხადებით მიმართა ფეისბუქზე განთავსებული 6 საარჩევნო კლიპისა და რეკლამების თაობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, კლიპები და რეკლამა შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

    მათი ინფორმაციით, თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ ფეისბუქმომხმარებელს მოიცავს.

    “თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება “დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო”, ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, შემდეგი მოწოდებით გამოდის: “დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს”.

    პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული აღნიშნული ვიდეორეკლამები პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, საფრთხეს უქმნის საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობის გაღვივების ნიშნებს და მიმართულია რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების წაქეზებისკენ.

    საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით”. – წერია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.

    “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ცესკოს, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და წარუდგინოს ის სასამართლოს. ამასთან, მოუწოდოს პარტიას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.

  • სასტუმრო „ოაზისში“ ინფიცირებული ექიმი რუსთავში, კლინიკა „ავერსში“ მუშაობდა

    სასტუმრო „ოაზისში“ ინფიცირებული ექიმი რუსთავში, კლინიკა „ავერსში“ მუშაობდა

    ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი რუსთავში, კლინიკა “ავერსში” მუშაობს. მისი 8 კონტაქტი რუსთავში უკვე მოიკვლიეს და  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

    აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი.

    ექიმს, რომელსაც ჩაქვში კონფერენციაზე ყოფნის პერიოდში ტემპერატურა აღენიშნებოდა, PSR ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმრო ოაზისში, კონფერენციაზე მყოფი 400–მდე ექიმი თვითიზოლაციასა და კარანტინში გადანაწილდნენ, ხოლო თავად სასტუმრო დაიკეტა.

  • დი მარიას და ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდათ

    დი მარიას და ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდათ

    ფრანგული მედიის ცნობით, საფეხბურთო კლუბის “პარი სენ-ჟერმენის” სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    მათ შორის არიან არგენტინელი ფეხბურთელები ანხელ დი მარია და ლეანრდო პარადესი. ასევე, COVID-19 დაუდგინეს ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს.

    გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელები ამ დროისთვის იბიცაზე იმყოფებოდნენ.

    კორონავირუსზე ტესტი კლუბის სხვა ფეხბურთელებსაც ჩაუტარდათ და პასუხები ცნობილი მალე გახდება.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 3 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის, წყალსადენის, შეშელიძის, ფეიქართა, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, კავსაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მუხაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ბაგრატიონის, მნათობის, დავითაშვილის, თამარაშენის, დიღომბარის, ჯაბაურის და ჩიქობავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბალანჩივაძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ევდოშვილის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, გულიას, ნიშნიანისძის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, ქურხულის, გუთნის და მუკუზანის   ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • ნავალნი რუსული ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს – გერმანიის მთავრობა

    ნავალნი რუსული ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს – გერმანიის მთავრობა

    გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

    მათივე ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა.

    2018 წელს ბრიტანეთის პატიმრობაში მყოფი რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალიც იმავე ნივთიერებით მოწამლეს.

    გერმანიის მთავრობა რუსეთს მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ ახსნას ეს შემთხვევა.

    გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, მაღალი რანგის მინისტრებს შეხვდა, რათა შემდეგი ნაბიჯები განიხილოს.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ის ამ დრომდე კომაშია. მისი ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ამბობენ, რომ ის მოწამლეს. ის რუსეთიდან სამკურანლოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც მის მოწამვლის ფაქტი დადგინდა.

  • სასტუმრო ოაზისი, სადაც 400-მდე ექიმი იმყოფება, ჩაიკეტება – ტიკარაძე

    სასტუმრო ოაზისი, სადაც 400-მდე ექიმი იმყოფება, ჩაიკეტება – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო „ოაზისი” ჩაიკეტება, ხოლო იქ კონფერენციაზე მყოფ 400–მდე ექიმს თვითიზოლაციასა და კარანტინში გადაანაწილებენ.

    „დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

    გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს ამით გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში “,- განაცხადა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, სასტუმრო ოაზისში დღეს კორონავირუსის 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • ბათუმი-ხელვაჩაურის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა – თორნიკე რიჟვაძე

    ბათუმი-ხელვაჩაურის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა – თორნიკე რიჟვაძე

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსის სამარშუტო ხაზზე, რომელიც მოძრაობს ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე თქმით, COVID-19 მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.

    თორნიკე რიჟვაძე მოუწოდებს იმ პირებს, ვინც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით იმგზავრეს, მიმართონ შესაბამის ცენტრებს და ჩაიტარონ ტესტირება.

    მისი თქმით, ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი კარავი დაემატა, სადაც მოქალაქეები და სტუმრები კორონავირუსზე ტესტირების გავლას უფასოდ შეძლებენ.

    “გამკაცრდება მონიტორინგი და გაიზრდება მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ. ასევე, მათ მოვუწოდებთ, დეზინფექციისა და პერსონალის ტესტირების ნაწილში ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. ყველა ეს ნორმა და რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახლა ჩვენი შვილებისა და მოხუცების მიმართ რისკები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად, უკვე შეჩვეული რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როგორიც იყო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა, უნდა იქნას შესრულებული, რომ ჩვენ ყველამ ერთად, გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მშვიდად, ეფექტურად მართვა და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს ყველაფერი”, – ამბობს რიჟვაძე.

  • აბა “გირჩს” მოენდომებინა ბაგრატთან შეხვედრის გამართვა, ყვირილს ატეხდა ეკლესია – კობახიძე

    აბა “გირჩს” მოენდომებინა ბაგრატთან შეხვედრის გამართვა, ყვირილს ატეხდა ეკლესია – კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე პატრიოტთა ალიანსის მიერ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან შეხვედრის გამართვას ეხმიანება. მისი თქმით, საპატრიარქო ტყუის, როცა აცხადებს, რომ ბაგრატის მიმდებარე ტერიტორია, სადაც “პატრიოტებმა” კანდიდატები წარადგინეს, მათ არ ეკუთვნით.

    კობახიძე აღნიშნავს, რომ მაგალითად, პარტია გირჩს რომ გაეკეთებინა იგივე, ეკლესია ყვირის ატეხდა, თუმცა პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში ასე არ მოიქცნენ, რადგან ეს პარტია და ეკლესია “ერთი სულისა არიან”.

    “უნამუსოდ ცრუობს ეკლესია ბაგრატის ტაძრის ეზო ჩვენ არ გვეკუთვნის და იქ სხვადასვხა ღონისძიებები იმართება, რომელთაც საპატრიარქოს არ უთანხმებენო. ამხელა ტყული შეიძლენა წმინდა მამებო? აბა ერთი მაგალითად “გირჩს” მოენდომებინა ბაგრატის ტაძართან შეხვედრის გამართვა, რამხელა ყვირილს ატეხდა ეკლესია მკრეხელობააო, სოწმინდეებს შეურაცხყოფენო, ქართველობას გვართმებენ და დავით აღმაშენებლის საფლავს ბილწავენო. “პატრიოტთა ალიანსს” კი მშვენივრად ჩაატარებინეს ყრილობა, რადგან ეკლესია და “პატრიოტთა ალიანსი” ერთი სულისა არიან. ხოლო წმინდა მამებს არ უნდა დაავიწყდეთ ვინაა სიცრუის მამა, ახლა მაინც წაიკითხონ სახარება და კონკრეტულად იოანეს სახარების მერვე თავი”,– წერს ფეისბუქზე ბასილ კობახიძე.