Category: ახალი ამბები

  • დავაკავეთ იმ ბარის დაცვის თანამშრომლები, სადაც ორ ადამიანს სცემეს – შსს

    დავაკავეთ იმ ბარის დაცვის თანამშრომლები, სადაც ორ ადამიანს სცემეს – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი – 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის – ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

    ,,გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

    არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

    განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.

    არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

    პარლამენტის პრესსამსახურში მაშინ აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ PCR ტესტირება, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო.

  • ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის – კახიშვილი სააკაშვილზე

    ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის – კახიშვილი სააკაშვილზე

    “ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი ამბობს, რომ ეს არჩევნებიც ისე ჩაივლის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა.

    მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებების მიზანი ამომრჩევლისთვის სტიმულის მიცემაა.

    “რაც შეეხება რიტორიკას-“მე დავბრუნდები”, ეს პირველ არჩევნები არაა და პირველად არ გვესმის. ძალიან კარგად მახსოვს, მსგავსი რიტორიკა 2016 წელს, როდესაც საუბარი იყო, რომ გვირაბით შემოვიდოდა საქართველოში. ასე , რომ ეს არის პოლიტტექნოლოგიების ნაწილი, როდესაც მისი განცხადებები უკავშირდება იმას, რომ მისცეს უფრო მეტი სტიმული თავის ამომრჩეველს, გამოცოცხლდეს და უფრო მეტი გადავიდეს აქტიურ მოქმედებებზე.

    ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის. მერე არჩევნები რომ იქნება, ისევ გავიგებთ ასეთ განცხადებებს”,- განაცხადა კახიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

  • აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს – ჯონსონი

    აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს – ჯონსონი

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკის” აგენტით მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

    “აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დიდ ბრიტანეთში ჩვენი თვალით ვნახეთ “ნოვიჩოკის” მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის – საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სამართლის აღსრულებისთვის”, – წერს ბორის ჯონსონი ტვიტერზე.

    დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

    მათი ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა. ეს მომწამლავი ნივთიერება რუსეთში მზადდება.

    რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი ამბობს, რომ რუსეთი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მისი თქმით, “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ–ში ამზადებენ. 

  • სააკაშვილს, ბოკერიას და ვაშაძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად მხარს არ დავუჭერ– ელისაშვილი

    სააკაშვილს, ბოკერიას და ვაშაძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად მხარს არ დავუჭერ– ელისაშვილი

    პარტია მოქალაქეების ლიდერი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის ან გიგა ბოკერიას პრემიერმინისტრობის კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს.

    მისი თქმით, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობიდან, პრემიერმინისტრის კანდიდატად სხვას დაუჭიროს მხარი, მაგალითად, ხატია დეკანოიძეს.

    “არ მჯერა მაგ ბოდიშის [სააკაშვილის ბოდიში]. შეიძლება, სხვა კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, შესაძლოა, ხატია დეკანოიძეს. ბოკერიას, ვაშაძეს, რომელიც ოსტავ ბენდერია, არ დავუჭერთ მხარეს. ასევე, მეორე კითხვა იქნება, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. თუ გვითხრეს, რომ ვანო მერაბიშვილიო, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, ან ზურაბ ადეიშვილი, ან ა.შ.” — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

    რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შექმნას, ელისაშვილი ამბობს, რომ თუ მისი პარტიის ხმები გადამწყვეტი იქნება, “შესაბამის ფასსაც დაადებს”.

  • სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა

    სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა

    იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს, 83 წლის სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. იტალიური მედიის ინფრომაციით, იგი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება.

    ბერლუსკონი სახლიდან აგრძელებს მუშაობას და სექტემბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი პარტიის, “ფორცა იტალიას” მხარდაჭერას აანონსებს.

    დღეს, 2 სექტემბერს იტალიაში კორონავირუსის 271 515 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გარდაიცვალა 35 497, ხოლო გამოჯანმრთელდა 208 201 ადამიანი.

  • რუსთავის გზატკეცილზე, მარკეტში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    რუსთავის გზატკეცილზე, მარკეტში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთერთ მაღაზიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები  დაფიქსირდა. ამ იმფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

    მისი თქმით, “ყველა ზომა მიღებული აქვთ”.

    დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა მაღაზიათა ქსელ ნიკორას 2 თანამშრომელსაც, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარს არსებულ ფილილაში.

    2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევებიდან კი 5 პირის წყარო უცნობია.

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 548-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 270 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19.

  • წინა ხელისუფლება წამოეგო რუსულ პროვოკაციას – კახა კალაძე გორელებს

    წინა ხელისუფლება წამოეგო რუსულ პროვოკაციას – კახა კალაძე გორელებს

    გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ომსა და ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლება “წამოეგო რუსულ ოკუპაციას”. მისი განცხადებით, ნაომარი ქალაქის მოსახლეობამ კარგად იცის “რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს”.

    “პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს — სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

    თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა”,– თქვა კალაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა.

  • “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ – დუმის დეპუტატი ნავალნიზე

    “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ – დუმის დეპუტატი ნავალნიზე

    “რუსეთი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში არსებობს”, – ასე ეხმიანები რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი გერმანიის მთავრობის განცხადებას, რომ ნავალნი “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

    “უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ქიმიკატების დამზადება არ ხდება. როგორც ვიცით, ასეთი ქიმიკატები, ასეთი ტოქსიკური ნივთიერებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, ისევე როგორც აშშ-ში არის ხელმისაწვდომი”, -ამბობს შვიტკინი.

    შვიტკინი გერმანიის მთავრობის საპასუხოდ ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პასუხისმგებლობის ტვირთის რუსეთზე გადატანას ემსახურება.

    “ჩვენ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სრული აბსურდია და არავითარ არგუმენტაციას, არავითარ მტკიცებულებებს არ ემყარება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმების მიკერძოებულობას, რათა სკრიპალისა და ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგელბობის ტვირთი ჩვენს ქვეყანაზე გადმოიტანონ”, – აცხადებს დუმის დეპუტატი.

    ცნობისთვის, დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

    მათი ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა. ეს მომწამლავი ნივთიერება რუსეთში მზადდება.

  • რუსეთი ვალდებულია პასუხები გასცეს კითხვებს, მათ მსოფლიო ელოდება – მერკელი ნავალნიზე

    რუსეთი ვალდებულია პასუხები გასცეს კითხვებს, მათ მსოფლიო ელოდება – მერკელი ნავალნიზე

    გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაგმო.

    „ალექსეი ნავალნი გახდა თავდასხმის მსხვერპლი ქიმიურ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების დახმარებით, რომელიც „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდანაა. ეს შხამი უეჭველად აღმოჩენილია ანალიზებში. ამგვარად დასტურდება, რომ ალექსეი ნავალნი გახდა დანაშაულის მსხვერპლი. ის უნდა გაჩუმებულიყო. მე ამას ვგმობ გერმანიის ხელისუფლების სახელით“ , – განაცხადა ანგელა მერკელმა.

    მისი თქმით, რუსეთის ელჩს გერმანიაში ნავალნისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები ეცნობა.

    „ველოდებით, რომ რუსეთის ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს მომხდართან დაკავშირებით. გაჩნდა ძალიან რთული კითხვები, რომლებზეც პასუხი შეუძლია და ვალდებულიცაა გასცეს რუსეთის ხელისუფლებამ“, – განაცხადა მერკელმა .

    კანცლერის თქმით, ნავალნის საკითხმა მსოფლიო დაინტერესება გამოიწვია. „მსოფლიო პასუხებს ელის“ ,– თქვა ანგელა მერკელმა.

    ცნობისთვის, დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

    მათივე ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა.