Category: ახალი ამბები

  • ალბათ, არ იყო სასურველი “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება – ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს

    ალბათ, არ იყო სასურველი “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება – ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს

    “ალბათ, არ იყო სასურველი სასტუმრო “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება” –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და საკუთარ კოლეგებს მოუწოდა რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები დისტანციურად მოხდეს.

    „მივმართავ ჩემს კოლეგებს, როდესაც ჩვენ პირიქით მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს სამედიცინო თუ არასამედიცინო, გადავდოთ, ალბათ არ იყო სასურველი ამდენი რაოდენობის ჩემი კოლეგების შეკრება. თუმცა მე დღეს მივიღე მათგან სურათები, რომ იქ ყველა სხდომა იყო სექციური, მაქსიმუმ 50 ადამიანის შეკრებით და დისტანციით და პირბადეებით. ისინი ჩემი კოლეგები არიან და მე მჯერა მათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ალბათ ჯობდა რომ ამ ტიპის შეხვედრები ამ დროს იყოს დისტანციური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    2 სექტემბერს ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა აღარ ჩავეძია არ მინდოდა დამემძიმებინა  – დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიალშვილზე

    მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა აღარ ჩავეძია არ მინდოდა დამემძიმებინა – დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიალშვილზე

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე “კურიერთან” საუბარში  იხსენებს, რომ 2-3 წლის წინ მას, ბაჩალიაშვილი სუიციდის მცდელობაში გამოუტყდა.

    “3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა,” –  განაცხადა დეა კაპანაძემ.

    დეა კაპანაძე კატეგორიულად უარყოფს რომ მან ჩვენება 5-ჯერ შეცვალა და აცხადებს რომ მას დაკითხვაზე სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ და შესაბამისად პასუხებიც განსხვავებული იყო.

    “ მესმის რომ შვილი ჰყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი და მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში მართლა ყველანაირად ვეხმარები, რომ პატარა დეტალიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს. არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება, იყო მაგალითად, რომ პირველი 2 დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მკვდარი სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი. დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა, მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.5ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვა და სხვა უწყება მკითხავდა და ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვები და სხვადასხვა კითხვებზე სხვადასხვა პასუხები იყო,” – განაცხადა, დეა კაპანაძემ “კურიერთან”.

  • ეს არის  ჩვენი დიპლომატიის გამარჯვება- გახარია გაეროს რეზოლუციაზე

    ეს არის ჩვენი დიპლომატიის გამარჯვება- გახარია გაეროს რეზოლუციაზე

    ეს არის ჩვენი დიპლომატიის გამარჯვება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და იმის დასტურად შეაფასა, რომ საქართველოს აქვს გლობალურად, სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.

    „მოგესალმებით ხაშურელებო და არა მხოლოდ ხაშურელებო, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს.

    დღეს ხაშურში სიმბოლურია, რომ დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება.

    დღეს ხაშურში ვართ, ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი და განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, იმიტომ რომ სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუცია, უპრეცედენტო 84 ხმით გავიდა, ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად საერთაშორისო სამართლიანი მხარდაჭერა გვაქვს იმ მიმართულებით რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

  • ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია – რამიშვილი

    ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია – რამიშვილი

    მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის შედეგები უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმდება.

    “გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები რა დოზებიდან იწყება მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება“, – განაცხადა რამიშვილმა.

    ამასთან, მიხეილ რამიშვილმა დნმ-ს დასკვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხედრისა და მშობლებისგან აღებული ნაცხის ნიმუშები იდენტურია.

    “დნმ-ს დასკვნის შედეგად დასტურდება, რომ გენეტიკურად ცხედარი და მშობლებისგან აღებული ნიმუში იდენტურია და დასტურდება, რომ ის თამარია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

    გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

    რამდენიმე წუთის წინ, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღსანიშნავია რომ წელს თანშპონსორების რაოდენობის გარდა გაზრდილია რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობაც, რამაც 85 სახელწმიფო შეადგინა.

    გასული წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქართული დიპლომატიის თავდაუზოგავი ძალისხმევით, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საქართველომ გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიაზეც შეძლო რეზოლუციის გატანა.

    გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

  • “უხერხულია” – გამყრელიძე განმარტავს, რატომ უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა

    “უხერხულია” – გამყრელიძე განმარტავს, რატომ უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კარანტინში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გაშვება უხერხული საკითხია. მისი განმარტებით, ამ დიფერენცირების მიზეზი ის არის, რომ ქართველები, უცხოელებისგან განსხვავებით, თვითიზოლაციის წესს არ იცავენ.

    “ვიცი, რომ არის  ამ დიფერენცირებაში უხერხული, სერიოზული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე. მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში, უცხოელებში არცერთი დარღვევა არ ყოფილა, გამიგეთ?! არცერთი დარღვევა!”,– ამბობს გამყრელიძე ტვ პირველის ეთერში.

    მისივე განცხადებით, როდესაც ქართველი საქართველოში ჩამოდის და სანათესაოს ნახულობს, ინფიცირების რისკი მეტია, ვიდრე ტურისტის შემთხვევაში.

    “მოგეხსენებათ გერმანელი, ფრანგი ან ბალტიისპირელი ტურისტად რომ შემოდის, მას განსაზღვრული აქვს თავისი მარშრუტი. შეხვედრები არ არის დიდი. მობილობა და მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან არ არის დიდი. საბედნიეროდ, რაც ეს მწვანე კორიდორები გაიხსნა, არცერთი შემოტანილი ინფექციის შემთხვევა არ ყოფილა. მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ, ანუ რისკი ინფიცირებისა მეტია”,– თქვა გამყრელიძე.

    მანვე აღნიშნა, რომ “ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება”, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და “ეს უხერხული საკითხი უნდა გადაწყდეს”.

    ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ 12-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, ხოლო ტურისტები მხოლოდ PCR ტესტებს იკეთებენ.

  • ​საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა

    ​საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა

    2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა.

    ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა.

     

  • არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო – ამირან გამყრელიძე  კიბერთავდასხმაზე

    არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო – ამირან გამყრელიძე კიბერთავდასხმაზე

    “არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიბერშეტევა ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    „არამგონია, რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • დნმ ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის – პროკურორი

    დნმ ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის – პროკურორი

    ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის ინფორმაციით, დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

    “დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა, გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს, ვერაფერს მოიპარავდნენ – პაატა იმნაძე კიბერთავდასხმაზე

    “საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს, ვერაფერს მოიპარავდნენ “- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით  ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის არ ეშინია, რადგან “იქ არაფერი საიდუმლო ექსპერიმენტები” მათ არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი “ვერაფერს მოიპარავდნენ”.

    “მეორეც ერთი, მე ძალიან არ მაწუხებს ქვეყნის გარედან თავდასხმა. მიჩვეული ვარ მაგას. მე ის მაწუხებს, რომ ქვეყნის შიგნიდან გვიტევენ. გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ და მიჩვეულები ვართ ჩვენ მაგისთვის არ გვცალია კოვიდს ვებრძვით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.