Category: ახალი ამბები

  • ნიკა ლალიაშვილი “იმედის” დირექტორი გახდა

    ნიკა ლალიაშვილი “იმედის” დირექტორი გახდა

    ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედის დირექტორი გახდა. აქამდე ამ თანამდებობას ელდარ მდინარაძე იკავებდა.გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს და საჯარო რეესტრში დოკუმენტი უკვე დარეგისტრირდა.

    სწორედ ნიკოლოზ ლალიაშვილის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმი, რომელსაც “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ჰქვია.36-წუთიანი ფილმი ეთერში 12 აგვისტოს გავიდა და მას “იმედის” თანამშრომლები  გაემიჯნენ და აცხადებდნენ, რომ მასში რუსული პროპაგანდის გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც  2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი, კი უბრალოდ, იძულებული გახდა, ომში მონაწილეობა მიიღო.

     

     

  • “ყოველთვის მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება” – კახა ოქრიაშვილის პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე ერთ ბლოკად გავლენ

    “ყოველთვის მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება” – კახა ოქრიაშვილის პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე ერთ ბლოკად გავლენ

    მაჟორიტარი დეპუტატი  და მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, კახა ოქრიაშვილი  “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა” გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი. 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში კახაბერ ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა

    “ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს”” – განაცხადა ოქრიაშვილმ.

  • აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება

    აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება

    აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან: 9 – საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, 1 – საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

    აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 4 სექტემბერს, 07:44 საათზე დაფიქსირდა.

    მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯიხევთან დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო.

  • საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა1596 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289

     

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

     

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

  • რამდენიმე დღეში ვბრუნდები – არჩილ თალაკვაძე “დაბრუნებას” აანონსებს

    რამდენიმე დღეში ვბრუნდები – არჩილ თალაკვაძე “დაბრუნებას” აანონსებს

    “რამდენიმე დღეში ვბრუნდები’ – ამ წარწერით, პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციიდან ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ფოტო  ფოტოშოპით არის გაკეთებული.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დაცვას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

  • “საქართველოს ბანკის” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    “საქართველოს ბანკის” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით თანამშრომლები ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

    „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდი-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“- ნათქვამია განცხადებაში.

  • მდგმურმა გაზის მილი ღია მდგომარეობაში დატოვა, სახლი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

    მდგმურმა გაზის მილი ღია მდგომარეობაში დატოვა, სახლი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

    კომპანია თბილისი ენერჯის განცხადებით, თბილისში საოცხოვრებელი სახლი აფეთქებას გადაურჩა. მათი ინფორმაციით, მდგმურმა სახლიდან გადასვლის შემდეგ გაზის მილი ღია მდგომარეობაში დატოვა.

    დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს თბილისში, ახალდაბის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ რეზინის მილიდან, რასაც ფოტოზე ხედავთ, გაზი ჟონავდა და კერძო სახლი, სადაც მდგმურები ცხოვრობდნენ აფეთქებას გადაურჩა.

    ერთ-ერთმა მდგმურმა, რომელიც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მოხსნა გაზქურა და თან წაიღო. გაზის რეზინის მილი კი ღია მდგომარეობაში დააგდო. ”თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურს, გაზის სუნის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. 114-ის ჯგუფის ოპერატიულობით და ყურადღებიანი მეზობლების დახმარებით სახლი აფეთქებას გადაურჩა.

    ნუ შეუქმნით საფრთხეს მეზობლებს, ნუ გახდებით მკვლელები”,– წერს თბილისი ენერჯი. 

  • “არ ვარ მომხრე სიმკაცრით დაისაჯოს” – მირიან ნიკოლაძე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ ქალზე

    “არ ვარ მომხრე სიმკაცრით დაისაჯოს” – მირიან ნიკოლაძე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ ქალზე

    “არ ვარ მომხრე სიმკაცრით დაისაჯოს”  – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ და  მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. როგორც ნიკოლაძე აცხადებს, ქალის დაკავება სამატღლებრივად სწორია თუმცა მისი  სიმკაცრით დასჯის მომხრე არ არის.

    „ არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“,- აცხადებს ნიკოლაძე.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით,  ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს.