Category: ახალი ამბები

  • ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას – პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე

    ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას – პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე

    ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში აღმოჩენილია ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები.

    „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შედეგები. საბოლოო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა, წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები. გარდაცვლილის ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, ეს მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას ადამიანის ორგანიზმში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მადლობას ვუხდი გაეროს 84 სახელმწიფოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის – სალომე ზურაბიშვილი

    მადლობას ვუხდი გაეროს 84 სახელმწიფოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის – სალომე ზურაბიშვილი

    “მადლობას ვუხდი გაეროს 84 სახელმწიფოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის “- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციის მხარდაჭერას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

    „მადლობას ვუხდი გაეროს 84 სახელმწიფოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ეს აჩვენებს, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგშია. გლობალური საზოგადოება მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების აღდგენასა და შინ დაბრუნების უფლებას. უპრეცედენტო მხადაჭერაა!“- წერს პრეზიდენტი.

    შეგახსენებთ, გუშინ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუციას მხარი გაეროს 84-მა სახელმწიფომ დაუჭირა.

  • ტიკარაძე ექიმებს მიმართავს, რომ კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ

    ტიკარაძე ექიმებს მიმართავს, რომ კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს. მიმართვაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ტიკარაძე კოლეგებს სთხოვს, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და ექიმებმა სხვებს წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ.

    „მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

    ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

    ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში.წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, – აცხადებს ექიმებისადმი მიმართვაში ეკატერინე ტიკარაძე.

  • მამაჩემს ისე ესაუბრებოდნენ, როგორც ძველი დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს  – ბერა ივანიშვილის ინტერვიუ

    მამაჩემს ისე ესაუბრებოდნენ, როგორც ძველი დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს – ბერა ივანიშვილის ინტერვიუ

    “მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“ – ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა  ამერიკული გამოცემა WIRED-ი  ბერა ივანიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით  „საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“.

    „ჩემთვის ის რაც მამაჩემმა პოლიტიკაში გააკეთა ნამდვილად გმირული საქციელია. ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო ეცხოვრა მამაჩემს რომელსაც მოისურვებდა. მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები. ცუდად ნუ  გამიგებთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასე გრძელდება. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ, ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს. ყველაფერი რასაც პოლიტიკოსები  ყველაფერი, რის თქმის უფლებასაც,  უვიცი  და კლოუნი პოლიტიკოსები აძლევენ საკუთარ თავებს, მამაჩემზე ძალიან  გულს მტკენს“.

    ბერა ივანიშვილი, საპროტესტო ტალღასაც შეეხო რომელიც გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო. თუმცა ინტერვიუს დროს ბერამ კორესპონდენტს  სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა: 

    „საკმაოდ სუსტი საქციელია, ის რის კეთებასაც ოპოზიცია ცდილობს. 40, 50, 100  ადამიანის შეკრება? ინსტაგრამის სთორიზე ამაზე მეტი ადამიანის შეკრებას  მოახერხებ. ეს უბრალოდ ხმაურია არაფრის გამო“.

    ბერა ივანიშვილი  ინტერვიუში ასევე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. მისი თქმით მან ის პერიოდი როცა, ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” იყო, შიშში გაატარა. 

    “ძალაუფლებაში მაშინ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო და მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავი. ჩემს სტუდიას ტყვიები დაუშინეს, მანქანები მედევნებოდნენ, არცერთი გამოსვლა არ მქონია კონცერტზე რომელიც სიკვდილის მუქარის შიშით ჩამეტარებინოს. დედა და მამა  გოგოებთან საუბარსაც კი მიშლიდნენ და ეს პერიოდი ნამდვილი ომი იყო.”

  • NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

    NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

    „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს ხოლო მიზეზად პანდემიას ასახელებს.

    „წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის

    მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან. NDI მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა. გვსურს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ COVID-19 პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე, მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს NDI-ის ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის.

    ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით – საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად. NDI კვლავაც მზად არის, რომ დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალეობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით.

    და ბოლოს, NDI მადლობას უხდის ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად 25 წლიანი პარტნიორობისთვის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და მოუთმენლად ველოდებით გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსწორებას, რათა ისევ მოგვეცეს ჩვეული საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობა. აქვე ვურთავთ NDI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო ანალიზის პრესრელიზსა და პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეო მიმართვას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • არ მომწონს პათოსი, რომ თითქოს, შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს –  ბუწაშვილი

    არ მომწონს პათოსი, რომ თითქოს, შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს – ბუწაშვილი

    ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით სპეციალისტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებს.

    ‘კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად სულ უფრო ხშირად გაისმის სპეციალისტების მხრიდან დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი დადო და ახლა სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან ცალკეული მოქალაქეები, და რომ შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს. ანუ, მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ მესიჯების იდეა ის არის, რომ თუ კოვიდის აფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალი, თორემ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.

    ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. საქმე იმაშია, რომ ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტზე და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს. ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო და მეც ხშირად ვიმეორებდი ხოლმე, რომ შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები. ამიტომ იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს, სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ზუსტად ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ თქვენი ბრალიაო.

    ნამდვილად გვქონდა შესანიშნავი სტატისტიკა, იმედია ასეც გაგრძელდება, მაგრამ თუ შემთხვევათა აღმავლობა იქნება, ეს ხალხის ბრალი არ იქნება. უბრალოდ, ეს დაამტკიცებს იმას, რომ რაც არ უნდა ჩავკეტოთ ყველაფერი, ადრე თუ გვიან გახსნა მოგვიწევს და თუ ამ დროისთვის ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს. ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს ვაჯობეთ ინფექციის მართვაში, იქნებ იმაზეც ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე ბევრჯერ უკეთესი ჯანდაცვა აქვთ, ცოტა ნაფიქრი ექნებოდათ, ასეთი ტოტალური ჩაკეტვა ღირს თუ არა, და რისკები და სარგებელიც ცოტა აწონილ-დაწონილი. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტინი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ, ამიტომ დაემართათ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ბევრი პრობლემა აქვთ და ჩაკეტვა-გახსნის გადაწყვეტილებები არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის განვითარებულ სამყაროში, ხშირად ცოტა ქაოსურად და სპონტანურად მიიღება.

    როდესაც რეგულაციებს ვასუსტებთ, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ. სახლში თვეობით ჩაკეტილმა ადამიანმა ზაფხულში დასვენება და კაფეში შესვლა თუ გადაწყვიტა, როგორ უნდა დათვალოს, ამ სივრცეში უკვე 99 ადამიანია და მე-100 არ ვიყოო, არ ვიცი. ამიტომ ცოტა გამაღიზიანებელია ფეისბუქზე იმ ხალხის შეჩვენება, ვინც ამ ადგილებში დადის. სპეციალისტები (ჩემი ჩათვლით) მოვუწოდებთ ხალხს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და ეს სწორი მოწოდებაა, მაგრამ ისევ და ისევ, გაურკვევლობას და ორაზროვნებას ქმნის, სად და ვისთვის შეიძლება თავშეყრა და ვისთვის არა?
    ეს, სხვათა შორის, იმ ექიმებსაც ეხება, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ ჩაქვში წასვლით და რატომღაც ახლა ყველა მათ ეჩხუბება ფეისბუქზე. თუ არ უნდა წასულიყვნენ, მაშინ შესაბამის რეგულაციას ამისი უფლება არ უნდა მიეცა. ისე, არა მგონია ოთხასივე ექიმი ერთად შეკრებილიყო, კონფერენციას ცალკეული სექციები აქვს ხოლმე (მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი ჩაქვში არ ყოფილა, უბრალოდ მგონია, რომ იქ მყოფ ექიმებს უსამართლოდ აკრიტიკებენ და ექიმებსაც აქვთ მოდუნების უფლება).

    მოკლე შინაარსი ის არის, რომ საერთო და კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებული იქნება და ეკონომიკაც. რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვის და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი), ან შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშის და ცალკეული ადამიანების შეჩვენების და ნამუსზე შეგდების გარეშე და ბოლოსდაბოლოს ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც.”- წერს მაია ბუწაშვილი.

  • დეზინფორმაცია, რომ აჭარა საფრთხის ქვეშაა, არის რუსეთის მცდელობა, ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში – ადამ კინზინგერი

    დეზინფორმაცია, რომ აჭარა საფრთხის ქვეშაა, არის რუსეთის მცდელობა, ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში – ადამ კინზინგერი

    უფრო და უფრო მეტად შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ აჭარა თურქეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა, – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი მიმართვას Twitter-ზე ავრცელებს.

    „ზედაპირზევე ჩანს, რომ ეს მტკიცება უაზრობაა. თურქეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, უმთავრესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპირებიდან ყურადღება გადაიტანოს დასაქართველოსთვის მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩაერიოს.

    მოვუწოდებ ყველა პარტიას ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ცნობა გამჭვირვალე გახადონ და თავი შეიკავონ შუღლის გამაღვივებელი და საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო უყურებს, როგორ დგამს საქართველო ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისთვის და იმედი მაქვს, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანის გამომხატველი“, – წერს კიზინგერი.

  • ოქრიაშვილი ძალა ერთობაშიას ბლოკით დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში  იყრის კენჭს

    ოქრიაშვილი ძალა ერთობაშიას ბლოკით დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში იყრის კენჭს

    კახაოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” ბლოკით  2020 წლის არჩევნებში, დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში იყრის კენჭს. ცოტახნისწინ, მაჟორიტარი დეპუტატი  და მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, კახა ოქრიაშვილი  “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა.

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა” გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი. 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში კახაბერ ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა.

    “ვაპირებ მაჟორიტარობას და უკვე მაქვს დაწყებული მუშაობა. კენჭს ვიყრი დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს ოლქში. ვიყრი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან ძალა ერთობაშია და ვიქნები წარმომადგენელი პარლამენტში პროგრესი და თავისუფლების”, – აცხადებს ოქრიაშვილი.

  • პატრიოტთა ალიანსი ოკუპირებული აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზადაა –  ასლან ბჟანია

    პატრიოტთა ალიანსი ოკუპირებული აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზადაა – ასლან ბჟანია

    “პატრიოტთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის, – განაცხადა  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას, apsnypublic.ru ავრცელებს.

    “მოლაპარაკებებისთვის მზადება მისი მოსკოვში ვიზიტის დროს დაიწყო და უფლებამოსილ პირად მრჩეველი ლაშა საქანია შეირჩა. “პატრიოტთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის”, – ამბობს ბჟანია და აღნიშნავს, რომ ე.წ საგარეო უწყებას დაევალა “სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს”.

    შეხვედრაზე, ასევე, ილორის ეკლესიისთვის პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ხატის გადაცემის საკითხიც განიხილეს, რასაც ბჟანიამ ჰუმანიტარული ჟესტი უწოდა, თუმცა თქვა, რომ ასეთი ქმედება არავისთან შეთანხმებული ყოფილა.

  • რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდგინდა – “ბეტმენის” გადაღებები შეჩერდა

    რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდგინდა – “ბეტმენის” გადაღებები შეჩერდა

    The Batman-ის ვარსკვლავს, რობერტ პატინსონს, COVID-19 დაუდგინდა რის გამოც ფილმის გადაღებები შეჩერებულია.  გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა მხოლოდ შვიდი კვირის განმავლობაში მოახერხა და ამ დროისთვის ფილმის 30%-ა მზად.

    “ფილმ Batman-ის გადამღები ჯგუფის წევრის ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. ის იზოლირებულია დადგენილი წესების შესაბამისად. გადაღებები დროებით შეჩერებულია”, – განაცხადეს სტუდიაში.

    ფილმის გადაღებები იანვრიდან მიმდინარეობდა ლონდონში და თავდაპირველად შეჩერდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ფილმის პრემიერა 2021 წლის 30 სექტემბერსაა დაგეგმილი.  რეჟისორ მეტ რივზის ფილმში პატინსონი, ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი და სხვები მონაწილეობენ.