Category: ახალი ამბები

  • ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული – თბილისი ენერჯი

    ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული – თბილისი ენერჯი

    კომპანია „თბილისი ენერჯი“ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.

    „კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, – აცხადებს თბილისი ენერჯი.

    ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

  • “რატომ უდგახარ სამუშიას გვერდითო” – თბილისში ლელოს წევრს თავს დაესხნენ

    “რატომ უდგახარ სამუშიას გვერდითო” – თბილისში ლელოს წევრს თავს დაესხნენ

    თბილისში, დიღმის მასივში, რამდენიმე წუთის წინ პარტია ლელოს დიდუბე–ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს თავს დაესხნენ. სამი თავდამსხმელი თავისივე საცხოვრებელ კორპუსთან მას ფიზიკურად გაუსწორდა.

    “არ უხსენებიათ არანაირი პოლიტიკური პარტია. რას ვაკეთებ მე ახლა დიღმის მასივში, ლელოს და მამუკა ხაზარაძის მომხრეები, ჩვენც გვითხარი რას სთავაზობ ასეთსო. სამ პიროვნებას ვიცნობ და ამოცნობა შემიძლია”,– ამბობს გლუნჩაძე.

    ლელოს დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ გლუნჩაძე მისი მხარდამჭერობის გამო სცემეს. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება.

    “უბრალოდ დაიწყეს. ადამიანი, ჩვენი აქტიური მხარდაჭერი ნაცემია იმის გამო, რომ რატომ ხარ ლელოში და რატომ უდგახარ სამუშიას გვერდითო. აი ამისთვის გამოვიდნენ და ცემეს, წიხლი ჩააზილეს. აგერ არის პატრულის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. არის კამერები და მოწმეები. უსწრაფესად გამოიძიეთ და ყველა პასუხისგებაში მიეცით, ამ საქმეს ჩავყვები ბოლომდე, არ მოგასვენებთ. ვიცი, რისიც ეშინიათ”,– ამბობს ლევან სამუშია.

    დაზარალებულს სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა

    ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა

    ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა და სამი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მუშები აწარმოებდნენ სამუშაოებს და ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.

    “პირველადი ინფორმაციით, მუშები აწარმოებდნენ სამუშაობს და ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

    აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

     

  • აფეთქება ფილარმონიასთან – დაშავებულია 1 პირი

    აფეთქება ფილარმონიასთან – დაშავებულია 1 პირი

    ფილარმნიასთან, კინოთეატრ ამირანის გვერდით, კლუბ დეჯავუსთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზი აფეთქდა. სავარაუდოდ, დაშავებულია 1 ადამიანი.

    საგანგეობო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხმდარზე ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

  • სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

    სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

    სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ მამაკაცი წყალში ნავიდან გადავარდა.

    “შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია”,– ამბობენ უწყებაში.

    უბედურ შემთხვევაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

  • ავერსის კლინიკის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ავერსის კლინიკის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

    ,,ამ დროისთვის მოკვლეულია 60-მდე კონტაქტი და ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. 31 აგვისტოდან დღემდე ,,ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა“, – განაცხადა ბეგაშვილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ 13–დან 7 რუსთავის მკვიდრია.

    რუსთავის აღნიშნული კლინიკა ფუნქციონირებას აგრძელებს. ამ ეტაპზე კლინიკის დახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

    2 სექტემბერს ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს.

    სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.

  • საერთოდ არ მაინტერესებს კიზინგერი რას ფიქრობს, რეპუტაციაშელახული პირია – ირმა ინაშვილი

    საერთოდ არ მაინტერესებს კიზინგერი რას ფიქრობს, რეპუტაციაშელახული პირია – ირმა ინაშვილი

    “საერთოდ არ მაინტერესებს კიზინგერი რას ფიქრობს, რეპუტაციაშელახული პირია “-  ასე აფასებს,  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერის განცხადებას.

    “საერთოდ არ მაინტერესებს ბატონი კინზინგერი რას ფიქრობს. ჩემს თვალში რეპუტაციაშელახული პირია, მიკერძოებული, ცალმხრივი და პირდაპირ ვაკავშირებ სააკაშვილ-ბოკერიებთან” – ამბობს ინაშვილი.

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა,  საქარველოში ანტითურქული განწყობების გაღვივების მცდელობის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. სადაც განაცხადა რომ  განცხადებების უკან რუსეთის კვალს ხედავს და პარტიებს საშიში რიტორიკისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

  • ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს – ზურაბიშვილი

    ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ლუგარის ცენტრზე შეტევა ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს”.

    “ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

    ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

    მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე პირველ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა “ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა”.

    გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

  • აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები – ინაშვილი ასლან ბჟანიას პასუხობს

    აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები – ინაშვილი ასლან ბჟანიას პასუხობს

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს,რომ “პატრიოტთა ალიანსი” მზადაა, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამ  ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები.

    “აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან. მათ შორის კავშირს მე მკაფიოდ ვხედავ, ასევე მინდა მიაქციოთ ყურადღება ბჟანიას განცხადებას, მან მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოსგან არ ელის აღიარებას, არამედ ელის, რომ დაიწყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული  პროექტები, გადაიდგა ნაბიჯი შერიგებისკენ, ჩემი ჩასვლით დაიწყო ეს პროცესი, ამან გააცოფა და გადარია ყველა, ვგულისმხობ აქაურ და იქაურ სააკაშვილ-ბოკერიებს,”- პასუხობს ინაშვილი ბჟანიას.

    შეგახსენებთ, რომ სომხუმში ე.წ. პარლამენტის დახურულ სხდომაზე, რომელსაც ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, 18 აგვისტოს აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ სტუმრობა განიხილეს. ასლან ბჟანიამ ხაზგასმით თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზად არის თანამშრომლობისა და აფხაზეთის აღიარებისთვის.

  • რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI – პროკურატურის განმარტება

    რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI – პროკურატურის განმარტება

    თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა განმარტა, რატომ არ ჩაერთო FBI საქმის გამოძიებაში. მისი თქით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროსგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

    „ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს. ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

    ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის ოჯახი გამიძიებაში FBI–ს ჩართვას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა, რის შემდეგაც პროკურატურამ მათ დახმარებისთვის მიმართა.