Category: ახალი ამბები

  • აფხაზებმა გაგვატარეს ჩვენ, ФСБ რა შუაშია? – ინაშვილი აფხაზეთში გადასვლაზე

    აფხაზებმა გაგვატარეს ჩვენ, ФСБ რა შუაშია? – ინაშვილი აფხაზეთში გადასვლაზე

    პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი კითხვას, როგორ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აკონტროლებს, პასუხობს, რომ ეს მათი დიპლომატიაა.

    “ამაშია ჩვენი დიპლომატია. ამაშია ჩვენი უნარი სწორი მოქმედებების, რომ ეს ყველაფერი გავიარეთ სწორად და უსაფრთხოდ, გავიარეთ ისე, რომ ვიზა არ აგვიღია ჩვენ. აფხაზებმა გაგვატარეს ჩვენ… ФСБ რა შუაშია? ФСБ-თან კონტაქტები ჰკითხეთ სააკაშვილს და ბოკერიას”.– თქვა ირმა ინაშვილმა რუსთავი 2–ის ეთერში.

    მისი თქმით, ე.წ. საზღვარი ისე გადაკვეთა, რომ კითხვები არავის დაუსვამს.

    “იქ სხვათა შორის, ზედმეტ კითხვებს არ სვამენ. არავის ჩემთვის არაფერი არ უკითხავს. იქაც იგივე ვუთხარი, რომ ვართ ჩვენ თბილისიდან და იქაც არავის ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია”. – აცხადებს ირმა ინაშვილი.

    პარლამენტის ვიცესპიკერი ამტკიცებს, რომ დუმის თავმჯდომარეს ФСБ–თან არანაირი კავშირი არ აქვს.

    “დეპუტატები არიან კოლეგები და ФСБ არ არის რუსეთის დუმის პრეზიდენტი. მე არ დამიმალავს, შევხვდი, რუსეთის დუმის თავმჯდომარეს, მასთან მაქვს კომუნიკაცია და ვოლოდინიც არ არის არავითარი ФСБ”,– აღნიშნა ინაშვილმა.

    აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებისგან მიიღო დაპირება, რომ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

    მანამდე “დოსიემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსმა წინასაარჩევნოდ 8 მილიონი დოლარი რუსეთიდან მიიღო. მედიის ინფორმაციით, პარტია რუსეთიდან პირდაპირ მითითებსა და დავალებებს აძლევს, რასაც მათი გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს.

  • 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა

    2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა

    ცესკოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებისთვის ცესკოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

    უწყების განცხადებით, ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, აქედან 12-ს უარი ეთქვა, ხოლო რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

    “საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.

    რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა)“, – აცხადებს ცესკო.

    2020 წლის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

  • მითვალთვალებენ, ოპერატიული მანქანები დამყვება – ხატია დეკანოიძე

    “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ. მისი თქმით, მას წერილი მისწრეს, სადაც ყველა იმ ოპერატიული ავტომობილის ნომერი იყო ჩამოთვლილი, რომელიც მას დაყვებიან.

    “დარწმუნებული ვარ, მანამდეც არ გვაკლდა თვალთვალი, მაგრამ მას შემდეგ რაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახეს, რამდენიმე დღის წინ მივიღე ძალიან ვრცელი შეტყობინება, ფურცელზე დაწერილი, მესმის რომ ვიღაცამ ეს შეიძლება ისე დაწეროს, მაგრამ ოპერატიული მანქანის ნომრებია ჩამოთვლილი, როგორ გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს პარტიაში და პარტიის ლიდერებს. მათ შორის ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გუნდშია.

    ჩვეულებრივად, მანქანის ოპერატიული ნომრებია. სუს-ი საკუთარ უფლებამოვალეობას არ ასრულებს და დასდევს ოპოზიციის ლიდერებს. ყველაფერი ეს არის ზუსტად იმ შიშის შედეგი რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, – ამბობს დეკანოიძე მთავარი არხის ეთერში.

  • არ შემოგილაწუნო, გვარამია არ ჩართო ამ საქმეშიო, მითხრა – თამაზაშვილი თამარის ბებიაზე

    არ შემოგილაწუნო, გვარამია არ ჩართო ამ საქმეშიო, მითხრა – თამაზაშვილი თამარის ბებიაზე

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა ეხმიანება თამარის ბებიის ინტერვიუს, რომელიც მან სახელისუფლებოა მედიას, ტვ იმედის მისცა. ბებიამ თქვა, რომ შესაძლოა თამარს თავი მოეკლა, ასევე, აღნიშნა, რომ მას თავისი უფროსი მოწონდა.

    თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარის ბებიასთან, კერძოდ კი ბებიის დასთან, კონფლიქტი მოუვიდა, რასაც ეს ინტერვიუ მოყვა. გარდაცვლილი გოგოს დედა იხსენებს, რომ ბებიამ უთხრა, რომ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუზე არ წასულიყო და “შემოლაწუნებით” დაემუქრა.

    “მე დავიფიცე თამუნას სასახლესთან, რომ აუცილებლად ვიბრძოლებ შენი მკვლელების საპოვნელად–მეთქი, ამისთვის სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა–მეთქი. ჰოდა, შემომივარდა სადაც ვიწექი ცუდად ყოფნის დროს და გვარამია არ ჩართო ამ საქმეშიო. მე ვუპასუხე, ზუსტადაც მექნება–მეთქი და არ შემოგილაწუნოო მითხრა. ძალიან ღრმად შეტოპა და არ ვიცი, მაგას მარტო ხალხის რისხვა ეყოფა, რატომ უნდა დაუპირისპირდე გამწარებულ დედას. არ ვიცი, რას ემსახურება მისი საქციელი, დღემდე აუხსნელია”,– ამბობს ფორმულას ეთერში თამაზაშვილი.

    მანვე აღნიშნა, რომ ის თამარის გამზრდელი ბებია არ არის და იბრალებს.

  • მესი ბარსელონაში რჩება

    მესი ბარსელონაში რჩება

    ბარსელონას ფეხბურთელი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის ბარსელონაში დარჩება. ამის შესახებ არგენტინელმა GOAL.COM-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

    მესის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე კლუბმა ბარსელონას მოთხოვნა შეასრულოს და მასში 700 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    “დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისუფლად წამოვიდოდი. პრეზიდენტი ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტდი წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ახლა კი ამბობენ, რომ მე ეს 10 ივნისამდე არ მითქვამს. პანდემიის გამო, 10 ივნისს ლა ლიგაში ვიბრძოდით”, – თქვა მესიმ.

    მესის თქმით, ის იმ მიზეზით დარჩა, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო გარჩევები. მანვე აღნიშნა, რომ ბარსელონა არის კლუბი, რომელიც უყვარს და რომელმაც ყველაფერი მისცა. ამიტომ, კლუბის წინააღმდეგ სასამართლო გარჩევები არ სურდა.

     

  • იქნებ იძულებით აყიდინეს წამლები, არანაირი თვითმკვლელობა არ არის – თამაზაშვილი

    იქნებ იძულებით აყიდინეს წამლები, არანაირი თვითმკვლელობა არ არის – თამაზაშვილი

    პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტებს ყიდულობს, გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

    მისი განცხადებით, შესაძლოა წამლები თამარს იძულების წესით აყიდინეს.

    თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ შეიძლება პროკურატურამ FBI–ს თვითმკვლელობის ვერსია დაუსახელა, რის შემდეგაც მათ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

    “არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარიდამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი.

    დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს”,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

    პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად, სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა. უწყებამ წამლების ყიდვის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

  • ფილარმონიასთან აფეთქებისას ერთ–ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

    ფილარმონიასთან აფეთქებისას ერთ–ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

    ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    ალადაშვილის კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს, დაშავებულ მამაკაცს სახის და გულ–მკერდის დამწვრობა აღენიშნება.

    “სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 33 წლის მამაკაცი. შემოსვლისთანავე დაფიქსირდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. მას აღენიშნება სახის მიდამოს, გულ-მკერდის მიდამოს დამწვრობა. ჭრილობა მხრის, კისრის და სახის მიდამოში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ინფორმაცია იქნება გაფართოებული კვლევის შედეგად”, – განაცხადა ბესელიამ.

    რამდენიმე საათის წინ ფილარმონიასთან, კლუბ დე-ჟავუში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი, დაშავდა სამი ადამიანი.

  • ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

    „აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • ლელომ დმანისის, ახალქალაქის, წალენჯიხისა და თელავის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

    ლელომ დმანისის, ახალქალაქის, წალენჯიხისა და თელავის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

    პარტიამ „ლელომ” მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი დაასახელა.

    ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წილკნის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ჭელიძე დასახელდა.

    ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად სოცგარ პუთულიანი წარადგინეს.

    წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის დეპუტატობის კანდიდატად თამარ ბელქანია, ხოლო, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ტალახაძე დასახელდნენ.

    ლელოს პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს საკონსტიტუციო.

    მათი ინფორმაციით, ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტრის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კვლევისთვის სინჯებს იღებენ. სასამართო აღნიშნავს, რომ დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

    სასამართლოს ყველა თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდება.

    არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო „დონაში” იმყოფებოდა.