Category: ახალი ამბები

  • “პატრიოტთა ალიანსს” ოკუპირებული აფხაზეთიდან ხატს უბრუნებენ – ის მდინარე ენგურთან მიიტანეს

    “პატრიოტთა ალიანსს” ოკუპირებული აფხაზეთიდან ხატს უბრუნებენ – ის მდინარე ენგურთან მიიტანეს

    პრორსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, საწყობში შეინახეს.

    პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარ ხატზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ უარი 27 აგვისტოს თქვა.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აგვისტოს იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწს, ლაშა საკანიას შეხვდნენ.

    ასლან ბჟანიას თქმით, შეხვედრაზე პატრიოტთა ალიანსმა პირობა დადო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

    “დოსიემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსმა წინასაარჩევნოდ 8 მილიონი დოლარი რუსეთისგან მიიღო. მედიის ინფორმაციით, პარტიას რუსეთი პირდაპირ მითითებსა და დავალებებს აძლევს, რასაც მათი გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს.

    ირმა ინაშვილმა დაიფიცა, რომ რუსული ფული არ აუღია. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთში ისე გადავიდა, რომ ФСБ–სთან შეხება არ ჰქონია. მისი მტკიცებით, მას დუმის თავმჯდომარესთან ჰქონდა მოლაპარაკება, რომელსაც ФСБ–თან არანაირი კავშირი არ აქვს.

  • ანაკლიის პორტის გაჩერება არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა – ხაზარაძე

    ანაკლიის პორტის გაჩერება არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა – ხაზარაძე

    პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის გაჩერება არის დანაშაული ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ხაზარაძე პირობას დებს, რომ პორტი მაინც აშენდება.

    “თავის დამქაშებთან ერთად საუკუნის პროექტი ჩააგდო. ყველანაირი მეთოდით ეცადა, რომ ჩირქი მოეცხო ამ იდეისთვის და პირადად ჩვენთვის, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. მე მას ვპირდები, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კარიბჭე მთელ მსოფლიოში,”– ამბობს ხაზარაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბევრი ეკონომიკური პროექტი გააჩერა, რამაც ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა.

    საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი დავის შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა.

  • როგორი ამინდი იქნება 8 სექტემბრამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. მათი პროგნოზით, 6-7 სექტემბერს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

  • აბაშაში სატვირთო ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

    აბაშაში სატვირთო ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

    აბაშაში ქვეითად მოსიარულე კაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 70 წლის იყო.

    შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა კიდევ შემცირდეს

    კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა კიდევ შემცირდეს

    დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

    მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ 12-დღიანი საკარანტინო რეჟიმი 8 დღემდე შემცირდეს.

    „კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – თქვა გამყრელიძემ.

    რაც შეეხება დიფერენცირებულს კარანტინს, გამყრელიძე ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების კარანტინში გადაყვანა “უხერხული საკითხია” და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა.

  • ადამიანი, ვისაც ოზურგეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, ქორწილში იყო – გამყრელიძე

    ადამიანი, ვისაც ოზურგეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, ქორწილში იყო – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი ადამიანი, ვისაც ოზურგეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, ქორწილში იყო.

    “ოზურგეთში დადასტურებული პირველი შემთხვევა, ვიცი, რომ ნამყოფია ქორწილში. ვიცი, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, როგორც გურიის, ასევე აჭარის მუშაობენ ამ საკითხზე და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

    დღეს, 5 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში გამოვლენილი პირველი ინფიცირებული 350-კაციან ქორწილში იმყოფებოდა.

    შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1302 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 19.

  • რუსთავში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მეგრელიშვილი იქნება

    რუსთავში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მეგრელიშვილი იქნება

    რუსთავში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი იქნება.

    გირჩის განცხადებით, არჩევნებზე მეგრელიშვილის მიზანი პროპორციული ხმების გაზრდა და დაცვა, სრულად პოზიტიური კამპანიის ჩატარება და ოპოზიციონერ კოლეგებთან უპრეცედენტო თანამშრომლობა იქნება.

    მეგრელიშვილის თქმით, რუსთავი ის ქალაქია, სადაც გირჩმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, ამიტომ მისი ამოცანა ამ შედეგის გაუმჯობესებაა.

    ცნობისთვის, ქართული ოცნებიდან რუსთავის საარჩევნო ოლქში კენჭს ნინო ლაცაბიძე იყრის, ხოლო ევროპული საქართველოდან ირმა ნადირაშვილი.

  • აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კორონავირუსის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა

    აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კორონავირუსის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა

    აჭარის ტელევიზიამ კორონავირუსის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელევიზიაში ახალი კორონავირუსი ერთ თანამშრომელს გუშინ დაუდასტურდა.

    აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

    “მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, იწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეჩერდეს მაუწყებლობა. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირველი არხი და მოხდება პირველი არხის ტრანსლირება ჩვენს ეთერში, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები”. – ამბობს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი.

  • ჩოხატაურში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა

    ჩოხატაურში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა

    ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

    მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

    „ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.

  • ეს ტრაგედიაა, არ უნდა მომხდარიყო, სერიოზულად შევისწავლით – ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

    ეს ტრაგედიაა, არ უნდა მომხდარიყო, სერიოზულად შევისწავლით – ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს.

    „ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, არ უნდა ხდებოდეს. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა შევისწავლი,“- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

    მისივე თქმით, მას არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გერმანიის შედეგები და ის ამაზე კარგად არის განწყობილი.

    “მათ უნდათ რაღაცის გაკეთება, მათ მოქმედება უნდათ, ეს არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ ვმუშაობთ უამრავ ქვეყანასთან უამრავ საკითხზე. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოში, როგორც იცით. გეუბნებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ამას გეტყვით”,– აცხადებს ტრამპი.

    მანვე აღნიშნა, რომ თუ ნავალნი მოწამლულია, ძალიან გაბრაზდება.

    “ვხედავთ ციფრებსა და დოკუმენტებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან უახლოეს დღეებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა “ცალსახა მტკიცებულება” იმისა, რომ ესაა “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი” რუსეთში მზადდება.