Category: ახალი ამბები

  • თელავში 47 წლის მამაკაცი მოკლეს

    თელავში 47 წლის მამაკაცი მოკლეს

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. თანასოფლელებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო.

    მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

  • საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    დღეს საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1650-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი, ჯამში – 1310 პაციენტი. მონაცემები StopCov-ზე განახლდა

    საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამჟამას კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 299.

  • ფონიჭალაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

    ფონიჭალაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

    ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19- 109 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულიხსმობს.

  • უკრაინის პატრიარქს Covid 19 დაუდგინდა

    უკრაინის პატრიარქს Covid 19 დაუდგინდა

    უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით წერს, რომ ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქს კორონავირუსი გეგმიური  ტესტირების დროს დაუდგინდა.

    ფილარეტმა საპატიო პატრიარქის წოდება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ხელმძღვანელობით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.

    უკრაინაში კორონავირუსის 136 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 5 სექტემბერს ქვეყანაში კიდევ 2 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უკრაინაში Covid 19-სგან 2 9863 ადამიანი გარდაიცვალა

  • პროკურატურა აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმის  ბრალდებულთა ფარული კადრები ციხეში გამოძიების გადაღებულია

    პროკურატურა აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმის ბრალდებულთა ფარული კადრები ციხეში გამოძიების გადაღებულია

    ტვ პირველის მიერ  გავრცელებულ  გლდანის ციხეშიგადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები სხვადასხვა საკანში არიან გადაღებული, და სადაც მათი საუბარი ისმის, საქართველოს პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

    “საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    ტვ პირველის ინფორმაციით მათ კადრები ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და ჩანაწერი მრავალსაათიანია, საიდანაც მხოლოდ ნაწილი გამოაქვეყნეს.  გავრცელებული ფარული კადრების მიხედვით, საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნეს ეუბნება, რომ თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი, გიორგი შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება.

    შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული.

    შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ჩანაწერები შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა საკნიდან. რაზე საუბრობენ პატიმრები

    ჩანაწერები შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა საკნიდან. რაზე საუბრობენ პატიმრები

    ტვ პირველი ავრცელებს ფარულად ჩაწერილ კადრებს, რომლებიც მათი თქმით ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და  გლდანის ციხეში, იმ სანკებშია გადაღებული, სადაც შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები იმყოფებიან. სხვადასხვა საკანში დამონტაჟებულ კამერებზე ბრალდებულების საუბრებია ჩაწერილი.  ნოდარ მელაძის თქმით მათ რამდენიმე საათიანი მასალა მიაწოდეს, თუმცა დღეს ეთერში მხოლოდ ჩანაწერების ნაწილი გაუშვეს.

    ერთერთ ჩანაწერში, რომელიც  ტვ პირველის თქმით ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გადაღებული ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, თვითონ რევაზიშვილი ამბობს, რომ სურს იპოვოს ადამიანები, რომლებიც დაემუქრებიან მისი ყოფილი თანასაკნელის, კობა ჩიტიძის ოჯახს. მასთან ერთად საკანში მყოფი პირი კი ამბობს, რომ მსგავსი შურისძიება არასწორი იქნება.

    ტელეკომპანია ინფორმაციით კობა ჩიტიძე ოჯახში ძალადობისთვისაა ბრალდებული. როგორც ჩიტიძემ გამოძიებას უთხრა, რომ რევაზიშვილმა საკანში მას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა აღუწერა.

    მეორე ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს კამერაში. როგორც აუდიოჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ ზ.ხ. ამბობს, რომ თუ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მამამისი შურს იძიებს.

    კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლავ ზ.ხ. საუბრობს. სავარაუდოდ, ზ.ხ. ამბობს, რომ ვერ ხვდებ ტოიტა ქამრის მეექვსე მგზავრს, ვასილ მახარაძეს ბრალი რატომ არ დაუმძიმეს. მისივე თქმით, ის და მახარაძე იმ ღამით ერთნაირად იქცეოდნენ, თუმცა ბრალი მხოლოდ მას დაუმძიმეს.

    “შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით მეთქი, მაგრამ არ წამოვიდნენ”, — ისმის ვიდეოში, თუმცა დაუდგენელია ვინ ამბობს ამას და  რას გულისხმობს, მაგრამ სავარაუდოდ, იგულისხმება გიორგი შაქარაშვილი.

    ტვ პირველის თქმით, ისინი ვიდეოს დანარჩენ ფრაგმენტებს მოგვიანებით გაუშვებენ.

  • რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ – თენგიზ ცერცვაძე 350-კაციან ქორწილში მყოფ ინფიცირებულებზე

    რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ – თენგიზ ცერცვაძე 350-კაციან ქორწილში მყოფ ინფიცირებულებზე

    350-კაციან ქორწილში მყოფი კაცისთვის კორონავირუსის დადასტურებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება და ამბობს: “რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ”.

    მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ხელისუფლება პროპორციული ზომებს იღებს.

    “რა ვქნათ, არის ეს, შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ადამიანები ვართ. ქართველები ლაღი ერი ვართ, უფრო ვგავართ ამით იტალიელებსა და ესპანელებს, ვიდრე, ვთქვათ, სკანდინავიელებს ან გერმანელებს, რომლებსაც რასაც ეტყვი, იმას ასრულებენ.

    კონტროლი არის, მაგრამ ხელისუფლების შეცდომა არ არის. ხელისუფლება იღებს პროპორციულ ზომებს. ხელისუფლებამ იმაზე მეტი ძალა რომ გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, ეს დიდ დისკომფორტს გამოიწვევს”,– ამბობს ცერცვაძე.

    შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

  • ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს

    ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს

    ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს.

    არსებული ცნობებით, გერმანელი ტურისტები ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ, სადაც ქალზე სექსუალურად ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცმა იძალადა, რომელიც ასევე მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

    პოლიციამ ბრალდებული დღეს დააკავა.

  • მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი “განქოცდეს” – დეკანოიძე ოქრიაშვილზე

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის “ძალა ერთობაშიასთან” გაერთიანებას ეხმიანება. მისი თქმით, ოქრიაშვილი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი “განქოცდეს“.

    “ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ძალიან შორს არის ბატონი ოქრიაშვილი იდეოლოგიურად. დისკომფორტი არ მაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი, ეს არ არის ასე. რომ გითხრათ, რომ იდეოლოგირადაც ერთნი ვართ, ესეც არ იქნება განსაკუთრებული განცხადება ჩემგან. იმასაც ვერ გეტყვით, რომ რაღაც ღირებულებებს შეიძლება ვიზიარებდე.

    ბატონ ოქრიაშვილს აქვს იმის შესაძლებლობა, და ის, როგორც ჩანს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში რეგიონში, იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, შეიძლება არ იყოს კორექტული ამის თქმა, “განქოცდეს” და ჩამოსცილდეს იმ მძიმე რეჟიმს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილზე ჩამოკონწიალებული ადამიანები.

    იდეოლოგიური სხვაობა ყველა პარტიას შორის არის, ჩემთვის დისკომფორტია ნამდვილად. მე ჩემი ამოცანა მაქვს, ჩვენ ჩვენი ამოცანა გვაქვს და პარტიაში ხომ არ შემოსულა?!” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

    შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია “პროგრესი და თავისუფლება” გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს ძალა ერთობაშიას შეუერთდა.

    კახა ოქრიაშვილი დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად იყრის.

  • “ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

    “ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

    მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა გარდა ამისა, ფეხბურთელს კონტრაქტი  წასვლის ნებას არ აძლევს.

    სულ რაღაც 10 დღის წინ ექვსი “ოქროს ბურთის“ მფლობელი კლუბს ყველაზე უხეში ფორმით დაემშვიდობა – შეკვეთილი საფოსტო გზავნილით. მას მყარად ქონდა გადაწყვეტილი ბარსელონაში კარიერის დასრულება, სადაც ბოლო 20 წლის მანძილზე თანამედროვე ფეხბურთის ისტორიას ქმნიდა.

    თუმცა ისე არ გამოვიდა, როგორც მას ეგონა და სიტუაცია დაიძაბა. ამ კვირას მესიმ სამედიცინო შემოწმება და სეზონის პირველი ვარჯიში გამოტოვა. “მანჩესტერ სითიში“ მისი გადასვლის შესახებ კი სულ უფრო მეტი ფინანსური დეტალი ხდებოდა ცნობილი.  თუმცა, კვირის ბოლოს მესის აგენტმა განაცხადა, რომ ის არსად აღარ მიდის.

    “როცა ცოლ–შვილს გადასვლის შესახებ ვუთხარი, საშინელი დრამა დატრიალდა. მთელი ოჯახი ტირის, ბავშვებს ბარსელონადან წასვლა არ უნდათ, არ უნდათ სხვა სკოლა“– უთხრა მესიმ ერთ–ერთ სპორტულ პორტალს ინტერვიუში.

    მესიმ წასვლის შესახებ განცხადება “ბარსას“ რამდენიმე თვიანი უკუსვლის შემდეგ გააკეთა. ის ყველას აფრთხილებდა, რომ საქმე ცუდად იყო. კონფლიქტი კლუბის ხელმძღვანელობასთან , სადაც ათ წელზე მეტხანს ფაქტიურად პირველი და შეუცვლელი იყო, გართულდა. აგვისტოში დაპირისპირება მწვრთნელის შეცვლაში, სპორტული დირექტორის შეცვლაში და წასვლის შესახებ მესის განცხადებაში გადაიზარდა.

    ეპოქის დასასრული

    არგენტინელის კონტრაქტი, რომელიც ბარსელონაში 13 წლის ასაკში გადავიდა, მხოლოდ მომავალ წელს სრულდება.კონტრაქტის პირობებით ნებისმიერმა კლუბმა, რომელიც მესის გადაყვანას მოინდომებს, ბარსელონას ასტრონომიული თანხა – 700 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

    თავად ფეხბურთელი და მისი მამა, რომელიც ამავე დროს მისი აგენტია, ამტკიცებდნენ, რომ გამოსყიდვის შესახებ პუნქტი არ მოქმედებს, რადგან კონტრაქტში წერია მესის უფლების შესახებ ბარსელონას დაემშვიდობოს – სეზონის დასრულების შემდეგ 15 დღის განმავლობაში.

    პრობლემა იმაშია, რომ დოკუმენტში ჩაწერილი სეზონის დასასრული კალენდრის მიხედვით ივნისშია გათვალისწინებული, წელს კი კორონავირუსის გამო სეზონი აგვისტომდე გაგრძელდა. სწორედ აგვისტოში  გაუგზავნა მესიმ კლუბს შეტყობინება წასვლის შესახებ. კლუბი კი ამტკიცებს, რომ მომავალი წლის ივნისამდე მას ამის უფლება აღარ აქვს. დავის გადაწყვეტა კი მხოლოდ სასამართლოს შეეძლო. მესი ამბობს, რომ არასოდეს უჩივლებს ბარსელონას:

    “ერთადერთი გამოსავალი სასამართლოში წასვლა იყო, თუმცა ბარსა ჩემი საყვარელი კლუბია და არასოდეს ვუჩივლებ სასამართლოში. ბარსამ მომცა ყველაფერი და მეც მას ყველაფერი მივეცი. აზრადაც არასდროს მომსვლია ბარსასთან სასამართლოში დავა“ – ამბობს მესი.

    მან წასვლა დიდი ხანია გადაწყვიტა და დარწმუნებული იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მშვიდად წავიდოდა, როგორც კი კლუბის პრეზიდენტს, ჟოზეპ ბარტომეუს ამის შესახებ შეატყობინებდა. თუმცა ასე არ მოხდა, რადგან როგორც მესი ამბობს ბარტომეუმ სიტყვა გატეხა.

    მესიმ ბარსელონასთან ერთად 34 ჯილდო მოიგო და 634 გოლი გაიტანა, რითაც სამუდამოდ ჩაეწერა  არა მხოლოდ კატალონური კლუბის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.

    თუმცა, ბოლო, “კოვიდის სეზონი“ ბარსასთვის უმძიმესი აღმოჩნდა. მან ჩემპიონატში მარადიულ მტერს, მადრიდის რეალსაც ვერ მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში ბავარიასთან დამარცხება კი დიდხანს დარჩება კლუბის ისტორიაში “შავი დღის “ სტატუსით.