ვარკეთილში, სუპერმარკეტ “ზღაპარის” მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მაღაზიის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.
მარკეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და იზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სხვა პერსონალი ცვლის.

ვარკეთილში, სუპერმარკეტ “ზღაპარის” მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მაღაზიის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.
მარკეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და იზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სხვა პერსონალი ცვლის.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ტელევიზიების მიერ ეკლესიის კრიტიკული გაშუქებით და მათი ქონებების შესახებ სიუჟეტების მომზადებით უკმაყოფილიოა და მედიის ხელმძღვანელებს ემუქრება. თუმცა, კონკრეტული არხები არ დაუსახელებია.
“აბა შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით. ხან იმას გამოჩხრიკავენ, ვითომ ქონება… მაგათ მაგი აინტერესებთ? აქ არის უშუალოდ ეკლესიის დამხობა უნდათ, იმიტომ რომ შეკვეთა აქვთ ჩვენი მტერებისგან, რომ ინდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. თუ რამე ტერიტორია დაკარგული გვაქვს, ეკლესიას იურისდიქცია გაგვაჩნია, სახელმწიფოს არ გააჩნია”, – ამბობს მეუფე იაკობი.
მისი თქმით, იცის ვინ არიან ტელევიზიის ხელმძღვანელები და ვინ აფინანსებთ მათ.
“დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას და ხომ იცით ახლა, ბოლო-ბოლო ვინ დგას მაგათ უკან? ეს გამიჭირდება, სადმე შევხვდე მაგათ? მე რა უნდა მითხრან და როგორი ხასიათით გამოვლენ მერე, ჩანაწერსაც გავაკეთებ, რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა. ასე არ შეიძლება და ჩვენმა მღვდელმთავრებმაც ხმა უნდა ამოიღონ, რა, არ შეიძლება, გამოვდიოდე და მე ვამბობდე სულ რაღაცას, უნდა ამოიღონ ხმა”. – თქვა მან ბოდბეში საკვირაო ქადაგებისას.
ეპისკოპოსის თქმით, მზადაა, მედიის ხელმძღვანელებს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვდეს.
“კამპანიაა ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი წელია. ვინმე უვარგისი თუ გვყავს ეკლესიაში, ყველას იცავენ და ცოტა ხანში ღმერთის გინებას დაიწყებენ, შორს არ არიან. მაგათ ტელევიზიის შეფებს თუ უნდათ, შევხვდები, სადაც უნდა, რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე ვერა ქობალიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებას და მისი საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.
“ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა. ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი.
რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.
მან დღეს ასევე განაცხადა, რომ ხვალ მის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხზე მიმართვას გაავრცელებს.

ევროპული საქართველოს ზუგიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას და ხალხს სწორი მიმართულებით წაიყვანს.
მისი თქმით, აღარავინ იქნება ბატონი, მოვა ხელისუფლება, “გემსახურება და წავა”.
„ამ ქვეყანას ქმნის ადამიანი, სწორედ ადამიანს სჭირდება სასამართლო, მას სჭირდება დაბალი გადასახადი, რათა მეტი ფული დარჩეს მის ოჯახს, ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის განვითარებას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიდა და დადგა, ახლა უნდა ვიყოთ კომპასი და როცა გვკითხავენ, თუ რა იქნება შემდეგში, ვეტყვით, რომ იქნება კოალიცია, იქნება ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, დაბალი გადასახადი, თავისუფალი სასამართლო, აღარავინ აღარ იქნება ბატონი , მოვა ხელისუფალი, გემსახურება და წავა. ეს არის ევროპული გზა და ეს არის ევროპული საქართველოს პროგრამა.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

რამდენმე ნავი შეეჯახა ერთმანეთს და ჩაიძირა ტეხასის შტატში მდებარე ტრევისის ტბაში. ინციდენტი ნოემრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აღლუმის დროს მოხდა. დიდი ტალღები ტბაში სავარაუდოდ ნავების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია, რომლებიც ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს მოძრაობდნენ. ამას ადასტურებს ფოტო, რომელზეც ჩანს ტრამპის კამპანიის სიმბოლიკიანი ნავები როგორ მანევრირებენ ერთმანეთთან ახლო დისტანციაზე. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხალხის ტბიდან ამოყვანა მაშველებს მოუწიათ.

ღონისძიების – Lake Travis Trump Boat Parade ორგანიზება ფეისბუქზე მოხდა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველად სოციალურ ქსეში 2500ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით ჯერჯერობით არ არსებობს გაზრახ ბოროტი ქმედების არავითარი ნიშანი, თუმცა გამოძიება მაინც დაიწყო. სააგენტო როიტერის ცნობით ჩაიძირა მინიმუმ ოთხი მცურავი საშუალება, სხვა ნავები კი ქვებს შეეჯახნენ.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ტალღები მაშინ წარმოიქმნა, როცა ყველა ნავმა ერთდროულად დაიწყო მოძრაობა. ოსტინის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა კი დააზუსტა, რომ აღლუმის დროს ამ რაიონში, და შესაბამისად ტბაზე შტორმი არ ყოფილა.

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ერთერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.
ვაშაძის განცხადებით, მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან აქვს კავშირი და განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
“არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს ამ არჩევნებზე არ მოერიდებიან. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ: ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება ექნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ რიგი მიზეზების გამო კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და გამგები კარგად გაიგებს, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. ჩემი ამოცანა, როგორც პრემიერ-მინისტრის იქნება ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იყოს დასჯილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან”,– თქვა ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი განცხადება პრევენციულია, რომ ვინმემ რამე არ გაბედოს.
“ეს შეეხება ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაბედოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი 1, 2 ან 5 თვეში ვერ გაქრება და მასთან თანაცხოვრებას უნდა შევეგუოთ.
მისი თქმით, COVID-19–თან ერთად 1 წელი, წელიწად–ნახევარი მოგვიწევს ცხოვრება.
„ეს არის გლობალური პოლიტიკა , რომ ჩვენი მთავარი სლოგანია – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში, დაახლოებით 1 წელი, წელიწანახევარი მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად, დიაბეტთან ერთად, სხვა დაავადებებთან ერთად, ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა ჯერჯერობით, ვიდრე არ იქნება პირდაპირი მოქმედების ეტიოტროპული წამალი ან ვაქცინა. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა”,– ამბობ გამყრელიძე.
მისი თქმით, მიკროღონისძიებების გამკაცრება, რაც ყარაჯალაში ან ბოლნისში იყო, შეიძლება კიდევ გახდეს საჭირო, თუმცა არა ფართო მასშტაბით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გურიაში კორონავირუსის შემთხვევები ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.
მისი თქმით, “ქორწილის კლასტერის” უკვე მე–4 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ოზურგეთის რაიონში და ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ბანში გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო.
გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ქორწილებისგან დროებით თავი შეიკავონ.
“ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ მთელ მსოფლიოში პანდემიის და საქართველოში ეპიდემიის პირობებში. აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თავი უნდა შევიკავოთ, ეს არის განსაკუთრებულად მომეტებული რისკი, როცა ბევრი ადამიანი ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით, მეგობრებო, სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამგვარი შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელებისა”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გუშინ ამ საკითხზე შესაბამის წრეებში ისაუბრეს და შესაბამისი რეაქცია იქნება.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ხვალ თავის დაბრუნებასთან დაკავშირებულ გეგმებზე მიმართვას გაავრცელებს.
“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, მან 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

შსს-ს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ”,- აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.