Category: ახალი ამბები

  • პაველ ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ – უმოკლესი გზა არ არსებობს

    პაველ ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ – უმოკლესი გზა არ არსებობს

    პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

    „ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა საქართველოსაც გავუზიარეთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაიკარგება“, – აღნიშნა ელჩმა.

    ასევე, მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსი პროცედურები უნდა გაიაროს.

    „ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

  • ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე,  თუ რას იტყვის რუსეთი დღეს – ზელენსკი

    ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის რუსეთი დღეს – ზელენსკი

    „ბევრი ახალი მუქარაა რუსეთისგან ახლა. იმისდა მიუხედავად, რომ მათთვის საკმაოდ ლოგიკური და გასაგები პოზიცია დავიკავეთ – სრულიად სარკისებრ ვიმოქმედებთ. დღევანდელი დღე მათ ფრონტზე ახალი დაბომბვებით დაიწყეს, იყო საშტურმო აქტიურობა. გამოიყენება დრონები. გუშინ კიდევ უფრო მეტ საჰაერო დარტყმებს ახორციელებდნენ. იყო ჩვენი სარკისებრი პასუხები…

    ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ დღეს“,

  • ესპანეთი ჰანტავირუსით დაინფიცირებული გემის მისაღებად ემზადება: მიმდინარეობს „უპრეცედენტო ოპერაცია“ – the Guardian

    ესპანეთი ჰანტავირუსით დაინფიცირებული გემის მისაღებად ემზადება: მიმდინარეობს „უპრეცედენტო ოპერაცია“ – the Guardian

    ესპანეთის ხელისუფლებამ თითქმის დაასრულა სამზადისი ჰანტავირუსით დაინფიცირებული გემის, MV Hondius-ის მისაღებად. მათი განცხადებით, მიმდინარეობს „უპრეცედენტო ოპერაცია“ საკრუიზო გემის 149 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის შესამოწმებლად და თავის ქვეყნებში დასაბრუნებლად.

    ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, რომელიც არგენტინიდან კაბო-ვერდეს მიმართულებით მიდიოდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეს სანაპიროსთან, კვირას შუადღისას უნდა გამოჩნდეს.

    ესპანეთის მთავრობასა და არქიპელაგის რეგიონულ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ MV Hondius-ი ღუზას გრანადილიას პორტში ჩაუშვებს და ტენერიფეს ნავმისადგომთან არ მივა. მგზავრებს ბორტზევე შეამოწმებენ. მათ არ ექნებათ არანაირი კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან — გემიდან პირდაპირ გადაიყვანენ რეპატრიაციისთვის, ხოლო ბორტზე მყოფ ესპანეთის 14 მოქალაქეს მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში გადაიყვანენ.

    „ეს არის უპრეცედენტო ოპერაცია საერთაშორისო ჯანდაცვის განგაშის საპასუხოდ, რომელშიც 23 ქვეყანაა ჩართული“, — განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ პარასკევს დილით სახელმწიფო რადიო RNE-სთან ინტერვიუში. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ესპანეთს მიანდო ეს ოპერაცია. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა — უზრუნველყოფთ სათანადო ჯანდაცვისა და ლოგისტიკურ მართვას“.

    გარსიამ დაადასტურა, რომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საკუთარ ქვეყნებში გადააყვანენ მაშინაც კი, თუ მათ ჰანტავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ. შეგახსენებთ, რომ ვირუსმა გემზე უკვე იმსხვერპლა სამი ადამიანი.

    მინისტრის თქმით, საერთაშორისო პროტოკოლები და მკაცრი პრევენციული ზომები სრულად იქნება დაცული. ვინაიდან კაბო-ვერდეს დატოვებისას ყველა მგზავრი ასიმპტომური იყო და მას შემდეგ მრავალი დღე გავიდა, ვარაუდობენ, რომ დაინფიცირების რისკი ყოველდღიურად იკლებს.

     ჯანმოს განცხადებით, მოცემული შტამის საზოგადოებისთვის გადადების რისკი მინიმალურია, რადგან ის მხოლოდ „ძალიან ახლო კონტაქტით“ ვრცელდება. ამ დროისთვის ორგანიზაციამ დაადასტურა 5 შემთხვევა, ხოლო 3 საეჭვოდ მიიჩნევა. „ეს საშიში ვირუსია მხოლოდ უშუალოდ ინფიცირებულისთვის, ფართო მასებისთვის რისკი დაბალია“, — აღნიშნა ჟენევაში ჯანმოს წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა. მისივე თქმით, დაავადება არ ვრცელდება ისე, როგორც კოვიდი.

    აშშ და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც უკვე გაგზავნეს თვითმფრინავები ტენერიფეზე საკუთარი მოქალაქეების გამოსაყვანად.  ჯანდაცვის უწყებები ცდილობენ ოთხ კონტინენტზე იპოვონ ის მგზავრები, რომლებმაც გემი აფეთქების გამოვლენამდე დატოვეს.

    ამასობაში, ბრიტანეთის კიდევ ერთ მოქალაქეს დაუსვეს ჰანტავირუსის დიაგნოზი. ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ მანამდე უკვე დაადასტურა ორი შემთხვევა ბრიტანეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც ნიდერლანდებისა და სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოებში იმყოფებიან. სააგენტოს ცნობით, მესამე შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ ატლანტიკის კუნძულ ტრისტან-და-კუნიაზე, სადაც პაციენტი ამჟამად მკურნალობს. სულ 29-მა ადამიანმა — მათ შორის შვიდმა ბრიტანელმა — დატოვა Hondius-ი, როდესაც ის 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე შევიდა. მათ შორის იყო ნიდერლანდელი ქალი, რომელიც მგზავრობისას გახდა შეუძლოდ და გარდაიცვალა.

    გემის მოახლოებამ ტენერიფეზე დიდი შეშფოთება გამოიწვია. კანარის კუნძულების პრეზიდენტი თავიდან წინააღმდეგი იყო გემის მიღების და აცხადებდა, რომ ესპანეთს არ ჰქონდა მისი მიღების სამართლებრივი ვალდებულება. თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ შემუშავებულია გეგმა კონტაქტების მინიმუმამდე დასაყვანად: უცხოელებს გემიდან პირდაპირ იმ სატრანსპორტო საშუალებებში გადასვამენ, რომლებიც მათ, ასაფრენ ბილიკზე მომლოდინე თვითმფრინავებთან მიიყვანს. „დაზუსტებით ვიცით, რომ გემიდან არავინ ჩამოვა, სანამ მათი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე არ იქნება“, — დასძინა მან.

    ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, სადაც პორტი მდებარეობს, უკმაყოფილოა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელიც მათთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული. ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებს და მკაცრ დაგეგმარებას ითხოვენ.

     

  • საბურთალოზე კაცი მოკლეს – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

    საბურთალოზე კაცი მოკლეს – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

    თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს.  სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ცნობილია, მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა.

    ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • როგორ იქცა დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნედ

    როგორ იქცა დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნედ

    საქართველოში დამოუკიდებელი მედია დღეს გადარჩენის ზღვარზეა. ის, რაც წლების განმავლობაში დემოკრატიის მთავარ მონაპოვრად ითვლებოდა — თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული აზრი — ახლა ყოველდღიური ბრძოლის საგნად იქცა. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობა აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება; ეს არის ბრძოლა მუდმივი წნეხის, ფინანსური იზოლაციისა და იმ სამართლებრივი ბარიერების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფალი მედიის შესაზღუდად ხელისუფლებამ აღმართა. სწორედ ამიტომ საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა დღეს  ინდივიდუალური ჟურნალისტებისა და რედაქციების გამძლეობის შედეგია.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ის სამი მთავარი ფაქტორი გამოყო, რაც  ხელისუფლების სისტემური პოლიტიკაა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მის გასაჩუმებლად, მათ შორის, ძალისმიერი გზითაც:

    მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა

    • 17 იანვარს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა და საავტორო გადაცემის „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა,დავით ქაშიაშვილმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილი მიიღო მას შემდეგ, რაც „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც კორუფციულ სქემებში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, გოგა ხაინდრავას შესაძლო თანამონაწილეობას შეეხებოდა.
    • 26 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, „ფორმულას“ ჟურნალისტს,ნანო ჩაკვეტაძეს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ტელეფონი წაართვეს, გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ.
    • 9 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მამაკაციდაემუქრა ონლაინგამოცემების „პუბლიკასა“ და „OC მედიას“ ჟურნალისტებს – მინდია გაბაძეს და მარიამ ნიკურაძეს.
    • 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაშიხელი შეუშალეს, სადაც საქართველოში ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობდა. მას ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ კი გადაღებული მასალის წაშლა აიძულა.
    • აპრილის დასაწყისში, ხადას ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მყოფი პირებიდაუპირისპირდნენ. მათ ჟურნალისტებს გადაადგილება შეუზღუდეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებს  სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.
    • 11 აპრილს, საქართველოში მცხოვრებმა უნგრელმა, ვიქტორ ორბანის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა,ლასლო რობერ ბეზესმა განაცხადა, რომ მას თბილისში უნგრეთის საკონსულოში ვიზიტისას, უცნობი ქალი დახვდა, დაკითხა და ციხით დაემუქრა.
    • ბოლო რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ ზეწოლისა და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაზესაუბრობს რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთი“. ტელეკომპანიის განცხადებით, სწორედ ამას ემსახურება მათ ფინანსურ ანგარიშებზე ბოლო ერთ წელში რამდენჯერმე დადებული ინკასო.

     

    სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

    შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო და სამართალდამცველი სისტემების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოყენების მავნე პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების საგანგაშო ტენდენციად ჩამოყალიბდა და კრიტიკული ხმის ჩახშობის აქტიურ ინსტრუმენტად იქცა. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული საქმეების წარმოების დაწყება, დაჯარიმება და მათი ანგარიშების დაყადაღებაა.

    მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, სასამართლოს მიერ საქმეების შეწყვეტით სრულდება, ის მედიის წარმომადგენლების დაშინების და ზეწოლის მცდელობად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათი საბოლოო მიზანი ჟურნალისტებში თვითცენზურის ჩამოყალიბება და ე.წ. „შემაკავებელი ეფექტის“ გაღვიძებაა.

    • 16 იანვარს, ონლაინგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტითოზუ გულმამედლი 5 000 ლარით დააჯარიმეს. შსს მას 2026 წლის აგვისტოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „გზის გადაკეტვას“ ედავებოდა.
    • 18 თებერვალს, ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებითდააკავეს გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძე. იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მიუხედავად საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მისი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურულია. ბრალდებამ ეს მოწმეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით დაასაბუთა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. დაკავებული ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაპატიმრებას ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმეში მის მიერ „ყველა შეკერილი ბრალის“ მხილებისთვის ხელისუფლების მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.
    • 4 აპრილს, თბილისშიდააკავეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. იგი, 5 აპრილს ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ეკრძალებოდა. სადიგოვის დაკავებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ერთგვარი ფარული შეთანხმების განცდა გააჩინა, რამდენადაც სადიგოვის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის პროკურატურამ მას მოულოდნელად ყველა ბრალი მოუხსნა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შემდეგ, ორ დღეში, სადიგოვს  თბილისში შაბათს გვიან ღამით აკავებენ და კვირას გამთენიისას კი – უკვე აზერბაიჯანში აძევებენ.
    • 19 მარტსცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი,გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარს და მის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფას ითხოვს, კორუფციულ სქემებთან მისი სავარაუდო კავშირის თაობაზე. საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები კრიტიკული მედიების წინააღმდეგ აქტიურად მიმართავენ ე.წ. „SLAPP სარჩელებს“ (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ), რომელთა მიზანიც ჟურნალისტების გაჩუმება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და სამართალწარმოების გზით მედიისთვის ცენზურის დაწესებაა. ამ დროისთვის საქართველოში 40-ზე მეტი ასეთი სარჩელია აღრიცხული.
    • მარტიაპრილის თვეებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. გზის და ტროტუარის „გადაკეტვის“ საბაბით ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული არაერთი ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მათ შორის იყვნენ: ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტიმარიამ კუპრავა; ონლაინგამოცემა „ნეტაზეთის“ ჟურნალისტი მარიამ ძიძარია; ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი; „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. ყველა მათგანი ადგილზე, სხვადასხვა დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
    • აპრილის თვეში, ე.წ. გზის “გადაკეტვის“ საბაბით ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანიების – „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს –ლიზა ციციშვილსა და მაკა ჩიხლაძეს.
    • 1 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომარ დააკმაყოფილა „ტვ პირველის“ ჟურნალისტების – ნანუკა ქაჯაიასნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „პოსტვის“ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდნენ, თითქოს „კოკა-კოლას“ დირექტორის, თემურ ჭყონიასგან ფინანსდებიან.
    • 15და 20 აპრილს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაშვებული 6 თანამშრომლის სარჩელებიც, რომლებიც სამსახურიდან მათი გათავისუფლების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

     

    კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

    კრიტიკული მედიის დევნისა და გაჩუმების კიდევ ერთი იარაღი კომუნიკაციების კომისიაა. ამ მიმართულებით საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც გასული წლის აპრილში, კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტი გადაეცა, რომლის გამოყენებაც მარეგულირებელმა აქტიურად დაიწყო 2026 წლის 2 აპრილს,  – მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგნადისტული პროსამთავრობო ტელევიზია „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და მხარდაჭერის გამო.

    კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ გადაცემები შერჩევითად დაამონიტორინგა და მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა შემდეგი ტერმინების გამოყენებისთვის: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერმინისტრი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „.. განათლების რეფორმა“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“ და სხვა. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანუსრი სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან. ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას.

    კიდევ უფრო ადრე, 22 იანვარს, კომისიამ რეგიონული სათემო „რადიო მარნეული“  ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიღებული გრანტის (32 541.60 ლარის ოდენობით) გამო წერილობით გააფრთხილა.

    16 თებერვალს კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული შემოწირულების გამოც.

    არასამთავრობო ორგანიზაციის განცახდებით, კრიტიკული მედიის მიმართ წნეხს ნათლად წარმოაჩენს ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ასობით შემთხვევას ასახავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის პირველი ოთხი თვე აღმოჩნდა. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციამ 60-მდე ასეთი შემთხვევა აღნუსხა. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია და დამნაშავე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. დამნაშავეთა დაუსჯელობის დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს და ჟურნალისტურ საქმიანობას სულ უფრო მოწყვლადს ხდის.

     „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ზემოთ განხილულ შემთხვევებს თან სდევს სისტემური სიტყვიერი თავდასხმები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე და მათივე პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მუდმივი დისკრედიტაციის კამპანია, რომლებიც კრიტიკულ მედიებს სხვადასხვა დამაკნინებელი ეპითეტებით მოიხსენიებენ და საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივების მიზნით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის „ყალბ ამბებად“ ფუთავენ. მთლიანობაში, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სხვა არადემოკრატიული რეჟიმების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმით გამოცხადებული ბრძოლის მთავარი მიზანი დამოუკიდებელი, თავისუფალი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა, საბოლოო გაქრობა და ქვეყანაში ცენზურის დაწესებაა.

  • წევრ გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ  – საპატიმროს სექტემბერში დატოვებენ

    წევრ გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ – საპატიმროს სექტემბერში დატოვებენ

    „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

    მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.

    “გელა ხასაიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – 1 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება და 3 წელი პირობითი. 7 თვეა ციხეშია. გელას მალე ვნახავთ, სექტემბერში გათავისუფლდება” – წერს მეგი დიასამიძე სოციალურ ქსელში.

    ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი.

    ორივე მათგანი საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.

     

  • 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

    2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

    2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

    გიორგი კუჭუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, 2024 წლის 12 მაისს დააკავეს.

    კუჭუაშვილს ბრალად წარდგენილი ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმის, 353 პრიმა მუხლი, რის გამოც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მას ბრალი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლად გადაუკვალიფიცირა (სსკ-ის 353-ე მუხლი) და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

  • “მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება“–ხარება თვლის,  რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”

    “მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება“–ხარება თვლის, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”

    გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილიი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”. ამის შესახებ მან ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა.

    ხარებასთვის გაუგებარია, როგორ დაადგინეს ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე მოძალადე პირების ვინაობა, როცა ყველა მათგან დარბევის დროს ნიღაბი და სპეციალური ეკიპირება ეკეთა.

    “რა გითრხა ერთი, ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების წინაშე და ჩემი სამხედროს წინაშე, მე ადრეც ვთვქი ბევრჯერ, გუშინ მთელი დღე ტელეფონმა ტვინი წაიღო, ყველა ჩემთან რეკავდა, ან მე რას მირეკავთ, ვერ გავიგე?

    მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ.

    (ჟურნალისტი: – ბატონო ზვიად, თქვენც იყავით საგამოძებო უწყებაში დაბარებული?) არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის. 

    არვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები , ეკიპირებით… ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგინიდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბჭები რა შუაში არიან.

    ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვსიაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვებიან იქ ხალხს – ქალებს,  ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ.

    არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, რგორო ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.

    დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ”, – ამბობს ხარება.

    შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

    5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

  • შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს ბნელი წარსულისკენ – შალვა პაპუაშვილი

    შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს ბნელი წარსულისკენ – შალვა პაპუაშვილი

    ბატონო ელჩო,

    გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის გარდა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რეალურად რა არის ევროპა, როგორ აისახება მისი მნიშვნელობა მოქალაქეთა ცხოვრებაზე და როგორ განაპირობებს ის საქართველოსა და ევროკავშირის მომავალს.

    რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე, გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო – მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს.

    რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულვებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის.

    „ევროპის ერთიანობა ვერ იქნა მიღწეული და ჩვენ მივიღეთ ომი“ – ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის ამ ფუძემდებლურ დასკვნას. ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება.

    „ევროპა ერთ მომენტში ან ერთი გეგმით ვერ შეიქმნება“ – განაცხადა რობერ შუმანმა თავის ცნობილ დეკლარაციაში. სამწუხაროდ, დღესდღეობით ვხედავთ, რომ შუმანის ეს ბრძნული სიტყვები უგულებელყოფილია, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და ცრუ და ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგიების საფუძველზე ხორციელდება, რომლებიც უგულებელყოფენ ევროპის მოსახლეობის კულტურულ სიმდიდრეს, იდეოლოგიურ მრავალფეროვნებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობაც ამ ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის კარგი მაგალითია.

    ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც. ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან.

    ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ისეთ ევროპულ იდეალებს, როგორებიცაა ეროვნული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული ღირებულებები და ცხოვრების ტრადიციული წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ. სწორედ ევროკავშირის ამ დამფუძნებელ სულისკვეთებასთან შეუთავსებლობას ავლენენ ისინი, ვინც მეტისმეტად ერთობიან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებით, აწესებენ ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელ იდეოლოგიებს და ტრადიციებში არსებული განსხვავებების უგულებელყოფით, ცდილობენ ერთგვაროვანი ცხოვრების წესის დანერგვას.

    „ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის“ შექმნის იდეა, რომელიც რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წარადგინა, მიზნად ისახავდა „ცხოვრების დონის ამაღლებას და მიღწევების შენარჩუნებას“. მას კარგად ესმოდა, რომ მშვიდობა საჭიროებს მყარ ეკონომიკურ ფუნდამენტს. სწორედ ამ იდეაზე იყო დაფუძნებული მთელი ევროპული პროექტი. თუმცა, დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, ეს საბაზისო პრინციპიც დავიწყებული აქვს. სხვა რით უნდა აიხსნას, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შეთავაზების გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპისპირებაში ჩართვის დაჟინებული მოწოდებები, რომელზე დაყოლაც გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას, არამედ რეგიონულ არასტაბილურობასაც, რაც ევროპას მნიშვნელოვანი ენერგორესურსებისა და გეოეკონომიკური მარშრუტების გარეშე დატოვებდა.

    ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე. გასულ წელს, ორჯერ, წერილობით მოგმართეთ მოწოდებით, დაგეგმოთ სიძულვილის ენის და ძალადობის გახშირებული ფაქტები, თუმცა უშედეგოდ. ძალადობისა და რადიკალიზმის პოლიტიკურად მოტივირებული წაყრუების მძიმე შედეგები, ყველაზე კარგად, გასული წლის 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ, რადიკალური ჯგუფები, პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა. მას შემდეგ, უკვე შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს საჯაროდ არ დაუგმია გადატრიალების ეს მცდელობა, თითქოს, ძალადობრივი გადატრიალებები ევროპულ პოლიტიკაში ნორმალური პრაქტიკა იყოს.

    საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული უკანასკნელი მიუღებელი და ჩვენი ხალხის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები, თითქოს ქვეყანა “ბნელ წარსულს“ უბრუნდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასწორია ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა. თუმცა რეალობას ქართველი ხალხის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ.

    საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთება.

    თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა – მშვიდობას, თანამშრომლობას და ერთიანობას, დაფუძნებულს ერების და მათი იდენტობის პატივისცემაზე.

    “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა, ევროპის დღესთან დაკავშირებით წერილით მიმართა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის.

  • ოპოზიციური ალიანსი: 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი

    ოპოზიციური ალიანსი: 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მიმართ გამოტანილ განაჩენზე ოპოზიციური ალიანსი განცხადებას ავრცელებს:
    “4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
    ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს.
    ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია!
    სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.
    ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის.
    გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე გამარჯვებისთვის – ერთად, ბოლომდე!“–ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
    4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.