Category: ახალი ამბები

  • მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

    მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

    მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა . შარიქაძე საიდუმლო სქემაში მონაწილეობდა და ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა.

    BBC-ი წერს, რომ  6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 – წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას.

    მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა,საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.

    გამოცემა Walesonline-ი წერს, რომ აღნიშნულ პირებს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და მსოფლიო რაგბის ფედერაციის ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომელიც ნიმუშების შეცვლას და დოპინგ-ტესტების წინასწარ გაფრთხილებებს ეხებოდა. გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“, 2023 წელს დაიწყო და ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა.

  • ალბათ, მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას –  მეუფე ისაია პატიმრების გათავისუფლებაზე

    ალბათ, მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას – მეუფე ისაია პატიმრების გათავისუფლებაზე

    „ეკლესიის პოზიცია არის, რომ ციხეში რომ კაცი არ იყოს, უმჯობესია. ღვთის მადლით, ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას”,

    ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, ეკლესიის პოზიციაა, რომ ციხეში არავინ იჯდეს.

  • ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა – მეუფე იაკობი

    ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა – მეუფე იაკობი

    “მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა“

    ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებთან საუბრისას

  • სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი

    სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი

    “შეწყალება ჩემი კომპეტენცია არაა, თუმცა შენდობას წინ ყოველთვის სინანული უძღვის. ესაა ერის და ეკლესიის კანონი. უპირველეს ყოვლისა, სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, მნიშვნელოვანია, სინანულზე ისაუბროს – არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილებით ადამიანების ცოცხლად დაწვა სცადეს, სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, ქვეყნის დამხობა. ამიტომ, შენდობას წინ ყოველთვის სინანული უნდა უძღვოდეს”

    განაცხადა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება – მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე

    არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება – მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე

    “არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება” – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

    „მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი. მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. ჩემი აზრით, ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ“, – თქვა მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ.

     

  • ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას – ამერიკის საელჩო

    ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას – ამერიკის საელჩო

    „ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევნებია. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან – თანამშრომლობას ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების წინსვლისთვის“

    ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

  • დავაყენებთ ხელისუფლებასთან ამ საკითხს – ჯაღმაიძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე

    დავაყენებთ ხელისუფლებასთან ამ საკითხს – ჯაღმაიძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე

     

    “მე მაშინ [9 აპრილს] ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან და გიდასტურებთ. რა თქმა უნდა [ძალაშია] .ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც. შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ, შეიძლება განგვეღოს.“- ამბობდა მამა ანდრია.

    ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო, თითქოს დაპირისპირებულია მათთან.

    პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება, ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

    ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი – არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.

    ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს, ვიღაცის მიერ.

    რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, ვთქვათ, ცრემლსადენი გაზით და წყლით.

    ბევრი კადრებია ამის შესახებ, მამაოები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ, ეზოში პირდაპირ ჯაჭვად იდგნენ მამები და, რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდნენ, პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად”.

    აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.

  • სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

    სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

    კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

    „დღეს, ღვთის კურთხევითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღვარს ამ მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდების მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ავრცელებს.

    კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი ამ მსახურებას იღებს თავისი წინამორბედის, ნეტარი ხსენების კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ, რომლის ცხოვრება და საქმიანობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურებისა და საკუთარი ხალხის სულიერი მზრუნველობის მაგალითი გახდა.

    „ვუსურვებ ახლად არჩეულ პატრიარქს მრავალ კურთხეულ წელს მსახურებაში, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი. დაე, უფალმა აკურთხოს ეს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში და წარუძღვეს მას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • მხარი დავუჭირე  მეუფე იობს, წარმატებას ვუსურვებ მეუფე შიოს – მეუფე ზენონი

    მხარი დავუჭირე მეუფე იობს, წარმატებას ვუსურვებ მეუფე შიოს – მეუფე ზენონი

    მეუფე იობს იმიტომ გამოვუცხადე მხარდაჭერა, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის მონაზვნურ ცხოვრებას, ღვაწლს საქართველოს ეკლესიაში.

    ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა, არჩეულ იქნა მეუფე შიო ხმათა უმრავლესობით. მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს, როგორც ადრე ვთქვი ტელევიზორში. იცით, რომ მე არ მიძნელდება არც ქება ადამიანის და არც ჩემი პოზიციის გამოხატვა. მას ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას და ემსახუროს ადამიანს. მე იგი უნდა მოვიხსენიო ტიტულით – მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო, თავად ისაუბრებს შემდეგში.

    (…) ჩვენს შორის არანაირი…. ისიც ცივილიზებულია და მეც.

    განაცხადა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ჟურნალისტებთან.

  • აშშ-ში დააკავეს ქართველი კურიერი, რომელმაც მომხმარებლის შეკვეთა მოიპარა და  შეჭამა

    აშშ-ში დააკავეს ქართველი კურიერი, რომელმაც მომხმარებლის შეკვეთა მოიპარა და  შეჭამა

    ამერიკაში  დააკავეს ქართველი კურიერი, რომელმაც მომხმარებლის შეკვეთა მოიპარა და შეჭამა – ინფორმაციას ამის შესახებ, Philly Crime Update -ი ავრცელებს.

    შემ­თხვე­ვა 2026 წლის 20 აპ­რილს მოხ­და, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა რეს­ტო­რან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ DoorDash-ის შეკ­ვე­თა გა­ტა­ნი­ლი იყო, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლამ­დე არ მი­სუ­ლა.

    როგორც ცნობილია, პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა DoorDash-ის კუ­რი­ე­რი, რო­მელ­მაც მომ­ხმა­რებ­ლის მიერ შეკ­ვე­თი­ლი საკ­ვე­ბი მო­ი­პა­რა და იმის ნაც­ვლად რომ მი­სა­მარ­თზე მი­ე­ტა­ნა, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში წა­ი­ღო, სა­დაც თა­ვად მი­ირ­თვა.

    “DoorDash-ის კუ­რი­ერს ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს მას შემ­დეგ, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ მომ­ხმა­რებ­ლის შეკ­ვე­თა აიღო, მაგ­რამ მი­სა­მარ­თზე მი­ტა­ნის ნაც­ვლად სა­კუ­თარ ბი­ნა­ში წა­ი­ღო.

    გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მცხოვ­რებ­მა 28 წლის და­ვით ბი­ბი­ჩა­ძემ შეკ­ვე­თა აიღო და სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­და­პირ თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში გა­ე­მარ­თა.

    ციფ­რულ­მა კვალ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მომ­ხმა­რებ­ლის მი­სა­მარ­თზე მის­ვლის ან და­კავ­ში­რე­ბის არა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა,“ – წერს Philly Crime Update.

    და­ვით ბი­ბი­ჩა­ძეს ბრა­ლი ედე­ბა, ქურ­დო­ბა­ში და მო­პა­რუ­ლი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში.