Category: ახალი ამბები

  • 15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი – სააგენტოს გართხილება

    15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი – სააგენტოს გართხილება

    15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).” – წერია სააგენტოს გაფრთხილებაში.

  • „არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო“ – ექიმების განცხადება

    „არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო“ – ექიმების განცხადება

    „არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო“ – ქართველი ექიმების ნაწილი განცხადებას ავრცელებს, სადაც იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობაზე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

     

    “ჩვენ, ექიმები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო. აღნიშნული დაავადება პროგრესირებადი და სიცოცხლის შემზღუდველია. მისი მართვა თანამედროვე მედიცინაში მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობასა და შესაბამის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.

    დღეს საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად რჩებიან სისტემური მხარდაჭერის გარეშე და იძულებულნი არიან, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სერვისების მოთხოვნით ქუჩაში იბრძოლონ. რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ჰუმანურ და მორალურ პრობლემას.

    პაციენტებს და მათ ოჯახებს ვუცხადებთ სოლიდარობას და

    მოვუწოდებთ სახელმწიფოს:
    უზრუნველყოს პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ღირსეული და ეფექტური კომუნიკაცია; შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო და სამართლიანი პოლიტიკა; და დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე, რათა არც ერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

    ხელმოწერები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, – წერია განცხადებაში.

  • რუსებმა კიევზე იერიში მიიტანეს –  1 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა

    რუსებმა კიევზე იერიში მიიტანეს – 1 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა

    კიევზე რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი.

    უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულთაგან 20 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთი ბავშვია.

    უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, პაველ პეტროვი თქმით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

    ყველაზე მძიმე ვითარება დარნიცკის რაიონშია, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია 18 ბინა.

    უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შენობის ნანგრევებიდან 27 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ.

  • ევროპარლამენტმა“იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ  3 ქართულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა

    ევროპარლამენტმა“იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ 3 ქართულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა

     ევროპარლამენტმა ოცნების პროპაგანდისტულ TV იმედს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ინფორმაციას ამას თავად, სანქცირებული სამთავრობო და პროპაგანდისტული იმედი ავრცელებს.

    ასევე, მათივე ცნობით, მოლდოვამ 3 ქართულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ მაუწყებელს – TV იმედს, PosTV-ს და რუსთავი 2-ს აკრედიტაცია არ მისცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად, სადაც ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც იქნება.

  • ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს – ადვოკატი

    ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს – ადვოკატი

    ” გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    “ხუთივე მოწმემ გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში. არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით.

    ბრალდების მხარე შესაძლოა ბრალის დადგენილებაში ამბობდეს გარკვეულ პოზიციას, თუმცაღა დასახელებული, ბუნებრივია, უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.

    მოწმეები, გარდა იმისა, რომ არ იცნობენ გრიგოლ ლილუაშვილს და არ უნახავთ არასდროს ეს ადამიანი, არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა დასახელებულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალთან მიმართებაში.

    სასამართლო პროცესები იმიტომ იმართება, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გამოკვლეული და დადგენილი. შესაძლოა, პროკურატურას ჰქონდეს გარკვეული სახის ვერსია, ის მხარეს წარმოადგენს, ჩვენ გახლავართ დაცვის მხარე, ამ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი, რომელიც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გამამართლებელი იქნება.

    თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებას ამ ეტაპამდე არ იძლევა, თუმცაღა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში.

    სასამართლო პროცესები რომ ღია და საჯარო ყოფილიყო, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ჰქონდა პოზიცია, ვინაიდან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი სწორედ იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობას. სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ, რომ სოციუმისთვის ყოფილიყო ცნობილი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფლებამოსილება შეზღუდული გვაქვს ერთი მხრივ, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერით და მეორე მხრივ, დახურული პროცესებიდან გამომდინარე.

    გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით იმყოფება სამართლებრივი დავის რეჟიმში და ამ პირობებში დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს თუნდაც საჭიროების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით მოხდეს ყველა დონეზე გასაჩივრება თუ აპელირება სამართლებრივი წესით, მათ შორის, საზღვარგარეთაც, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

    ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით ასაჩივრებს დაცვის მხარე”, – განაცხადა ადვოკატმა.

  • რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” ხელშეკრულება დაამტკიცა

    რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” ხელშეკრულება დაამტკიცა

    რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” ხელშეკრულება დაამტკიცა

    ე.წ. ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.

    დოკუმენტის თანახმად, “მხარეები”, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმდნენ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.

    ხელშეკრულება დუმას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, რომელმაც დოკუმენტს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტ ლიდერთან ალან გაგლოევთან ერთად, მოსკოვში, 9 მაისს მოაწერა ხელი.

  • მართვის მოწმობის პრაქტიკული არაგეგმიური გამოცდა შაბათობით ჩატარდება

    მართვის მოწმობის პრაქტიკული არაგეგმიური გამოცდა შაბათობით ჩატარდება

    ივნისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული არაგეგმიური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათობით ექნებათ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი მხოლოდ გეგმიური გამოცდები ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს-ს მომსახურების სააგენტო  ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

    ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

  • 2025 წელს, ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა

    2025 წელს, ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა

    ევროსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნდა 10 475 პირი, მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთიდან – 13 405, სირიიდან – 8 370 და ალბანეთიდან – 8 020 პირი.

    ყველაზე მეტი მოქალაქე – 29 295 პირი გერმანიამ გააძევა, საფრანგეთი მეორე ადგილზეა – 14 940, ხოლო შვედეთი მესამე – 11 250 გარიცხვით. 2025 წელს ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქემ თქვა, რაც 7,1%-ით აღემატება წინა წელს მიღებულ მონაცემებს (123 835 პირი). მათ შორის 4 785 მოქალაქე საქართველოდან იყო.

    ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი ადამიანების რაოდენობა 21,7%-ით შემცირდა, 918 525-დან 719 395-მდე. 2025 წელს ევროკავშირში საქართველოს 16 230 არალეგალი ცხოვრობდა.

    გარდა ამისა, ბრძანების გამოცემის შემდეგ, 135 460 მესამე ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდა, რაც თითქმის 21%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.

  • „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს

    „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს.ამის შესახებ  ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა.

    „სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.

    დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

    გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, არღვევს კანონს ან ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ.

  • რეზოლუცია ჩვენ არ გვაინტერესებს, მით უმეტეს, საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვთ – ზარქუა

    რეზოლუცია ჩვენ არ გვაინტერესებს, მით უმეტეს, საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვთ – ზარქუა

    “იქ, სადაც არის უსაფუძვლო, უარგუმენტო, რეზოლუცია ჩვენ არ გვაინტერესებს, მით უმეტეს, საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვთ და ის სარკოზი, თუ რა გვარია?! მაკრონი თვითონ საკუთარ ხალხში ვერ გადის, დასცინის მთელი..” – ამბობს ივანიშვილის დეპუტატი ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ასამბლეის რეზოლუციაზე [სტილი დაცულია] TV პირველთან.

    ჟურნალისტის რეპლიკაზე “მაკრონთან შეხვედრა უხარია, ირაკლი კობახიძეს”. ზარქუამ უპასუხა: “უხარია ახლა, ლიდერები არიან ამა თუ იმ ქვეყნის, მაგრამ უყურეთ, როგორც მერცი (გერმანიის კანცლერი), როგორც დანარჩენები, ეს ლიდერები, რომლებიც არიან ე.წ. ევროპის და დემოკრატიას წარმოადგენენ, საკუთარ ქვეყნებში რეიტინგი აქვთ, რა ვიცი, ძაან დაბალი”

    აცხადებს “ქართული ოცნების”  დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, საფრანგეთის ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლიციაზე.