Category: სხვადასხვა

  • “ქვეყნები რომლებმაც აირჩიეს “მკაცრი კარანტინული სისტემა”არიან რისკის ქვეშ, რომ რეგულაციების შერბილებისთანავე დაიწყება  ეპიდემიოლოგიური ტალღა“–ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

    “ქვეყნები რომლებმაც აირჩიეს “მკაცრი კარანტინული სისტემა”არიან რისკის ქვეშ, რომ რეგულაციების შერბილებისთანავე დაიწყება ეპიდემიოლოგიური ტალღა“–ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

    მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი, ატლანტის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საგანგებო ზომების და  ჯანდაცვის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს. მისი აზრით, ეპიდემიის მართვა სხვა მეთოდებით უნდა მოხდეს. გიორგი კანდელაკი მხარს უჭერს ეპიდემიის მართვადი გავრცელების პრინციპს, რაც მისი აზრით ორ ამოცანას შეასრულებდა: არ მოხდებოდა ჯანდაცვის სისტემის პარალიზება და ქვეყანა არ დადგებოდა ეკონომიკური კრახის წინაშე. გიორგი კანდელაკი საკუთარ არგუმენტებს ფეისბუქზე წერს:

    “1. რესპირატორული ვირუსის პანდემიის როგორც ასეთი სრული შეჩერება, “ერადიკაცია”, “დამარცხება” და ა.შ. შეუძლებელია. ვირუსი შეწყვეტს პანდემიურ გავრცელება მაშინ როდესაც მიიღწევა პოპულაციური იმუნიტეტი ანუ მთელი მოსახლეობის 60-70% მაინც დაინფიცირდება, რის შემდეგაც ის უნდა გადაიქცეს ენდემიურ, სპორადულ ვირუსულ ინფექციად. შვედეთის გამოცდილება იძლევა იმის ვარაუდის არსებობასაც, რომ გავრცელება მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს (არ შეწყდეს, მხოლოდ შემცირდეს) 20-30%-იანი სეროპრევალენტობის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანა ვერ იქნება რომ ის შევაჩეროთ, არამედ ამოცანა უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის პარალიზების თავიდან აცილება და ეკონომიკის შენარჩუნება.

    2. ქვეყნები რომლებმაც აირჩიეს “მკაცრი კარანტინული სისტემა” (ამ ტერმინს პირობითად ვხმარობ ე.წ. “lock-down”-ის სინონიმად) გარდაუვლად არიან რისკის ქვეშ, რომ რეგულაციების შერბილებისთანავე დაიწყება ის ეპიდემიოლოგიური ტალღა, რომელიც მათ კი არ აიცილეს თავიდან, არამედ უბრალოდ დროში გადადეს შეზღუდვებით. მოგეხსენებათ რომ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ვერაფრით ვერ შეიქმნება უახლოესი თვეების განმავლობაში და ვისაც ოდნავ მაინც ესმის ვაქცინის წარმოების და ეფექტურობის გამოცდის ნიუანსები, ადვილად მიხვდება, რომ პერიოდულად გაჟღერებული ხმები, თითქოს ეს შეიძლება შემოდგომაზეც მოხდეს – სრულიად უსაფუძვლოა. ხოლო როგორც ბოლო კვლევებმა ცხადყო, ხელშესახებად ეფექტური პრეპარატი კიდევ დიდი ხანი არ იქნება ბაზარზე (არ ვგულისხმობ რემდესევირს – რადგან მხოლოდ მინიმალური ეფექტია ჯერჯერობით ნანახი ერთ კვლევაში, ხოლო მეორეში არანაირი ეფექტი).

    არსებულ ვითარებაში ის მკაცრი ღონისძიებები რაც ჩვენთან გატარდა, შეიძლება მართლაც ეფექტური აღმოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ორიდან ერთერთი დაშვება: პირველი – ვირუსის პანდემიური გავრცელება ზაფხულში მკვეთრად შენელდება (ჯერჯერობით არსებული მონაცემებით და ექსპერტების აზრით დრამატული ცვლილება არ არის მოსალოდნელი. მსუბუქ შერბილებას ადგილი ექნება სავარაუდოდ – თუმცა ეს ვერ მოგვცემს ხელშესახებ ეფექტს. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს რეალობა) ან მეორე – არსებობს მოსაზრება, რომ SARS-CoV-2 ამჟამად განიცდის ისეთი ტიპის მუტაციებს, რომლებმაც მიიყვანა SARS-CoV-1 გაქრობამდე (ეს მხოლოდ მოსაზრებაა, დიდი და სარწმუნო მტკიცებულებები ამის არ არის ჯერჯერობით). ასე რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ალბათობა ახალი ეპიდტალღისა რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით, ეპიდემიის მეტნაკლებად ხელშესახებ გავრცელებას ადგილი არ ჰქონია მკაცრი შეზღუდვების გამო.

    3. ვერაფრით ვეღარ გაჩერდება ქვეყანა ამაზე მეტად (ჩვენის აზრით საერთოდ არ უნდა გაჩერებულიყო ისეთი მაშტაბით, როგორც ეს მოხდა) – ეს გამოიწვევს სრულ ეკონომიკურ კრახს, შიმშილს, სამედიცინო სერვისების ვერ მიწოდებას მათთვის ვინც ამას საჭიროებს (იგულისხმება არაკორონავირუსული მედიცინა), რაც თავის მხრივ გამოიწვევს იმაზე მაშტაბურ სიკვდილიანობას რასაც იწვევს კორონავირუსი.

    4. SARS-CoV-2 არ არის მაღალი სიკვდილიანობის მქონე ვირუსი – ეს დაამტკიცა უკვე მინიმუ 6 -მა სეროპრევალენტობის კვლევამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ კვლევების მიხედვით საორიენტაციოდ უნდა იყოს 0.3% – და ეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ აღმოჩნდა განუზომლად ბევრი უსიმპტომოდ გამოჯანმრთელებული ადამიანი – რამაც გაზარდა მნიშვნელი და შეამცირა პროცენტი. თუ ამას დავუმატებთ იმ ფაქტს (რაც სხვათაშორის კვლევებითაც არის დადასტურებული) რომ კორონავირუსის დადებითი ტესტის მქონე პაციენტების სიკვდილის სერთიფიკატში, პრაქტიკულად ყველგან კორონავირუსი იწერება სიკვდილის მიზეზად, და არ ხდება დიფერენციაცია ადამიანი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა თუ სხვა მიზეზით, რომელსაც ასევე ჰქონდა შემთხვევით კორონავირუსიც – რეალურად გაზრდილია მრიცხველიც და სავარაუდოდ რეალური სიკვდილიანობა უნდა იყოს 0.1-0.3 % -ის შუაში, რაც ცოტათი უარესია ვიდრე სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მონაცემები.

    5. არანაირი საფუძველი მოსაზრებას, თითქოს პოპულაციური იმუნიტეტი შეიძლება ვერ ჩამოყალიბდეს არ აქვს – პირველი: ყველა კორონავირუსის მიმართ ყალიბდება იმუნიტეტი (მართალია არა ხანგრძლივი, 2-3 წლის დაახლოებით, თუმცა ნაწილობრივი იმუნიტეტი მაინც რჩება და ენდემური კორონავირუსები სწორედ ამიტომაც არ იწვევენ დიდ სიკვდილიანობას), მეორე – კორეულმა კვლევებმა ცხადყო და ოფიცილურადაც გაცხადდა, რომ რამოდენიმე ათეული შემთხვევა, რომელიც ეგონათ რეინფექცია – არ აღმოჩნდა რეინფექცია, არამედ იყო ცრუ დადებითი პასუხი, გამოწვეული ვირუსის რნმ-ის ნარჩენი ნაკუწებით. მესამე გასული კვირის კვლევით ცალსახად დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ყველა ვირუსგადატანილ პაციენტს უვითარდება ანტისხეული ვირუსის მიმართ.

    ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ამჟამად როდესაც ჩვენთან იხსნება შეზღუდვები (სრულიად სამართლიანად და სწორად), საჭიროა პირველ რიგში მოსახლეობასთან ადქვატური კომუნიკაცია, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბება (არა ვირუსის დამარცხების დეკლარირება, არამედ მოსალოდნელი შემთხვევების ზრდის, და ეპიდემიის კონტროლირებადი გავრცელების გარდაუვალობის ახსნა). სხვა შემთხვევაში, თუ აღინიშნა შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, ეს გამოიწვევს როგორც მოსახლეობის ისე სამთავრობო სტრუქტურების პანიკას, პოლიტიკურ დაპირისპირებას და ქაოტური მოქმედებების კასკადს, რამაც შეიძლება ეპიდსიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ხალხთან ესეთი კომუნიკაცია, ექსპერტთა ფართო ჩართულობა, საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბება, ეპიდემიოლოგიის დეპოლიტიზირება – სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს, რაც დამაფიქრებელია და სერიოზული რისკების შემცველია. ასევე მინდა აღვნიშნო რომ ტურისტული აქტივობის და მიგრაციული ნაკადების ნაადრევმა გაზრდამ (განსაკუთრებით მეზობელ რუსეთთან, რომელიც ეპიდმიოლოგიურად ექსპონენციალური ზრდის ფაზის დასაწყისშია მხოლოდ), ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ეპიდსტაბილურობას (მითები უსაფრთხო ტურიზმის შესახებ ჯერჯერობით არარეალურია). ჩვენ ასეთ ვითარებაში, ფსონი კვლავ ექსკლუზიურად ტურისტულ ბიზნესზე არ უნდა დავდოთ, არამდე არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ (ვგულისხმობ ჩინეთიდან ინვესტიციების და წარმოების საშუალებების მნიშვნელოვან გადინებას და სხვა) და კრეატილად ვეძებოდ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის და მაღალტექნოლოგიური სოფლისმეურნეობის მიმართულებების გაძლიერებას.

    ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, რომ წარმატებით გაართვას ამ გამოწვევებს თავი! თუმცა თუ პოცესი კვლავ კულუარებში, დახურულად და არატრანსპარანტულად გაგრძელდა, ასეთი შედეგი ნაკლებად რეალიზებადი იქნება.“– წერს გიორგი კანდელაკი.

  • 8 საძინებელი, 12 სააბაზანო: ცნობილი გახდა, სად ცხოვრობენ სინამდვილეში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

    8 საძინებელი, 12 სააბაზანო: ცნობილი გახდა, სად ცხოვრობენ სინამდვილეში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

    რამდენიმე კვირის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 20 მილიონ დოლარად ღირებულ მელ გიბსონის ყოფილ სახლში, ლოს ანჯელესში დაფუძნდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ცოლ–ქმარს ჯერ სახლი არ უყიდია და დროებითი საცხოვრებელი მოძებნეს.

    დასავლური მედიის ინფორმაციით სასექსის ჰერცოგი და მისი ოჯახი მაგნატის და მსახიობის, ტაილერ პერის უზარმაზარ ვილაში ცხოვრობენ. სახლი 8 საძინებლით და 12 სააბაზანო ოთახით   მკაცრად დაცულ ელიტურ კომპლექს Beverly Ridge Estates–ში მდებარეობს, რომელსაც ქალაქის შესანიშნავი ხედი აქვს. როგორც ჩანს, წყვილი ვილას არ ქირაობს და აქ პერის სტუმრის სტატუსით ცხოვრობს. ვერავითარი დოკუმენტი, რომელიც ვილის ყიდვას ან დაქირავებას ადასტურებს, ჯერჯერობით ვერავინ იპოვნა.

    ინფორმირებული წყაროების ცნობით ჰარი და მეგანი აქ მარტის დასაწყისიდან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა რომ სამეფო ოჯახის წყვილს ტაილერი მათმა საერთო ახლო მეგობარმა, ოფრა უინფრიმ გააცნო.

    შეგახსენებთ, რომ იანვარში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსი წევრის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ წყვილი დროებით კანადაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიაში დასახლება გადაწყვიტა.

  • გარდაიცვალა როკ ენ როლის მეფე, ლითლ რიჩარდი

    გარდაიცვალა როკ ენ როლის მეფე, ლითლ რიჩარდი

    გარდაიცვალა როკ ენ როლის ერთ–ერთი პიონერი და დამფუძნებელი მამა, ლითლ რიჩარდი, რომელიც ათწლეულების მანძილზე მსმენელს მისი ფალცეტით, ფორტეპიანოზე ენერგიული დაკვრით და კაშკაშა სასცენო იმიჯით ატყვევებდა.

    ცნობილი მუსიკოსი დღეს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილი მედიას მისმა შვილმა, დანი პენიმანმა დაუდასტურა და თქვა, რომ მიზეზი უცნობია.

    ლითლ რიჩარდი, რომლის ნამდვილი სახელი რიჩარდ უეინ პენიმანი იყო, პოპლარული 1956 წელს გახდა სიმღერით Tutti Frutti, რომელსაც მოჰყვა არაერთი ჰიტი, რომლებიც როკ ენ როლის ისტორიაში შევიდა.

    ლითლ რიჩარდი 12 შვილიან ოჯახში დაიბადა და მისი თქმით, სიმღერა იმის გამო დაიწყო, რომ და–ძმებისგან რამით გამორჩეული ყოფილიყო.

    მისმა მანერამ დიდი გავლენა იქონია ბევრ მუსიკოსზე, მათ შორის ბითლზზე და ელტონ ჯონზე.

     

     

  • საქართველოს საზღვართან ლეოპარდი გამოჩნდა – კადრები ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა [ვიდეო]

    საქართველოს საზღვართან ლეოპარდი გამოჩნდა – კადრები ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა [ვიდეო]

    სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 80 კილომეტრში, ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა. ამის შესახებ ფოტო-ვიდეო მასალას  სოციალურ ქსელში “სენაკის ქრონიკა” აქვეყნებს.

    როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წერს, ფოტოხაფანგები ტავუშის რეგიონის ერთ-ერთი მაცხოვრებლის მტკიცების შემდეგ დააყენეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თავს ლეოპარდი დაესხა.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში ლეოპარდი 50 წელია არ გამოჩენილა და ის ბოლოს შენიშნეს 1970 წელს.

  • ჩვენ გვაქვს უპირატესობა იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი – თენგიზ ცერცვაძე

    ჩვენ გვაქვს უპირატესობა იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი – თენგიზ ცერცვაძე

    ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან – იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი, რომელიც ევროპაში სამაგალითოდ ითვლება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ანატომიასთან” საუბრისას განაცხადა.

    “ახლა ყველაფერი ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებამ როგორმე უნდა გამოიჩინოს ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაღალი თვითშეგნება, რომ ის, რასაც მას სთხოვდა საგანგებო ზომები და დღეს აღარ მოეთხოვებათ, მაინც შეასრულოს. მანქანების, ქალაქებს შორის მიმოსვლა განახლდა, მოიხსნება სხვა სერიოზული შეზღუდვებიც, გაიხსნება მაღაზიები, კაფე-ბარები, მაგრამ სამი ძირითადი მოთხოვნა მაინც უნდა შეასრულოს ყველა მოქალაქემ – არა ჯარიმის შიშით, არამედ – მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. ეს მოთხოვნებია: სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა. ესაა სამი ყველაზე მარტივი ღონისძიება, რომელიც, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. ამის შესრულება არც ისე დიდი ტრაგედია არაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

    თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

    თიბისი დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

    აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავს, რომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

    დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ვაზი.

    სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. სხვა კულტურებზე კი თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეუძლია.

    აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი – 30 ჰექტარს.

    თუ მომხმარებელი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი თავად გადაიხდის.

    აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

  • შავკანიან ბრიტანელებში კორონავირუსით გარდაცვალება 4–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში

    შავკანიან ბრიტანელებში კორონავირუსით გარდაცვალება 4–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში

    შავკანიანი ბრიტანელების კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან და კარიბის ზღვის აუზიდან არიან ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე თეთრკანიანების სიკვდილიანობა. ამის შესახებ ბრიტანეთის სტატისტიკის ნაციონალური სამსახური იუწყება. ორგანიზაციის მონაცემებით სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მაღალია სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადენლებს შორისაც : ბანგლადეშისა და პაკისტანის წარმომავლობის მოქალაქეებს შორის ეს მაჩვენებელი 3.6–ჯერ მაღალია მამაკაცებში და 3.4–ჯერ მაღალი ქალებში. ინდური ფესვების მქონე ბრიტანელებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2.5–ჯერ მაღალია. ეთნიკურ ჩინელებს შორის კი საშუალოდ 1.5–ჯერ მაღალი.

    სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქვეყნის ყველაზე ღარიბ ნაწილებში, სადაც ძირითადად ამ რეგიონებიდან ჩამოსული მიგრანტები ცხოვრობენ საშუალოდ კორონავირუსისგან ორჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე დიდი ბრიტანეთის სამეფოს შედარებით მდიდარ რაიონებში.

    ორგანიზაციის აზრით ასეთი სტატისტიკა ნაწილობრივ სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორებით აიხსნება. გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დიდ ბრიტანეთში უფრო ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც კორონავირუსის მიმდინარეობას ართულებენ.

    სტატისტიკის სამმართველოში ასევე ხაზს უსვამენ, რომ სოციალურ–დემოგრაფიული და ასაკობრივი ფაქტორების და ჯანმრთელობის ზოგადი მაჩვენებლების გათვალისწინებითაც კი  ფაქტად რჩება, რომ მუქკანიანი ბრიტანელები კორონავირუსისგან უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები. თუმცა ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ თანაფარდობაა არა 4/1, არამედ 2/1.

    ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 200 000–ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 30 000–ს.

     

     

  • აქამდე უნდა ჩამოგვეთრია ეს ტერორისტი,ან კანონიერად,ან ისე როგორც ებრაელები ექცეოდნენ ხალხის მტრებს–სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სააკაშვილზე

    აქამდე უნდა ჩამოგვეთრია ეს ტერორისტი,ან კანონიერად,ან ისე როგორც ებრაელები ექცეოდნენ ხალხის მტრებს–სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სააკაშვილზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე(2015–2018 წლები), სოსო გოგაშვილი, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქართული ოცნების ერთ–ერთი შიდა სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა (ანალიტიკის, მონიტორინგის და კოორდინაციის) უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას ფეისბუქით ეხმაურება:
    “პირველი: თუ რამის თავი გვქონდა აქამდე უნდა ჩამოგვეთრია ეს ტერორისტი,ან კანონიერად,ან ისე როგორც ებრაელები ექცეოდნენ ხალხის მტრებს- ნაცისტებს
    მეორე : ეს კაცი მინისტრია და მისი პოზიცია მთავრობის პოზიციაა, ანუ დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი მისი სიტყვები გლეხურად, რომ ვთქვათ ნიშნავს, რომ ჰკიდია რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა.
    მესამე: მართლა ვკითხულობ,ეხლა ამას სჯერა თავის ნათქვამის, თუ უკრაინელ ხალხს აბოლებს, რომ ამ დორბლიანი ტერორისტის დანიშვნა მათი პირადი გაბედული გადაწყვეტილებაა? სასაცილოა:)
    მეოთხე: ეს დორბლიანი აღარ არის საქართველოს მოქალაქე და ისემც უქნიათ სადაც უნდა იქ გაურჭიათ,მაგრამ, როგორც კი, ეს ჩოყლაყი დაიწყებს ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში,აი მაშინ უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი ოფიციალურ კიევს და არა მარტო….
    მეხუთე-ის ადამიანები, რომლებიც მენტორული ტონით (თითქოსდა ძალიან პროფები არიან და ინფორმირებულები მსოფლიოში ყველაფერზე) ქადაგებენ, რომ არაფერი მომხდარა ამით და “მერე რა მოხდას”პოზიცია აქვთ,მე მიმაჩნია მინიმუმ უპასუხისმგებლო ბრიყვებად. არ შეიძლება ეს ფაქტი ვიწრო ჭრილში განიხილო, როგორც ერთი რიგითი სირის დანიშვნა მეზობელ ქვეყანაში( აღარ გავშლი აქ ამ საკითხს ვრცლად)
     და ბოლოს, მართლა გულწრფელად მეცოდება უკრაინელი ხალხი. უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯების შედეგად,კიდევ უფრო დანაწევრდება უკრაინა და დიდი უდანაშაულო მსხვერპლის გაღებაც მოუწევთ.“– წერს სოსო გოგაშვილი.
  • “საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია: ხალხი არც მთავრობითაა კმაყოფილი, არც ოპოზიციას ენდობა“–“ფრიდომ ჰაუსის“ პროგრამების დირექტორი

    “საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია: ხალხი არც მთავრობითაა კმაყოფილი, არც ოპოზიციას ენდობა“–“ფრიდომ ჰაუსის“ პროგრამების დირექტორი

    „ფრიდომ ჰაუზის“ მიერ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ ანგარიშში, საქართველო გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია. ანგარიშში საუბარია თავდასხმებზე სასამართლო სისტემაზე, შესაძლო პოლიტიკური საფუძვლის მქონე საკამათო საქმეებსა და გასამართლებებზე, პოლიტიკური პროცესების ბოიკოტირებაზე, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებზე. მარკ ბერენტი, „ფრიდომ ჰაუზის“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, რადგან ეს ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებას გამოიწვევს. მანამდე კი, მისი აზრით, მოსახლეობა არც მთავრობითაა კმაყოფილი და არც ოპოზიციას ენდობა:

    „გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ 2020 წლის ანგარიში ამბობს, რომ ახლა ყველაზე ნაკლები დემოკრატიაა ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში. კლებისა და გაუარესების რა ძირითადი ტენდენციები გამოავლინა ამ კვლევამ?

    იყო მნიშვნელოვანი კლება და გაურესება ევროპისა და ევრაზიის რეგიონში. იყო თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, პირველ წლებში ჩვენ დემოკრატიის ერთგვარი აღზევება ვნახეთ. დემოკრატია იქნებოდა ეს თუ ის, რასაც ადამიანები მიიჩნევდნენ დემოკრატიულ მმართველობად. ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დემოკრატიებად გამოცხადებული ქვეყნებისთვის არც კი იყო ინდიკატორები, იყვნენ თუ არა ისინი დემოკრატიულები. ეს პრობლემა გახლდათ, რადგან მაშინ საჭირო იყო დემოკრატიისთვის საჯარო მხარდაჭერის კონსოლიდირება, ხალხის მიერ იმის გააზრება, რომ დემოკრატია გულისხმობდა მთავრობებისა და მათ პასუხისმგებლობებსაც, მონაწილეობასაც, ამგვარი დისკუსიები არ გამართულა.

    ავტორიტარი ლიდერებისთვის ადვილი გახდა დემოკრატიისა და დემოკრატიული იდეალების დისკრედიტება, რადგან ადამიანები ვერ იღებდნენ იმას, რასაც ელოდნენ. ვფიქრობ, ახლა რეგიონში დემოკრატიის უკეთესი გაგება არსებობს. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულია ეკონომიკისა და დემოკრატიის ასოცირებაც, რაც არ არის მართებული. ადამიანები მოელიან, რომ დემოკრატია მათ კეთილდღეობას მოუტანს, როცა სინამდვილეში დემოკრატია მძიმე შრომაა, და მას აუცილებლად არ მოაქვს კეთილდღეობა, მას მოაქვს ბევრი შესაძლებლობა, ბევრი სხვა პოზიტიური რამ, მაგრამ – არა უშუალოდ ცხოვრების მაღალი სტანდარტი. ასე რომ, უმძიმესი ეკონომიკური კატასტროფისა და კოლაფსისას რეგიონში ხალხმა ესეც დემოკრატიას დაუკავშირა.

    გარდა ამისა, ვფიქრობ დასავალეთშიც, თითქოს თავისთავად ვგულისხმობდით, რომ ადამიანები შეთანხმებულნი არიან დემოკრატიაზე [მის არსზე]. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ იყო საზიარო, საერთო ღირებულება, მაშინ, როდესაც უფრო ძლიერად უნდა გვემუშავა, გვეძებნა მოკავშირეები. ამის ნაცვლად კი, ვფიქრობ, ჩვენ გავფლანგეთ ძალიან ბევრი დრო, კეთილი ნება და ნდობა. მემკვიდრეობით კი მივიღეთ სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, გარდამავალი მედია სფერო, გამუდმებით პოლიტიზებული სასამართლო და ახლა ეს ყველაფერი უფრო რთული და უფრო ფესვგამდგარია.

    არის ისეთი რამ, რაც ამ ქვეყნებს ერთი ქუდის „გარდამავალი ქვეყნების“ ქვეშ აერთიანებს? რა საერთო გამოწვევები აქვს ამდენ განსხვავებულ ქვეყანას?

    ამდენ ქვეყანას ალბათ ასე კონკრეტულად არაფერი აერთიანებს. მაგრამ ვფიქრობ, არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც ყველა ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი პოლიტიკური პროცესების, პოლიტიკური პარტიების და არჩევნების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის საჭიროება. ასევე სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენისგან, გვჭირდება შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ყველასთვის გარანტირებულია და არა მხოლოდ “პოპულარული” ხალხისთვის, ან მხოლოდ იმათთვის, ვისაც გინდა, რომ ეს უფლება მიანიჭო.

    აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაგალითზე ვიტყოდი, რომ ბევრი რამ არის საერთო, ვიცით, რომ რეგიონში არ არის ძლიერი მედია. არ არის ერთი ქვეყანაც კი, რომელზეც ვიტყოდი, რომ მედია თავის ფუნქციას ასრულებს ისე, როგორც უნდა ასრულებდეს. ისინი მაინც სხვადასხვა „ინტერესების“ მფლობელობაშია. ეს ინტერესები კი იმ ინფორმაციის პოლიტიზირებას იწვევს, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება. ეს ხდება საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ყველგან.

    ყველგან პრობლემურია სასამართლო სისტემაც. არ არის არცერთი ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაში. ყველგან თავდასხმის სამიზნეა სამოქალაქო საზოგადოებაც. არის ბევრი მცდელობა იმისა, რომ მათი დისკრედიტება მოხდეს სხვადასხვა დონორის მხრიდან თანხის აღების გამო, „გრანტიჭამიებად“ მათი მოხსენიებით, ან პოლიტიკურად მიკერძოებულებად წარმოჩენით.

    რეგიონში ზოგადი ცინიზმი არსებობს და ადამიანებს, რომლებიც პრინციპის პოზიციიდან საუბრობენ, ან მატყუარებს უწოდებენ ან – სულელებს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ისინი პრინციპული ადამიანები არიან მთელ რეგიონში, მათ სჭირდებათ ხმა და სამწუხაროდ ამ პრინციპების მქონე ადამიანებს არ აქვთ ხმა, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად.

    ვხედავთ, რომ მთავრობები და პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ ყველა სახის არადემოკრატიული საშუალების გამოყენებით. შესაძლოა, ახლა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის დრო დამთავრებულია, მაგრამ არჩევნების მოპარვა კვლავ შეიძლება ადამიანების დეზინფორმირებით იმის თობაზე, თუ რა არის მთავარი პრობლემები.

    თუმცა, ამავე რეგიონში ბევრი რამაა ისეთი, რაც არ არის ჩვეული: მაგალითად ის, რომ ავტორიტარიზმი არ არის სტაბილური. შეუძლებელია ის დიდხანს გაგრძელდეს. თუკი ხალხი ასეთ ლიდერებს რეალურად არ ეთანხმება, არ უჭერს მხარს, ისინი დიდხანს ვერ მართავენ. რაც უფრო დიდხანს და ამგვარად, მანდატის გარეშე მართავენ ასეთი ხელისუფალნი, უფრო მეტად იყენებენ მძიმე, ძალადობრივ და არალეგიტიმურ საშუალებებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, და ამავე დროს მით უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ მათ. საბოლოოდ კი ისინი ვერ გაიმარჯვებენ.​

     

    სად არის საქართველოს ადგილი ამ რუკაზე? როგორია მისი გამორჩეული თუ სხვების მსგავსი გამოწვევები დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით?

    იცით, ქართველებს არ უყვართ ამის მოსმენა, მაგრამ ისინი საუკეთესონი არიან ცუდ სამეზობლოში, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი საუკეთესონი არიან [ზოგადად, დემოკრატიის კუთხით]. საქართველო კონკურენციას უწევს, ეჯიბრება უკრაინას, სომხეთს, მოლდოვას. მაგრამ მათ სურთ, რომ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან იყვნენ შედარებულნი ეს მესმის.

    თუმცა, ქვეყანას ბევრი წინსვლაც აქვს. საზოგადოება უაღრესად განახლებულია; თუკი მოქალაქეებს დღის ახალი ამბების გაგება სურთ, აქვთ წვდომა ამ ინფორმაციაზე, შეუძლიათ მოიძიონ და მიიღონ ზომები საკუთარი თავის ინფორმირებისთვის, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მედია გარემო საქართველოში პოლარიზებულია. არ არის არცერთი ტელევიზია, რომელსაც მე სრულად და აბსოლუტურად ვენდობოდი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს, არა მხოლოდ 10-15 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში, რომლებიც სტატიების სათაურებში ხვდებიან და ყველა მათ მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოებად, არამედ რეალურად ასობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაში მთელ ქვეყანაში.

    საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყველაზე წარმატებული ისტორია აქვს, რადგან ყველაზე ბნელ დროსაც, შევარდნაძისა და სააკაშვილის ადმინისტრაციის ისეთ პერიოდშიც, როდესაც დემოკრატიის სხვა ნაწილები წინ არ მიიწევდა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც ყვაოდა. და ეს არასდროს ყოფილა სრულად შესუსტებული. ახლა ნამდვილად გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების 30-წლოვანი ისტორია, რაც რეალურად უნიკალურია, რადგან ამას ვერ ვხედავთ სხვა ქვეყნებში.

    მაგრამ რას იტყვით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე?

    როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაზე, მედიაზე, პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტზე, პოლიტიკურ პარტიებზე – ყველა ამ სფეროში ბევრი პრობლემაა. ვფიქრობ, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია, სადაც ერთი მხრივ მოსახლეობა იმედგაცრუებულია მოქმედი ხელისუფლებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საჭიროებებს. იმედგაცრუება, გაღიზიანება იზრდება, და ამავე დროს ხალხი არ ენდობა ოპოზიციას, რომელსაც სააკაშვილის მთავრობის ცუდ დროებთან ასოცირდება მათთვის. იმის ნაცვლად კი, რომ რაღაც ახალი შეიქმნას, ხალხში აპათია და ცინიზმი, იმედგაცრუება და სიბრაზეა. ეს არაა კარგი არცერთი ქვეყნისთვის.

    მე პირადად იმედიანად ვარ განწყობილი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ, რომ ვნახავთ მეტი პოლიტიკურ პარტიის შემოსვლას (პარლამენტში) და მათ არც ისე ბევრი, მაგრამ თავისი ამომრჩევლები ეყოლებათ. საბოლოოდ შეიძლება დაიწყოს ალტერნატივების განვითარება ამ „ორ ჯგუფს შორის არჩევანის“ მიღმაც, რომლებსაც ქვეყანაში პოპულარული მხარდაჭერა აღარ აქვს.

    სასამართლო სისტემაში ვფიქრობ, ბევრი რეფორმა იყო გატარებული და ზოგი მათგანი წარმატებული იყო, მაგრამ ამავე დროს, გასული წლის პროცესი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე, იდეალურისგან შორს იყო. არ მგონია, რომ მოსახლეობასა და ექსპერტებში ახლა არის მოსაზრება, რომ სისტემა ამჟამად ნაკლებ პოლიტიზებულია, ვიდრე ადრე იყო. არ მინდა რომელიმე კონკრეტული ჯგუფი რამეში დავადანაშაულო, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, კვლავ არის პრობლემები. როგორ უნდა გაუმკლავდე ამ სამართლიანობის დეფიციტს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუმპირებულნი არიან და არალეგალურად ფულის კეთებას განაგრძობენ?მათ არაფერი ემართებათ, ან თუკი ესხმიან თავს, შემდეგ ეს პოლიტიკური თავდასხმაა, რადგან ყველა რაღაც პოლიტიკურ ფრაქციასთანაა დაკავშირებული.

    ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება იმედგაცრუებულია, გაბრაზებულია, რომ შედეგებს ვერ იღებს. უნდა ყოფილიყო ერთგვარი გარდამავალი პერიოდი 2012 წლის შემდეგ, როდესაც საზოგადოება შეთანხმდებოდა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო სამართალი მანამდეც კი, სანამ სრულად გარდაიქმნებოდა სასამართლო სისტემა. მაგრამ ეს პოლიტიკურად შეუძლებელი იყო და არ მოხდა. ახლა კი ხალხი კვლავ იმედგაცრუებულია სამართლიანობის ნაკლებობით. და არც ახალი მოსამართლეებისგან ელიან შველას.

    ყველა ტელევიზია ამ ქვეყანაში რომელიმე ჯგუფს უკავშირდება, და როგორც ვთქვი, არცერთ მათგანს ცალკე არ ვენდობოდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი ჟურნალისტია ქვეყანაში, ერთ-ერთი საუკეთესო, გაწვრთნილი, საინტერესო პროფესიონალები რეგიონში, მაგრამ[მათ]არ ეძლევათ პროფესიონალიზმის გამოვლენის პლატფორმა. ესეც იმედს უცრუებს მათ და სევდიანია ქვეყნისთვისაც.

    „გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ ამ ანგარიშში, ისევე როგორც ყოველწლიურ მსოფლიო ანგარიშშიც, შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეებზეა საუბარი. საქმე ეხება ხაზარაძისა და უგულავას საქმეებს. იზიარებთ ამ შეშფოთებას?

    ვფიქრობ, სამწუხარო ისაა, რომ ორივეს, უგულავასაც და ხაზარაძესაც ასე ვთქვათ, დიდი ისტორია აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, ხაზარაძემ პოლიტიკური გაერთიანების შექმნა იმისთვის დააანონსა, რომ გამოძიება აერიდებინა თავიდან თუ იმის გამო დაიწყეს გამოძიება, რომ მან ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. ეს არ გვეცოდინება არასდროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართალი უნდა აღსრულდეს ყველასთვის, და ყველას გამოძიება უნდა შეიძლებოდეს. ამავე დროს, ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიზებული სასამართლოსა ხანგრძლივი ისტორია აქვს, ხალხისთვის ძნელია ენდოს და დაიჯეროს, რა მოხდა სინამდვილეში.

    ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი, როდესაც ქართულ სასამართლოში დადებითი ცვლილებები ხდებოდა, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლები იყო, სადაც ის ზოგიერთ კომპრომისზე თანახმა იყო და აქ, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში გარკვეული დაკვირვების საშუალებას იძლეოდა. ეს 20-25 წლიანი პროცესია, დამოუკდიებელი სასამართლო ერთ ღამეში არ იქმნება. სააკაშვილის მთავრობამ რეალურად შევარდნაძის დროინდელი თავისუფალი მოსამართლეებიც კი გაათავისუფლა და ისინი უფრო პოლიტიზებული და დამოკიდებული ხალხით ჩაანაცვლა. ეს დიდი ტრაგედია იყო. 2012 წლის ბოლოს კი, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში, მათ ალბათ არ უნდოდათ იგივე შეცდომის გამეორება, ძველი მოსამართლეების სრულად ჩანაცვლება, მაგრამ ამავე დროს მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალა, რომ მრავალწლოვანი სასამართლო რეფორმის პროცესი დაეწყოთ, რასაც დიდი ხანი სჭირდება ნდობის ასაშენებლად.

    მჯერა, რომ შესაძლებელია სასამართლოს რეფორმირება, არა ერთ წელიწადში, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით, შეფასებით, რეალური შემოწმებით, შერჩევითი სამართლის შემთხვევაში მისი გამოვლენის რეალური მცდელობით იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. ვფიქრობ, ბევრი სამუშაოა გასაწევი პროკურატურაშიც, რომლის რეფორმირებასაც არაფერი უშლის ხელს, გარდა პოლიტიკური ნებისა.

    ამ წლის ანგარიში ერთ საინტერესო ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას – ოპოზიციონერთა მიერ პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტირებაზე და მასში მონაწილეობაზე უარის თქმაზე როგორც საქართველოში, ისე სხვაგან. იქვე განმარტებულია, რომ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო რამ დემოკრატიული პროცესისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე საქართველოს კონტექსტში?

    მე არ ვარ ამ კონკრეტული ანგარიშის ავტორი, მაგრამ ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ: მე არ მჯერა, რომ ზოგადად, პოლიტიკური პროცესის ბოიკოტირება კარგი აზრია. ვფიქრობ, დისკუსიის პრევენცია და თავიდან არიდება პრობლემის მოგვარების კარგი გზა არ არის, შენს ოპონენტებთან უნდა დაჯდე და მოაგვარო საკითხი. მაგრამ, მგონია, რომ საქართველოში ორივე მხარე მონაწილეობს ერთგვარ პოლიტიკურ თეატრში. ერთი მხრივ, ვფიქრობ, პოლიტიკური თეატრი იყო ის, რომ ქართულ ოცნებას, პარტიას არ ჰქონდა იმდენი გავლენა საკუთარ უმრავლესობაზე იმისთვის, რომ მათ უკან არ დაეხიათ პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერისგან, ისევე როგორც პოლიტიკური თეატრი იყო ამ ბოიკოტის, დემონსტრაციების ნაწილი და ბევრი სხვა რამ, რაც მეორე მხარეს ხდებოდა. ვფიქრობ, ქართველ ხალხს ეს ესმის და ამას ხედავს. ეს არის ის, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ. არ შეიძლება ელოდო, რომ ხალხს სამუდამოდ გაასულელებ. საბოლოოდ, ეს არ არის ის გზა, რომლითაც არჩევნებს მოიგებ, ეს არ არის ნამდვილი, გულწრფელი, ჯანსაღი. ვფიქრობ, სანდოობას ყველა მხარე კარგავს იმის გამო, როგორც იქცევიან. მე ვფიქრობ, საბოლოოდ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამიტომ ვნახავთ ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენას.

    „ფეისბუქმა“ სულ რამდენიმე დღის წინ, ასობით ანგარიში გააუქმა, რომლებიც ერთი მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პირსა და მის მედიაპლატფორმას უკავშირდებოდა. რამდენად დიდი გამოწვევა შეიძლება ეს იყოს ქართული დემოკრატიისთვის და რამდენად დიდ ყურადღებას იმსახურებს ეს საკითხი?

    ერთ-ერთი ის საკითხი, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აერთიანებს, ნამდვილად არის დეზინფორმაცია და რა თქმა უნდა, უკვე არსებული მაგალითები იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია [ამგვარად] საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში გამიზნულად ასუსტებს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესს. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში.

    მაგრამ ვხედავთ იმას, რომ პოლიტიკური ინტერესების ჯგუფები ამ ქვეყნებში ასევე იყენებენ დეზინფორმაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მე არ ვიცი ამ კონკრეტული საქმის დეტალები, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხი კრიტიკული იყოს იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის განსხვავებული პროგრამები და პროექტები, რომლებიც მოსახლეობის მედია-წიგნიერების გაზრდას, მისთვის ინფორმაციის წყაროების ამოცნობის სწავლებას და სხვა ტრენინგებს ითვალისწინებს, რათა ის სხვადასხვა მიზნით გავრცელებული დეზინფორმაციით არ გაასულელონ. თუკი დემოკრატიაში (დემოკრატიულ პროცესში) მონაწილეობა გვსურს, უნდა ვიცოდეთ, რატომ ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. არ მინდა, რომელიმე მხარისკენ თითი გავიშვირო ამ კონკრეტულ გარემოებებში, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს საინფორმაციო ლანდშაფტი ჯანსაღისგან შორსაა.

    ანგარიშში ულტრა-მემარჯვენე, ექსტრემისტი ჯგუფების აქტიურობა და დასავლეთში მსგავს ჯგუფებთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხიც მოხვდა. ემუქრება ამგვარი იდეები და ჯგუფები ამ ქვეყნებში დემოკრატიას?

    სამწუხაროდ არ შემიძლია კონკრეტული თანამშრომლობების ან მხარდაჭერის შესახებ ვისაუბრო, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ასეთი რამ არსებობდეს. როგორც დემოკრატიის მხარდამჭერები ახერხებენ, რომ ვირტუალურად შეხვდნენ ერთმანეთს, ალბათ მათაც შეუძლიათ და შეეძლოთ ვირუსამდეც ამის კეთება.

    თუმცა, მეორე საკითხია ის, რომ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები არც საქართველოში და არც სომხეთში დომინანტები არ არიან. ისინი ერთგვარად დანაწევრებული, „განაპირა“ ჯგუფებია, რაც კარგია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთ ჯგუფებსაც კი დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ჩვენ ვხედავთ მაგალითად უკრაინაში, რომ ამგვარი ჯგუფები არ არიან დომინანტები, არ აქვთ პოლიტიკური ძალა და გავლენა, მაგრამ მათ შეუძლიათ შეზღუდონ, შეუძლებელი გახადონ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სხვა ადამიანებისთვის, შეუძლიათ ეროვნული უმცირესობები, ლგბტ თემის წევრები, ქალები თუ სხვა ჯგუფების წევრები დააშინონ, ხელი შეუშალონ მათ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისკენ. ისინი რეალურ ზიანს იწვევენ და შეუძლიათ რეალური ზიანი გამოიწვიონ საქართველოსა და სომხეთშიც. ამიტომ მათ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათით შეიძლება მანიპულირებდნენ და რეალურად ბევრი ასეთი ჯგუფი სინამდვილეში მითია. კი, შეიძლება ზოგი მართლაც დამოუკიდებელია, გაერთიანებაა ულტრა-მემარჯვენე იდოლოგიის, პრინციპების მქონე ადამიანებისა, რომლებსაც არ ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მათგანი პოლიტიკური აქტორების ხელში იარაღია. ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება კი პოლიტიკური მიღწევებისთვის, ვფიქრობ ძალიან უპასუხისმგებლო და საშიშია. არავის ვადანაშაულებ რომ ამას აკეთებს, მაგრამ ვამბობ იმას, რომ ასეთი ჯგუფები შეიძლება იყოს ინსტრუმენტი და ამაზე უნდა ვწუხდეთ.

    ახლა, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებშიც, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც გაზაფხულზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების მედიაციით შეთანხმებამდე მივიდა?

    როგორც მსოფლიოში პრაქტიკულად ყველამ დაინახა, კარანტინის ღონისძიებები, რომლებიც კოვიდ-19-ის შესაზღუდადაა საჭირო, არ გამორიცხავს ადამიანების ჩართულობასა და მუშაობას. ამ დროსაც კი უამრავი რამის კეთებაა შესაძლებელი. მე და თქვენ ახლა ამ ინტერვიუზეც საკუთარი სახლებიდან ვმუშაობთ და ჩვენი საუბარი ისეთივე აქტიურია და თანამონაწილეობითი, ისეთივე ეფექტური, როგორიც ჩვენს ოფისებში იქნებოდა. და იგივე სიმართლეა აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანაზე.

    არ არსებობს გამართლება იმის სათქმელად, რომ ბოდიში, ახლა პანდემიის გამო ყურადღება სხვა რამეს ეთმობა. არა, შეგიძლიათ სახლში დარჩეთ, უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამ პროცესის გაგრძელებას ხელს არაფერი უშლის. საქართველოს ხელისუფლებას უნდა დავუფასოთ კოვიდზე ის რეაგირება, რის დაფასებასაც იმსახურებს, მაგრამ არც მისთვის ოპოზიციასთან დიალოგში მონაწილეობის შეწყვეტისთვის და არც ოპოზიციის მიერ ამ დიალოგის არგაგრძელებისთვის გამართლება არ არსებობს.

    საქართველო თანამედროვე, დინამიკური, 21-ე საუკუნის ქვეყანაა ბევრი პოლიტიკური პრობლემით. მაგრამ ეს პრობლემები არ არის გადაულახავი, და ამისთვის ქართველ ხალხს ბევრი რესურსი აქვს, ბევრი შესაძლებლობა. კეთილი ნების მქონე ადამიანებისთვის კი ყოველთვის, კვლავ არის როლი შესასრულებელი. მე მიყვარს საქართველო, ამიტომ ვსაუბრობ მასზე ამდენს, დიდი იმედი მაქვს საქართველოს მომავლის და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც ადრე სთავაზობდნენ.“–გია ხუხაშვილი

    “სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც ადრე სთავაზობდნენ.“–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ეს პოსტი უკეთესია, ვიდრე ვიცე პრემიერის პოსტი იქნებოდა, რომელზეც სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად წარადგინა.  ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  დიდი უგუნურება იყო უკრაინის ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ფორმით საუბარი და “ფეხების ბაკუნი“, რამაც უკუშედეგი გამოიღო.

    “მე ვფიქრობ რომ სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც სთავაზობდნენ. პოლიტიკური წონის თვალსაზრისით. ვიცე პრემიერი მაინც არის მესამე წრის ჩინოვნიკი პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის შემდეგ. და გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. ახლა აქვს აბსოლუტური თავისუფლება და პასუხისმგებლობა მინიმალური. ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი მთავრობაშიც პლიუს ამას რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. მისი მოძრაობის სიმჭიდროვე ჩვენ კარგად ვიცით ჟურნალისტებთან ერთად და ის გახდა რეალური პოლიტიკური ფიგურა,მაშინ, როდესაც ვიცე პრემიერის რანგში ასეთი შეიძლებოდა სულ არ ყოფილიყო.

    აქედან გამომდინარე ეს იყო დიდი  სიბრიყვე და ამან გამოიწვია უკურეაქცია უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში. რა თქმა უნდა შეიძლებოდა თავშეკავებით გაკვირვების გამოთქმა, მაგრამ მოუკრეფავში გამოსვლამ, რაც მოვისმინეთ ჩვენი ჩინოვნიკების შესრულებით, ამან უკუშედეგი მიიღო, იმიტომ რომ ჩათვალეს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევად. რამის თავი მაინც გვქონდეს. რით უნდა დავაზიანოთ უკრაინა ასე ძალიან მაინტერესებს.

    ძაან ყირაობენ ესენი და მე მგონი თავში აუვარდათ. გამყრელიძის და იმნაძის იმედზე არიან უკრაინაშიც თუ რანაირად არის საქმე?“– ამბობს გია ხუხაშვილი.