“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გენდერული კვოტირების განხილვისას დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია და მათ “მოტ*ვნელი ქალები” უწოდა.
“დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის”, – განაცხადა ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტში.
შესაბამის კადრებს, ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 15-მა მისცა ხმა. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.
“ალბინოსი რომელსაც რეპერობა უნდა და გლობალური ინფლუენსერი, რომელიც მისი პუტინის მომხრე ქართველი მამის მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრეა, “ბრაზილიაში გაგზავნეს, რათა შეექმნათ ბაზა იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლეთი მამის აქტივების წართმევას შეეცდება”.– ნათქვამია სტატიის სათაურში.
გთავაზობთ სტატიას სრულად
ის არის ალბინოსი, რომელსაც რეპერობა უნდა და გლობალური ინფლუენსერი, მისი ოლიგარქი მამის მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე და მისი ქვეყნის მომავალი არჩევნების მთავარი მოთამაშე.
მაგრამ იმის მაგივრად, რომ საქართველოში კამპანია აწარმოოს მამის პოლიტიკური პარტიის რკინის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ბერა ივანიშვილი ფლეიბოის ცხოვრების წესით ცხოვრობს… ბრაზილიაში.
ახლა კი MailOnline-ს შეუძლია გაამჟღავნოს, რომ უსაფრთხოების ექსპერტების აზრით ის განზრახ გაგზავნეს სამხრეთ ამერიკაში ბაზის მოსაწყობად, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე დასავლური მთავრობა გადაწყვეტდა მამის უზარმაზარ ქონებას ჩამორთმევას.
რეპერი და ფსევდოინფლუენსერი, სამშობლოში იმდენად ცნობილი, რომ მას უბრალოდ ბერას ეძახიან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის 29 წლის პირმშოა, რომელიც, როგორც ამბობენ, არის ყოფილი საბჭოთა კავშირის შავი ზღვისპირა რესპუბლიკის ნამდვილი მმართველი.
საქართველო ახალ სტატუსს უახლოეს თვეებში მიაღწევს მას შემდეგ, რაც მისი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამ კვირაში პირველ დიდ ტურნირზე, ევრო 2024-ზე კვალიფიცირდა, რომელიც ამ ზაფხულს გერმანიაში გაიმართება.
ეს, სავარაუდოდ, მორიგ ჯერზე ყურადღებას გამოიწვევს ივანიშვილის უცნაური ქმედებების მიმართ, რომელიც ცხოვრობს ბონდის ბოროტმოქმედის სტილში მთის ბუნაგში, რომელიც გარშემორტყმულია ზოოპარკით და აქვს ზვიგენებიანი აკვარიუმი.
ამბობენ, რომ ის აკონტროლებს ქართულ პოლიტიკას რუსეთის ბრძანებით – რადგან იზრდება შიში, რომ ვლადიმერ პუტინი მას იყენებს ქვეყნის ფარულად გასაკონტროლებლად.
ივანიშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრია, რომელმაც დააარსა და დღემდე აკონტროლებს პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნებას“ (სახელი მისმა ვაჟმა, ბერამ შეარჩია), რომელიც ქვეყანას ბოლო ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა.
ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერა, სავარაუდოდ, გაგზავნეს ბრაზილიაში მამის ბრძანებით, როგორც სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პუტინს დასავლეთის წინააღმდეგ, საპირისპირო შედეგს გამოიღებდა და ის იძულებული გახდებოდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.
იქ ის ცხოვრობს აშკარად შესაშური ცხოვრების წესით, გარეულია ბრაზილიელი ცნობილი სახეების კლასში თავის მოდელ ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ატარებს გახმაურებულ ფეხბურთის თამაშებს, დადის სანაპიროზე და აკეთებს გამოჩენილ ჟესტებს, როგორიცაა მილიონი დოლარის შეწირვა ტროპიკული ტყის გადასარჩენად.
მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი რეალური მიზანი ბრაზილიაში არის მამისთვის გაქცევის მარშრუტის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ მას თავისი სიმდიდრით გაქცევა მოუწევს, თუ მისი ალიანსი პუტინთან არ გაამართლებს.
მას შემდეგ, რაც ლონდონში რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქები, როგორიცაა ჩელსის ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი, აიძულეს გაყიდონ ან ჩამოართვეს აქტივები მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინასთან ომი დაიწყო, ივანიშვილი შიშობს, რომ მისი მილიარდები ევროპაში და აზიაში უსაფრთხოდ არ იქნება, ამიტომ ის ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ბრაზილიაში გადავა.
წყარომ, რომელიც ქვეყანას უწევს მონიტორინგს გვითხრა: „ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახერხებდნენ სანქციებისგან გაქცევას, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა ოლიგარქები, მათ შორის რომან აბრამოვიჩი, იყვნენ სამართალდამცავების სამიზნე და მათ ქონება ჩამოართვეს.
„მაგრამ ისმის კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი შვილის ბრაზილიაში გადასვლა, მათი აქტივების დაცვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი, თუ ის მომავალში სამიზნე გახდება.
„მაგალითად, უკრაინამ ძალიან ხმამაღლა გამოთქვა სურვილი მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. მაგრამ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ბრაზილიაში ჩამოართვან მათი სიმდიდრე, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ან ევროპაში.
„ისევე, ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, , რომ დასავლეთი უფრო მოერიდება მასთან დაპირისპირებას, თუ იგი დაიკავებს მაღალ თანამდებობას ამ წლის ბოლოს მომდევნო არჩევნების შემდეგ. არსებითად, ამან შეიძლება კიდევ ხუთი წლით სასუნთქი სივრცე მისცეს მას.”
ითვლება, რომ მილიარდერი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარად მიიჩნევს თავისი აქტივებისთვის. მან მნიშვნელოვანი შემოწირულობა გაიღო ბრაზილიის ხანძრის შემდგომი ტყეების აღდგენის ფონდში, რათა თავი მოეწონებინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სანამ მისი შვილი იქ გადაიყვანდნენ, რაც იმის ნიშანია, რომ მისი გეგმა სრულდება.
ბერას, რომელიც ასევე ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, სადაც ხვდებოდა ცნობილ ადამიანებს, მათ შორის ზენდაიას, ასევე ჰყავს უმცროსი ძმა, ცოტნე, რომელიც მასავით ფერმკრთალია და მისივე ფერის თმა აქვს.
ორივე ბოდიბილდერია და ხშირად ერთად პოზირებენ სოციალურ ქსელებში.
ძმები სწავლობდნენ სახლში და ბავშვობა გაატარეს საქართველოში ვერტმფრენით მოგზაურობაში, მამის უსაფრთხოების უზარმაზარი ანტურაჟით გარშემორტყმულებმა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობების გარეშე.
ბერა პირადად იყო ჩართული საქართველოში სკანდალში, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის თანამშრომლები სტუმრობდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც მის შესახებ კრიტიკული კომენტარები დატოვეს ფეისბუქზე, რათა ამ კომენტარების წაშლე ეიძულებინათ.
გასული წლის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის ახლო მოკავშირე ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, კრემლის ჯაშუშად დაასახელა.
ისინი აცხადებდნენ, რომ პუტინმა „გამოიყენა ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის ინტერესებისთვის ზემოქმედებისთვის“.
ბერა, რომელსაც ადარებენ გმირ ჯოფრი ბარათეონს, სადისტ ახალგაზრდა მეფეს Game of Thrones-დან, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიად ითვლება.
ჯაშუშობის ბრალდებებმა სერიოზული დიპლომატიური განხეთქილება გამოიწვია ორ ქვეყანას შორის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ივანიშვილის მმართველი პარტიის დასამხობად.
წყარომ დასძინა: „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ვაჟის ბერას მილიონერული ცხოვრების წესი, სამწუხაროდ, შორს არის იმ საშინელი რეალობისგან, რომელსაც ქართველები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი მილიონებს ხარჯავენ ზებრებსა და ეგზოტიკურ ხეებზე, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, რადგან თავს უიმედოდ გრძნობენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით“.
ბოლო მონაცემებით, ქართველების 20 პროცენტს ახლა საზღვარგარეთ ცხოვრება ურჩევნია, ვიდრე ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელსაც მოსკოვთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, ქვეყანამ აღმართა იოსებ სტალინის არაერთი ქანდაკება. მსოფლიო ლიდერები არაერთხელ გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ქვეყანა კრემლის ხელში ჩავარდებოდა.
ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები ახლა უიმედოდ მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს ოქტომბრის არჩევნების მჭიდრო მონიტორინგი მას შემდეგ, რაც აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს წინა არჩევნების დროს ხმების მოსყიდვისა და დაშინების მტკიცებულებების შესახებ.
იმავდროულად, ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში რჩება ბრალდებების გამო, და ამტკიცებს, რომ მას პუტინის ბრძანებით წამლავენ.
რამდენადაც საერთაშორისო პროტესტი სააკაშვილთან მოპყრობის გამო მატულობს, ქვეყნის ცერემონიული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას ჩაფრინდა ლონდონში, რათა ყურადღება მიეპყრო ქვეყნის გასაჭირზე და უთხრა BBC-ს, რომ მის ქვეყანას სჭირდება კოალიციური მთავრობა, რათა არ გადაიქცეს ერთპარტიულ სახელმწიფოდ.
მან თქვა: „რუსებს სურთ გააკონტროლონ არა მხოლოდ საქართველო, არამედ შესაძლოა ევროპის ნაწილიც“.
ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ ფუნტზე მეტად არის შეფასებულინ. რომელთაგან ზოგიერთი კრიპტოვალუტაში ინახება .
მან კარიერა დამლაგებლად მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით მან გაყიდა ტელეფონები და კომპიუტერები რუსეთში და შემდეგ დააარსა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი კერძო ბანკი. მოგვიანებით ის საბანკო საქმეში, უძრავ ქონებასა და ლითონებზე მუშაობდა.
მისი ამჟამინდელი ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება მისი წარსულისგან, როდესაც ის დამლაგებლად მუშაობდა. ფოტოები ასახავს პატარა მილიარდერს, რომელიც დომინირებს დედაქალაქ თბილისში თავისი მთის ბუნაგიდან, ასევე ზებრებს მის პირად ზოოპარკში, სადაც ასევე ცხოვრობს რვა ჯიშის ფარშევანგი, ვარდისფერი ფლამინგოები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები.
ცნობილია, რომ მისი სახლის ცენტრალურ ნაწილში ზვიგენის აკვარიუმია .
მისი ოფისის კედლებზე ნახავთ მონეს, პიკასოს, ლუსიან ფრეუდის და სხვების ნამუშევრებს. თუმცა, გაძარცვის შიშით, ის ამბობს, რომ ყველა ნამუშევარი ასლია, ორიგინალები კი ლონდონში ინახება.
თუმცა მისი ყველაზე დიდი ექსტრავაგანტულობა არის ეგზოტიკური ხეების შორეული ადგილებიდან ამოძირკვა და მათი ეზოში დარგვა. “მე ნამდვილად მიყვარს დიდი ხეები”, – თქვა მან ერთხელ. “გიგანტური ხეები ჩემი გატაცებაა.”
ივანიშვილის პარკის ხეები კენიის კილიფის რეგიონიდან ამოძირკვეს და საქართველოში გაიტანეს. ზოგიერთი მათგანი 650 ტონას იწონიდა.
მათ ამოთხრას კენიაში მოჰყვა საზოგადოების პროტესტი და ბრალდებები ბიოპირატიაში, ანუ სამეცნიერო კოლონიალიზმში. ივანიშვილის მიერ მოპარული ბაობაბის ხეების ნაწილი გადაშენების პირას არის და კლიმატის ცვლილების შემდგომი საფრთხის ქვეშ იმყოფება.
ქართველ სოფლელებს, რომელთა ხეები პარკისთვის იყო ამოძირკვული, ასევე პირდაპირ უთხრეს, რომ არ ესაუბრონ ჟურნალისტებს, თორემ კონტრაქტები შეუწყდებათ. ხეების გადატანის საფასური ხშირ შემთხვევაში ქართველ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე იქნა გადახდილი, ხოლო ტრანსნაციონალური ელექტრო კაბელები გათიშულ იქნა ხეების ტრანსპორტირებისთვის გზის გასახსნელად.
მონიტორები გვაფრთხილებენ, რომ ქართული “მაღალი საზოგადოება“ ახლა კორუფციის ეპიდემიის ტყვეობაშია, მთავრობაში კი ყოვლისმომცველი კრონიზმია გამეფებული.
ქვეყნის მთავარი პროკურორი ივანიშვილის ყოფილი ადვოკატია, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის უფროსი ოდესღაც მისი დაცვა იყო, წარსულში ჯანდაცვის მინისტრი მისი ყოფილი პირადი ექიმი იყო. წინა ეკონომიკის მინისტრი იყო ბატონი ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი.
ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოაქვეყნა ანგარიში ივანიშვილის ახლობლების რაოდენობის შესახებ, რომლებიც დაჯილდოვდნენ მთავრობაში უმაღლესი თანამდებობებით.
„ჩვენ აღარ გვაქვს წვრილმანი კორუფცია, როგორიც არის ის, რომ პოლიცია ქრთამს ითხოვს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა თბილისში. ჩვენ გვაქვს ელიტური კორუფცია.
ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ეს არ არის პროსტატის კიბო, მაგრამ ის მაშინ აღმოაჩინეს, როცა ცოტა ხნის წინ მეფე პროსტატის ადენომის მკურნალობის კურსს გადიოდა.
სასახლის განცხადებაში არ არის მითითებული სხვა დეტალები, მათ შორის მეფის ავადმყოფობის ეტაპი ან ექიმის პროგნოზი, მაგრამ ნათქვამია, რომ მეფემ ორშაბათს დაიწყო “შესაბამისი მკურნალობის კურსი”.
ბუკინგემის სასახლემ ასევე აღნიშნა, რომ მეფე “ზოგადად დადებითად არის განწყობილი მისი მკურნალობის მიმართ და მოელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება სრულად საზოგადოებრივ საქმიანობას”.
უახლოეს მომავალში ის ნაკლებად დაესწრება საჯარო ღონისძიებებს, ამ პასუხისმგებლობას მკურნალობის მსვლელობისას სამეფო ოჯახის სხვა უფროსი წევრები აიღებენ. ამ სტატუსს ამჟამად ფლობენ მისი მეუღლე, დედოფალი კამილა, ვაჟი, პრინცი უილიამი, ძმა, პრინცი ედვარდი და და, პრინცესა ანა.
ჩარლზ III კვლავ განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური როლის შესრულებას, მათ შორის სახელმწიფო დოკუმენტაციის გაფორმებას და კერძო შეხვედრებს. მათ შორის, პრემიერ მინისტრთან აუდიენციას: ისინი გააგრძელებენ ყოველკვირეულ შეხვედრებს.
თუ ექიმები მეფეს ურჩევენ პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე შემცირებას, შესაბამისი ზომები მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული.
იმ შემთხვევაში, თუ მეფე ვერ ახერხებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას, არსებობს კარგად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გადადის „სახელმწიფო მრჩევლებზე“.
ამჟამად მათ შორის არიან დედოფალი კამილა, პრინცი უილიამი, პრინცესა ანა და პრინცი ედვარდი. პრინცი ჰარი და იორკის ჰერცოგი (ანუ პრინცი ენდრიუ) ამ სიაში აღარ შედიან, რადგან ისინი არ არიან სამეფო ოჯახის მომუშავე წევრები.
მედიის ინფორმაციით, პრინცი ჰარი, რომელიც ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს, ესაუბრა მამას და უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში ჩავა.
ორშაბათს დილით 75 წლის მეფე ნორფოლკის სანდრინგემის სასახლიდან ლონდონში დაბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის მკურნალობას ამბულატორიულად გაივლის.
კიბოს თერაპიის აბსოლუტური უმრავლესობა ამბულატორიულად ტარდება. მაგრამ ეს მოიცავს შესაძლო მკურნალობის უზარმაზარ სპექტრს.
ქიმიოთერაპია ასევე სხვადასხვა ფორმით გამოიყენება, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მაგრამ რადგან უცნობია, რა ტიპის კიბო აქვს მეფეს, ძნელია ვარაუდი, რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდება მას.
მედია წერს, რომ მეფე ჩარლზ III-მ პირადად აცნობა თავისი დიაგნოზი მის უახლოეს ოჯახის წევრებს, მათ შორის პრინცებს უილიამსა და ჰარის, ასევე მის და-ძმებს პრინცესას ანას და პრინცებს ენდრიუს და ედვარდს.
კვირას მეფე სანდრინგემში წირვას დაესწრო და შეკრებილ ხალხს მიესალმა.
ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ მეფემ ლონდონის კერძო კლინიკაში პროსტატის ოპერაცია გაიკეთა.
ჩარლზ III-მ გადაწყვიტა გამოეცხადებინა თავისი მკურნალობა, რათა მეტი მამაკაცისთვის მიეცა მოტივაცია, გამოკვლევა ჩაიტარონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ის კმაყოფილი იყო ამ სამედიცინო პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობით. მისი განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ვებგვერდზე პროსტატის პრობლემებისა და დაავადებების შესახებ ძებნების რაოდენობის მკვეთრი ზრდა (1000%-ით)აღინიშნა.
კიბოს მრავალი სახეობის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. ბრიტანეთში, საშუალოდ, 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში კიბოს ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი (36%) მოდის.
წამყვანი ბრიტანელი ონკოლოგი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, პროფესორი კეროლ სიკორა, თვლის, რომ მეფის გადაწყვეტილება მისი დიაგნოზის გასაჯაროებაზე დაეხმარება საზოგადოებას უკეთ გაიგოს, რა არის სინამდვილეში ასეთი დაავადებები.
„კიბო ბევრ ადამიანს აშინებს და მისი დიაგნოზის გასაჯაროებით, ჩარლზ III, რა თქმა უნდა, დაეხმარება ადამიანებს გარკვეული შიშების მოხსნაში. ჩვენ ვმკურნალობთ სიმსივნით დაავადებულთა თითქმის ნახევარს და… იმედია დიდხანს და წარმატებულად იცხოვრებს, მაგრამ… ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი შეიძლება დაავადდეს კიბოთი… გახსნილობა საუკეთესო საშუალებაა ადამიანების დასაცავად, რათა მათ არ ეშინოდეთ. ისაუბრეთ ღიად იმ სიმპტომებზე, რომლებიც კიბოს მოასწავებდეს“ – ამბობს პროფესორი სიკორა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებული ეპოპეა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მილიონობით უკრაინელის აღელვება გამოიწვია.
რა მოხდა სინამდვილეში 29 იანვარს და რა ვიცით ამ დროისთვის:
ორშაბათს, 29 იანვარს, ნაშუადღევს, ვალერი ზალუჟნის აცნობეს, რომ პრეზიდენტს მისი ნახვა სურდა: ვლადიმერ ზელენსკის თითქოს სურდა ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა მთავარსარდალთან.
ის მაშინვე წავიდა ბანკვსკაიას ქუჩაზე, სადაც სადაც პრეზიდენტის ოფისის შენობაა განთავსებული. წინასწარ ჩანდა, რომ ეს შეხვედრა ტიპიური არ იქნებოდა. იმისდა მიუხედავად, რომ ზელენსკი და ზალუჟნი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს მთავარსარდლის შტაბის შეხვედრებზე, მათ დიდი ხანია აღარ ქონიათ შეხვედრა პრეზიდენტის ოფისის უფროსის თანდასწრების გარეშე. ამ დღეს ანდრეი ერმაკი უჟგოროდში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, პიტერ სიიარტოსთან მოლაპარაკებებზე.
BBC-ის ცნობით, ბანკოვაიაზე შეხვედრაში სამი ადამიანი მონაწილეობდა: ვლადიმერ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
როგორც BBC-ის წყაროები აცხადებენ, შეხვედრა სრულიად მშვიდ ტონში გაიმართა. მალე პრეზიდენტი გადავიდა მის მთავარ თემაზე: მან თქვა, რომ გადაწყვიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება. ზელენსკიმ დასძინა, რომ განკარგულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
კიევის დროით საღამოს ექვსის შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. „ნიუსი“ ორი პარალელური არხით გავრცელდა.
ერთის მხრივ, მას აქტიურად ატრიალებდნენ ანონიმური ტელეგრამის არხები, რომლებიც პრეზიდენტის აპარატთან არიან კავშირში. მართალია პრეზიდენტის ოფისმა არაერთხელ უარყო მათთან კავშირში, მაგრამ ეს არხები ხშირად პირველები არიან, ვინც ავრცელებს ექსკლუზივებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წიაღიდან და მათი წარმომადგენლები პრეზიდენტის ოფისში დახურულ ბრიფინგებზე არიან მიწვეულნი.
მეორეს მხრივ, ზალუჟნის გადადგომაზე ინფორმაცია – ასევე საკუთარ წყაროებზე მითითებით – გაავრცელეს ადამიანებმა და არხებმა, რომლებიც ნაკლებად არიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ სიმპათიაში ეჭვმიტანილნი.
რა თქმა უნდა, ამ მესიჯების ტონი სრულიად განსხვავებული იყო. პირველი ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში საშინელი არაფერი ხდებოდა და არ იყო საჭირო „ნავის რყევა“ ამ გადადგომასთან დაკავშირებით. მეორე ჯგუფმა კი განგაში ატეხა და პრეზიდენტის აპარატს ყველანაირი უბედურება უწინასწარმეტყველა.
კიევში საღამოს შვიდის შემდეგ, არაერთმა გავლენიანმა უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ზალუჟნის გადადგომის, როგორც მომხდარი ფაქტის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
19:41 საათზე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, რაც ამ თემაზე გავრცელდა ინფორმაცია, სამთავრობო უწყებამ ამ საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა.
„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვპასუხობთ ყველას: არა, ეს ასე არ არის“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ლაკონურ შეტყობინებაში.
20:05 საათზე, ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინსკაია პრავდას განუცხადა, რომ „პრეზიდენტს ნამდვილად არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“.
საბოლოოდ, 20:20 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკის ყოველდღიური მიმართვა. მასში არც მთავარსარდალთან შეხვედრაზე იყო საუბარი და არც მისი გადადგომის შესახებ.
მხოლოდ ამ მომენტში გახდა მეტ-ნაკლებად ნათელი, რომ 29 იანვარი არ იქნებოდა ვალერი ზალუჟნის ბოლო სამუშაო დღე.
რაც დანამდვილებით არ ვიცით
ჯერ ერთი, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ახლავე შეეტყობინებინა ზალუჟნისთვის მისი თანამდებობიდან გადაყენება?
ვლადიმერ ზელენსკის და ვალერი ზალუჟნის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია აღარ არის საიდუმლო. BBC-ის თანამოსაუბრეები უკრაინის ძალაუფლების უმაღლეს დერეფნებში აღიარებენ: პრობლემები ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის დაიწყო 2022 წლის აპრილში, როგორც კი რუსული ჯარები კიევიდან გავიდნენ.
მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ზალუჟნი ოფიციალურად არ არის სამხრეთ უკრაინის თავდაცვის არასათანადო ორგანიზების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მას ამის შესახებ საუბარი ჰქონდა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებთან.
ამჟამად პრეზიდენტი უკვე არ იკავებს თავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიმართ მკაცრი, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. ხოლო საპრეზიდენტო პარტიის დეპუტატი მარიანა ბეზუგლაია, რომელიც ასოცირდება პრეზიდენტის აპარატის უფროსის ფიგურასთან, ღიად აკრიტიკებს გენერალს სოციალურ ქსელებში.
ბეზუგლაია ზალუჟნის წინააღმდეგ. რას ნიშნავს დეპუტატის თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე?
ძნელი სათქმელია, რა იყო ზელენსკის და ზალუჟნის ურთიერთობების მკვეთრი გაციების ძირითადი მიზეზი. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ მიზეზი ეჭვიანობაა ვალერი ზალუჟნის წარმოუდგენლად მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის მიმართ, რომელსაც სოციოლოგები უკვე უწოდებენ ზელენსკის ერთადერთ რეალურ კონკურენტს ჰიპოთეტურ საპრეზიდენტო არჩევნებში. სხვები აღნიშნავენ, რომ გარკვეული მომენტიდან ზალუჟნი და ზელენსკი განსხვავებულად ხედავენ რა ფაზაში შევიდა ომი და როგორ უნდა განვითარდეს იგი შემდგომ.
ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლური ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, ვლადიმირ ზელენსკი არაერთხელ ძალიან ახლოს იყო გადაყენების გადაწყვეტილებასთან – კანონმდებლობა აძლევს მას უფლებას გამოსცეს განკარგულება ამის შესახებ დამატებითი წარდგინებისა და დასაბუთების გარეშე.
კონკრეტულად რამ აიძულა პრეზიდენტი 29 იანვარს პირადად ეცნობებინა მთავარსარდლისთვის მისი გარდაუვალი გადადგომის შესახებ, ზუსტად უცნობია. ბოლო დროს ფრონტზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ომთან დაკავშირებული დიდი სიახლე გასულ კვირას ბელგოროდის მახლობლად რუსული ილ-76-ის ჩამოვარდნა იყო, მაგრამ უკრაინულმა საზოგადოებამ ამ ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ არ იცის.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ორშაბათს ზალუჟნისთან საუბარში მისი გადადგომის აუცილებლობა გაამართლა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სააგენტოების მთელი სისტემის გადატვირთვის სურვილით. თუმცა, სხვა უსაფრთხოების, სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.
The Washington Post წერს, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ უთანხმოების გამო, რომელთა მობილიზებაა საჭირო. გამოცემა, უკრაინის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მთავარსარდალმა შესთავაზა დაახლოებით 500 ათასი ადამიანის მობილიზება, ხოლო ზელენსკიმ ასეთი რიცხვი არაპრაქტიკულად მიიჩნია, უნიფორმის, იარაღისა და საწვრთნელი აღჭურვილობის დეფიციტის, ასევე მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით. The Washington Post იუწყება, რომ ზალუჟნიმ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ უკვე იყო ძალების დეფიციტი მზარდი მსხვერპლის გამო.გარდა ამისა, ქვეყანამ უნდა უპასუხოს 400 ათას ახალ ჯარისკაცს, რომელთა მობილიზებასაც რუსეთი გეგმავს.გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მთავარსარდლის გარდა, მოსალოდნელია მისი გუნდის დათხოვნაც.
რამ შეაფერხა განკარგულება
მეორე კითხვა, რომელზეც პასუხი ჩვენ არ ვიცით, არის ის, თუ რამ შეუშალა ხელი პრეზიდენტის განკარგულების გამოჩენას მას შემდეგ, რაც მან ზალუჟნის საკადრო გადაწყვეტილება პირადად შეატყობინა.
BBC ხელისუფლებაში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ამ პასუხის ორ ვერსიაზე წერს:
პირველი მათგანის თანახმად, სიტუაციაში ჩაერივნენ კიევის დასავლელი პარტნიორები და გამოხატეს მტკიცე წინააღმდეგობა ზალუჟნის გადადგომაზე.
ამ ვერსიის გამართლება საკმაოდ მარტივად შეიძლება. უკრაინა ახლა მთლიანად დასავლეთის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, უახლოესი დღეები კრიტიკულად გადამწყვეტი იქნება კიევის ევროპული და ამერიკული მხარდაჭერის მრავალმილიარდიანი ტრანშებით უზრუნველყოფის პროცესში.
ამავდროულად, უცხოური მედია იუწყება, რომ დასავლელი ლიდერები დაჟინებით ურჩევენ კიევს სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლას – ანუ, ფაქტობრივად, იმ სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მომხრეა ვალერი ზალუჟნი. მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება, თანაც დასავლეთთან შეუთანხმებლად, შეიძლებოდა გამხდარიყო ზელენსკის “ვეტოს” მიზეზი ამ გადაწყვეტილებაზე. დასავლეთს როგორც ჩანს, აქვს საკმარისი ბერკეტები, რომ დაჟინებით დაიცვას თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
მეორე მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ზალუჟნის გადადგომის შესახებ განკარგულების განხორციელებას, არის ახალი მთავარსარდლის დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა. უკრაინული მედია ამ თანამდებობაზე ორ მთავარ კანდიდატს ასახელებს: საუბარია დაზვერვის მთავარი სამმართველოს ამჟამინდელ უფროსზე, კირილ ბუდანოვზე და სახმელეთო ჯარების მეთაურზე, ალექსანდრე სირსკის.
“ზელენსკიმ ზალუჟნის შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა, მაგრამ მან უარი თქვა“, – წერს გამოცემა The Economist.
გამოცემის წყაროების თანახმად, მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილებოდა.
“ზოგიერთს მიაჩნია, რომ მან ბოლო წუთს თქვა უარი ამ სამსახურზე. ახლო კოლეგა ამტკიცებს, რომ გენერალი ბუდანოვს გენერალ ზალუჟნის პოსტზე პრეტენზია არ ქონია, მაგრამ მას ასევე არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა სამხედრო პოსტზე”, – წერენ ჟურნალისტები.
BBC-ის წყაროები სამხედრო წრეებში ამბობენ, რომ ორივე გენერალს არ სურს ზალუჟნის სავარძლის დაკავება და უარი თქვეს ამ დანიშვნაზე.
BBC-ის თანამოსაუბრეების თქმით,პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერი ახალი მთავარსარდალი ავტომატურად შედარდება ძველ, მეგაპოპულარულ ვალერი ზალუჟნისთან. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 92% ენდობა ზალუჟნის, 60% ენდობა ბუდანოვს და 33% ენდობა სირსკის (თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინელების დაახლოებით ნახევარი მას უბრალოდ არ იცნობს) .
ამავდროულად, არ არსებობს წინაპირობები, რომ ახალმა მთავარსარდალმა – არ აქვს მნიშვნელობა რა გვარი იქნება – ბრძოლის ველზე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენოს ან მიაღწიოს გარღვევას სამხედრო მხარდაჭერის საკითხებში.
ყოველ შემთხვევაში, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მიაღწიოს რუსეთის არმიაზე გამარჯვებას. და ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მობილიზაცია. ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. თუმცა, ახალი მთავარსარდლის დანიშვნის ასეთმა გარემოებებმა შესაძლოა მას „პოლიტიკურად დანიშნულის“, „ბანკოვსკის ხელის ბიჭის“ რეპუტაცია დაუმკვიდროს და ეს საკმაოდ გაურთულებს მას ცხოვრებას და საქმიანობას და, სავარაუდოდ, არ გააუმჯობესებს მის მიმართ დამოკიდებულებას უკრაინის არმიის რიგებში.
„[ზალუჟნის] გადადგომის შემთხვევაში, ვინც მის ადგილზე დაინიშნება, ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმიტომ რომ პოლიტიკოსების ხელში მორჩილ იარაღად იქნება აღქმული. მისი ოფიცრის გამოცდილება, სამხედრო კვალიფიკაცია და სამხედრო ნიჭი ამ ფაქტორთან შედარებით მეორეხარისხოვანი იქნება. ასიათასობით ფორმაში ჩაცმული ადამიანისთვის ვალერი ზალუჟნი იქნება საკუთარი აზრის, კამათის და საკუთარი პოზიციის დაცვის გამო გათავისუფლებული ადამიანი. და ვინც მას შეცვლის, აღიქმება, როგორც პრეზიდენტის ნების აღმსრულებელი“, – წერდა პაველ კაზარინი, პუბლიცისტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დეკემბერში.
მეორეს მხრივ, წყარომ უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურიდან BBC-ს განუცხადა, რომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ყველა გენერალი უარს იტყვის პრეზიდენტის უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, დანიშნოს იგი მთავარსარდლად.
„უკრაინაში ომია. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. მისი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს“, – ამბობს ის.
რა მოხდება მომავალში?
Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლებენ. გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, ორშაბათს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს წასვლისკენ მოუწოდა და მას ახალი როლი შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა.ამავდროულად, პრეზიდენტმა ზალუჟნის განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ამ ახალ როლს, მას მაინც გაათავისუფლებენ.FT-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ზელენსკიმ გადადგომა ჯერჯერობით მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამო გადადო.გამოცემა აღნიშნავს, რომ ზალუჟნის შეცვლამ შესაძლოა „გააღიზიანოს დასავლელი პარტნიორები“ და სავარაუდოდ, ეს მოხდება ომის კრიტიკულ მომენტში.
BBC-ის თანამოსაუბრეები უკრაინის თავდაცვის სექტორიდან ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადადგომა დროის საკითხია.
ზელენსკის და ზალუჟნის შორის წინააღმდეგობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და, როგორც ჩანს, აღარ არის საუბარი მხოლოდ სამხედრო ოპერაციებსა და მათ მომავალზე შეხედულებებს შორის განსხვავებაზე, არამედ ამ, სინამდვილეში, სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შორის წმინდა პიროვნულ წინააღმდეგობებზე და მათ შორის ნდობის ნაკლებობაზე. არადა ნდობა აუცილებელია, რათა უკრაინამ არ წააგოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი.
პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, აქვს ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლება, ეს უფლება მას კანონმდებლობით გარანტირებული აქვს. თუმცა, ახლა ძნელი სათქმელია, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას „ადგილზე“.
როგორ შეძლებს უკრაინის პრეზიდენტი აუხსნას ეს ნაბიჯი უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ უფლება, და მოელიან კიევისგან პროგნოზირებად და გასაგებ ნაბიჯებს სახელმწიფოს მართვაში?
როგორ აღიქვამს უკრაინის საზოგადოება პოპულარული მთავარსარდლის, გადადგომას? დეკემბრის უკვე ნახსენებმა( გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 72% არ უჭერს მხარს ზალუჟნის სხვა გენერლით შეცვლას (2% მხარს უჭერს).
სოციოლოგმა ალექსეი ანტიპოვიჩმა დეკემბერში თქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მიერ ვალერი ზალუჟნის ჰიპოთეტური გადადგომა „არავითარ შემთხვევაში არ არის თვითმკვლელობა, მაგრამ ეს ნამდვილად დამღუპველი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად უარყოფითი მოქალაქეების მიერ სახელმწიფოში არსებული ვითარების შეფასების თვალსაზრისით. ” ხელისუფლება, ამბობს სოციოლოგი, ამით ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთიანები, მაგრამ ერთობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ომით გაერთიანებული უკრაინული საზოგადოებისთვის.
ზალუჟნის გადადგომა არ არის მხოლოდ ერთი გენერლის მეორით შეცვლა: ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან არაფორმალური შეთანხმების დარღვევაზე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ასწავლის სამხედროებს ბრძოლას და სამხედროები არ ერევიან პოლიტიკურ საქმეებში. .
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ ვალერი ზალუჟნი გადადგება, უკრაინელები მაიდანზე გავიდნენ ან სამხედროები ხელისუფლებას აუჯანყდნენ (თუმცა მოვლენების ასეთი პროგნოზები უხვად იყო ორშაბათს საღამოს რუსეთის ომის მომხრე ტელეგრამ არხებში). თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან დადებითად იმოქმედოს უკრაინის საზოგადოების ზოგად განწყობაზე, და ხელისუფლების მხარდაჭერის ინდიკატორებზე.
BBC წერს, რომ ორშაბათს პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კონკრეტული შეთავაზება გაუკეთა. მას თითქოს შესთავაზეს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა (კიევი თვეების განმავლობაში არ ნიშნავდა თავის ელჩებს დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში ან, მაგალითად, ჩეხეთში) ან უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.თუმცა, ზალუჟნიმ უარი თქვა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტებზე.
ბევრი უკრაინელი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ ვალერი ზალუჟნი გადადგება, ის ავტომატურად გადაიქცევა პოლიტიკურ მძიმე წონოსნად, ნებისმიერი არჩევნების ფავორიტად.
თავად გენერალი არასოდეს გამოუცხადებია რაიმე პოლიტიკური ამბიციების შესახებ.
ჭორებისა და უარყოფის გაჩენიდან ერთი დღის შემდეგ, მან კომენტარი არ გააკეთა ორშაბათის მოვლენებზე. თუმცა, სამშაბათს ღამით ზალუჟნიმ გამოაქვეყნა სელფი თავის ფეისბუქზე. ფოტოზე ის ზის – როგორც ჩანს, სამუშაო ადგილზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ სერგეი შაპტალას გვერდით. ფოტოზე გამოსახულ გენერლებს ერთნაირი სვიტერები აცვიათ წარწერით “Army Ukraine”.
მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, Icon of the Seas, ფლორიდიდან, მაიამის პორტიდან კარიბის ზღვის აუზის პირველ შვიდდღიან მოგზაურობაში გაემგზავრა.
გემის სიგრძე რეკორდულია – 365 მ. შედარებისთვის ლეგენდარული ტიტანიკი თითქმის 100 მეტრით მოკლე იყო (269 მ), ხოლო აშშ-ს საზღვაო ძალების უდიდესი ავიამზიდის, ჯერალდ რ.ფორდის სიგრძე 333 მეტრია.
ხომალდის წყალში ჩაშვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ , რომელიც ამჟამად თამაშობს მაიამის ინტერში თამაშობს.
გემს შეუძლია 7600-მდე მგზავრის განთავსება, რომლებიც დაიძინებენ, ჭამენ და გაერთობენ 20 გემბანზე, სადაც 40-ზე მეტი რესტორანი, კაფე და ბარია. ასევე არის პატარა პარკი ტროპიკული მცენარეებით, თეატრი, კარაოკე, ჩოგბურთის და ფრენბურთის კორტები, ატრაქციონები ბავშვებისთვის და აკვაპარკი.
გემი რეგისტრირებულია ბაჰამის კუნძულებზე და ფინეთში აშენდა. მისი ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია.
ძრავები, რომლებიც ამ მცურავ გასართობ პარკს ამოძრავებს, თხევად ბუნებრივ აირზე მუშაობს.
გარემოსდამცველები ამ ტიპის საწვავს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი გამოყენება ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას იწვევს.
ერთის მხრივ, ის იწვის უფრო სუფთად, ვიდრე ტრადიციული გემების საწვავი, როგორიცაა მაგალითად მაზუთი, მაგრამ თანამედროვე თხევადი ბუნებრივი აირი 85-95%–ით მეთანისგან შედგება.
ამიტომ მისი გამოყენებისას ატმოსფეროში მეთანის გაჟონვის ალბათობა იზრდება და მეთანი უფრო საშიში სათბურის აირია, ვიდრე ნახშირორჟანგი.
ბოლო 20 წლის განმავლობაში მეთანი ინარჩუნებს 80-ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი, რაც ამ გამონაბოლქვის რადიკალურ შემცირებას სასიცოცხლო მიზნად აქცევს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
”ეს არასწორი ნაბიჯია,” – განუცხადა როიტერს ბრაიან კომერმა, სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) საზღვაო პროგრამის დირექტორმა. „ჩვენი შეფასებით, თხევადი ბუნებრივი აირის, როგორც საზღვაო საწვავის გამოყენება გამოიწვევს 120%-ით მეტი სათბურის გაზების შეღწევას ატმოსფეროში გემის ექსპლუატაციის მანძილზე, ვიდრე ჩვეულებრივი საზღვაო გაზოილის გამოყენების შემთხვევაში“
ამ კვირის დასაწყისში, ICCT-მ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ თხევად ბუნებრივ აირზე მომუშავე გემებიდან მეთანის ემისია უფრო მაღალია, ვიდრე მიმდინარე რეგულაციებით არის დადგენილი.
თუმცა,გემის მფლობელი კომპანიის, Royal Caribbean–ის წარმომადგენლები , ამტკიცებენ, რომ Icon of the Seas 24%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ამას მოითხოვს საზღვაო ტრანსპორტის წესები მოითხოვს. კომპანია ასევე გეგმავს ნულოვანი ემისიის გემის წარმოდგენას 2035 წლისთვის.
საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის თანახმად, საკრუიზო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული სექტორია, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდებს იზიდავს. 2021 წელს ამ ტურისტულმა ბიზნეს სექტორმა 75 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანა გლობალურ ეკონომიკაში.
ძირითადი ციფრები:
Icon of the Seas არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, რომელიც იწონის 250 800 ტონას და სიგრძით თითქმის 365 მეტრია.
თავად გემის მშენებლობა და შეძენა Royal Caribbean International-ს თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი (1,65 მილიარდი ევრო) დაუჯდა.
Royal Caribbean-ის ვებსაიტის მიხედვით, ბილეთების ფასები მერყეობს $1,723-დან $2,639-მდე ერთ ადამიანზე. თუმცა, პოპულარულ საშობაო კრუიზში ფასი იზრდება 5,124 აშშ დოლარამდე ერთ ადამიანზე.
პირველი კრუიზის გაჩერებებია: სენტ-კიტსი და ნევისი და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულების დედაქალაქი: შარლოტა–ამალია.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ეთერში გავიდა ვრცელი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მრავალწლიან პრაქტიკას ეხება. ბიბისი–ს ვებგვერდზე კი გამოქვეყნდა ფილმის ბეჭდური ვერსია, რომლის თარგმანს გთავაზობთ.
ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძეა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანებს დაკარგული მშობლების და შვილების მოძებნაში ეხმარება. ბიბისი–ს მოთხრობილი აქვს სამი კონკრეტული ისტორია, როცა შვილები ბიოლოგიურ მშობლებს დააშორეს:
ემი და ანო იდენტური ტყუპები არიან, მაგრამ დაბადებისთანავე ისინი დედას წაართვეს და სხვადასხვა ოჯახებში გაყიდეს. წლების შემდეგ მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ერთმანეთი ტალანტ შოუსა და TikTok ვიდეოების საშუალებით. როდესაც წარსულში უფრო ღრმად ჩაიხედეს, გააცნობიერეს, რომ ისინი იმ ათასობით ბავშვს შორის არიან, რომლებიც წლების მანძილზე დაბადებისთანავე იპარავდნენ სამშობიაროებში და ყიდნნენ. მათ შორის, ზოგიერთი შემთხვევა 2005 წელსაც კი მოხდა. ახლა გოგოები პასუხებს ეძებენ.
ემი ლაიფციგში, სასტუმროს ნომერში წინ და უკან დადის. “მეშინია, ძალიან მეშინია”, – ამბობს ის და ნერვიულად იბნევა. „მთელი კვირა არ მიძინია. ეს არის ჩემი შანსი, რომ საბოლოოდ მივიღო პასუხები იმაზე, რაც მოხდა ჩვენთან დაკავშირებით.”
მისი ტყუპი და ანო სავარძელში ზის და უყურებს TikTok-ის ვიდეოებს თავის ტელეფონზე. ”ეს ის ქალია, რომელმაც შეიძლება გაგვყიდა“- ამბობს ის და თვალებს ატრიალებს.
ანო აღიარებს, რომ ისიც ნერვიულობს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, როგორი რეაქცია ექნება და შეძლებს თუ არა ბრაზის შეკავებას.
ეს არის გრძელი მოგზაურობის დასასრული. ისინი საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრნენ ფაზლის დაკარგული ნაწილის პოვნის იმედით. ისინი საბოლოოდ ხვდებიან ბიოლოგიურ დედას.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ მომხდარის სურათი აღედგინათ. როგორც კი მათ სიმართლე გაარკვიეს, მიხვდნენ, რომ საქართველოში ათიათასობით სხვა ადამიანი იყო, რომლებიც ასევე ჩვილები გაყიდეს საავადმყოფოებიდან და ათწლეულების განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ. მომხდარის გამოძიების ოფიციალური მცდელობების მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ემიმ და ანომ ერთმანეთი, მაშინ იწყება, როცა გოგოები 12 წლის იყვნენ.
ემი ხვიტია შავი ზღვის სანაპიროზე ნათლიას სახლში იყო და უყურებდა საყვარელ გადაცემას „ნიჭიერი“. შოუს მონაწილე ჯაივის მოცეკვავე გოგონა მას ძალიან ჰგავდა. მხოლოდ კი არ გავდა, არამედ ზუსტად მისი იდენტური იყო.
“ყველა ურეკავდა დედაჩემს და ეკითხებოდა: “რატომ ცეკვავს ემი სხვა სახელით?” – ამბობს ემი.
ემიმ ამის შესახებ ოჯახს უთხრა, მაგრამ მათ პასუხს თავი აარიდეს. “ყველას ჰყავს ორეული”, – თქვა დედამ.
შვიდი წლის შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში, ემიმ გამოაქვეყნა TikTok-ის ვიდეო, რომელშიც ის ლურჯი თმით და წარბების პირსინგით იყო.
ორასი მილის (320 კმ) დაშორებით, თბილისში, კიდევ ერთ 19 წლის გოგოს, ანო სართანიას მეგობარმა გაუგზავნა გოგოს ვიდეო, რომელიც მას ძალიან გავდა.
ანო ცდილობდა მოეძებნა ინტერნეტით გოგონა, რომელსაც წარბი გახვრეტილი ჰქონდა , მაგრამ ვერ იპოვა, ამიტომ მან ვიდეო გაავრცელა უნივერსიტეტის WhatsApp ჯგუფში, რათა ენახა ვინმეს შეეძლო თუ არა დახმარება. ვიღაცამ, ვინც ემის იცნობდა, ნახა პოსტი და მათ ფეისბუქზე დაუკავშირდა.
ემი მაშინვე მიხვდა, რომ ანო ის გოგო იყო, რომელიც წლების წინ ნახა შოუ “ნიჭიერში.“
“ამდენი ხანი გეძებდი!” გაგზავნა მან მესიჯი. – მეც, – უპასუხა ანომ.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო.
ორივე დაიბადნენ დასავლეთ საქართველოში, კირცხის სამშობიარო სახლში, რომელიც ახლა აღარ არსებობს, მაგრამ დაბადების მოწმობებიდან ჩანს, რომ მათი დაბადების დღეები ერთმანეთისგან რამდენიმე კვირით იყო დაცილებული.
ისინი არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დები და მით უმეტეს ტყუპები. მაგრამ ძალიან ბევრი მსგავსება იყო.
მათ მოსწონდათ ერთი და იგივე მუსიკა, ორივეს უყვარდა ცეკვა და ერთნაირი ვარცხნილობაც კი ჰქონდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ მათ ჰქონდათ იგივე გენეტიკური დაავადება, ძვლის დაავადება, რომელსაც დისპლაზია ჰქვია.
ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ისინი ერთად ხსნიდნენ საიდუმლოს. “ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვიგებდი ანოს შესახებ, ყველაფერი უფრო უცნაური ხდებოდა”, – ამბობს ემი.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ და ერთი კვირის შემდეგ, როცა ემი თბილისში, რუსთაველის მეტროსთან ესკალატორის ზედა ნაწილს მიუახლოვდა, მან და ანომ ფიზიკურად ნახეს ერთმანეთი.
”ეს იყო სარკეში ჩახედვა: იგივე სახე, იგივე ხმა. მე ვარ ის და ის მე ვარ“, – ამბობს ემი. მან მაშინ იცოდა, რომ ისინი ტყუპები იყვნენ.
“არ მიყვარს ჩახუტება, მაგრამ ჩავეხუტე”, – ამბობს ანო.
მათ გადაწყვიტეს დაპირისპირებოდნენ ოჯახებს და პირველად გაიგეს სიმართლე. ისინი 2002 წელს ცალ-ცალკე იშვილეს, რამდენიმე კვირის დაშორებით.
ემი ნერვიულობდა და გრძნობდა, რომ მთელი ცხოვრება ტყუილი იყო. თავიდან ფეხებამდე შავებში ჩაცმული, მკაცრად გამოიყურება, მაგრამ ნერვიულად აწვალებს ყელსაბამს და ლოყაზე ტუშით დალაქავებულ ცრემლს იწმენდს. “ეს გიჟური ამბავია,” ამბობს ის. “Მაგრამ ეს სიმართლეა.”
ანო “ჩემს ოჯახზე გაბრაზებული და ნაწყენი იყო, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა, რთული საუბრები დასრულებულიყო, რათა ყველას გაგვეგრძელებინა ცხოვრება.”
უფრო ღრმად ჩაძიებისას ტყუპებმა აღმოაჩინეს, რომ ინფორმაცია მათ ოფიციალურ დაბადების მოწმობებზე, მათ შორის დაბადების თარიღზე, არასწორი იყო.
ემის დედას რომელსაც შვილები არ უჩნდებოდა, მეგობარმა უთხრა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში არასასურველი ბავშვი დაიბადა. და მას მოუწევს ექიმებისთვის ფულის გადახდა, მაგრამ მას შეუძლია წაიყვანოს იგი სახლში და გაზარდოს როგორც საკუთარი.
იგივე ამბავი ანოს დედასაც უამბო.
არცერთმა მშვილებელმა ოჯახმა არ იცოდა, რომ გოგონები ტყუპები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა გადაიხადეს თავიანთი ქალიშვილების შვილად ასაყვანად, ისინი ამბობენ, რომ ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს უკანონო იყო. საქართველო არეულობის პერიოდს გადიოდა და რადგან საქმეში საავადმყოფოს პერსონალი იყო ჩართული, მათ ეს ლეგალურად ჩათვალეს.
რა თანხა გადაიხადეს ბავშვში, არცერთ ოჯახს არ დაუსახელებია.
ტყუპებს აინტერესებდათ, გაყიდეს თუ არა ბიოლოგიურმა მშობლებმა ისინი მოგებისთვის.
ემის სურდა მათი ბიოლოგიური დედის მოძებნა, მაგრამ ანო არ იყო დარწმუნებული. “რატომ გინდა იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელსაც შეეძლო ჩვენი ღალატი?” ჰკითხა მან.
ემიმ აღმოაჩინა ფეისბუქის ჯგუფი, რომელიც ქართველ ოჯახებს იმ ბავშვების მოძებნაში ეხმარებოდა, რომლებიც დაბადებისთანავე სავარაუდოდ არალეგალურად გააშვილეს და მათი ამბავი გააზიარა.
მათ გერმანელი ახალგაზრდა ქალი გამოეხმაურა და თქვა, რომ დედამისმა ტყუპი გოგონები გააჩინა კირცხის სამშობიაროში 2002 წელს და მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, რომ ისინი გარდაიცვალნენ, ახლა მას გარკვეული ეჭვი გაუჩნდა.
დნმ-ის ტესტებმა აჩვენა, რომ ფეისბუქის ჯგუფის გოგონა მათი და იყო და დედასთან, აზასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა.
ემის ძალიან უნდოდა აზასთან შეხვედრა, მაგრამ ანო უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი. “ეს ის ადამიანია, ვისაც შეეძლო შენი გაყიდვა, სიმართლეს არ გეტყვის”, – გააფრთხილა მან. მიუხედავად ამისა, იგი დათანხმდა ემისთან ერთად გერმანიაში წასვლას მის მხარდასაჭერად.
ტყუპების მიერ გამოყენებული ფეისბუქ ჯგუფია „ვეძებთ“ . მას აქვს უთვალავი პოსტი დედებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მათი ჩვილები გარდაიცვალნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ სიკვდილი არ იყო დაფიქსირებული და მათი შვილები შეიძლება ცოცხლები იყვნენ.
სხვა პოსტები არის ბავშვებისგან, როგორიცაა ემი და ანო, რომლებიც ეძებენ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს.
ჯგუფს ჰყავს 230 000-ზე მეტი წევრი და დნმ-ის ვებგვერდებზე წვდომასთან ერთად, ფართოდ გახსნა ბნელი თავი საქართველოს ისტორიაში.
ის ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 2021 წელს მას შემდეგ დააარსა, რაც მან აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო. მან აღმოაჩინა დაბადების მოწმობა არასწორი დეტალებით, როცა გარდაცვლილი დედის სახლს ასუფთავებდა.
მან ჯგუფი შექმნა საკუთარი ოჯახის მოსაძებნად, მაგრამ ჯგუფმა საბოლოოდ გამოააშკარავა ბავშვებთან ტრეფიკინგის სკანდალი, რომელიც გავლენას ახდენს ათიათასობით ადამიანზე და ათწლეულებს მოიცავს.
მან ხელი შეუწყო ასობით ოჯახის გაერთიანებას, მაგრამ ჯერ ვერ მოძებნა საკუთარი ოჯახი.
თამუნამ აღმოაჩინა შვილად აყვანის შავი ბაზარი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ათლეულების მანძილზე მოქმედებდა –1950-იანი წლების დასაწყისიდან 2005 წლამდე.
იგი თვლის, რომ მას მართავდნენ ორგანიზებული კრიმინალები და ჩართული იყვნენ ადამიანები საზოგადოების ყველა ფენიდან, ტაქსის მძღოლებიდან დაწყებული ხელისუფლების მაღალი რანგის ადამიანებით დამთავრებული. კორუმპირებული ჩინოვნიკები უკანონო გაშვილებისთვის საჭირო საბუთებს აყალბებდნენ.
“მასშტაბები წარმოუდგენელია, 100 000-მდე ბავშვი მოიპარეს. ეს იყო სისტემური”, – ამბობს ის.
თამუნა განმარტავს, რომ მან ეს მაჩვენებელი გამოთვალა იმ ადამიანების რაოდენობის დათვლით, ვინც დაუკავშირდა მას და გადაიანგარიშა ეს წლებზე და ქვეყნის მაშტაბზე.
დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო – ზოგი დაიკარგა, ზოგი კი დახურულია – ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია.
თამუნა ამბობს, რომ ბევრმა მშობელმა უთხრა, რომ როცა მათი გარდაცვლილი ჩვილების ცხედრები მოითხოვეს, უთხრეს, რომ ისინი უკვე საავადმყოფოში იყვნენ დაკრძალული. მას შემდეგ მან გაიგო, რომ საქართველოს საავადმყოფოებში სასაფლაოები არასოდეს ყოფილა. სხვა შემთხვევაში მშობლებს აჩვენებდნენ გარდაცვლილ ჩვილებს, რომლებიც მაცივარში ჰყავდათ შენახული გაყინულ მდგომარეობაში.
თამუნა ამბობს, რომ ბავშვის ყიდვა ძვირი ჯდებოდა, დაახლოებით ერთი წლის ხელფასის ტოლფასი. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში, კანადაში, კვიპროსში, რუსეთსა და უკრაინის ოჯახებში მოხვდა.
2005 წელს საქართველომ შეცვალა შვილად აყვანის კანონმდებლობა და 2006 წელს გააძლიერა ანტიტრეფიკინგის კანონები, რამაც გაართულა უკანონო შვილად აყვანა.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც პასუხებს ეძებს, არის ირინა ოთარაშვილი. 1978 წელს ყვარლის სამშობიაროში, საქართველოს კავკასიონის მთისწინეთში, ტყუპი ბიჭი გააჩინა.
ექიმებმა უთხრეს, რომ ორივე ბიჭი ჯანმრთელი იყო, მაგრამ, მიზეზების გამო, რომლებიც არასოდეს აუხსნიათ, ისინი მისგან შორს ჰყავდათ.
დაბადებიდან სამი დღის შემდეგ მას უთხრეს, რომ ორივე მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმმა თქვა, რომ მათ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ.
ირინა და მისი ქმარი ვერ მივხდნენ, რა მოხდა, მაგრამ განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში კითხვებს ვერ დასვამდი – ამბობს ის. ყველაფრის სჯეროდა, რასაც ამბობდნენ.
მათ სთხოვეს, მოეტანათ ჩემოდანი, რათა წაეღოთ ჩვილების ნეშტი და დაემარხათ სასაფლაოზე ან უკანა ბაღში, როგორც ეს იმ დროს ჩვილების დაკრძალვის შემთხვევაში იყო მიღებული. ექიმმა უთხრა მათ, არასოდეს გაეხსნათ ჩემოდანი, რადგან ძალიან შემაწუხებელი იქნებოდა ცხედრების დანახვა.
ირინა ისე მოიქცა, როგორც უთხრეს, მაგრამ 44 წლის შემდეგ მისმა ქალიშვილმა ნინომ თამუნას ფეისბუქის ჯგუფი იპოვა და დაეჭვდა.
“იქნებ ჩვენი ძმები სინამდვილეში არ მომკვდარან?” ფიქრობდა იგი. ნინომ და მისმა დამ ნანამ გადაწყვიტეს ჩემოდანი ამოეთხარათ.
“გული ამიჩქარდა,” ამბობს ის. “როდესაც გავხსენით, ძვლები არ იყო, მხოლოდ ჯოხები იყო. არ ვიცოდით, გაგვეცინა თუ გვეტირა.”
მისი თქმით, ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ შიგთავსი იყო ყურძნის ვაზის ტოტები და ადამიანის ნაშთების კვალი ჩემოდანში არ იყო.
ახლა მას სჯერა, რომ მისი დიდი ხნის დაკარგული ძმები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.
ლაიფციგის სასტუმროში ემი და ანო ემზადებიან ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად. ანო ამბობს, რომ გადაიფიქრა და უარის თქმა სურს. მაგრამ ეს არის მოკლევადიანი ყოყმანი. მან ღრმად ჩაისუნთქა და სვლა განაგრძო.
მეორე ოთახში მათ ბიოლოგიური დედა აზა ნერვიულად ელოდება.
ემი ყოყმანით აღებს კარს, ანო მიჰყვება და ოთახში უბიძგებს დას.
აზა გოგოებს ეგებება და მაგრად ეხუტება მათ. წუთები გადის, ჩახუტებულები არიან, არავინ ლაპარაკობს.
ემის სახეზე ცრემლები ჩანს, მაგრამ ანო რჩება სტოიკური და ურყევი. ცოტა გაღიზიანებულიც კი გამოიყურება. შემდეგ მარტოები სალაპარაკოდ სხდებიან.
მოგვიანებით ტყუპები ამბობენ, რომ დედამ აუხსნა, რომ მშობიარობის შემდეგ ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როდესაც გაიღვიძა, საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩვილები დაბადებიდან მალევე გარდაიცვალნენ.
მისი თქმით, ემისა და ანოს შეხვედრამ მის ცხოვრებას ახალი აზრი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არ არიან, მაინც ურთიერთობენ.
2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბავშვთა ისტორიული ტრეფიკინგის გამოძიება. დეპარტამენტმა BBC-ს განუცხადა, რომ ესაუბრა 40-ზე მეტ ადამიანს, მაგრამ შემთხვევები “ძალიან ძველი იყო და ისტორიული მონაცემები დაიკარგა”. ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ხელისუფლებას არ უთქვამს, როდის გაავრცელებს ანგარიშს.
მან სულ მცირე ოთხჯერ სცადა გაერკვია რა მოხდა. ეს მოიცავდა 2003 წელს ბავშვთა ტრეფიკინგის საერთაშორისო გამოძიებას, რამაც გამოიწვია რამდენიმე დაპატიმრება, მაგრამ მხოლოდ მცირე ინფორმაცია გასაჯაროვდა. 2015 წელს კი, მორიგი გამოძიების შემდეგ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი დააკავეს, მაგრამ გაამართლეს და სამსახურში დაბრუნდა.
ცალკეულ შემთხვევებზე დამატებითი ინფორმაციისთვის BBC დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ გვითხრეს, რომ კონკრეტული დეტალები მონაცემთა დაცვის გამო არ გახმაურდება.
თამუნა ახლა ძალებს აერთიანებს ადამიანის უფლებათა ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან, რათა დაზარალებულთა ჯგუფის საქმეები ქართულ სასამართლოში წარიმართოს. მათ დაბადების დოკუმენტებზე წვდომის უფლება სურთ, რაც ამჟამად საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია.
“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც ან ვიღაც მაკლდა ჩემს ცხოვრებაში”, – ამბობს ანო. ”მე ვოცნებობდი შავებში ჩაცმული პატარა გოგონაზე, რომელიც ყველგან უკან გამომყვებოდა და შემეკითხებოდა, როგორი იყო ჩემი დღე”. ეს გრძნობა გაქრა, როდესაც მან ემი იპოვა.
ადვილი არ არის დაჩრდილო ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა სემუელ ლ. ჯექსონი, ბრაის დალას ჰოვარდი და ჰენრი კევილი, მაგრამ Argyle-ის პრემიერაზე ისინი სუპერმოდელ კლაუდია შიფერის კატა ჩიპმა უკანა პლანზე გადანაცვლა.
იმ საღამოს ლონდონში, ლესტერის მოედანზე გამართულ პრემიერაზე შიფერის კატამ ისეთი ცნობილი სახეებიც დაჩრდილა, როგორებიც არიან დუა ლიპა, სემ როკველი, ბრაიან კრენსტონი და ბრაის დალასი, რომლებიც ასევე მივიდნენ ჯაშუშური კომედიის “Argyle” პრემიერაზე
კატა ჩიპმა ასევე ითამაშა სუპერმოდელის ქმრის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში. მისთვის პოპულარობა უცხო არ არის. და ამჯერადაც სრულად მიიპყრო ფოტოგრაფების, ოპერატორების და ჟურნალისტების ყურადღება.
ჩიპს ინსტაგრამზე 13 ათასი გამომწერი ჰყავს და, რა თქმა უნდა, ფოტოები ამ პრემიერიდან, რომელიც 24 იანვარს შედგა, იქაც გამოჩნდა. ჩიპი პრემიერაზე ფილმის საფირმო დიზაინის – რომბების ფორმის ნახატებიანი სპეციალური პლასტმასის ჩანთით მიიყვანეს.
ეს ზურგჩანთები შეკვეთით მზადდება – სპეციალურად კატების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის.
შიფერმა ჩიპი ფილმის დაწყებამდე სცენაზე აიყვანა.
ფილმის რეჟისორი მეთიუ ვონი და კლაუდია შიფერი 2002 წლიდან დაქორწინდნენ.
ფილმში ჩიპი ასრულებს ალფის, კატის როლს, რომელიც ჯაშუშური ჟანრის რომანების ავტორს, ელის ეკუთვნის. (მსახიობი ბრაის დალას ჰოვარდი).
”უსირცხვილო ხარ შენ თეა![წულუკიანი]უსირცხვილო ქალი ხარ, ტფუ! მიმიფურთხებია მე შენთვის! შენ ადამიანი არა ხარ. შენ ჩემი კლიენტი მიატოვა და დღეს ფაშისტებმა კინაღამ მოკლეს!და მისი 2 წლის შვილიშვილი, შენზეა ეს ცოდვა! თეა შე ჩმორო შენა! არ გამეკარო! იმ ოთახში არ დაჯდე სადაც მე ვიჯდები! და მთელ იმ უსინდისო ხალხს ვეუბნები ვინც ამას აკეთებს, ყველანი ვინც ბიძინას ემსახურებით ხართ ჩმორები! თქვენი დედა მოვ**ან!”
ცნობისთვის, დღეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობდა ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. ის ინგა გრიგოლიას გადაცემაში, საავადმყოფოს პალატიდან ჩაერთო.
დიდ ბრიტანეთში ახალი იარაღის პირველი წარმატებული გამოცდა ჩატარდა–მძლავრმა ლაზერმა საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
ექსპერტები თვლიან, რომ ეს ლაზერი შეიძლება გახდეს საჰაერო თავდაცვის სისტემაში რაკეტების იაფი ალტერნატივა: ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, დრონების ჩამოსაგდებად.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ იარაღი, სახელად DragonFire, იმდენად ზუსტია, რომ ერთი კილომეტრის დაშორებით შეიძლება 1 ფუნტიან მონეტას მოხვდეს.
ლაზერული იარაღის სისტემას შეიმუშავეს თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიამ (Dstl) თავდაცვის სამინისტროს ინდუსტრიულ პარტნიორებთან ერთად.
თავდაცვის სამინისტრომ შოტლანდიაში, ჰებრიდების საცდელ კუნძულებზე ჩატარებულ ტესტებს უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიარაღებაში ტექნოლოგიების გამოყენებაში.
თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა, რომ ტექნოლოგია შეამცირებს ძვირადღირებულ საბრძოლო მასალაზე დამოკიდებულებას და ასევე თანმდევი დაზიანების რისკს შეამცირებს.
როგორც არმია, ასევე სამეფო საზღვაო ძალები განიხილავენ ტექნოლოგიის გამოყენებას საჰაერო თავდაცვის სისტემებში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
წამყვანმა სამხედრო სახელმწიფოებმა ლაზერული იარაღის შემუშავება გასული საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს.
აშშ-ს საზღვაო ძალებმა უკვე დაამონტაჟეს ლაზერული სისტემები რამდენიმე გამანადგურებელზე. თუმცა, მაგალითად, ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვაში ისინი ჰუსიტების დრონებს არა ლაზერებით, არამედ ისევ რაკეტებით ანადგურებნენ.
ამავდროულად, საზენიტო რაკეტები, როგორც წესი, ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე დრონები: რაკეტები შეიძლება ასობით ათასი, ან თუნდაც მილიონ დოლარზე მეტი ღირდეს, ხოლო შედარებით მარტივი კამიკაძე დრონების ფასი შესაძლოა რამდენიმე ათეული ათასი იყოს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, DragonFire სისტემა 10 წამში იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო გამათბობელი ერთ საათში. მთლიანობაში, ამ სისტემით ერთი გასროლა 10 გირვანქა სტერლნგი ჯდება.
DragonFire სისტემის დიაპაზონი კლასიფიცირებულია.
„ამ ტესტებმა მოგვცა საშუალება გადაგვედგა უზარმაზარი ნაბიჯი წინსვლის პოტენციალის რეალიზებაში და იმ საფრთხეების გაგებაში, რომლებიც დაკავშირებულია მიმართული ენერგიის იარაღთან“, – თქვა Dstl-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰოლინშჰედმა.
ლაზერული იარაღის განვითარება ხდება ომში დრონების მზარდი გამოყენების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში.
კორპორაცია Microsoft-მა გამოაცხადა რუსების ჰაკერული თავდასხმის შესახებ, რომელიც 12 იანვარს აღმოაჩინეს. თავდასხმაში მონაწილეობდნენ Midnight Blizzard ჯგუფის ჰაკერები, ასევე ცნობილი როგორც Nobelium.კომპანიის თქმით, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა Microsoft-ის კორპორატიული ელ.ფოსტის ანგარიშების ძალიან მცირე პროცენტზე 2023 წლის ნოემბერში, მოიპარეს ზოგიერთი ელ.წერილი, მათ შორის უმაღლესი აღმასრულებლების ელ.წერილები და თანდართული დოკუმენტები.კორპორაციამ დასძინა, რომ გამოძიების დროს ასევე გაირკვა, რომ ჰაკერების მიზანი იყო ინფორმაციის მოძიება თავად Midnight Blizzard ჯგუფის შესახებ და თავდასხმა არ მომხდარა კომპანიის პროდუქტებისა თუ სერვისების დაუცველობის გამო.