Category: სლაიდერი

  • ფედერალისტები 27 სექტემბერს დაგეგმილ მარშს ვუერთდებით,რომელიც არის არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღე – თამარ ჩერგოლეიშვილი

    ფედერალისტები 27 სექტემბერს დაგეგმილ მარშს ვუერთდებით,რომელიც არის არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღე – თამარ ჩერგოლეიშვილი

    ფედერალისტები დევნილთა თემის მოწოდებას ვუერთდებით და 27 სექტემბერს, რომელიც არის არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, რუსთაველზე საპროტესტო მარშით მივალთ და იქ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპული გმირებისა და მსხვერპლთა ხსოვნას” – აცხადებს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

    ფედერალისტები დევნილთა თემის მოწოდებას ვუერთდებით და 27 სექტემბერს, რომელიც არის არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, რუსთაველზე საპროტესტო მარშით მივალთ და იქ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპული გმირებისა და მსხვერპლთა ხსოვნას.

    რეალურად, აფხაზეთი და სოხუმი იმის სიმბოლოა, თუ რა შეიძლება, საქართველოს დაემართოს, თუ რუსეთის პირისპირ, დასავლეთის გარეშე, მარტო აღმოჩნდება. ქართველი დევნილები არიან იმის სიმბოლოები, თუ რა შეიძლება, ყველა ქართველს დაემართოს იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმს დროულად არ შევცვლით და რუსეთის უკანა ეზოდ დავრჩებით. ამიტომ, 27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა იმისთვის, რომ ჩვენივე ისტორიიდან წერტილები შევაერთოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს და საქართველომ თავისი განვითარების ნორმალურ რელსებზე დაბრუნება შეძლოს.

    ის, რასაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვხედავთ, არ არის ბრძოლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ეს არის ფასეულობათა ომი. დემოკრატიული პროცესი ოლიგარქიულ სისტემებს ყველგან ერჩის და რეცხავს. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იმ ისტორიულ გამოცდილებას დავეყრდნოთ, რაც პირდაპირ მიგვითითებს, რა არის სწორი და რა არასწორი. რუსეთი გენოციდური ძალაა და მასთან და მისი მშვიდობის ამარა დარჩენა ძალიან დიდ მსხვერპლს და ქართველების გენოციდს ნიშნავს. რეჟიმს სწორედ ამისკენ მივყავართ”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა.

    დევნილთა ორგანიზაციების განცხადებით, 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება.

  • პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“, ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ! – პავილიონისი

    „სირცხვილი პუტინის მარიონეტს – „რუსულ ოცნებას“! ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! დიდება ნინო ევგენიძის მსგავს ქართველ გმირებს, რომელიც ყოველ დღე იცავს მთელი ქართველი ერის ევროატლანტიკურ მოწოდებას!“

    ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

  • გაერთიანებულმა სამეფომ ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

    გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათ – გაეყინებათ აქტივები, დაუწესდებათ დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, აკერძალებათ მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში და დაუწესდებათ სანქციები ტრასტის სერვისებისთვის.

    “ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე [სანქციების] სამიზნეა თავის პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ასევე სანქცირდება ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც რუსეთთან და ქართულ ოცნებაში უმაღლეს დონეებზე ექსტენსიური კავშირები აქვს.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

    ლევან ვასაძის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია – მისი ჩართულობა ან მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკაში ან ქმედების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაში, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

    რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანქცირების მიზეზად მითითებულია – მონაწილეობა [ამჟამად ან წარსულში] რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მისგან მხარდაჭერის მიღებაში “მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის” დირექტორად მუშაობით, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.

  • შსს-მ საქმე აღძრა ლევან ჯობავაზე, რომელმაც აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელს იარაღი წაართვა

    აქტივისტი ლევან ჯობავა, რომელმაც 15 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელს იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა, ახლა თავად სამართალდამცველების მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე საუბრობს.

    ლევან ჯობავას ადვოკატმა, მარიამ ჯიქიამ განაცხადა, რომ ჯობავას მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

    „ორი დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარებს: ერთი არის ძალადობის მუხლით დაწყებული და მეორე იარაღთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით. ჩვენ ვიყავით გამოკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 236-ე მუხლს. ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე გამოკითხვაზე არ დავუბარებივართ. რაც შეეხება სტატუსს, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, ლევან ჯობავას სტატუსი არ აქვს“, – განაცხადა მარიამ ჯიქიამ.

    აქციის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა 15 სექტემბერს მოხდა, როცა საზმაუს მარში რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდა. თვითმხილველები, ყვებიან, რომ დაპირისპირების მომენტში ერთ-ერთმა მოზარდმა იარაღის დემონსტრირება დაიწყო და ფაქტრობრივად, ხალხს ემუქრებოდა.

    16 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი იზოლატორიდან გაუშვეს. საქმეზე გამოკითხულია ლევან ჯობავაც. მისი თქმითმაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო “მოძალადე”. აქტივისტი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო.

  • სახაზინო ადვოკატი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება – ხოშტარია

    სახაზინო ადვოკატი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება – ხოშტარია

    ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ, ბრძანდებოდა ჩემთან “კაპეზეზე”. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.

    ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

    პ.ს. ეს ვინმე ბენია იგივეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს.

    ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც.

    წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში

  • აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი იარაღიანი პირი გაათავისუფლეს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელი 16 წლის იარაღიანი პირი იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მიზეზად უწყებამ დაასახელა, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც არ დადასტურდა, რომ იარაღი იყო ცეცხლსასროლი.

    ადვოკატი მარიამ ჯიქია ფორმულასთან ამბობს, რომ ექსპერტიზის მიმართ ნდობა არ აქვთ.

    “ექსპერტიზა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩატარდა, თუმცა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ნდობა გვაქვს, ნამდვილად თუ არა იარაღზე ექსპერტიზა, თუ არა. ამის გარდა, ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია ბრალდებული, ესეც გავარკვიეთ, თუმცა აქვე ვაზუსტებ, რომ ინფორმაცია იმას გულისხმობს, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობა არ შეუტანიათ და არც 48 საათის განმავლობაში ყოფილა ბრალდებული დაკავებული იზოლატორში”, – ამბობს ადვოკატი.

    საზოგადოებრივი მაუწყების მარშის მონაწილეებს ბესიკის ქუჩაზე არსებულ კაფესთან თავს 15 სექტემბერს დაესხნენ.

    მარშის წევრმა გოტა ჭანტურიამ, ასევე აქციის მონაწილე სხვა თვითმხილველებმაც თქვეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ჰქონდა იარაღი – მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ იარაღიანი პირი დააკავეს.

  • ევროკავშირის ელჩი დამალულია საელჩოში – პაპუაშვილი

    ევროკავშირის ელჩი დამალულია საელჩოში – პაპუაშვილი

    შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომლებსაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება და ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს. თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ მათ, იმიტომ, რომ რაღაც გამწვავებები ემართებათ ღამ-ღამობით. ეს ტერორისტული შიდა დაჯგუფებაა, რომლის გაცხადებული მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.

    (…)მეორე მხრივ, ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება, სადილზე, ვახშამზე, რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუ კი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან.

    მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, რომ ამჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს, შარშან, დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ. გვახსოვს დღემდე დუმილი, არცერთს არ გაუკიცხია ეს ძალადობა, შიდა ტერორიზმი, რომელიც დღეს გამოძიებიდანაც ირკვევა, ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის, ფული ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში და დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა.

    ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული, ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს არ პასუხობს, თუ როგორ იხარჯებოდა, იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე.

    ამიტომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და მათ კომუნიკაციებს და შეხვედრებს, მათ შორის, ტერორისტებთან, რადიკალებთან შეხვედრების გატარებას, მე პირადად, არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

  • 22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

    22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

    21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

  • სახდეპის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს – რაუფოღლუ

    სახდეპის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს – რაუფოღლუ

    Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს. შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

    შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

    “ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით.

    კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია”, – დაწერა ჯო უილსონმა.

  • ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა! – დონალდ ტრამპი

    “მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს.იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის.[…]ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.