Category: სლაიდერი

  • ენმ-მ ხელი შეუწყო ამ პროცესს – სამადაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

    ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

    მისი შეფასებით, ეს ორი პარტია ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს.

    “ეს იყო ქართული ოცნების გეგმა, რომ დოკუმენტის ჩაშლა მომხდარიყო. ძალიან სამწუხაროა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ. მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება, ხელი არ მოეწერა ამ დოკუმენტისთვის, ქვეყანას არ მისცა შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება… ამან თავისი როლი ითამაშა. როდესაც ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს საბაბად, საბაბი არ უნდა მისცე შენს მოწინააღმდეგეს იმისათვის რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ”,– თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

    ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

  • პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება – კალაძე “ოცნების” გადაწყვეტილებაზე

    “პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება”- ასე აფასებს, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტიამ შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა.

    “გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტება იყო ბრიფინგზე გაკეთებული. შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზების დასრულება. ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

    ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების” თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

  • ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

    90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ძიუდოისტი, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

    ნახევარფინალში ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

    საერთო ჯამში, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს 3 მედალი აქვს მოპოვებული, 1 ოქროს და 2 ვერცხლის.

  • ოპოზიციად ვინც თავს თვლის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ბოროტების სასახლე – ნათელაშვილი

    ოპოზიციად ვინც თავს თვლის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ბოროტების სასახლე – ნათელაშვილი

    “ოპოზიციად ვინც თავს თვლის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ბოროტების სასახლე”- ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რითიც, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.

    ”პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც კიდევ თავს თვლის ოპოზიციად, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტებისა და უბედურების სასახლე. ჩვენმა მოკავშირეებმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დააყადაღოს და დააპატიმროს ბიძინა ივანიშვილის ყველა კრიმინალური მილიარდი.” – აცხადებს ნათელაშვილი.

  • თავდასხმები, რომლებიც ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გამო, კარგად იყო ორგანიზებული – დეგნანი

    “თავდასხმები, რომლებიც ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გამო, კარგად იყო ორგანიზებული “- ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

    ”ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს ესმის, რა ცენტრალურ როლს ასრულებს თავისუფალი მედია ჯანსაღ, დემოკრატიულ სისტემაში. მრავალფეროვანი, პლურალისტური მედია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, მათ ინფორმირებულ არჩევანს. თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი კარგად იყო ორგანიზებული, ჟურნალისტებისადმი იყო მიმართული და იყო იმ ქცევის ნაწილი, რომლის ჩამოყალიბებასაც წელიწად-ნახევარზე მეტია თვალს ვადევნებთ.

    საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია. საქართველოში ეს კონსტიტუციით დაცული უფლებაა და ის დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამ კამპანიის განმავლობაში იქნება მკაფიო მესიჯები, რომ დაცული იყვნენ ჟურნალისტები და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მათ თავისი საქმე უსაფრთხოდ, დაშინების, ძალადობის და ორგანიზებული თავდასხმების შიშის გარეშე შეასრულონ.” – ამბობს კელი დეგნანი.

  • ასე მყარდება დიქტატურა – ნელა და თავხედურად, მე ვტოვებ პარლამენტს – ჯაფარიძე

    “ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან

    გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ

    გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი

    დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები

    გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე

    აპელირება იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა

    ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის

    ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები

    ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე

    კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან გადამგდებები

    მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი
    ზუსტად ისე როგორც კრემლთან

    მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება

    არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება

    იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს

    თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად
    როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის”

    აცხადებს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

  • ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, ოცნებამ გააუქმა არჩევნები – უგულავა

    ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, ოცნებამ გააუქმა არჩევნები – უგულავა

    “ჩემი აზრით:
    1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან
    2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტიორებს, რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში.
    3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება
    3. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები”

    აცხადებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა. ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 

  • შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, საერთოდ ანულირება გავუკეთეთ – მდინარაძე

    შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, საერთოდ ანულირება გავუკეთეთ – მდინარაძე

    “თუ დაინახავს ქართველი საზოგადოება, არა მხოლოდ მმართველი ძალა, რომ ჩვენს ოპონენტებში აღმოჩნდება, რადიკალურ ოპოზიციაში, რომ მზად არიან ამ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა და თანამონაწილეები გახდნენ პოზიტიური პროცესების – ამ ქვეყნის განვითარების, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის და ამაში წვლილს შეიტანენ, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პრობლემა არ გვექნება, მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია მათი მხრიდან.

    იმ პირობებში, როდესაც მათ უნდათ, რომ შეთანხმება შეასრულოს ერთმა მხარემ, რომლის მონაწილეებიც არ არიან, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენი მხრიდან ანულირებულია.

    პირდაპირ გეტყვით, ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს შეთანხმება ანულირებულია და პირობების შესრულება, რაც კი რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ეს ჩვენი კეთილი ნება იქნება, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი  გადაჭარბების გარეშე.

    შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, საერთოდ ანულირება გავუკეთეთ.

     

  • უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

    უმრავლესობის სხდომა მმართველი პარტიის ოფისში, აქციის ფონზე მიმდინარეობს.  სამოქალაქო აქტივისტები, ქართული ოცნების დანაშაულებრივ პოლიტიკას აპროტესტებენ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

    “როგორც ჩანს, იმდენად სწრაფად მივექანებით ავტორიტარიზმისკენ, რომ ჩვენი ხმაც კი პრობლემაა მათთვის,- ამბობს, ერთ-ერთმა აქტივისტი.

    “ქართული ოცნების” ოფისში 12:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა იყო ჩანიშნული, ამ წუთებში კი უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

  • “ქართული ოცნება” რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, თუ ამის “კეთილი ნება” ექნება

    ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ საკუთარი კეთილი ნებით დანიშნავს.

    “რიგგარეშე არჩევნების ნაწილს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს  მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და ქართული ოცნება ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება.

    შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები, არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დაააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პორაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებშია დამკვიდრებული”,– თქვა კობახიძემ.