Category: სლაიდერი

  • ეს ბრძოლა უკვე არის პოლიტიკოსების მოსაგები – გვარამია შეთანხმების ანულირებაზე

    “ეს ბრძოლა არის უკვე პოლიტიკოსების მოსაგები, საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი” – ამის შესახებ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითიც ქართული ოცნების მიერ, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა.

    “ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი პირების გადაყენება მაგრამ გავაკეთეთ უფრო მეტი. ზედაპირზე ამოვიტანეთ ქართული ოცნების ნამდვილი სახე. დღევანდელი განცხადებით ქართულმა ოცნებამ გააფორმა დიქტატურა. დღეს არანაირი სივრცე არ არსებობს, დამატებითი ინტერპრეტაციებისთვის, არაღავითარი სივრცე არ არსებობს თავის მოტყუებისთვის. საქმე გვაქვს “ოცნების” დიქტატურასთან.

    გამოვდივართ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგოამრეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. საკითხმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი და ეს ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი.”- განაცხადა გვარამიამ.

  • დღეს იყო მარცხის აღიარება – ხოშტარია “ქართულ ოცნებაზე”

    “ოცნებამ 50 პროცენტი ხო აქამდეც არ მქონდაო, ამიტომ 43 მოვიგონეო, მაგრამ ახლა 43-ც აღარ მაქვს და საერთოდ ხალხის მხარდაჭერა არ მაქვსო, მაგრამ კაბინეტში ჯდომა მაინც მინდაო. ვერ მოგართმევთ! დღეს იყო მარცხის აღიარება. არალეგიტიმურები და თავხედები რომ არიან. დღეს არ გამიგია”

    წერს “დროას” ლიდერი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

  • Jobs.ge-მ “ალტ-ინფოს” ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა

    Jobs.ge-მ საკთარ პლატფორმაზე, ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და ულტრამემარჯვენე არხს „ “ალტ-ინფოს” ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ,  Jobs.ge-ს დამფუძნებელი, ლექსო ხუბულავა სოციალურ ქსელში წერს.

    “ალტ-ინფო” პრორუსული პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს და ჰომოფობიურ გზავნილებს ავრცელებს. ცნობისთვის, 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 21 პირია დაკავებული.

  • ვინც პარლამენტიდან გასვლას კარგ ნაბიჯად თვლის, რა არის მეორე ნაბიჯი? – სამნიძე

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე პარლამენტის დატოვება სწორი ნაბიჯი არაა.

    “ოპოზიციის პასუხი ყველაზე მეტად არ უნდა იყოს ემოციური და ქაოტური. ჩვენ გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და კოორდინაცია.

    მე ვლაპარაკობ რესპუბლიკური პარტიის სახელით, რა თქმა უნდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ყველა ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ, რას რა მოჰყვება. მაგრამ ისინი, ვინც ამას კარგ ნაბიჯად თვლის, მაშინ უნდა ვკითხოთ, რა არის მეორე ნაბიჯი. მე ჯერ არ მომისმენია”, – თქვა მან ფორმულას ეთერში.

    ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

  • საქართველოში გაფორმდა გაუნათლებელი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა – სააკაშვილი

    საქართველოში გაფორმდა გაუნათლებელი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა – სააკაშვილი

    “საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა.

    მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩარევას და უახლოეს საათებში”

    წერს საქართველოს მე–3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

  • დასავლეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, შეთანხმება მათთან დავდეთ – კობერიძე

    გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, შარლ მიშელის ხელშეკრულების შესრულება ოპოზიციამ ცალმხრივად არ უნდა გააგრძელოს.

    “ჩემი აზრით, პარლამენტი ცხადად უნდა დატოვონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. სისულელეა, ცალმხრივად გავაგრძელოთ ამ ხელშეკრულების შესრულება. [ბოიკოტზე] მსჯელობა უეჭველად მოგვიწევს, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში”,– ამბობს ის “ფორმულასთან” საუბრისას.

    კობერიძის თქმით, გირჩი – მეტი თავისუფლება ოცნების სიტყვას არ ენდობოდა, რის გამოც შეთანხმება დასავლეთთან დადო, ამიტომ პარტნიორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ხელისუფლებას სანქციები დაუწესონ.

    “საერთოდ რამეს აზრი აქვს თუ არა, მათ შორის, დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების რეაქციაზე. სანქციები უნდა იყოს ცხადად და კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებით, ვინც ხელმომწერები არიან, იმ ადამიანებს ვგულისხმობ. დასავლეთმა ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ენის მოჩლექის გარეშე თქვას, რომ ქართული ხელისუფლება არ იქცევა, როგორც დასავლური ხელისუფალი”,– აღნიშნა კობერიძემ.

    ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

  • ოცნების თამაშია, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი და გამოვიდეთ პარლამენტიდან – ვაშაძე

    “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 19 შეთანხმება არ უნდა დატოვოს ოპოზიციამ და მისი შესრულება უნდა მოითხოვოს.

    მისი თქმით, 43%-იანი რეფერენდუმი ქვეყანაში მაინც ჩატარდება და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

    “სწორედ ეს არის ქართული ოცნების თამაში, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, გამოვიდეთ პარლამენტიდან და დავუტოვოთ საპარლამენტო ინსტიტუცია. იტყვიან მერე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ უნდა მივიღოთ, რომ არ არიან პარლამენტში. გვაქვს კომუნიკაცია პარტნორებთან და ცივი გონებით მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ემოციური ფონით”,– ამბობს ვაშაძე ტვ პირველის ეთერში.

     

  • უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე? – უილიამ კორტნი შეთანხმების ანულირებაზე

    “უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე?”-  ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას “ქართული ოცნების” მიერ. კორტნი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძირს უთხრის, საქართველო ევროკავშირის ინტეგრირების წინსვლაზე დადებულ პირობას.

    “19 ივლისს ბათუმში საქართველომ პირობა დადო, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის წინსვლა ქვეყნის ურყევი ვალდებულება იქნებოდა. უთხრის თუ არა ძირს ამ დაპირებას, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური კომპრომისის ვალდებულების მიტოვება? უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე?”,- წერს უილიამ კორტნი.

    ცნობისთვის, დღეს “ქართულმა ოცნების” თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

     

  • ოცნებას მივცეთ საშუალება, აირჩიოს ცეკას მდივნები, არჩევნები გაუქმდა – ხუხაშვილი

    “არჩევნები კარგავს აზრს. ის დრო დადგა, რომ ქართულ ოცნებას მივცეთ საშუალება, აირჩიოს ცეკას მდივნები, ქალაქკომის მდივნები, რაიკომის მდივნები, კომლეურნეობის თავმჯდომარეები, უნდა მივცეთ ამის საშუალება. არჩევნები გაუქმდა, აღარ არსებობს. საარჩევნო ვალდებულებაზე ხელისუფლებამ თქვა უარი”

    განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ფორმულას” ეთერში.

  • ოცნებამ დასავლეთს უთხრა – ან ჩაყლაპე, ან აგერ არის რუსეთი და გაუმარჯოს პუტინს – ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას და ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა.

    მისი თქმით, მმართველმა პარტიამ “საერთაშორისო გადაგდება მოაწყო”.

    “ჩვენ დღეს ვდგავართ წყალგამყოფზე არამხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარების, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანის თვალსაზრისით. ხელისუფლებამ დასავლეთს დღევანდელი გადაწყვეტილებით უთხრა, რომ თუ ძალიან მოგვაწვებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთში წავიდეთ, ან ჩაყლაპეთ, რაც შეჭამეთ, ან თუ არა, აგერ არის რუსეთი და გაუმარჯოს პუტინს”,– თქვა ხუხაშვილმა ფორმულას ეთერში.

    მისივე განცხადებით, გამოსავალი ხელისუფლების მაქსიმალური “სტერილიზაციაა”.

    “ისეთი ტიპის სტერილიზაცია, რომ ელისაშვილსაც კი შერცხვეს ამის გაპრავება და ისიც ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. სტერილური ხელისუფლება ვერ გაატანს დიდხანს”,– აღნიშნა ხუხაშვილმა.