Category: სლაიდერი

  • მიხეილ სააკაშვილი ბათუმიდან კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს

    ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმიდან კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს ამჯერად ჩანს, როგორ გადაადგილდება მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ქუჩებში.

    „მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის”- აცხადებს სააკაშვილი.

  • მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს – შსს

    მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არაა.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება.

     

  • “დილა მშვიდობსა საქართველო“–სააკაშვილი ამბობს, რომ უკვე საქართველოშია

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს რომ უკვე საქართველოშია.

    “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“– წერს მიხეილ სააკაშვილი.

    ჯერჯერობით უცნობია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მისი სტატუსი და თუ ასეა, რა გზით შემოაღწია მან საქართველოში. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა 2 ოქტომბრის საღამოსთვის დააანონსა და კიევი–თბილისის ბილეთიც გამოაქვეყნა.

  • ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოდის

    ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის ანულირებულად გამოცხადების შემდეგ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოდის.

    “კიევში ვარ, საქართველოსკენ მიმავალ გზაზე”,– წერს ის ტვიტერის პირად გვერდზე.

    მისი თქმით, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ, რომელშიც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებსა და საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობდა, სასაცილოა.

     

    ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

  • რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს – კარასინი

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.

    “ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს ადრე თუ გვიან მოგვარდება”, – თქვა კარასინმა TASS-ის ცნობით.

    მისივე განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართოს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის “გავრილოვის ღამის” მოვლენების შემდეგ შეწყდა.

  • ოცნებას თავისი კვლევით 28%-იანი მხარდაჭერა აქვს, ამან უბიძგა, გასულიყო შეთანხმებიდან – ოქრიაშვილი

    ოცნებას თავისი კვლევით 28%-იანი მხარდაჭერა აქვს, ამან უბიძგა, გასულიყო შეთანხმებიდან – ოქრიაშვილი

    გაერთიანებული ოპოზიციის წევრი კახა ოქრიაშვილი ითხოვს, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

    მისი ინფორმაციით, ოცნების ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში, მმართველ პარტიას 28%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 22% უჭერს მხარს, გახარიას პარტიას კი 10%.

    “სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა.

    მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად”,– წერს ოქრიაშვილი.

    ის მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

    “მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”,– აღნიშნავს ოქრიაშვილი.

  • თვითმიზანი გაქვს, იტივტივო ჭაობში, რომელშიც ქვეყანა იძირება – ბოკერია სამადაშვილზე

    “სამადაშვილმა ამ ვითარებაშიც მოახერხა, რომ ოპოზიციასაც დააბრალა, ვინც ხელი არ მოაწერა, თქვენი ბრალია ეს ამბავიო. ეგ არის ლუსტრაცია. ამ ვითარებაში ყველა, ვინც მკაფიო პასუხისმგებლობას არ აკისრებს ივანიშვილის რეჟიმს და მხოლოდ მას, ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას, რომ მისთვის თუნდაც დღევანდელი სტატუს-ქვო უფრო მნიშვნელოვანია, ოღონდ საკუთარი პოლიტიკური სტატუსი შეინარჩუნოს, სხვა დასკვნა არ არსებობს.

    როცა ცალსახად ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია, ამ დროს რომ ხელს კიდევ ოპოზიციისკენ იშვერ, ვისაც შენგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ჩემი აზრით, სწორი, ანუ თვითმიზანი გაქვს, რომ ეს სტატუსქვო შენარჩუნდეს და შენ იტივტივო ამ ჭაობში, რომელშიც ქვეყანა იძირება.

    მე მაინტერესებს, ეს ლელოს პოზიციაა თუ არა და ემიჯნებიან თუ არა ამ სამარცხვინო განცხადებას. ამ ვითარებაში ვინც რაიმე საბაბს ეძებს, რომ გაფანტოს და ბუნდოვანი იყოს პასუხისმგებლობა, აკეთებს ივანიშვილის რეჟიმის საქმეს ცალსახად”

    ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში სალომე სამადაშვილის განცხადებას. მან თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

  • დოკუმენტზე ხელის არ მოწერით ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო, “ოცნებას” ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე – ელისაშვილი

    ” ნაციონალურმა მოძრაობამ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე”- ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტიის მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას.

    ”მიუხედავად იმისა რომ პარტია მოქალაქეები პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია ქართული ოცნების მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება. ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში. ასევე დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია.

    თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.”- აცხადებს ელისაშვილი.

  • ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას – გახარიას პარტიის წევრი

    პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ “მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება”.

    მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება აღიარებაა, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებულები, ენმ-მ კი დაადასტურა, რომ იმიტომ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომ ეს მმართველ პარტიას აწყობდა.

    “პარტია საქართველოსთვის ვეუბნებით ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ. მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და გეყოთ სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ბედით თამაშით. ჩვენს ხალხს კი ვეტყვით, თქვენთან ერთად კიდევ უფრო ვძლიერდებით მათი ამგვარი ქმედებებით.

    მივუყვებით პარტიული მშენებლობის გეგმას, ვხდებით მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მხარდაჭერა დიდი და მზარდია და მოქალაქეებთან ერთად გვექნება შთამბეჭდავი შედეგები თვითმმართველობის არჩევნებზე და შემდეგ ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას”, – ამბობს ლილუაშვილი.

  • ამის გაკეთების საშუალება ხელისუფლებას “ნაცმოძრაობის“ საქციელმა მისცა – იოსელიანი შეთანხმების ანულირებაზე

    ამის გაკეთების საშუალება ხელისუფლებას “ნაცმოძრაობის“ საქციელმა მისცა –  ასე ეხმაურება, პარტია მოქალაქეების დეპუტატი, ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას.

    “მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ ძალისხმევასთან მიმართებაში, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებაში ჩაიდო. წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა “ნაციონალური მოძრაობის”, რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ- ფეხი “ქართულ ოცნებას”, რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარუპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას “ნაციონალური მოძრაობა” იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში და ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, ამაზე ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა.

    საკონსტიტუციო ცვლილებები არის გადასარჩენი, ამ ცვლილებებზე უარის თქმა, შეიძლება შედიოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშიც, რომ ბარიერი არ იყოს 2 პროცენტიანი. ფაქტია “ქართულ ოცნებას” არ სურს თვითმმართველობის არჩევნები გადააქციონ ერთგვარ რეფერენდუმად, ამიტომ მოხდა ამის ანულირება. მეორე საკითხია რამდენად იყო ამ თემის რეფერენდუმად გადაქცევა ყველა პარტიისთვის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს აქამდე რომ მივიდოდა, ეს უნდა ყოფილიყო განხილული პარტიებში, ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით პარტიის შიგნით, რომ ეს ამას გამოიწვევდა. მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ მშვიდობით მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებამდე და მივაღწიოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს ბარიერის შემცირებას და უნდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. ეს არის მთავარი გამოწვევა ახლა და საბოლოო ჯამში ეს პოლარიზება უნდა დავასრულოთ,”- განაცხადა იოსელიანმა.

    ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილიც მიიჩნევს, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი შეუწყო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

    ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.