Category: სლაიდერი

  • სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს – შაჰინი

    “სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს “-  ასე აფასებს, სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას. მისი თქმით, წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. სენატორთან ინტერვიუს, “ამერიკის ხმა” ავრცელებს. სენატორმა ასევე განაცხადა, რომ სენატში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან.

    “ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.

    მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ.”- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

    კითხვაზე : რა მოლოდინები გაქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით?

    ” ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა. როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება.”- განაცხადა შაჰინმა.

  • მიშამ შეუსრულა, „ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო – გიგი უგულავა

    მიშამ შეუსრულა, „ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო –  ასე აფასებს, ფოთში ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეო-მიმართვებს რომელთა მიხედვითაც, სააკაშვილი უკვე საქართველოშია.

    „ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში. ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – „ტრუკებს“. „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო.” – განაცხადა გიგი უგულავამ.

  • სააკაშვილის მარშრუტი ბათუმში – რომელ ქუჩებზეა გადაღებული ვიდეოები?

    დღეს, 1 ოქტომერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე  2 ვიდეო-მიმართვა გაავრცელა რომლებიც, ბათუმის ქუჩებში ღამის საათებშია გადაღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტახნის წინ შსს-ში  განცხადებაც გაკეთდა და განაცხადეს, რომ  ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის საზღვარი დაუტოვებია თუმცა არც უარყოფენ იმ ფაქტს რომ სააკაშვილი საქართველოშია.  ბათუმში, ღამის საათებში გადაღებული კადრები “ბათუმელებმა” გაშიფრა.

    რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში?

    პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.

    საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანს სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.

    მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთან. ასევე კადრებში ჩანს კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე.

    კადრში ჩანს ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალეაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

     

    წყარო: ბათუმელები

     

  • ჩაალაგეთ თქვენი ბარგი და დაახვიეთ, თქვენი მომკითხავი არავინ არ იქნება – ელისო კილაძე

    ჩაალაგეთ თქვენი ბარგი და დაახვიეთ, თქვენი მომკითხავი არავინ არ იქნება – ელისო კილაძე

    “ჩაალაგეთ თქვენი ბარგი და დაახვიეთ, თქვენი მომკითხავი არავინ არ იქნება”- ამის შესახებ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ” მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

    “ვურჩევ იმ შპანას, რომელიც შემოყარეს წინასაარჩევნოდ, ხვალ რომ უნდა გეძალადათ, ხალხი დაგეშინებინათ, ნარკოტიკები დაგერიგებინათ, ფული დაგერიგებინათ და 8 სული ქურდის მეგობარი კახი კალაძე თბილისის მერად გაგეყვანათ პირველივე ტურში, სანამ დრო გაქვთ ჩაალაგეთ ბარგი და დაითესეთ საქართველოდან” – ამბობს კილაძე

  • ვადასტურებ, ახლა საქართველოშია – სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში, მარიამ ბარაბაში “პალიტრანიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა,  თანამშრომლები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რომ სამშობლოში ჩასვლას აპირებს.

    “მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში ვადასტურებ, რომ ის ახლა საქართველოშია. გუშინ საღამოს მერე კონტაქტზე არ ვყოფილვარ. 3 დღის წინ ოფისის ტოპ მენეჯმენტი შეკრიბა და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესებია და მისი იქ ყოფნა აუცილებელია. არ დაუზუსტებია, როდის დაბრუნდება უკრაინაში, თუმცა, თქვა, რომ მალე”, – აცხადებს ბარაბაში.

    მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადება 15.00 საათზე გაკეთდება.

    უწყებაში ბრიფინგი სავარაუდოდ, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას უკავშირდება.

  • გამარჯობა, მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან – შალვა პაპუაშვილი

    ”გამარჯობა, მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან”

    ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის განაცხადებას იმაზე, რომ საქართველოში ჩამოვიდა.

  • ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო – ანა დოლიძე

    “ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო “- ასე აფასებს, პარტია ”ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ანა დოლიძე ასევე ინტერესდება იმითაც, თუ ვინ აკონტროლებს საზღვრებს როცა მუხთარლი გაიტაცეს, ესებუა გაიქცა და სააკაშვილი საქართველოშია.

    “ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო. აფგან მუხთარლი გაქრა, თბილისის ცენტრიდან ადგა, გაქრა და მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში; ბადრი ესებუა ადგა, გაქრა, აღმოჩნდა სადღაც; მიხეილ სააკაშვილი ადგა, იქიდან აქ აღმოჩნდა, და თურმე ახლა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაწარმოოთ გამოძიება, სამი მილიონ ნახევარი ადამიანი უნდა დავკავდეთ ამ საქმით? სად ბრძანდება შინაგან საქმეთა მინისტრი, სუფთა პოლიტიკური ელფერის გარეშე, ხვდებით? ვინმე აკონტროლებს თუ არა ამ ქვეყნის საზღვრებს, ეს კითხვები უნდა დავსვათ”, – განაცხადა დოლიძემ ფორმულას ეთერში.

  • თუ სააკაშვილი საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია – ხაზარაძე

    თუ სააკაშვილი საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია – ხაზარაძე

    “თუ სააკაშვილი საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია ” – ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.

    “მე არ ვიცი ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, მეც როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება,რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შსს, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, გისმენთ თქვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს, თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია”, – ამბობს ხაზარაძე.

    მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.

  • სააკაშვილი საქართველოში არ არის – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მისი ვიდეოა აქ ჩაწერილი.

    “სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე, ეს ადამიანი არის კლოუნი და კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, სრულიად საქართველო დაინახავდა როგორი კლოუნია.მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არაა ჩაწერილი საქართველოში”,- ამბობს ის.

    მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.