“თბილისი ახლა ხმები უნდა დავიცვათ!”
წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
“თბილისი ახლა ხმები უნდა დავიცვათ!”
წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

“იმიტომ მოვედი, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს აი, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა და გამოქვეყნება”
თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქართული ოცნების ოფისთან.

“რეგიონებში ქართულმა ოცნებამ მოახერხა არჩევნების ყიდვა. ორპოლუსიანობის პირობებში ნეგატიური არჩევანისას, ძალიან ადვილია ყიდვა. რესურსები მთლიანად მონოპოლიზებული აქვთ და ადგენენ და ასე ნაჯახით პირდაპირ იყიდეს არჩევნები. ვერ იყიდდენ გარკვეულ განვითარებაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ მიეცათ საშუალება და იყიდეს კიდევაც”
ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფორმულას ეთერში.

“გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება, მე ვფიქრობ, ეს შედეგები კანონზომიერია. მოხდა ფორსმაჟორულ ვითარებაში ორპოლუსიანობის დაბრუნება ბოლო დღეების მოვლენების გამო და ამ ორპოლუსიანობამ დასვა ის შედეგი, რაც დასვა. ჩვენ დავბრუნდით იმ რეალობაში, რა რეალობაშიც გვაცხოვრებენ წლების განმავლობაში. თუმცა აქ მთავარი ინტრიგა ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული. ძალაუფლების ბედი წყდება საბოლოო ჯამში თბილისში. თბილისში ყველა შემთხვევაში იქნება მეორე ტური”
განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ფორმულას ეთერში. Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნებას 46% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას– 33%, საქართველოსთვის – 6%.
Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარმანი აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ჩატარებისას ხელს უშლიდნენ ძირითადად კი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.
“იმაზე დიდი პრობლემა გვქონდა, ვიდრე წინა ეგზიტპოლების დროს. ძირითადად ხელს გვიშლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სხვებიც გვიქმნიდნენ დაბრკოლებებს. დილით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას გვითხრა, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება, სადაც ვიყავით. შემდეგ დავწერეთ წერილი და დაგვიშვეს, ზოგმა PCR ტესტიც მოგვთხოვა მათთვის, ვინც გამოკითხვას ატარებდა.
იყვნენ პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც უბნებზე დამკვირვებლები იყვნენ და ისინიც გვიქმნიდნენ სირთულეებს, გვეუბნებოდნენ, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება. შეიძლება, ცდილობდნენ ხმების დაცვას, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვქონდა კონკრეტულ უბნებზე ყოფნის უფლება. 18:00 საათისთვის კომისიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეგზიტპოლის ჩატარების უფლება აღარ გვქონდა და მოგვცეს კიდეც წერილი, რომ უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია. ამან იმოქმედა გამოკითხვებზე, მაგრამ ყველა უბანზე ასე არ მოხდა”, – აცხადებს ფარმანი.
კახა კალაძე GORBI-ს ჩატარებული კვლევით გამარჯვებას ზეიმობს. ედისონ რისერჩისა და იპსოსის ეგზიტპოლებით, მასსა და ნიკა მელიას შორის მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამაზე კალაძე პასუხობს:”თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგი, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს”
”ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას”,- თქვა კახა კალაძემ.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, ”ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო დედაქალაქი – განაცხადა, თბილისის მერობის, ოპოზიცურმა კანდიდატმა და ენმ-ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ.
“პოლიტიკური ცენტრი, დედაქალაქი თბილისი წააგო და საკრებულო იქნება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და დაინახეთ, ვნახეთ და ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში. აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა მან.
“თბილისში გაიმართება მეორე ტური, მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული ხმა” – განაცხადა, თბილისის მერობის, ოპოზიცურმა კანდიდატმა და ენმ-ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 17 საათის მონაცემებით, ნიკა მელია – 40,8 % აიღო ხოლო კახა კალაძემ – 40,2 %.
”საკრებულო იქნება უკვე შეგვიძლია ვთქვათ ოპოზიციუური პარტიების მიერ დამკომპლექტებული და დაინახეთ და ვნახეთ შედეგები მერის არევნების ნაწილში, აქ რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური. ახლა მთავარია ერთადერთი რამ მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ და არ მივცეთ მანიპულაციის გზა ქართულ ოცნებას, – ამბობს ნიკა მელია.

“დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება, ვულოცავ თბილისის მერს, ჩვენს პარტიას და ჩვენს ხალხს. დღევანდელი გამარჯვება ეკუთვნის სრულიად საქართველოს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს.
მინდა მივმართო ოპონენტებს დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს განვითარების და სტაბილურობის ხანა”
თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. თავიანთი კვლევით, ოცნებამ პირველივე ტურში გიამარჯვა კახა კალაძემ. IPSOS-სა და Edison Research-ის ეგზიტპოლით, თბილისში მეორე ტური იქნება.