Category: სლაიდერი

  • ქართულ ოცნებას 52.54% აქვს, ენმ – 29.45% – ოცნების პარალელური დათვლა

    ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხმების პარალელური დათვლით, პარტიამ უბნების 544 უბანი, ანუ 14.53% დაითვალა.

    მისი მტკიცებით, ქართულ ოცნებას 52.54% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 29.45%, საქართველოსთვის კი – 5.71%.

    Edison Research-ის 20:00-ის ეგზიტპოლებით, ქართული ოცნებას 46% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას – 33%, საქართველოსთვის – N25 – 6%.

  • იმ ქუჩაზე, სადაც ჩვენი ოფისია, თითქმის მთელი დღეა შუქი არ არის – CEC

    იმ ქუჩაზე, სადაც ჩვენი ოფისია, თითქმის მთელი დღეა შუქი არ არის – CEC

    სამოქალაქო საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ იმ ქუჩას თითქმის მთელი დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია, სადაც მათი ოფისია.

    “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამოქალაქო საარჩევნო კომისია აწარმოებს ხმების დამოუკიდებელ დათვლას.

    გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება იმ ქუჩას, სადაც ჩვენი სამუშაო ოფისი მდებარეობს.

    აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი შეუფერხებლად და აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებას მალე მივაწოდოთ არჩევნების დამოუკიდებელი დათვლის შედეგები”,- აცხადებს ორგანიზაცია.

  • საარჩევნო ოქმებში დისბალანსია – ცესკო უარყოფს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე საარჩევნო შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მიმდინარეობს. ოქმების ნაწილში დისბალანსია, ანუ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა კანდიდატებისთვის მიცემული ხმების ჯამს.

    გთავაზობთ რამდენიმე ოქმს:

    ცესკო განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი დარღვევა არ არის, რადგან მსჯავრდებულები პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას სრულად იღებენ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ისეთი ტიპის ოქმებში, რომელიც ეკუთვნის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს და ასევე, მერის ასარჩევად განკუთვნილ ოქმს, ზოგიერთ ამომრჩეველს მონაწილეობის მიღების საშუალება არ გააჩნია.

    უნდა აღინიშნოს, რომ დისბალანსიანი ოქმების დიდი ნაწილი პენიტენციური სისტემის უბნებს არ განეკუთვნება.

     

  • უბნებიდან გვაგდებდნენ – Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი

    Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯაფარიძე “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე მუშაობა განსაკუთრებით, არჩევნების ბოლო 2 საათის განმავლობაში გართულდა. ჯაფარიძის თქმით, ცესკოს თანამშრომლები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მათ უბნებიდან აგდებდნენ.

    “დავასახელებ კონკრეტულ რეგიონებს, საიდანაც გვაგდებდნენ. არ გვაძლევდნენ მუშაობის საშუალებას, რომ ჩვენი წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, სადაც მიღებული ჰქონდათ უფლება ყოფნის, ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე. ამის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში, სამეგრელოში და ქვემო ქართლში მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ 2-3 საათის განმავლობაში და არჩევნების ბოლო 2 საათის განმავლობაში, გვქონდა სირთულეები. გვავიწროვებდნენ იმ გაგებით, რომ აქ არ იდგეთო, ინტერვიუს საშუალება არ გვქონდა, PCR ტესტებს ითხოვდნენ, დღის ბოლოს კი გვეუბნებოდნენ, მთელი დღეა აქ ხართო და დროა წახვიდეთო. არადა უბნები 8 საათზე იხურებოდა და ჩვენ კიდევ დარჩენილი გვქონდა საათნახევარი, 2 საათი. ანუ ეს იყო დარღვევა. ძირითადად, ეს კრიტიკა ეხება ცესკოს თანამშრომლებს, ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლებს. “-  განაცხადა Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

  • რუსთავში საარჩევნო ხმებს სანთლის შუქზე ითვლიან (ვიდეო)

    რუსთავის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ხმებს სანთლის შუქზე ითვლიან.

    ფაქტის ამსახველ ვიდეოს Facebook-ზე რუსთავში მერობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე ავრცელებს.

    https://www.facebook.com/100000588750926/videos/1793378344186987/?t=0

  • მე-20 უბანს ვიგებთ და თავმჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ – დეკანოიძე

    “მე-20 უბანს ვიგებთ და თავმჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ. არ გამოდიან”

    წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.

  • ქუთაისში მასიურად აბათილებენ მერობის ნაწილში ბიულეტენებს! – დეკანოიძე

    “ქუთაისში მასიურად აბათილებენ მერობის ნაწილში ბიულეტენებს!”

    წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

  • მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულ „გირჩის“ წევრს ტვინის შერყევა აქვს

    მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულ „გირჩის“ წევრს ტვინის შერყევა აქვს

    სოფელ ყიზილაჯლოს 83-ე უბანში “გირჩის” წევრი, ირაკლი ქველაძე სცემეს. “მთავარის” ინფორმაციით, ქველაძეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, სცემეს. ირაკლი ქველაძე მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის წევრია.

    “ავერსის” კლინიკის ექიმი ნინო გოგიძე დაშავებულზე განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მას ტვინის შერყევა აქვს.

    “მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა, უგონო მდგომარეობაში არ იყო, როგორც თვითონ თქვა, ჩხუბის დროსაც არ დაუკარგავს გონება. მისი გადმოცემით, თავს დაესხნენ და ამ დროს მიიღო თავის ტრავმა, კვლევები გაკეთდა, თავის ტვინის შერყევაა, ახლა ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს. ჭრილობები არ აქვს, პატარა ესკორაციები და ყვრიმალების არეში შეშუპება “, – განაცხადა გოგიძემ.

  • ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან – დამკვირვებელი

    ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან – აღნიშნულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მოქალაქე ეკა კობესაშვილი ავრცელებს რომელიც ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლად იმყოფება.

    ”ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტინი”-წერს დამკვირვებელი სოციალურ ქსელში და ფოტო-მასალას აქვეყნებს.

  • 20:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 815 776 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 51.92%-ია

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა, რაც 1 815 776 ადამიანია.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა, 2017 წელს – 45.65%, 2014 წელს – 43.31%.

    Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნებას 46% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას – 33%, საქართველოსთვის – 6%.