Category: სლაიდერი

  • მამუკა მდინარაძემ მეორე ტურების ალბათობა ამჯერად 15 რაიონამდე გაზარდა

    მამუკა მდინარაძემ მეორე ტურების ალბათობა ამჯერად 15 რაიონამდე გაზარდა

    “არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, მაგრამ შესაძლებელია იყოს 10-15-ში. ეს არ იქნება 2-3, მაგრამ არც 30. თუმცა, იქნება რაიონები და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი, მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი. რაც შეეხება თბილისში, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი. 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, გადაჭრით ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში უკვე გვეცოდინება“

    თქვა ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. თავიდან ოცნება ამტკიცებდა, რომ პირველივე ტურში ყველა რაიონში იგებდა.

  • დმანისში 10-დან 5 ოლქში ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა – კორძაია

    გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დმანისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 6%-ს უტოლდება, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.

    მისი თქმით, მიუხედავად ამისა, 10-დან 5 ოლქში ოპოზიცია იმარჯვებს.

    კორძაია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურად რომ არ აბათილებდეს ბიულეტენებს, ოპოზიციას უფრო მაღალი შედეგი ექნებოდა.

    ის მოუწოდებს ცესკოს, მითითება მისცენ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას.

  • შემოვედი მესხის ოთახში, ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები უკვე ჩავიბარე – წითლიძე

    “შემოვედი მესხის ოთახში. ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები უკვე ჩავიბარე “- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ის უკვე იმყოფება,  ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ოთახში სადაც ის ოქმებს იბარებს.

    “შემოვედი მირანდა მესხის ოთახში. ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები სადაც ოქმს არ გვაძლევდნენ უკვე ჩავიბარე. აქ ვიჯდები სანამ ყველა ოქმი არ მექნება და არ აიტვირთება!

    ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!” – წერს წითლიძე
  • დაახლოებით 10-ზე მეტ რაიონში იქნება მეორე ტური – მდინარაძე

    დაახლოებით 10-ზე მეტ რაიონში იქნება მეორე ტური – მდინარაძე

    ოცნების ლიდერი მამუკა მდინარძე რიტორიკას იცვლის და ამბობს, რომ 10-ზე მეტ რაიონში მეორე ტური იქნება.

    აქამდე მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში იმარჯვებდნენ.

    მდინარაძისვე მტკიცებით, კოალიციური მთავრობა გამორიცხულია.

  • ჩვენს ვებგვერდზე ჰაკერული შეტევაა – შალვა პაპუაშვილი

    ოცნების სპიკერი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მათ ვებგვერდზე, სადაც პარალელური დათვლის მონაცემები ატვირთეს, ჰაკერული შეტევა ხორციელდება. მმართველი პარტია ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

    “მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. ჰაკერული შეტევაა, რათა მოხდეს სერვერის გატეხვა. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება. ამიტომ მივმართავ ენმ-ს, არ გამოუვათ ჩაშლა არ პროცესის, მთელი დღე იყო მშვიდობიანი”,- ამბობს პაპუაშვილი.

    ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდეს არ შემთხვევით.

  • თავს ვიკავებთ, რომ I ტურში კალაძე გამარჯვებულად გამოვაცხადოთ – ზარქუა

    “რაც შეეხება დედაქალაქს, აქაც, რა თქმა უნდა, ლიდერობს კახი კალაძე, თუმცა ცდომილებიდან გამომდინარე, მაინც თავს ვიკავებთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ. ჩვენ დაველოდოთ დათვლის შედეგებს და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ უკვე ცხადად ვთქვათ, პირველი ტური პირველ ტურში დამთავრდება დედაქალაქში თუ მეორე ტური გახდება საჭირო. ერთი ცხადია, რომ ზღვართან არის ახლოს, 49-50%-ის ფარგლებში”

    ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმედის ეთერში.

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ფულს რომ არიგებდა, ის უბანი მოვიგე – დეკანოიძე

    “ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, ფულს რომ არიგებდა თავის უბანში.

    ჰო, და ეს უბანი მოვიგე!”

    წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

  • ქართულმა ოცნებამ არჩევნები/რეფერენდუმი წააგო – გვარამია

    “მეგობრებო, ქართულმა ოცნებამ არჩევნები/რეფერენდუმი წააგო.

    მორჩა კინო

    43% კი არა, ბუს კვერცხები”

    წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

  • მცირე უპირატესობა მაქვს, სენაკში აუცილებლად შედგება მეორე ტური – ნაყოფია

    სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია ამბობს, რომ სენაკში 43 უბნიდან 21 უბანი დათვლილია და ის მცირე უპირატესობით ლიდერობს. მისი თქმით, ქალაქში მეორე ტური იქნება.

    “არანაირ პირველ ტურში აქ ქართული ოცნება არ იმარჯვებს, ეს უკვე ცხადია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ უკვე 43-დან 21 უბნის მონაცემები გვაქვს, ჯერჯერობით, ამ 21 უბანში მე გამაჩნია, მცირე, მაგრამ უპირატესობა. ეს უპირატესობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ არანაირი პირველი ტურით აქ ვერავინ იმარჯვებს, აუცილებლად შედგება მეორე ტური, სადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ოპოზიციის კანდიდატი”,- ამბობს ნაყოფია მთავარი არხის ეთერში.

    მისივე თქმით, პროპორციულ ნაწილში მმართველი პარტია 43%-ს ვერ იღებს.

  • დღეს ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა – კობახიძე

    “რაც შეეხება საერთო სურათს, წინასაარჩენო გარემო ყველამ სათანადოდ შეფასა. იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, მშვიდობიანი გარემო, სამართლიანი და თავისუფალი გარემო, ანალოგიურად, დღესაც ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის თავისუფლად, მშვიდად და სამართლიანად გაკეთების შესაძლებლობა. ეს იყო უზრუნველყოფილი დღევანდელ დღეს და ეს დაინახა აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელმა და თითოეულმა ჩვენგანმა. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ ნდობის მაღალი მანდატი აქვს ქართულ ოცნებას”

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.