Category: სლაიდერი

  • გორში ლადო ხინჩეგაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს

    ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გორის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი, ლადო ხინჩეგაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

    მას ხმების 52.04% აქვს მიღებული, მის ოპონენტ ვასილ მხარაშვილს – 32.25% დათვლილია ბიულეტენების 61.68%.

    2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქსა და დაახლოებით 15 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება,

  • თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

    ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.მეორე ტური შედგება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები სავარაუდოდ კიდევ 15 თვითმმართველ თემში ჩატარდება.

    ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 85.04%, რის შედეგადაც, საქართველოს მასშტაბით, პროპორციული ხმები ასე განაწილდა:

    • ქართული ოცნება 47.6%;
    • ენმ – 30.51%;
    • გახარია – საქართველოსთვის – 7.62 %;
    • ლელო – 2.63%;
    •  ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1.71%;
    • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1.45%;
    • შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.41%;
    • მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი – 1.35%;
    •  ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება – 1.28%;
  • ქუთაისმა ოცნება დაამარცხა! ბიძინას მოვუგეთ! – დეკანოიძე

    “ქუთაისმა ოცნება დაამარცხა! თითქმის დავთვალეთ. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! ბიძინას მოვუგეთ!”

    წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მეორე ტური იქნება, ხატია დეკანოიძე არჩევნებში ლიდერობს. მას ამ დროისთვის 43.82% აქვს, ხოლო მის ოპონენტს ქართული ოცნებიდან – 41.54%.

  • თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ – კობახიძე ჟურნალისტებს

    თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ – კობახიძე ჟურნალისტებს

    “მოდით, წაგებას სახეს ნუ დააკარგინებთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ ტელევიზიებს, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენი მდგომარეობა არის მძიმე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო. თქვენი დაკარგული, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ.

    სირცხვილია, წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად. ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა ღირსეული პასუხი. თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა, ამაში. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში”.

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

  • ჩვენთვის საწყენია, რომ მე-2 ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც – კობახიძე

    “ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისში. თუმცა ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. მას ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ქართული ოცნება სულ მცირე 29 წევრით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება”

    განაცხადა ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

  • კალაძე 45.5%, მელია 34.13% – ცესკოს პირველადი მონაცემები

    ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში მერობის კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:

    • ნიკა მელია 63 871 ხმა –  34,13%;
    • კახა კალაძე – 85 161 ხმა – 45,5%;
    • გიორგი გახარია 16 795 ხმა – 8,97%;

    ცესკოს  განცხადებით, თბილისში 769 უბნიდან დათვლილია 320, რაც 41,61%-ია

    მონაცემები დათვლილია, 07:00 საათის მდგომარეობით შემოსული შემაჯამებელი ოქმების მიხევდით.

    რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათი ხმები ასე გადანაწილდა:

    • თამარ კეკენაძე – 0,6%
    • გიორგი ლომია – 1,51%
    • ანა ბიბილაშვილი – 2,41%
    • მიხეილ ქუმსიშვილი – 0,82%
    • გიორგი ქუთათელაძე – 0,15%
    • თეიმურაზ ბობოხიძე – 0,08%
    • არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 0,61%
  • ოცნება – 48.56%, ენმ – 31.23%, საქართველოსთვის – 6.87% – ცესკოს პირველადი მონაცემები

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 3 743 უბნიდან დათვლილია 1 446 უბნის მონაცემები.

    პროპორციულ ნაწილში მთელ ქვეყანაAი პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:

    • ქართული ოცნება – 48.56%;
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31.23%;
    • გახარია-საქართველოსთვის – 6.87%
    • ლელო – 2.6%
    • ევროპული საქართველო – 1.82%;
    • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1.42%
    • ლეიბორისტული პარტია – 1.25%
    • გირჩი-მეტი თავისუფლება – 1.04%

    რაც შეეხება პროპორციული სიის გადანაწილებას თბილისში, ცესკოს პირველადი მონაცემებით, დათვლილია უბნების მხოლოდ 21.2%.

    • ქართული ოცნება – 40.64%;
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 29.38%
    • გახარია-საქართველოსთვის – 8.49%
    • ლელო –  3.37%
    • გირჩი-მეტი თავისუფლება – 2.99%
    • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 2.37%
    • მოქალაქეები – 2.24%
    • დროა – 1.97%
    • პატრიოტთა ალიანსი – 1.69%
    • გირჩი – 1.44%
    • ლეიბორისტული პარტია – 1.38%
    • ევროპული საქართველო – 1.07%
    • სტრატეგია აღმაშენებელი – 1.06%

    მათივე ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა მელიას 34.13%, ხოლო პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას – 8.97%.

  • ზუგდიდის 43 საარჩევნო უბნის მონაცემებით ანზორ მელიას 47.5% აქვს, წოწერიას 39%

    ზუგდიდის 43 საარჩევნო უბნის მონაცემებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას 47.5% აქვს, “ქართული ოცნებიდან” მამუკა წოწერიას 39%.

    ზუგდიდის ოლქში სულ 108 უბანია, აღნიშნული მონაცემები ზუგდიდის ოლქის უბნების 18.3%-ს შეადგენს და პროცენტული ერთეული შეიცვლება, თუმცა სავარაუდოდ ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება.

  • კალაძე 44.8%, მელია 35.06%, გახარია 8.98% – CEC-ის პარალელური დათვლა

    სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პარლალელური დათვლით, კახა კალაძემ თბილისში 44.8% მიიღო, მელიამ 35.06%, გახარიამ 8.98%.

    მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 15.02%.

  • მდინარაძის თქმით, ტყუილია, რომ ოპოზიცია ყველგან იგებს

    მდინარაძის თქმით, ტყუილია, რომ ოპოზიცია ყველგან იგებს

    “როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი იგებენ ყველგან, ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა ან ტყუილი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით

    საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპოზიციას აქვს. თქვენ ხედავთ ოქმებს, თქვენც შეგიძლიათ ამ წუთას, შეხვიდეთ საიტზე და რა ოქმებიც არის ატვირთული, იქიდან ნახოთ შედეგები. შედეგები არის სხვა, უკვე გამოქვეყნებული მტკიცებულებები არის სხვა და გამოსაქვეყნებელი მტკიცებულებებიც არის სხვა“

    განაცხადა ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მის კომენტარს “იმედი” ავრცელებს.