Category: სლაიდერი

  • არჩევნები იყო კონკურენტული, დარღვევებზე ბრალდებებმა პროცესი დააზიანა – ბრიტანეთის საელჩო

    “არჩევნები იყო კონკურენტული, დარღვევებზე ბრალდებებმა პროცესი დააზიანა “- დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რომელიც გუშინ 2 ოქტომბერს ჩატარდა. ბრიტანეთის საელჩო  მხარს უჭერს, უთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს. საელჩო განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.

    “დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მეორე ტურებში” – წერს საელჩო.

  • მოვუწოდებ ოპოზიციას, მოითხოვონ მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლება – ხაბეიშვილი

    “არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აჩვენა, რომ არ შეიძლება ტყვეობაში, დევნილობაში გყავდეს დამოუიკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი. მეტიც, რეალურად ამ თანამედროვე სახელმწიფოს ფუძემდებელი. მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ტყვეობიდან. მისი “მეცადინეობით” ოპოზიციამ შეძლო და დაამარცხა რუსული ოცნება. სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.

    მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რეალურ ოპოზიციას, გვერდით გადადონ ამბიციები, წყენები და მოითხოვონ მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება”

    წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

  • დესტრუქციული ძალები მერვედ დამარცხდნენ ხალხთან და ოცნებასთან ბრძოლაში – პრემიერი

    “ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით, დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი.

    ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში. ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას.

    64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ტურები დაინიშნა ოლქების 56%-ში, მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში ქართული ოცნების ძალისხმევით შეიქმნა.

    ჩვენი კანდიდატები მეორე ტურეში, 20-ვე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებენ”

    განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი, სააკაშვილი გავატანოთ სხვა ქვეყანას – ხერხეულიძე

    ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას და ამბობს, რომ მისთვის ამ განცხადებაში სასიხარული არაფერია.

    ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.

    „ერთის მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ ეს არჩევანია – ჩვენ გავატანთ თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს”, – აცხადებს ხერხეულიძე.

  • მთელი ღამე არ გვძინებია, დავისვენებთ 1-2 დღე – ხინჩეგაშვილი გეგმებზე

    “რა თქმა უნდა, ძალიან გახარერბული ვარ, იმედები გამართლდა, ამ გამარჯვებას ველოდით, ვიცოდით ხალხის განწყობა, ხალხის ნდობას ჩვენი გუნდის, ჩემ მიმართ.
    მოგეხსენებათ, ძალიან რთული წინასაარჩევნო კაპანია გვქონდა, მთელი ღამე არ გვძინებია, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ მუშაობას მომავალ, კონკრეტულ გეგმებზე”

    განაცხადა გორის მერობის კანდიდატმა იმედის ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრისას. მან არჩევნებში პირველივე ტურში, 52.89%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

  • ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი არჩევანი მშვიდობაა და არა არეულობა – პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ და ამბობს, რომ არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე.

    მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება. ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.

    მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

    ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა – არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა.

    ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. პანდემიის მიუხედავად უსაფრთხო არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდრეგულაციების დაცვა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა. მე მინდა, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის მადლობა მოვახსენო.

    ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:

    ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს – მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.

    ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი  რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.

    და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მითუმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა”,– აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

  • პროკურატურამ ბინის მეპატრონეს სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა ბრალი წაუყენა

    პროკურატურამ ბინის მეპატრონეს სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა ბრალი წაუყენა

    პროკურატურამ იმ ბინის მეპატრონეს წაუყენა ბრალი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

    სამართალდამცველებმა ე.ც. 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ვულოცავთ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ენმ-ს გაცოცხლებას – ბუჩუკური

    “ვულოცავთ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ენმ-ს გაცოცხლებას” – ამის შესახებ განაცხადა პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

    ” მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა! ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი

    ვულოცავთ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლებას! ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს. ყოჩაღ!”- განაცხადა ბუჩუკურმა.

  • ოცნება 46.6%, ენმ 31.1% – ISFED-ის პარალელური დათვლა

    სამართლიანმა არჩევნებმა(ISFED) პარალელური დათვლის შედეგები გაასაჯაროვა.

    მათი დათვლებით, საქართველოს  მასშტაბით პროპორციული ხმები ასე გადანაწილდა:

    • მესამე ძალა – 1,4% – ცდომილება +/-0,21%
    • ევროპული საქართველო – 1,8%, – ცდომილება +/-0,27%
    • ნაციონალური მოძრაობა – 31,1% – ცდომილება +/-1,7%
    • პატრიოტთა ალიანსი – 1,5% – ცდომილება +/-0,12%
    • ლელო – 3,7% – ცდომილება +/-0,2%
    • ლეიბორისტული პარტია – 1,3% – ცდომილება +/- 0,1%
    • პარტია საქართველოსთვის – 7,7% – ცდომილება +/-0,5%
    • გირჩი – 1% – ცდომილება +/-0,1%
    • ქართული ოცნება – 46,6% – ცდომილება +/-1,18%
    • გირჩი – მეტი თავისუფლება – 1,4% – ცდომილება +/- 0,17%
    • დანარჩენი პარტიები – 3,7%

    თბილისის მასშტაბით:

    • მესამე ძალა – 1% – ცდომილება +/-0,08%
    • ევროპული საქართველო – 1,1%, – ცდომილება +/-0,15%
    • ნაციონალური მოძრაობა – 28,3% – ცდომილება +/-0,89%
    • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 2,5% – ცდომილება +/- 0,13
    • პატრიოტთა ალიანსი – 1,7% – ცდომილება +/-0,12%
    • ლელო – 3,7% – ცდომილება +/-0,24%
    • ლეიბორისტული პარტია – 1,3% – ცდომილება +/- 0,1%
    • პარტია საქართველოსთვის – 8,8% – ცდომილება +/-0,39%
    • დროა – 2,1% – ცდომილება +/-0,21%
    • გირჩი – 1,7% – ცდომილება +/-0,13%
    • ქართული ოცნება – 39,7% – ცდომილება +/-0,99%
    • გირჩი – მეტი თავისუფლება – 3,4% – ცდომილება +/- 0,23%
    • ხალხისთვის – 2,5% – ცდომილება +/-0,17
    • დანარჩენი პარტიები – 2,2%
  • უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები – ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელi

    უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „ისეთი საკითხები, როგორიც არის დამკვირვებელი მოქალაქეები, პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე საარჩევნო უბნების გარეთ, პრობლემური აღარ იყო.

    არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, ცალკეული ძალადობრივი ინციდენტებით. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნისა და ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად, საარჩევნო უბნების დიდ უმრავლესობაში, სადაც ისინი აკვირდებოდნენ, თუმცა დაფიქსირდა ხალხმრავლობის მაგალითები, რომელიც იყო გამოწვევა კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული წესების დაცვის მიმართულებით.

    დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, მაგრამ უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები პროტოკოლის დაკმაყოფილების ნაწილში. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მუშაობს და აკვირდება არჩევნების შემდგომ გარემოსა და პროცესებს,“- განაცხადა ალბერტ იონსონმა.