Category: სლაიდერი

  • მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ევროკავშირი

    მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ევროკავშირი

    “მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე”- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურთან დაკავშირებით ავრცელებს.

    ” ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად  გათვალისწინება,  მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად. მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.”-ნათქვამია განცხადებაში,

  • ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით – ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

    ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით – ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

    “ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.”- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა.

    ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროა უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად.

    ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად  გათვალისწინება,  მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

    მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

    არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.

    ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს – ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და შვედეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

    უკრაინაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და შვედეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

    ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “2017-2021 წლებში, დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.დავით სოლომონია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს. 2014-2017 წლებში, დავით სოლომონია საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2013 წლებში გახლდათ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1999 -2003 წლებში იგი იკავებდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობას. 1998 წელს საქმიანობდა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. 1998-1999 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2019 წელს, დავით სოლომონიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა.

    “ზურაბ ბერიძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1991 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე საქმიანობს. მათ შორის 2014-2018 წწ გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2004-2008 წწ-ში კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში. ზურაბ ბერიძე 2018 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი, მანამდე კი სხვადასხვა წლებში იკავებდა შემდეგ პოზიციებს, კერძოდ 2000-2004 წწ მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდნატორი, 2000 წელს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1997-2000 წწ-ში საქმიანობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, 1992-1997 წწ გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, 1991-1992 წწ-ში კი სხვადასხვა დროს საქმიანობდა აშშ-ს, ევროპის და სამინისტროს ანალიზის სამმართველოებში. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბერიძე ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ 2018 წელს დაჯილდოვებულია ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ორდენით. 2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ზურაბ ბერიზე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

    საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

    სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2016-2019 წლებში, იგი იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი უფროსი მრჩევლი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქ. თბილისის მერიაში. 2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

    ამასთან, საგარეო უწყება განმარტავს, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს.

    შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა, იგი 2019 წლიდან დღემდე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა.

    ირაკლი ხუცურაული დიპლომატიურ სამსახურში 2003 წლიდან საქმიანობს. 2004-2008 წლებში გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი, ხოლო 2008-2013 წლებში იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-დან 2008 წლამდე სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ხუცურაული იკავებდა საკონსულო დეპარტამენტში საკონსულო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის და საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს უფროსის თანამდებობებს. მას 2010 წელს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

    მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა.

    “ზაზა გაბუნია 2017-2020 წწ-ში გახლდათ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC), დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე; 2016-2017 წწ. – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2019 წ. – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 2014-2016 წწ. – თბილისის მთავრობის წევრი; ნაძალადევის რაიონის გამგებელი. 2013-2014 წწ. – თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. 20102-13 წწ. – თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტ პუბლიკაციის, წიგნის ავტორი”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “მეგის ქარდავას გაცნობა შემიძლია შევთავაზო, გვერდი-გვერდ სხედან”- ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    “წამებაზე და ტანჯვაზე გამახსენდა, მეგის ქარდავა რომ ჩამოვიყვანეთ ჩემ დროს, მაშინ მინისტრი ვიყავი, მაშინ ძალიან გახმაურებული საქმეები გამოვიძიეთ, მათ შორის კასრების საქმეც და ეს ყველაფერი სამეგრელოში ხდებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, მიკვირს ზუგდიდმა რატო მისცა ხმა, ეს ცალკე უბედურებაა, რადგან თუ რამე უბედურება ხდებოდა, იმ მხარეში ხდებოდა ამ სადისტების მეშვეობით, ხალხს ჩაგრავდნენ. ამოუხსნელი ფენომენია, რატომ ხდება ეს და სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. შემიძლია საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის, გვერდი-გვერდ სხედან. “

    განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ”სააკაშვილი პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს” – ეკა ხერხეულიძე

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე “მთავარი არხის” ეთერში ყვება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბულვარშიც იარა და პატრულმაც კი დააჯარიმა, თუმცა ვერ იცნეს.

    “ბულვარშიც იარა, პატრულმა საერთოდ გაააჩერა, დააჯარიმა თუმცა, ვერ იცნეს, ჰყავთ დაჭერილი მძღოლი და ჰკითხონ. ამბობს კამერებზე ესეც იქნებაო”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

    ცნობისთვის, 1 ოქტომბერს დილით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მოგვიანებით კი სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

  • 5 თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური იქნება

    2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მეორე ტური გაიმართება.

     

    თბილისი

    კახა კალაძე – ქართული ოცნება – 44.97%

    ნიკა მელია – ნაციონალური მოძრაობა – 33.98%

    დათვლილია 769 უბნიდან 767 (99.74%)

     

    ქუთაისი

    ხატია დეკანოიძე – ნაციონალური მოძრაობა – 43.35%

    იოსებ ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – 41.49%

    დათვლილია 124 უბნიდან 123 (99.19%)

     

    რუსთავი 

    ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 44.83%

    დავით კირკიტაძე – ნაციონალური მოძრაობა – 43.53%

    დათვლილია 88 უბნიდან 87 (98.86%)

     

    ფოთი

    ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება – 46.86%

    გიგი უგულავა – ნაციონალური მოძრაობა – 38.09%

    დათვლილია ყველა უბანი.

     

    ბათუმი 

    გიორგი კირთაძე – ნაციონალური მოძრაობა – 41.97%

    არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 41.08%

    დათვლილია ყველა უბანი

    როგორც მერის, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – ამ შემთხვევაში 30 ოქტომბერს.

  • რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა – ბოკერია

    რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა – ბოკერია

    “რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერ” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ.

    „არ არის დასამალი, რომ იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იყო სასურველი, მაგრამ ფაქტია, რომ ურბანულ სივრცეში, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად, მთავრობის რეპრესიების გამო, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში. ამ საქმეში პირველი ნაბიჯი გადასადგმელია – ეს არის მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიას და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

  • თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება – ცესკოს წინასწარი მონაცემები

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

    „ქართული ოცნება“ – 40.3% – 19 მანდატი

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27.97%  –  13 მანდატი 

    „გახარია-საქართველოსთვის“ – 8.85%  –   4 მანდატი 

    „ლელო“ – 3.63%  –  2 მანდატი 

    „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ –  3.3%  – 1 მანდატი 

    „ანა დოლიძე – ხალხისთვის“-  2,57%.  – მანდატი 

    „ქართულ ოცნებას“ მოგებული აქვს ასევე თბილისის 10-დან 9 მაჟორიტარული ოლქი და საკრებულოში უკვე ფლობს უმრავლესობას.

     

  • სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით – ხერხეულიძე

    “სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით ” – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, სააკაშვილი მიღებული შედეგებით კმაყოფილია და ოპოზიციას ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.

    ”სრულად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი, ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. იცის რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.

    მას ვკითხე რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა.განსაკუთრებული სიმტკიცე, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას,  იმისთვის რომ მან ეს თავისი დიდი  მონაპოვარი ბოლო გამარჯევამდე მიიყვანოს.”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

  • მხარს დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ ოლქში, სადაც გადავიდნენ მე-2 ტურში – ბადრი ჯაფარიძე

    მხარს დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ ოლქში, სადაც გადავიდნენ მე-2 ტურში –  ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “ჩვენ კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით. ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით სავსე. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხების და ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა.

    რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოში ჩვენ გვეყოლება ორი წარმომადგენელი, ვფიქრობთ, ფრაქციის შექმნაზე. ბათუმის საკრებულოში ჩვენ 2 წარმომადგენელი გვყავს, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, გაუქმდება მაჟორიტარული ოქმის შედეგი და ჩვენი პარტიის წევრი, გენო თებიძე მეორე ტურში გადავა. ყოვლად დასაგმობი სიყალბე ჩაიდინეს. იმედი გვაქვს, ჩვენი წარმომადგენლობა ბათუმის საკრებულოში სამკაციანი გახდება.

    მიუხედავად ყველა სირთულისა, „ლელომ“ დიდი ნაბიჯი გადადგა პარტიული განვითარების მიმართულებით, რათა შევცვალოთ ეს ორპოლუსიანი მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ სახეზე იყო იმისა გამო, რომ პირველ ოქტომბერს ასეთი მოვლენები განვითარდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

    ამან პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინა, ამან საარჩევნო დღის შედეგები და გარემო შეცვალა, საბოლოო შედეგებზეც იქონია გავლენა. ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.