Category: სლაიდერი

  • დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება – მაიკლ მაკფოლი

    ”ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. ბაიდენმა თქვა, რომ ის მხარს დაუჭერდა დემოკრატიას მთელ მსოფლიოში. უფრო მეტის გაკეთება საქართველოში დემოკრატიის დასაცავად კარგი დასაწყისი იქნებოდა.” 

    ასე ეხმაურება რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

  • აღიარებაა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია – იუკნევიჩიენე ღარიბაშვილის განცხადებაზე

    “საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან ეს ირიბი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სავალალო და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან”,-წერს რასა იუკნევიჩიენე.

    ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა მას მუხლებს დაუმატებს. ამის შესახებ, ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს.

  • მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას დარღვევაზე, დაშინებაზე, მოსყიდვაზე – შაჰინი

    “მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას დარღვევაზე, დაშინებაზე, მოსყიდვაზე”- ასე ეხმაურება, აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში 2 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს.

    ”მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო.

    ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის.” –  აცხადებს შაჰინი.

  • უნდა დავიცვათ.. გვშურს, რომ ასეთი პრეზიდენტი გყავდათ -ლიზა იასკო სააკაშვილზე

    “უნდა დავიცვათ.. გვშურს, რომ ასეთი პრეზიდენტი გყავდათ ” – განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა და მესამე პრეზიდენტის პარტნიორმა ლიზა იასკომ

    “ვამაყობ ამ ადამიანით, ადამიანით, რომელსაც ასე უყვარს თავის ქვეყანა. ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ უნდა მოიგოთ. ბრძოლა მომავლისთვის და ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილი მალე განთავისუფლდეს. ახლა ის არის პოლიტიკური პატიმარი და ეს მიუღებელია. რაც მოუვიდა თქვენს პრეზიდენტს ძალიან ცუდია და ამას სჭირდება ბრძოლა. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი მომავალი და მიშას მომავალი. რადგან ის არის ადამიანი დიდი გულით, ადამიანი, რომელსაც გააჩნია სერიოზული ცვლილებების განხორციელების უნარი. უკრაინაში ამას ძალიან ვაფასებთ და გვშურს თქვენი, რომ საქართველოში ასეთი პრეზიდენტი გყავდათ. ის ასევე არის უკრაინელი პოლიტიკოსი და ძალიან დიდი სურვილია, რომ აქ თქვენც დაიცვათ”- განაცხადა იასკო.

  • 2 ოქტომბერს, ”ლეიბორისტული” პარტიის წევრის დაჭრის საქმეზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს

    2 ოქტომბერს, ”ლეიბორისტული” პარტიის წევრის დაჭრის საქმეზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს

    2 ოქტომბერს, მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე ”ლეიბორისტული” პარტიის წევრის დაჭრის საქმეზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი.-ს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    მარნეულში 52-ე უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს

  • მოუხადეთ ბოდიში ჟვანიას და კალანდარიშვილს – პაპუაშვილი ოპოზიციას და არასამთავრობოებს

    ”მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს თამარ ჟვანია და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ ქალბატონი თამარის ბრალმდებელი იყო, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა”

    მმართველი პარტიის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოებს და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ბოდიში მოუხადონ ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას.

     

  • ცხინვალიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება

    ცხინვალიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება

    ოკუპანტების მიერ,  გათავისუფლებული მოქალაქეს 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილს მოტეხილობა აღენიშნება. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

    „პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები”, – განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.

  • ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

    ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1433 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.34 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6453 ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • რამდენიმე დღეში დაორგანიზდება ძალიან დიდი აქცია – ხაბეიშვილი

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში მასშტაბური აქცია დაორგანიზდება.

    “დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოდან, ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე შემოგვიერთდება და იქ იქნება კონკრეტული მოთხოვნები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, თენგიზ კიტოვანი გადაადგილდებოდეს დედაქალაქში თავისუფლად და სააკაშვილი ჰყავდეთ პატიმრობაში”,- ამბობს ხაბეიშვილი რუსთავის ციხესთან.

    მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საბოლოო ბრძოლისთვის დაორგანიზებას.

    ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ გეგმას აუცილებლად შეათანხმებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.

  • თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება – კორძაია

    “თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება”- ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ასევე თბილისში, პროპორციულ ნაწილში,  323 შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ ჯდება.

    „თბილისში მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება, ეს არის 1/3-ზე მეტი. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 323 შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი.

    პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 91 საჩივარი, მაგრამ ამ 91 საჩივრით გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შეამაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში. გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომაა, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები“,- განაცხადა კორძაიამ.