ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი, ხოლო 1711 გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამეში ჩატარდა 7815 აცრა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი, ხოლო 1711 გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამეში ჩატარდა 7815 აცრა.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, რადგან მის მოწოდებაზე რუსთაველზე ხალხი არ გამოსულა.
“რაც შეეხება სააკაშვილს, მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე – სავარაუდოდ, კი.
რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე. ახლა დიდი კითხვაა “ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან” – რა არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომავალი? იქნებიან სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. საინტერესოა”,– ამბობს კალურანდი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე.
ცნობისთვის, პროკურატურის ცნობით, სააკაშვილმა საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა. ის თბილისში პირველ ოქტომბერს დააკვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 81 წლის კაცი თიანეთში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად” – აცხადებს შსს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ესეც ლელო!!! საბურთალოს მე -17 უბანზე ლელოს მაჟორიტარს ეწერა 9 ხმა, გასაჩივრების და გადათვლის შედეგად დაემატა 115 ხმა.. ხალხო 115, გესმით ? 115 ხმას იპარავდნენ და კიდევ რამდენი მოიპარეს, რაც ჩვენ არ ვიცით, ღმერთმა იცის”
წერს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნარკოდამოკიდებულებას იმიტომ აბრალებენ, რომ ის დაკავების კადრებში იღიმის. მისი განცხადებით, ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს არ დარჩენია.
“დაკავების კადრები, რომელიც ნახეთ, გახსოვთ? სააკაშვილი იღიმის და მარტო გაღიმებაზე არ არის, აქ შეიძლება ადამიანმა შეფასება გააკეთოს. არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი ერთადერთია, რომელსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა, თუნდაც იმ კადრების ნახვის დროს, რომელიც დაკავებას უკავშირდება. მე ასე მგონია და მგონია, რომ მართალი ვარ. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც ამაზე პირდაპირ საუბრობდა, გამიგეთ?!”,– ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.
სარჯველაძე განმარტავს, რომ ნარკოდამოკიდებულება კლინიკური შემთხვევა, თუმცა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების პრინციპები სხვაგვარია იმ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წერილში კონსპირაციული თეორია განავითარა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, თუმცა “ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.
ამ განცხადებას გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ჩააბარებს ნარკოტესტს, თუ ამაზე ღარიბაშვილიც თანახმა იქნება.
“ორივე [სააკაშვილი და ღარიბაშვილი] შხამია პოლიტიკურ სხეულში. ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომლებიც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ”
ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ “იზოლირებულ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გარკვეულ ხარვეზებს, მაგრამ ამ ხარვეზების გამოსწორების შესაბამისი გზები არსებობს”.
მისი განცხადებით, ე.წ. დისბალანსები ლეგიტიმური და ბუნებრივი შემთხვებებია, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს.
“უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთი ტიპის დისბალანსები ჩვენ რომ არ გვქონდეს, ეგ იქნებოდა პრობლემა, საყვირალი”,– აღნიშნავს კალანდარიშვილი და განმარტავს, რამ გამოიწვია ოქმებში დისბალანსები.
“ჩვენ გვყავს დაახლოებით 25 ათასი საარჩევნო ადმინისტრატორი, რომლებიც კენჭყისყრის დღეს შეყვანილი იყვნენ სპეცსიებში. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, პირი შეიძლება ვერ იღებდეს მონაწილეობას მაჟორიტარი კანდიდატების არჩევის ნაწილში, თუ ის არ არის იმ კონკრეტული მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
10 ათასი საარჩევნო ადმინისტრატორი ვერ იღებდა მონაწილეობას მაჟორიტარულ ნაწილში. ეს იმას ნიშნავს, რომ 15 ათასი ამომრჩევლის ნაწილში ასეთი დისბალანსი იარსებებდა და ეს დისბალანსი რომ რომელიმე კომისიას გაესწორებინა, ეს იქნებოდა პრობლემა”,– ამბობს კალანდარიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
მისივე ცნობით, ასეთი ჯგუფია პენიტენციურ დაწესებულებებში მომსახურე და მსჯავრდებული პირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არჩევნების მაჟორიტარულ ან სხვა ნაწილში ვერ იღებენ მონაწილეობას, რაც დისბალანსს იწვევს.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, თბილისში მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება. ასევე, ბალანსი არ არის პროპორციულ ნაწილის 323 შემაჯამებელ ოქმში.
“აი ფაქტის” ინფორმაციით, თბილისში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 39% შეცდომითაა დაჯამებული.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება. მინისტრის თქმით, მისთვის დიპლომატების შეშფოთება გასაგებია, რადგან მათ ხელშეუხებლობას ვენის კონვენცია იცავს.
“როგორი წუხილი და შეშფოთებაც ჰქონდათ დიპლომატებს, მეც ისეთივე მქონდა. არ იყო ისე, როგორც ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს დაძაბული და მენტორული ტონით გვესაუბრნენ დიპლომატები.
რა თქმა უნდა, ეს შეშფოთება ჩემთვის გასაგებია. ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომტები არიან ხელშეუხებლები და მათ უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავისუფალი მოქმედების არეალი, ეს მათი უფლებაა, როგორც ვენის კონვენციის ქვეყანა, ჩვენ პატივს ვცემთ ამას, მაგრამ მე მქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენი წუხილიც არის ეს, ჩვენს ინტერესშიც არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი”,– ამბობს ზალკალიანი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, ელჩებს დაპირდა, რომ მათ წუხილს პროკურატურამდე მიიტანდა.
“ასევე ვუთხარი, რომ პროკურატურის მხრიდან არის მზაობა, რომ მივიღოთ მათი საექსპერტო დახმარება. ყველას შევთავაზე, რომ მოგვეცით ექსპერტები და ჩაერთეთ ამ პროცესში”,– ამბობს მინისტრი.
მინისტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა გავრცელებული ფაილები გაყალბებული იყოს, ამის არგუმენტად კი Facebook-ის 2 დღის წინანდელი გათიშვა და ტექნოლოგიური პროგრესი მოჰყავს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი დავით ზალკალიანს შეხვდა და “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტების გამო. მათი განცხადებით, ეს უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში”

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ 4 ოქტომბერს დააკავეს. ერთი დაკავებული გუშინ გაათავისუფლეს.
ენმ-ს ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე თავის ოპონენტს, არჩილ ჩიქოვანსა და მის ოჯახს ჯანმრთელობას უსურვებს. მისი თქმით, მნიშვნელოვნია მეორე ტურის წინ კონკურენტული საარჩევნო გარემო.
“ჯანმრთელობას ვუსურვებ არჩილ ჩიქოვანს და მის ოჯახს. იმედს ვიტოვებ, მალე დაუბრუნდება საარჩევნო კამპანიას, რადგან, ადამიანური თანაგრძნობის გარდა, მიმაჩნია, რომ მეორე ტურის წინ, კონკურენტული საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისთვის”,– წერს გიორგი კირთაძე.
ბათუმის მერობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის, არჩილ ჩიქოვანმა თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ხმების 41.08% მიიღო, გიორგი კირთაძემ კი – 41.97%. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.