Category: სლაიდერი

  • პენტაგონი ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

    პენტაგონი თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის აღნიშნული ქვეყნების ლიდერებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აპირებს საუბარს.

    პენტაგონის ცნობით, ოსტინი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარგი ღიაა.

    თავდაცვის უწყების განცხადებით, თავდაცვის მდივანი აპირებს, აღიაროს ორი ქვეყნის მხარდაჭერა ავღანეთში მათ მიერ გაღებული მსხვერპლის გამო.

    “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილით ქვეყნების სათავეშია და დიდი დანაკარგი განიცადა”. – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

    აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ხვალ ეწვევა.

  • სააკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად სხვა პატიმრებიც შიმშილობენ – ომბუდსმენი

    სააკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად სხვა პატიმრებიც შიმშილობენ – ომბუდსმენი

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველო მესამე პრეზიდენტის სოლიარობის ნიშნად სხვა პატიმრებიც შიმშილობენ.

    ომბუდსმენის ინფორმაციით, ისინიც, როგორც სააკაშვილი, მხოლოდ სითხეებს იღებენ.

    “მე-12 დაწესებულებაში შიმშილობენ ასევე სხვა პატიმრები სააკაშვილის მხარდამჭერის ნიშნად. ისინი შიმშილობენ ნამდვილად ძალიან მკაცრი ფორმებით. იმის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ გავრცელდა მსგავსი ბრალდებები, რომ თაფლს, წვენებს იღებს და ა.შ. ეს პატიმრები საერთოდ უარს ამბობენ წყლის, სითხის გარდა რამის მიღებაზე. მათი მდგომარეობა არის ნამდვილად ძალიან მძიმე. ძალიან მაწუხებს ეს”,– ამბობს ლომჯარია TV პირველის ეთერში.

    არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს შიმშილობით სოლიდარობას უცხადებენ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა.

  • მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება სასჯელის მოხდის შემდეგ – კალაძე

    “მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება; არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები. არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს და ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს”

    განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

  • მარნეულში სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი არ გაუქურდავთ – სუს

    მარნეულში სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი არ გაუქურდავთ – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარნეულში სუს-ის მაღალჩინოსნის სახლი გაქურდეს. უწყების მტკიცებით, გაქურდულია არა უფროსის მოადგილის, არამედ სუს-ის ერთ-ერთი თანმშრომლის სახლი.

    “ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

    გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”,– აცხადებს სუს-ი.

  • ნაცხელისუფლების წარსულის ქება-დიდება ახლანდელ კამპანიაში მარცხის ფორმულაა! – ბერძენიშვილი

    “30 ოქტომბერს ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძის, გიორგი კირთაძის, დავით კირკიტაძის, გიგი უგულავას, გიორგი ბოტკოველის, ანზორ მელიასიც კი და სხვა ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შანსები გადის არანაცური ოპოზიციური ნახევრის დარწმუნებაზე, რომ მრავალფეროვნება, პლურალიზმი, კოალიცია, ურთიერთმიმტევებლება, კომპრომისი… მოკლედ ევროპული მომავალია ანი და ჰოე სამომავლოდ… და არ გადის ახლო წარსულის ავტორიტარული მოდერნიზაციის გაიდეალებაზე… მით უმეტეს, 7 ნოემბრიდან მოყოლებულ რეპრესიულ მმართველობაზე.

    ნაცხელისუფლების წარსულის ქება-დიდება ახლანდელ საარჩევნო კამპანიაში არის მარცხის ფორმულა!კანდიდატებმა ეს იციან ზუსტად და ადეკვატურადაც იქცევიან!

    საკუთარ დახურულ ჯგუფებში აგულიანეთ ერთმანეთი, თუ მაინცდამაინც. ეს ორი კვირა ნუ ილანძღებით, ვინც ილანძღებით.

    რეებს უწერთ იაგო კაჭკაჭიშვილს, ბექა კობახიძეს და ბევრ სხვა უაღრესად კვალიფიციურ და თქვენზე წესიერ ადამიანს, ვინც არამიშისტური მოტივებით და არგუმენტებით 30- ში ხუთიანის შემოხაზვისკენ მოუწოდებს ანტიმიშისტებს?
    თუ არა აქვს ამ ხალხს საფუძველი, რეპრესიული მმართველობა ახსოვდეს და არ მოწონდეს? ყველამ საკუთარი შევარდნაძული და ასლანური წარსულიც გაიხსენეთ დამატებით, ვინც თავი მორალურ პიედესტალზე წარმოიდგინეთ და ვისაც გაქვთ ასეთი წარსული. ძალიან ბევრს გაქვთ!…

    ძლივს მოვინელე თავის დროზე მიშას და სხვა ახლანდელი ნაცის 6 წლით ჩარჩენა შევარდნაძის ამალაში, ასლანისტებმაც კი შეგვახსენეს ამ ბოლო დროს თავი ფსევდოპიედესტალიდან.

    რაც შეიძლება “ნაკლები მიშაა” ჩვენი – არანაცური პოლიტიკური ჯგუფების და ამომრჩევლების მოტივი, რომ ასობით ათასმა ჩვენგანმა შემოხაზოს 30 ოქტომბერს ხუთიანი.

    გვაცალეთ…ეს ორი კვირა მაინც!.
    P.S. პირადად მისხალი ინტერესი არა მაქვს რაიმე თანამდებობის. ზოგს ეს განმარტებაც სჭირდება, ვიცი”

    წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.

  • მთლად ინკვიზიტორად ნუ მოევლინებით ამ ქვეყანას – ჩარკვიანი მეუფე შიოს

    “მეუფე შიო?! ლოყის მიშვერას დიდი ხანია აღარ გთხოვთ მრევლი, სულ მთლად ინკვიზიტორად ნუ მოევლინებით ამ ქვეყანას. რა სამწუხაროა…”

    ასე ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პატრიარქის მოსაყდრე შიოს განცხადებას, რომელმაც საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით თქვა რომ “სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს ბოროტება” და ზოგიერთი ადამიანი უნდა “მოიკვეთოს”.

     

  • სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვერ ვისაუბრებ, ვაკვირდებით მის მდგომარეობას – დეგნანი

    აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვერ ისაუბრეს სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე, თუმცა ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას.

    “მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე მე ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ ბევრი ქართველის ყურადღების ცენტრშია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს”,– თქვა დეგნანმა.

    მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ამასთან ერთად, რომ ყურადღების ცენტრში იყოს არჩევნების მეორე ტური.

    “ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზეც ვიყოთ ფოკუსირებული. მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ კანდიდატებმა ამომრჩევლებს გააცნონ პლატფორმები, იდეები და პროგრამები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისთვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები. ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მეთვალყურეობას. ამომრჩევლებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი”,– აღნიშნა კელი დეგნანმა.

  • “მესამე ძალა” ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს დაუჭერს მეორე ტურში

    “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათი პარტია არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს.

    “სადაც მეორე ტურებია, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან, ვუჭერთ მხარს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ – ეს იქნება ზოგადად ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაცია, დარწმუნება, რომ მოსვლა მნიშვნელოვანია და მაღალი მოსვლა უნდა იყოს. მეორე, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს გვყავს კომისიის წევრები ყველა დონეზე და ეს რესურსი იქნება მთლიანად გამოყენებული”,– განაცხადა ჩიხლაძემ.

    ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში გაიმართება.

  • სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებო, ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ – კულუმბეგოვი

    “სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის ფაიზერით ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.

    დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!

    როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

    ეხლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე”

    წერს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

  • შერიგებაზე საუბრობენ – სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს ბოროტება – მეუფე შიო

    “მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

    დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”

    თქვა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას.