Category: სლაიდერი

  • ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, უკვე აღდგენასაც გასცდა – თურნავა

    “ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ძალიან კარგია”

    განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

  • მთავრობა წინასაარჩევნოდ 198 დევნილ ოჯახს მიწებს გადასცემს

    მთავრობის განკარგულებით, წინასაარჩევნოდ 198 დევნილ პირს ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ეს მიწები მდებარეობს გორის და ქარელის სოფლებში, სადაც დევნილი მოსახლეობა არის ჩასახლებული.

    მისივე მტკიცებით, ეს წინაასარჩევნოდ ადამიანების მოსყიდვა არ არის, რადგან ხელისუფლება ამას სისტემატურად აკეთებს და “არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა”.

  • ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის საკმაოდ მყარი – თურნავა

    “ძირითადი ფაქტორი [ფასების ზრდის] არის საგარეო ბაზრებზე ნავთობის ფასის მომატება, თუმცა, მოგეხსენებათ, პარალელურად კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს გარკვეულწილად ანეიტრალებს ამ ტენდენციას. ზოგადად, ინფლაცია, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მაღალ ინფლაციას პოსტკოვიდვითარებაში ბევრი ქვეყანა შეეჯახა, თუმცა წინა თქვეში კლების ნიშანი გვქონდა და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება. ინფლაცია დაუბრუნდება თავის ნიშნულს”

    განაცხადა ფასების ზრდის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

  • სიგნალია, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონით – ჰოჯესი ოსტინის ვიზიტზე

    ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის ჩამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შავი ზღვის მიმართ აშშ-ს ინტერესის ნიშანია.

    “ეს შესანიშნავი ახალი ამბავია, თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის მკაფიო სიგნალი, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ”, – წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.

    პენტაგონი აცხადებს, რომ ოსტინი ქვეყნის ლიდერებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აპირებს საუბარს. ოსტინი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა.

    ის შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

     

  • ფშაველი-აბანო-ომალოს გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი

    ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზიდან ავტომობილი გადავარდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა.

    შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

  • ღამით თბილისში ქალი მოკლეს

    თბილისში, გუშინ, გვიან ღამით გაზაფხულის ქუჩაზე ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ესროლეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

  • COVID-19-ს ემსხვერპლა კიდევ 42 ადამიანი, დადასტურდა 2479 ახალი შემთხვევა

    COVID-19-ს ემსხვერპლა კიდევ 42 ადამიანი, დადასტურდა 2479 ახალი შემთხვევა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 374 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 42 პაციენტი.

    დღიურად აიცრა 2260 ადამიანი.

  • მე მაქვს არჩევანი, კალაძე და მელია – მე შემოვხაზავ ოპოზიციას – მარგველაშვილი

    მე მაქვს არჩევანი, კალაძე და მელია – მე შემოვხაზავ ოპოზიციას – მარგველაშვილი

    “მე, როგორც თბილისის მოქალაქეს, არჩევანი არ მაქვს მესამე პარტიასთან მიმართებით. მე მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია. რა გავაკეთო, უარი ვთქვა ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და არ მივიდე არჩევნებზე? მივიდე გაბრაზებული, ბიულეტენი დავხიო, ან შიგნით რამე სასაცილო დავწერო იმ იმედით, რომ მეორე დღეს მედიაში აჩვენებენ ამ ბიულეტენს? თუ მივიდე და გავაკეთო არჩევანი?

    მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას. მე შემოვხაზავ ოპოზიციას, იმიტომ, რომ მე ვიცი, დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში და რომელსაც აღარავინ არ აჩერებს, პირიქით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ მეტი, რამდენიც შეგიძლიათ, ეს ხალხის ფული, ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე, ასეთი ფორმულით ვუყურებ”

    განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში.

  • აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოშია

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოფრინდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.

    პენტაგონი აცხადებს, რომ ოსტინი ქვეყნის ლიდერებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აპირებს საუბარს. ოსტინი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა.

    ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

     

  • ჩემთვის ეს იყო რაღაც შეუცნობელი ადამიანი, მივყვებოდი მას – ბოლქვაძე ივანიშვილზე

    “მე შემოვედი პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალ-ყურს 2012 წლამდე, მერე ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს იყო რაღაც შეუცნობელი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად შემოვიდა ქართულ სივრცეში.

    ძალიან მაინტერესებდა, მივყვებოდი მას, ასე ვთქვათ, ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაცა იმპულსი იყო ძალიან დიდი ეს, რაღაც კი არა ეს იმპულსი იყო, რითაც ახლა მე თქვენს წინაშე ვარ”

    განაცხადა ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ იმედის ეთერში.