Category: სლაიდერი

  • სააკაშვილის ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება – ტიკარაძე

    “მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის [სააკაშვილის] მდგომარეობის განხილვაში, ვინაიდან, ამის უფლებამოსილება არ გამაჩნია. კონსილიუმი მსჯელობდა. მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ შეინიშნებოდა, თუმცა მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ”

    განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიხეილ სააკაშვილზე.

  • პედაგოგებისთვის სავალდებულო აცრის საკითხი განიხილება – გამყრელიძე

    “სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ სამედიცინო პერსონალისთვის. ასევე, პედაგოგებში, განსაკუთრებით სკოლის პედაგოგებში, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს ბავშვებთან. ისევე, როგორც აუცილებელია და მოვუწოდებ თვითონ ბავშვების მშობლებს. 10 დღის წინანდელი მონაცემებით, სკოლის პერსონალის 65% ერთჯერადადაა აცრილი, ორჯერაა აცრილი დაახლოებით 52%. ეს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მეტია, მაგრამ არასაკმარისი. გვინდა, რომ პედაგოგების 80% იყოს აცრილი.

    ვფიქრობ, განიხილება ეს საკითხი. პირველ ეტაპზე, სავალდებულოობაზე წინ, ალბათ ჩვენ განვიხილავთ ე.წ ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანას, რომელზეც მიდის მსჯელობა. ბევრი წარმატებული ქვეყანა აკეთებს ამას, რომ ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე მთელ რიგ დაწესებულებებში შეიძლება შეიზღუდოს შესვლა. ეს ახალი ველოსიპედი არაა, ამას იყენებს ბევრი ქვეყანა. ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილებები”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

  • რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას, ვიდრე ამაზე ისაუბრებს – ოსტინი 3+3 ფორმატზე

    “ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს”

    თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა 3+3 ფორმატზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

  • საქართველომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები აშშ-ს მხარდაჭერის გამოსაყენებლად – ოსტინი

    აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, მემორანდუმი, რომელსაც საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერს, ხაზს უსვამს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, “დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”.

    მისივე თქმით, საქართველომ, თავის მხრივ, უნდა შეასრულოს ვალდებულებები.

    “საქართველოს მთავრობამ თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რათა გამოიყენოს აშშ-ს მხარდაჭერა. გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დააკავშირებისთვის.” – თქვა ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    მან ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის.

  • კომპანიებს აკოტრებდა, ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა – კალაძე მელიაზე

    თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას “დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია”.

    ის არჩევნების მეორე ტურში თავის კონკურენტს კომპანიების გაკოტრებაში ადანაშაულებს.

    “კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა”,– ამბობს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

    ის მოუწოდებს ამომრჩეველს, დაასრულონ “ბოლშევიზმი და ბოროტება”, რასაც, მისი აზრით, ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს.

  • დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, რასაც განასახიერებს ენმ! – კალაძე

    “დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი – ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს დავუბრუნდებით. თუმცა არც უნდა დავივიწყოთ, რომ ვიცოდეთ, რა გზა გამოვიარეთ და რა შეცდომები დავუშვით.

    2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ამომრჩევლის ხმა კი გადამწყვეტია. ჩემი თხოვნაა, 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში”

    განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

  • ვინ არის ქალი, ვინც ღამით საბურთალოზე მოკლეს – ახალი დეტალები

    არსებული ინფორმაციით, თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა. ის ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და მის დაბრუნებას ითხოვდა.

    ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

    დღეს ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ ღამით, საბურთალოზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან 7-ჯერ ესროლეს.

    ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მკვლელობა. პოლიციას დამნაშავე არ დაუკავებია.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • “ოცნების” მთავარი კამპანია არის კლიპი, რომელსაც აწერია “ნაცობა სირცხვილია” – დეკანოიძე

    “არ დავაშეარებ აქ… წარმოუდგენელი სიბინძურეა.

    9 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” მთავარი კამპანია არის კლიპი, რომელსაც აწერია “ნაცობა სირცხვილია”.

    ქართული ოცნების ოფიციალურ ფბ-ზე მოწოდებაა ოპოზიციური პარტიის განადგურებისკენ”

    წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე “ქართული ოცნების” კლიპზე, რომელსაც ჰქვია “დავასრულოთ ნაცები, ნაცობა სირცხვილია”.

  • ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს – ლეონ გელოვანი მეუფე შიოს

    უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი პატრიარქის მოსაყდრე შიოს განცხადების ეხმიანება და ამბობს, რომ “ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს”.

    ის მეუფე შიოს თავისივე ძველ ქადაგებებს ახსენებს, სადაც მეუფე მრევლს მიტევებისკენ მოუწოდებს.

    “მიტროპილიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისასვე შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა. საბავშვო სახარებები იყიდება, სულ რამდენიმე გვერდია და ფერად ფურცლებზეა ნაბეჭდი, ადვილი წასაკითხია უწიგნური კაცისთვისაც, თუნდაც მას მაინც რომ გადახედოს, აუცილებლად ნახავს რა იგულისხმება ,,მოკვეთაში” და რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს.

    თუმცა სახარება რა მოსატანია მეუფე შიოსთვის, იქიდან არ დავიწყებ ციტატების ძებნას, როცა საქართველოში გვყავს თეოლოგიის დოქტორი, მეუფე შიო მუჯირი და მისი ძველი ქადაგების სიტყვებს მოვიყვან – ” თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე- აზრი არ აქვს”, ”მიუტევებელი წყენა, როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, (18.02.2018) “სულიწმინდა ვეღარ მოვა შენთან, თუ შენ არ პატიობ შენს მოყვასს, თუ გულში გაქვს მიუტევებელი წყენა, მრისხანება” (01.03.2020)” , – წერს ლეონ გელოვანი Facebook-ზე.

    მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

    პატრიარქის მოსაყდრე შიომ გუშინ საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით თქვა, რომ “სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს ბოროტება” და ზოგიერთი ადამიანი უნდა “მოიკვეთოს”.

  • დავით სერგეენკო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

    “ნამდვილად ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად, ყოფილი პრეზიდენტია, თუ რომელიმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ის ექიმები, რომლებიც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ რათა გართულებები არ იყოს. პირადად მას, როგორც ექიმი, მოვუწოდებდი, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და საფრთხეს ნუ უქმნის თავის ჯანმრთელობას”,– თქვა სერგეენკომ.

    ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.