Category: სლაიდერი

  • ისევ დადგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა, ამ წრიდან ვერ გამოვედით – კულუმბეგოვი

    “ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც ორი-სამი თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ახლა ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა – ამ წრიდან ვერ გამოვედით.

    10 თვის განმავლობაში, ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.

    ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5 000-მდე ადამიანის ინფიცირება – ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი ციფრი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება”

    განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა პალიტრანიუსის ეთერში.

  • სააკაშვილის დაპატიმრება მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა, მათ ვნებს – ბრაიზა

    სააკაშვილის დაპატიმრება მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა, მათ ვნებს – ბრაიზა

    სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ “სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა”.

    “იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემთავრებინა, მთავრობამ ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, რომ ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია”, – ამბობს ბრაიზა.

    მისი აზრით, მთავრობას შეეძლო, სააკაშვილი არ დაეპატიმრებინა, ახლა კი ეს “პოლიტიზირებულ დაკავებად გამოიყურება და მთავრობას ძალიან ვნებს”.

    ბრაიზა აღნიშნავს, რომ დეესკალაციისთვის გზები არსებობს, მაგალითად, დაინიშნოს “ნამდვილი სასამართლო” იმ ბრალდებებზე, რომელიც მას წაყენებული აქვს.

    “საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი,მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი და ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ.

    ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია არაჯანსაღია, რომელშიც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნებით აპატიმრებს”,– აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

  • ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობს, კრემლია – ჰოჯესი სააკაშვილის პატიმრობაზე

    “ქართველი ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენს მეგობრებზე დასავლეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ქართველი მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან ძლიერი, რუსულ კორუფციას უნდა ებრძოლოთ და უნდა გყავდეთ წარმატებული ინსტიტუციები, ეს არ ხდება იმიტომ, რომ თქვენ უბრალოდ გაახაროთ აშშ, ეს ხდება იმისთვის, რომ ქართველებმა თავი დაიცვან კრემლის აგრესიისგან და ერთადერთი ხალხი, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციისგან სარგებელს ნახულობს, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები”

    განაცხადა შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა ფორმულას ეთერში.

  • საკუთარი თავი და ეგზარქოცი შიო მართლა ეკლესია ჰგონია? – გვარამია ჯაღმაიძეზე

    მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმიანება ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გვარამიამ “ეკლესიას ომი გამოუცხადა”.

    “საპატრიარქოს დაჯღანაიძემ განაცხადა, გუშინელი გადაცემით გვარამიამ ომი გამოუცხადა ეკლესიასო.

    ნეტა, ამას საკუთარი თავი და ეგზარქოცი შიო მართლა ეკლესია გონიათ? ეგონოთ. ცოტა ხანი კიდევ ეგონოთ”,– წერს გვარამია.

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ “გუშინდელი გადაცემით, ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს”.

  • 14 ოქტომბრის აქცია არ უნდა დაშლილიყო, უნდა გაგრძელებულიყო – ჩარკვიანი

    „ძალიან მომეწონა ის ძალიან დიდი აქცია, 14-ში რომ გაიმართა, მაგრამ მე უფრო რაღაც სხვა ტემპების მომხრე ვარ. ეს არის პიროვნული და არავითარი დაპირისპირება აქ არ არის. კაცი, როცა შიმშილობს და ყოველდღე მძიმდება, მე, მაგალითად, ვთვლი, რომ ის აქცია არ უნდა დაშლილიყო, 14 ოქტომბრის აქცია უნდა გაგრძელებულიყო. ეს ჩემი აზრია.

    14-ში იყო ბრწყინვალე აქცია და მომინდებოდა, რომ ეს აქცია არ დაშლილიყო. მინდა, რომ გაიმარჯვოს იმ კოალიციამ, მაგრამ მეორე ტურამდე დიდი ამბავია ჩვენ ქვეყანაში. შეიძლება თავი მოეჭრას სამუდამოდ ქვეყანას, ეს არის ის, რომ დაიღუპოს მესამე პრეზიდენტი, ამას ისტორიულად ვერ გადაიტანს საქართველო, მერწმუნეთ“

    განაცხადა “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, 14 ოქტომბერს თბილისში მიხიელ სააკაშვილის მხარდასაჭერად მრავალთასიანი აქცია გაიმართა.

  • დიდი ალბათობით, ორივეს გადავხაზავ – ელისაშვილი მეორე ტურზე

    “არ ვიცი. შეიძლება არ მივიდე არჩევნებზე, შეიძლება მივიდე და ორივე გადავხაზო. დიდი ალბათობით, ორივეს გადავხაზავ”

    ამბობს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

  • “შეიძლება, ის უფრო ფართომასშტაბიანი იყო” – მდინარაძე სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს

    “შეიძლება, ის უფრო ფართომასშტაბიანი იყო” – მდინარაძე სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს

    ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მათი პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ კლიპზე ამბობს, რომ ამით საზოგადოებამ ნაციონალური მოძრაობის “მძიმე ცოდვები“ უნდა გაიხსენოს.

    ის მიხეილ სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს და ამტკიცებს, რომ ეს სიძულვილის ენა არ არის.

    „როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე, ეს შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი იყო, სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ.

    ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ. ასევე ხედავთ ციხესთან გამართულ აქციას, სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი, იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველით“,- განაცხადა მდინარაძემ.

  • უარი თქვით გაყალბებაზე, აირჩიეთ სამშობლო – სააკაშვილი საჯარო მოხელეებს

    უარი თქვით გაყალბებაზე, აირჩიეთ სამშობლო – სააკაშვილი საჯარო მოხელეებს

    “მიმართვა საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს და სხვებს.

    ჩემო ძვირფასებო, ალბათ ნახეთ 14 ოქტომბერს უზარმაზარი შეკრება თავისუფლების მოედანზე. 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვდა ქვეყნის და არა მარტო პირადად ჩემს გათავისუფლებას. შეიკრიბა სიყვარულით და დიდი შერიგების მოთხოვნით. ჩემთვის ეს შეკრება და მისი სულისკვეთება უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ რეჟიმს აღარანაირი სერიოზული დასაყრდენი არ გააჩნია საზოგადოებაში. მისი არსებობის ბოლო დღეებში, რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენზე ძალადობას და შეეცდება ბოლომდე გამოგიყენოთ არჩევნების გასაყალბებლად. თუმცა ვერანაირი გაყალბება მათ ვეღარ უშველის – მათ სრულიად დაკარგეს მთავარი, ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამის გარეშე კი არჩევნებში ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს.

    მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის.

    მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.

    მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში. ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.

    ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს.
    მეგობრული სალმით მიხეილ სააკაშვილი”

    წერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში.

  • გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე, რათა არ დავუშვათ ენმ-ს რევანში – TV იმედი

    ტელეკომპანია “იმედი” აცხადებს, რომ გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რათა არ დაუშვას ნაციონალური მოძრაობის “რევანში”.

    “2 კვირაში გადამწყვეტი მეორე ტურია. “ნაციონალური მოძრაობა” ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება.

    “იმედი” დგას იქ, სადაც აქამდე იდგა და ამ არჩევნების წინაც, ჩვენი სარედაქციო პოზიცია იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს.

    “იმედი”, როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად”,– აცხადებს იმედი.

    ტელეკომპანიის განმარტებით, მათ მისიას წარმოადგენს, “ილაპარაკონ სიმართლე და არ დაუშვან წარსულის დაბრუნება”.

    “„იმედი“ არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი.

    დღეიდან “იმედი” ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

    ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის “იმედის” სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

    „იმედი“ შეგახსენებთ ჩვენი ქვეყნის უმძიმეს წარსულს, რომ აღარასდროს დავუბრუნდეთ მას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. აქ იმედია!”,– წერი ტელევიზიის განცხადებაში.

  • “ფარისევლურია” – გია ვოლსკი 72 ევროპელი პოლიტიკოსის წერილზე

    “ფარისევლურია” – გია ვოლსკი 72 ევროპელი პოლიტიკოსის წერილზე

    პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი 72 ევროპელი პოლიტიკოსის, მათ შორის, 25 ევროპარლამენტარის ღია წერილს “ფარისევლურს” უწოდებს. წერილში გავლენიანი პოლიტიკოსები სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

    “ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულებებშია მხილებული იგი საზოგადოების მიერ. საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა. უამრავი ნაწამები ადამიანი და არამარტო ნაწამები ადამიანი, ღირსებაშელახული ადამიანი, დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები, ყველანი, თითოეული მათგანი, უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზეც, რომლის ისტორიაზეც, რომლის ყოველდღიურობაზეც გადაირა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა”, — ამბობს ვოლსკი.

    ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ანალიტიკოსები, ყოფილი ელჩები და გავლენიანი პოლიტიკოსები ევროპიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ვიდრე მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.