Category: სლაიდერი

  • როგორც თქვენი ყოფილი უმაღლესი სარდალი მოვითხოვ შეწყვიტოთ შიმშილობა – სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს მიმართავს

    როგორც თქვენი ყოფილი უმაღლესი სარდალი მოვითხოვ შეწყვიტოთ შიმშილობა – სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს მიმართავს

    “როგორც თქვენი ყოფილი უმაღლესი სარდალი მოვითხოვ შეწყვიტოთ შიმშილობა”- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ იმ სამხედროებს მიმართავს რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს ყოფილ პრეზიდენტს და შიმშილობა დაიწყეს. სააკაშვილის მორიგ მიმართვას, ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

    ”გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე.”, – ნათქვამია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

  • ვის ასრულებთ, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? – სამადაშვილი “ოცნებას”

    “ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ისინი უნდა დასრულდნენ?! ამას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს? ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა სადაც ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს?”

    მიმართა ფრაქცია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს. ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა “უნდა დასრულდეს.” პრემიერი ღარიბაშვილის განმარტებით, მათ პარტიის დასრულება სურთ და “ამომრჩეველი არაფერ შუაშია”.

  • კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს – ნონა ქურდოვანიძე

    “კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს”- ამის შესახებ,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. მისი თქმით,  დღეს 19 ოქტომბერს,  სასამართლომ ცესკოს მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ წარდგენილ სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა და კუჭავას ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

    “კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამართლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად “მოულოდნელად”, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა”.- წერს იურისტი ნონა ქურდოვანიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

    ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რომელმაც დილით საარჩევნო უბანზე, აგიტაციის წესი დაარღვია და უბანზე ხმის მისაცემად, “ქართული ოცნების” პირბადით მივიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია და აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებდა.

  • მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი არ დავუშვა მოძალადე რეჟიმის დაბრუნება – კალაძე

    თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, არ დაუშვებს “მოძალადე რეჟიმის” დაბრუნებას.

    „მეგობრებო, არჩევანი ძალიან მარტივია. ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით. ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია. ამის უფლებას არავის მივცემთ. არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება მოძალადე რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში. პირადად მე, მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი ეს არ დავუშვა”,- ამბობს კახი კალაძე.

    ის ნაციონალურ მოძრაობაზე სიძულვილის ენით საუბრობს, პარალელურად კი ამბობს, რომ “ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი და ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით”.

    “უნდა დასრულდეს ბოროტება, შეურაცხყოფები და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველანი ერთად. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან დღეს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას რაც ყველაზე მეტად ჭირდება, არის მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა. სხვანაირად შეუძლებელია, მეგობრებო. შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი, კულტურის მიმართულებით რაიმე პროექტის განხორციელებაზე ფიქრი, თუ ქვეყანაში იქნა არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი.

    ამიტომ, თითოეული თქვენგანის როლი ამ არჩევნებში არის მნიშვნელოვანი. ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა. ქალაქს დღეს ჭირდება ეს – განვითარება და აღმშენებლობა“, – აცხადებს კახა კალაძე.

  • ფულს უკეთესში რაში დავხარჯავთ? – ხაბეიშვილი სკოლებში უფასო კვებაზე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება ნიკა მელიას დაპირებას თბილისის სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს დაახლოებით 50-70 მილიონი დაჯდება.

    მისი თქმით, “ფული არ მოტყდება”, რითაც გამოთავისუფლდება კვებაში დასახარჯი თანხა.

    “უფასო კვება დედაქალაქის სკოლებში ბიუჯეტს დაუჯდება წელიწადში 50-70 მილიონი ლარი და გამოიკვებება 150 000-მდე ბავშვი. რა არის ამაში წარმოუდგენელი და არანორმალური? ზუსტად იმდენივე, რამდენიც კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი ტენდერიდან “მოტეხა”.

    არ მოტყდება ფული და მივა მოსახლეობამდე. უკეთესში რაში დავხარჯავთ? სკოლის კვებაში ამდენი თანხაო და 265 მილიონი ლარი ფეხბურთისთვის რომ დაიხარჯა უკანასკნელ
    წელიწადში, რა მივიღეთ? აი ეგ არის წყალში და კობიაშვილ-კალაძის ჯიბეში გადაყრილი მილიონები”,- წერს ხაბეიშვილი.

    ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე თბილისში გამოჩნდა ნიკა მელიას ბანერები, რომელზეც წერია დაპირება – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.

  • ვინც ხელს აწერს, სააკაშვილის დანაშაულის თანამონაწილეა – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

    ვინც ხელს აწერს, სააკაშვილის დანაშაულის თანამონაწილეა – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

    “ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელწმიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან”

    ასე ეხმაურება, მმართველი პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე,ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილს. საქმე ეხება, ევროპარლამენტარების წერილს, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულამ” ექსკლუზიურად მოიპოვა და საუბარია, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა.

    ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული – ევროპარლამენტარები სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

  • ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის – პრემიერი

    “მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. სია არ მინახავს, მაგრამ რაც მომიყვნენ, სხვათა შორის ბევრი, ქართული გვარებიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, არ ვიცი.

    მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია ხალხი რას იტყვის”

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 25 ევროპარლამენტარი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

  • ვითომ შიმშილობს, უნდა, ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    “ეს არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია.

    დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები, არავის ამ ქვეყანაში არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მეორე ამის უფლებას არავის მივცემთ”

    განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ნაცმოძრაობა – კობახიძე

    “ნაცმოძრაობის დამთავრებას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ ნაცმოძრაობა დღემდე ინარჩუნებდა საკუთარ თავს და ამის საშუალებას მას მათ შორის აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის,  რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს თავისი მოპარული ფულით კიევიდან და დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე, ყოველ წელს იყო პოლარიზებული არჩევნები. როგორც კი რაღაც პროცესები მიდიოდა სწორი მიმართულებით, წამოყოფდა ხოლმე თავს ნაცმოძრაობა არჩევნების წყალობით. ახლა მათი ლიდერი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ნაცმოძრაობა.

    ამისათვის საჭიროა 30 ოქტომბერს მობილიზაცია ოცივე მუნიციპალიტეტში, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში”

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • ჭკვიანად მოიქცნენ, თორემ მოხვდებათ ცხვირში – ღუდუშაური ენმ-ზე

    “ჭკვიანად მოიქცნენ, თორემ მოხვდებათ ცხვირში – აი მაგას ნიშნავს, როცა კანონს დაარღვევ და, რა თქმა უნდა, ფეხქვეშ გაიფენ ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, აქ კანონი იმუშავებს.

    ირონია არ გინდათ. აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ, ბუნებრივია, და ეს კამპანია ბოლომდე მიიყვანს, არსად არაფერი არ წაგვიგია. ქართულ ოცნებას არასდროს, არაფრის არ ეშინია. ნაცებს, რაც შეეხება, ბოლო ლურსმანს ქართველი ხალხი, მათ შორის 30-ში, დააჭედებს”

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ნაციონალურ მოძრაობაზე.