Category: სლაიდერი

  • გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი

    85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

    რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974).

    პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

    დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

  • ინფლაცია არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა – ეკონომიკის მინისტრი

    “ჩვენ ვხედავთ, რა არის ნომერ პირველი მიმდინარე პერიოდის გამოწვევა, ეს არის ფასების ზრდა, მაღალი ინფლაცია. ამაზე ადრეც გვისაუბრია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული – ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან წინა პერიოდში ჩვენ არასდროს გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან ის 3-4% გვქონდა წლიური ინფლაცია. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ COVID-19-ის გამო და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. მაგალითად, წინასწარი შედეგები რომ ვნახოთ, იგივე აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა ასული, მაღალგანვიათარებულ ევროპულ სახელმწიფოებშიც, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზეა, თურქეთში – ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა და 36%-ს აღწევს წლიური, თან მიმდინარეობს ლირის დევალვაციის ფონზე, როდესაც ჩვენი ეროვნულ ვალუტა, ლარი არის საკმაოდ მყარი და სტაბილური.

    განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, FAO-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს [ფასების ზრდა] არის პანდემიის მომყოლი ეფექტი და ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს”

    ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

  • ენმ-ში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ – დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

    ენმ-ში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ – დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

    ნაციონალურ მოძრაობაში დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს საკადრო გადაადგილებებს.

    “პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ამიტომ გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა არ გადაწყვეტილების შემდეგ, როცა კოლეგები ერთად ვისმსჯელებთ, საჯარო გახდება ამის შემდეგ”,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

    მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს უთხრან, რას მიიღებენ ისინი, მას შემდეგ, რაც “რუსი ოლიგარქის რეჟიმი დასრულდება”.

    ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშილის დაპატიმრებთ ხელისუფლება აპატიმრებს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციასა და 200 ათასი სამუშაო ადგილს,

  • იქნება ციხეში თუ არა, ამაზე არაა დამოკიდებული პოლიტიკური პროცესი – ხუციშვილი სააკაშვილზე

    “ის, რომ პოლიტიკური პროცესი არის დასტაბილურებული, ეს სახეზეა ისედაც. კონკრეტული ადამიანი, რომელსაც უკვე არამხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული, არამედ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოტანილი — იქნება ციხეში თუ არ იქნება ციხეში, ბუნებრივია ამაზე არ არის დამოკიდებული პოლიტიკური პროცესის მიმართულებით იქნება სიმშვიდე თუ არა”

    ამბობს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მიხეილ სააკაშვილზე.

  • ჯანდაცვის სისტემა მზადაა, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას – მინისტრი ომიკრონზე

    “1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა”

    თქვა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • “ღარიბაშვილის ხილვები” – მამა პეტრე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე

    “საწვავის, საკვების, კომუნალურების, ტრანსპორტის გაძვირება და სახელფასო ფონდის პრაქტიკულად არ არსებობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთად შეგვიშვეს გაზის კამერაში, მოგვიხურეს კარები და მალე დაველოდოთ, როდის გავიგუდებით!..

    ამ ყველაფრის ფონზე როგორ მანადგურებს მთავრობის მეთაურის შემზარავი სიტყვები-,,ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას”- ღარიბაშვილის ხილვები.

    აი, ამ სიტყების გაგონება იყო ბოლო ტყვია, რამაც გული გამიგლიჯა!..”

    ასე ეხმიანება მამა პეტრე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

  • შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, იანვრიდან ვიწყებთ – ღარიბაშვილი

    “წლეს ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი, ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა, ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე. ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითები დაამუშავეს, ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს, შევქმნით 10 000-ობით ახალ სამუშაო ადგილს, უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე, აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურებულია, ახლა – საქმე, საქმე და საქმე – პრემიერი

    პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურებულია, ახლა – საქმე, საქმე და საქმე – პრემიერი

    “მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ”

    ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

  • ვაპირებთ, გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რაც გააიაფებს მედიკამენტების ფასებს – პრემიერი

    “კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა. ვაპირებთ, გავხსნათ თურქეთის ბაზარი, შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ძალიან გააიაფებს ფასებს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რაც გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით”

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

  • ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ – ღარიბაშვილი

    “მინდა ყველა მინისტრს მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ, პირიქით. გასულ წელს, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის, იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებას, მაგრამ ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, უფრო შემართებით, მობილიზებით, რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას საჭიროებს”

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.