Category: სლაიდერი

  • ენმ ჩამოშლილია, არ გაგვიკვირდება, თუ მალე პოლიტიკური ორბიტიდან გაქრება – მიქანაძე

    „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია და არ გაგვიკვირდება, თუ ის მალე პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება. ამის მანიშნებელია ის შიდა დაპირისპირება, რომელიც სააკაშვილის მომხრეებსა და მელიას მიმართულებებს შორის, უკვე რეალურად საზოგადოდ აშკარა გახდა, როდესაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს კობა ნაყოფია და შეასუსტეს ნიკა მელიას უფლებამოსილებები. ამავდროულად, მათი გადაწყვეტილებები არის ქაოტური – ისინი ხან შემოდიან პარლამენტში, ხან გადიან – თვითონ არ იციან, რას აკეთებენ”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ენმ-ზე.

  • ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.07 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0893 ლარი გახდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.02 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5002 ლარს შეადგენს.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 12 იანვრიდან შევა.

  • ვემზადებით მასშტაბური გამოსვლებისთვის რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად – ხაბეიშვილი

    “პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონებში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პროდუქტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს”

    ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე.

  • ოზურგეთის მერის თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

    არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო.
  • ივანიშვილისგან შემოთავაზება გვქონდა, მგონი შარშან, იქნებ დავამთავროთო – ხაზარაძე

    “ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. აქვე გეტყვით, რომ შემოთავაზებაც გვქონდა, მე მგონი შარშან, იქნებ დავამთავროთო, ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ მას რა უნდა იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა.

    ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში, მე არ მინდა ჭაობში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გინდათ, მაგრამ ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო ამ შემთხვევაში, არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე და თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული”

    თქვა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

  • პირადად მამუკას და ბადრის ჩემი მეგობრული თანადგომა! – მელია

    “ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ,,სასამართლო პროცესზე” ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების!

    ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე – ზეწოლით, დაჭერის , შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!

    მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.

    ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა – რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!

    ახლაც ასე მჯერა – ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!

    პირადად მამუკას და ბადრის კი
    ჩემი მეგობრული თანადგომა!

    პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა – მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!”

    წერს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

  • ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე – მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

    ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა დასრულდა. ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

    მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 11 საათზე გამოაცხადებს.

    ცნობისთვის, სასამართლო განიხილავს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს, რომლის ფიგურანტები არიან ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

    ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.

  • დავით სარალაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

    ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, განესაზღვრა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატი, დავით დადიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

    შსს-მ გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავა. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ მენაბდემ გიორგი ჯანაშიასა და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

    მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

  • მამუკა ხაზარაძე სასამართლო დარბაზში დააბრუნეს

    შესვენების შემდეგ მამუკა ხაზარაძე სასამართლოს დარბაზში დააბრუნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, თუმცა დაცვის მხარეს სთხოვა, მისთვის განემარტათ, რომ იგივე არ გაემეორებინა.

    ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბრალდების მხარესთან შელაპარაკების გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

    “ამათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მოსულა აქ. კიბატონო, გავალ იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო, ეს არის მარაზმი, ბიძინას მონები ხართ თქვენ!”, – თქვა ხაზარაძემ სხდომის დატოვებისას.

    დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოცხადოს.

    https://www.facebook.com/kavkasiatv/videos/456440445859728

  • თებერვლის I დეკადაში დღიურად შეიძლება იყოს 60 000-მდე შემთხვევა – გამყრელიძე

    “ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება, დაახლოებით, 20-30%. ანუ დღიურად შეიძლება გვქონდეს 10 000-12 000, 15 000-მდე შემთხვევის დატვირთვა. დარწმუნებული ვარ, ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ერთდროულად გვქონია 6 500-მდე შემთხვევა აგვისტოში.

    დღევანდელი მონაცემებით, ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან 10%-მდე, მაშინ, როცა დელტას დროს ეს მაჩვენებელი იყო 12-15-20%-მდე. ჩვენ დელტას დროს, დაახლოებით, 17-18% გვქონდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, უფრო აგრესიულად და უფრო მძიმედ მიმდინარე. ამიტომ აქ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება”

    ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.