Category: სლაიდერი

  • პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

    პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

    პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

    “თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს თიბისი ბანკი-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

    აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

    ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

  • სასამართლომ მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, უბრალოდ სხვა შეფასება მისცა ბრალდებას – პროკურორი

    “სასამართლომ მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, უბრალოდ სხვა შეფასება მისცა ბრალდებას “- განაცხადა, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

    “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში, დიდი ოდენობით, ჯგუფურად. სასამართლომ უბრალოდ კვლაფიციკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას. მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

    ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისათვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ”, – თქვა პროკურორმა.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

  • პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! – სარჯველაძე განაჩენზე

    პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! – სარჯველაძე განაჩენზე

    “პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! ” –  ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    “სამი წერლი მიმდინარეობდა განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩადენილია და რომელიც საკამათო არ არის, რომ ნამდვილად ჩადენილი ყოფილა, ის ფაქტები, სასამათლომ თქვა, რომ ჰქვია სახელი არა ამ დანაშაულის სახელი, არამედ სხვა დანაშაულის სახელი, აი ეს გავიგეთ. პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ თქვა, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! ამას მეუბნებით?!”, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

  • როცა ციხით ვეღარავის აშინებ, აღარც არავის ეშინია ამ შენი მთხლე ავტოკრატიის – ლაშა ბუღაძე

    ”ყველა ყვარყვარე თუთაბერს რომ ემსგავსება ბოლოს – როცა მთელი ქვეყანა “დამნაშავეა”, მაგრამ უკვე აღარც ძალა გაქვს და აღარც შნო, ყველა დაიჭირო. როცა ციხით ვეღარავის აშინებ, რაკი აღარც არავის ეშინია ამ შენი მთხლე ავტოკრატიის… ხომ გვახსოვს, როგორ გაიპარა ბოლოს ყვარყვარე?”

    ასე ეხმაურება, მწერალი ლაშა ბუღაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

  • ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა – მელია

    “ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა”- ასე აფასებს, ენმ-ის თავჯდომარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით.

    „სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები გახდნენ. რა თქმა უნდა, პრობლემა არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე თავს დაცულად ვერ იგრძნობს. ფაქტია – ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება და თითოეული ადამიანის ყოფა ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ეს სამწუხაროდ არის აქსიომა. ამიტომ ამ მძიმე რეალობას რაც მალე შევცვლით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისათვის. ამ რეჟიმის დასამარცხებლად ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ! ერთიანობა და კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. არც ისეთი დიდი ხანი გვაშორებს იმ მომენტს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

  • “პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე!” – ვატო წერეთელი

    “პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე!” – ასე გამოეხმაურა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

    “პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. სამი წელი რატომ გვატარეს?! პრაქტიკულად 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ, რისთვის ვიარეთ სასამართლოზე? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას, რაც არის, კი, შეიძლება ციხეში არ მიდის, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებთ. რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც არც გამოძიებაა ჩატარებული, არც არაფერი, აუცილებლად გავასაჩივრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთელი სამყარო არ ცნობდა, რომ არანაირი გათეთრება არ იყო პროკურატურის გარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის”, – განაცხადა ვატო წერეთელმა. 

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

  • სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა – ბადრი ჯაფარიძე

    სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა – ბადრი ჯაფარიძე

    პარტია “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ  სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყევტილებას ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით გაასაჩივრებენ. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში.

    ”ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა მუხლი, ფულის გათეთრების, მოახდინა გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

    მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ, ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში” –  განაცხადა ჯაფარიძემ.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

  • მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს სასამართლომ პატიმრობა არ მიუსაჯა

    მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

    ავთანდილ წერეთელს პროკურატურა  ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

  • ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

    დღეს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.  მოსამართლე საბოლოო განაჩენს  11:00 საათზე გამოაცხადებს.

    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტრია ლელოს ოფისში დაელოდებიან.

    ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

  • საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის – იან კელი

    “საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის ” –  ამის შესახებ,  აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

    ვფიქრობ, უკრაინელებს შეუძლიათ ისწავლონ ქართველების 2008 წლის გამოცდილებიდან. მნიშვნელოვანია, რომ არ უპასუხოთ პროვოკაციებს. დაიცავით თქვენი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ გადახვიდეთ თავდასხმაზე.

    მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

    ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის.