Category: სლაიდერი

  • მინდა, დავაკაკუნო, ომიკრონის შემთხვევები ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარეობს – გამყრელიძე

    “მინდა დავაკაკუნო [ხეზე], რომ ჯერჯერობით ომიკრონით გამოწვეული შემთხვევები, დელტასთან შედარებით, მიმდინარეობს მსუბუქად და ეს შემთხვევების მაღალი რაოდენობის მიუხედავად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოდნავ მშვიდად ვიყოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ერთდროულად თუ ბევრი შემთხვევა იქნა, მაშინ სხვა სურათი იქნება”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

  • ე.წ. ანტირეკორდი გვაქვს, 7521 შემთხვევა არ ყოფილა პანდემიის პერიოდში – გამყრელიძე

    “დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი 7521, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე, მოგეხსენებათ, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი, ერთადერთი პოზიტივია ის, რომ სიკვდილიანობა თანდათან იკლებს.

    ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% არის გამოწვეული ომიკრონით, ხოლო თბილისში 65%, დანარჩენ რეგიონებში ეს წილი გახლავთ 30-35%”

    თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

  • დადასტურდა COVID-19-ის 7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

    დადასტურდა COVID-19-ის 7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი, ხოლო 3160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 9 290 პირი.

  • ენმ სასამართლოზე გავლენების შესანარჩუნებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს – სარჯველაძე

    “ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ის გავლენები სასამართლოზე, რომელიც მას ოდესღაც ჰქონია, თუკი რაიმე შესაძლებლობა აქვს”

    ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, უნდა შეიქმნას იმ ადამიანთა შავი სია, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკურად დევნიან, ეს სია კი საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდოთ მათ დასასანქცირებლად.

  • ასეთი ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდება, ერთიანობით შევძელით – ყაველაშვილი ენმ-ზე

    „ირაკლი [კობახიძე] ყოველთვის წარმატებული იყო. შეიძლება, ბევრს აღიზიანებს ოპოზიციურ ფლანგზე ამ ადამიანის ასეთი პირდაპირი და შემართებითი დამოკიდებულებები. ის არ არის მარტო, ჩვენ გუნდი ვართ და ყველაზე ნათლად ჩანს, რომ ის არის გუნდის ლიდერი და ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი. სწორედ ამ ერთიანობით შევძელით, რომ ასეთი მავნებლური და ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდება“

    ასე ეხმიანება ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ წლის შეჯამებას.

  • “რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე

    “რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე

    “რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილებს შორის მედიაციაზე ნინო ლომჯარიას შეთავზებას.

    “რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესის?…ღმერთმა ქნას მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას. აქ მთავარია შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა”,- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

    დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  განაცხადა, რომ მზადაა, დევნილებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.  16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

  • ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა – თეთრი სახლი რუსეთთან დაკავშირებით

    ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე რეაგირებისკენ იქნება მიმართული. ეს ამ დღეებში მოხდება – განაცხადა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის კვირას ტელეკომპანია “სი-ბი-ესს” (CBS) ესაუბრა და ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკა “ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა”.

    განცხადება ვაშინგტონის მაღალჩინოსანმა რუსეთთან ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მოსკოვთან შეთანხმებას გასულ კვირაში ჯერ ამერიკის, შემდეგ ნატოს და ბოლოს ეუთოს წარმომადგენლები ცდილობდნენ. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული, რაც შესაძლოა, სუვერენულ სახელმწიფოში კრემლის მორიგი შეჭრის საწინდარი იყოს. ამერიკის შეშფოთებას ევროკავშირი და ნატოც იზიარებენ. გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკებები სწორედ ამ საფრთხის განეიტრალებას ემსახურებოდა.

    “მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩვენს მოკავშირეებთან, მათ შორის უკრაინასთან” – თქვა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატების სამომავლო ნაბიჯებიც კოორდინირებულად გადაიდგმება. “შემდგომი ნაბიჯების თაობაზეც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და მომავალი კვირის დასაწყისში მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ”.

    “მთავარი ამ ყველაფერში კი ისაა, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ. თუ რუსეთს სურს დიპლომატიური არხებით [მუშაობა], აბსოლუტური მზაობა გვაქვს, ეს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდეს” – აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. “თუ რუსეთს სურს ინტერვენციის და ესკალაციის გზით წასვლა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, რომ გვქონდეს მყისიერი რეაგირება”.

    დასავლეთთან გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად, 16 თებერვალს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთი და რუსეთი “სრულიად განსხვავებულ არხებზე” იმყოფებიან. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კვირას ამერიკულ ტელეკომპანია “სი-ენ-ენს” (CNN) უთხრა: “ჩვენს შორის გარკვეული ურთიერთგაგება არსებობს, თუმცა ზოგადად, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ განსხვავებულ არხზე ვიმყოფებით, სრულიად განსხვავებულ არხებზე. ეს არ არის კარგი. ეს შემაშფოთებელია”.

    მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს წაუყენა მოთხოვნების მთელი სერია, რაც ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. მათ შორის, მოსკოვი ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტას და უკრაინის და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებას. დასავლეთის ოფიციალური პირები დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება გამორიცხულია, ვინაიდან ეს სუვერენული ქვეყნების განუყოფელი უფლებების ნაწილია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

    უბედური შემთხვევა წალენჯიხაში – წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

    20 წლამდე ახალგარდა კაცმა ტირის თოფიდან შემთხვევით გაისროლა.

    დამატებითი დეტალები  ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! – ლევან იოსელიანი

    “როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?!”-  ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე იკავებს მთავარ პოზიციებს.

    თუ გადახედავთ რა პოლიტიკოსები, რომელი კადრები წამოწიეს წინ და ვინ ჩააჩოჩეს, მიხვდებით, რომ პირიქით, – ძველი, 2012 წლამდე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სახეების წამოწევა ხდება და იმ ადამიანების, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით იმ ბრალდებებში, რაც მათ მიმართ სამართლიანად არსებობს, პრაქტიკულად, გვერდზე გაირიყა. ახალი სახეების შემოყვანა კი არა, ძველი სახეების წამოწევა ხდება, რომლებთანაც არის დაკავშირებული მთავარი პრეტენზიები. როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! საერთოდ, როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ადამიანი ერთმანეთს?! – ეს მიუთითებს ტენდენციაზე, რომ განახლების საპირისპირო პროცესი მიდის. საბოლოოდ ეს პარტია დარჩება იმ ადამიანების ამარა, ვინც თავიდანვე იყვნენ ამ პარტიაში და მიხეილ სააკაშვილიც ამყარებს თავის ძირითად იმედებს. პირველ პირთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე იკავებს მთავარ პოზიციებს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

  • ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

    ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

    ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

    მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.