Category: სლაიდერი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას გაესაუბრა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წერს, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის საგარეო მინისტრთან ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

    “NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ხანმმოკლე გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,” – წერს დარჩიაშვილი Twitter-ზე.

  • ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0836 ლარი გახდა.

    ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 0.56 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3577 ლარი ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • სამართლიან შეთანხმებას გთავაზობთ – მსოფლიო გვეხმარება, ჩვენ პუტინს ვამარცხებთ – კულება G7-ს

    “მადლიერი ვარ დიდი შვიდეულის მინისტრების, რომ მომიწვიეს. უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ახალ ეტაპზე გადასვლის გზები განვიხილეთ.

    უკრაინა გთავაზობთ სამართლიან შეთანხმებას: მსოფლიო გვეხმარება ყველაფრით, რაც გვჭირდება, ჩვენ ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში”

    უკრაინის საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას შეთავაზება დიდი შვიდეულის ქვეყნებს.

  • ლავროვის თქმით, კიევი უხვევს სტამბოლში შეთანხმებული დებულებებიდან

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, 6 აპრილს კიევმა მოლაპარაკებების ჯგუფს წარუდგინა თავისი შეთანხმებების პროექტები, “რაც აშკარად აჩვენებს გადახვევას 29 მარტს სტამბოლის შეხვედრაზე დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან”.

    ლავროვი ირწმუნება, რომ სტამბოლის დოკუმენტში კიევმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები არ ვრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე, გუშინ წარდგენილ პროექტს კი ეს დებულება აკლია.

    ასევე, მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ ყირიმის საკითხი პრეზიდენტების შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, რაც რუსეთისთვის ასევე მიუღებელია.

    ლავროვი ამტკიცებს, რომ პარტნიორები ვოლიდიმირ ზელენსკის საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებენ.

    „კიევის რეჟიმს აკონტროლებენ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, რომლებიც უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის, გააგრძელოს საომარი მოქმედებები“, – თქვა ლავროვმა და აღნიშნა, რომ  რუსეთი ხელს შეუწყობს შეთანხმების პროექტს, “მიუხედავად ყველა პროვოკაციისა”.

  • რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდების გეგმებზე – მალიარი

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ რუსეთს უარი არ უთქვამს უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავების გეგმებზე.

    “რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი იყო და არის უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება. რუსეთი ამას სწრაფად აპირებდა, მაგრამ პუტინის ბლიცკრიგი ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, რუსეთი უარს არ ამბობს ამ ომის გაგრძელების გეგმებზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რუსეთი ცდილობს შეჩერდეს ზოგიერთ მცირე მიზანზე, რათა რაიმე შედეგი აჩვენოს“, – განაცხადა მალიარმა.

    მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ნებისმიერ მომენტს ძალების შესაგროვებლად, ჯარების გადაჯგუფებისა და შეტევის გასაგრძელებლად.

    მისივე ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის მოკლევადიანი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთის დაკავებაა.

  • ინფლაციისა და სანქციების გამო რუსეთის სამხედრო შეკვეთები ჩავარდნის პირას არის–უკრაინის დაზვერვა

    რუსული კომპანიები სერიოზულ პრობლემებს შეეჯახნენ სამხედრო შეკვეთების შესრულებისას. სანქციების გამო დაწყებულმა სანქციებმა იარაღის წარმოებისთვის გათვალისწინებული თანხები “შეჭამა“, დამატებითი თანხები კი რუსეთის ბიუჯეტში არ არის.

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატიდან მოპოვებული ანგარიშის საფუძველზე აცხადებს, რომელიც სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო შეკვეთების კონტრაქტების შესრულების პრობლემურ საკითხებს ეხება.

    დაზვერვის ინფორმაციით, ტექსტიდან ჩანს, რომ სახელმწიფო შეკვეთებისას დაფიქსირებული ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად რუსეთის სახელმწიფომ ერთ მიმწოდებელთან კონტრაქტის გაფორმების ნებართვა გასცა. თუმცა ამან მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება მაინც გაიზარდა – მასალების და მაკომპლექტებელი დეტალების გაძვირების გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნა კი, ფასების ფიქსაციის შესახებ სამხედრო შეკვეთის “ერთპიროვნულ შემსრულებელს“ მხოლოდ ზარალს აყენებს.

    ამ მომენტისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანების შესრულება ეჭვქვეშ არის თანხების შემცირებისა და მთავრობასა და მწარმოებელს შორის შეუთანხმებლობის გამო.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ეს სიტუაცია პირდაპირი შედეგია სანქციებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციას და კერძოდ, სამხედრო–სამრეწველო კომპლექსს დაუწესდა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 14:38 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.

    მიწისქვეშა ბიძგებმა 3.4(ml) მაგნიტუდა შეადგინა.

  • ბოდიშს ვუხდი, თუ ვინმემ ჩემი გამონათქვამი ბუჩის დანაშაულს დაუკავშირა – ოხანაშვილი

    “გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.

    სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

    თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!

    თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

    როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.

    რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი”

    წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, გუშინ მან თქვა, რომ “კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს – როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში”

  • ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ბელარუსის ჩართვას ითხოვს

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება მიმდინარეობს. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    “უბრალოდ მინდა, მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც მიწოდებულია საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და სამინისტროს დაევალა მისი განხორციელება. არ შეიძლება [რუსეთ-უკრაინის] მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან ჩაგვრთეთ ამაში, პირველ რიგში დასავლურმა ქვეყნებმა, მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, იქ ბელარუსის პოზიცია უნდა გამოითქვას”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

    ცნობისთვის, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა უკრაინის პირველი გამარჯვებაა.

  • ასეთი ვიზიტები კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე პატრიოტთა ალიანსზე

    “რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია”

    ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პატრიოტთა ალიანსის მოსკოვში ვიზიტს.