Category: სლაიდერი

  • Русский военный корабль иди НАХ@Й–ხომალდი, რომელიც შავ ზღვაში იწვის სწორედ ის არის, ვისაც ეს ფრაზა ეკუთვნოდა

    ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა მაქსიმ მარჩენკომ მის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მიიტანეს რუსულ სარაკეტო კრეისერ “მოსკოვზე“ და ის სერიოზულად დააზიანეს.

    “ის ზუსტად იქ წავიდა, სადაც ჩვენმა მესაზღვრეებმა კუნძულ ზმეინიდან გაგზავნეს. “ნეპტუნის“ რაკეტებმა, რომლებიც შავი ზღვის სადარაჯოზე დგანან რუსულ ხომალოდს სერიოზული დაზიანებები მიაყენა“– აღნიშნა მარჩენკომ.

    უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით სწორედ კრეისერი “მოსკოვი“  მონაწილეობდა ომის პირველ დღეებში კუნძულ ზმეინის აღებაში და სწორედ მას მოუწოდეს უკრაინელმა მეზღვაურებმა  НАХ@Й წასულიყო.

    მას შემდეგ  ფრაზა   Русский военный корабль иди НАХ@Й  უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ პოპულარულია.

    კრეისერ მოსკოვზე მომხდარი ყველაზე ადრე არაპირდაპირ დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუს დროს:

    “ არ ვიცი, გაიგეთ თუ არა, რომ  კრეისერი “მოსკოვი” იწვის. როგორი მოულოდნელობაა. ახლა, ამ წუთებში იწვის.

    ზღვაზე შტორმია და არ ვიცი, მოხერხდება თუ არა მათთვის დახმარების გაწევა.

    მასზე ეკიპაჟის 510 წევრია .

    ვერ ვხვდებით, რა მოხდა :  შეიძლება  ორმა მეზღვაურმა უადგილო ადგილზე მოწია სიგარეტი, ან, მორიგ ჯერზე უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს.

    მოკლედ, რაღაცნაირად არ გაუმართლათ.

    როგორც ბელგოროდს არ გაუმართლა, ისე “მოსკოვსაც”.

    მინდა გითხრათ, რომ ეს ის ხომალდია, რომელიც ჩვენმა დამცველებმა НАХ@Й  გაუშვეს.“– თქვა არესტოვიჩმა.

  • რუსული სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” იწვის – არესტოვიჩი

    უკრაინული მხარის განცხადებით, ორი რაკეტა მოარტყეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ხომალდს, სარაკეტო კრეისერ “მოსკოვს”. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

    რუსულ კრეისერზე დარტყმა დაადასტურა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.

    “შავი ზღვის მცველმა “ნეპტუნის” რაკეტებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსულ ხომალდს. დიდება უკრაინას!”,– აცხადებს ოფიციალური პირი.

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ კრეისერი იწვის.

    „საზღვაო ფლოტის ფლაგმანს, კრეისერ “მოსკოვს” რაღაც მოულოდნელი დაემართა. ძლიერად იწვის… ეკიპაჟის შემადგენლობაში 510 წევრია, ვერ ვხვდებით, რა მოხდა – ორმა მეზღვაურმა არასწორ ადგილას მოწია, უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს, არ გაუმართლათ”,– იხუმრა არესტოვიჩმა.

    ამ ეტაპზე უცნობია კრეისერის დაზიანების ხარისხი. ინფორმაცია არ დაუდასტურებია რუსულ მხარეს.

  • აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას გამოუყოფს.

    “უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყენეს ჩვენი მიწოდებული იარაღი დამანგრეველი ეფექტით. რადგან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას”,– თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.

    ახალი აღჭურვილობა მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს.

    “მე ასევე დავთანხმდი დამატებითი შვეულმფრენების გადაცემას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

  • “ლელო” მზადაა უკრაინაში როგორც “ოცნებასთან” ისე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გაემგზავროს

    პარტია “ლელო საქართველოსთვის” მზად არის უკრაინაში გაემგზავროს, როგორც  “ქართული ოცნების” დელეგაციასთან, ასევე ოპოზიციურ პარტიების დელეგაციასთან ერთად.  ამის შესახებ, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    „საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და ზოგადსაკაცობრიო იდეალებიდან გამომდინარე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების პირველი დღიდან „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს უკრაინის მხარდასაჭერ ყველა ღონისძიებაში, მიუხედავად მათი ორგანიზატორისა და ფორმატისა. ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის, ჩვენი ძალისხმევითაც.

    შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ოპოზიციის დელეგაცია ცალკე წავა, ხელისუფლების – ცალკე.  დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო “გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა – ალოგიკური”.

  • რუსეთი კიევზე სარაკეტო დარტყმის საბაბად პროვოკაციებს ამზადებს – ერმაკი

    “რუსეთი საკუთარი პროვოკაციებით კიდევ ერთი საფრთხის საბაბს ამზადებს. მათ უკვე ისაუბრეს კიევზე შესაძლო სარაკეტო დარტყმაზე.

    ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – არცერთი არ იმუშავებს.

    კრემლმა უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ვერ უპასუხებენ მათ.

    რუსეთი მომავალში ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე”

    ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის მუქარას. მან თქვა, რომ თუ უკრაინული მხარე “გააგრძელებს დივერიას, რუსეთი დაარტყამს კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს”.

  • თუ დივერსია გაგრძელდება, დავარტყამთ კიევს – რუსეთი

    რუსეთი კიევს დარტყმით დაემუქრა, თუ უკრაინა “დივერსიას გააგრძელებს”. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

    „ჩვენ ვხედავთ დივერსიის მცდელობებს და დარტყმებს უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. თუ ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევში, რისგანაც რუსული ჯარი ამ დრომდე თავს იკავებდა“, – განაცხადა მან რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.

    სავარაუდოდ, “დივერსიაში” რუსული მხარე გულისხმობს რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად ნავთობისა და საბრძოლო მასალი საცავის აფეთქებას, რის გამოც, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან. უკრაინის განცხადებით, აფეთქებამ პანიკა გამოიწვია მეზობელ რეგიონებში.

  • ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    “ვაგრძელებ მუდმივ დიალოგს ჯო ბაიდენთან. შევაფასეთ რუსეთის ომის დანაშაულები. განვიხილეთ თავდაცვითი და შესაძლო მაკროფინანსური დახმარების დამატებითი პაკეტი უკრაინისთვის. შევთანხმდით სანქციების გაძლიერებაზე”

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

  • რუსეთის FSB მედვედჩუკის მოსკოვში გადაყვანას გეგმავდა – უკრაინა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჩვენება მისცა პრორუსი დეპუტატისა და პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებულმა მცველმა.

    მან გამოძიებას უთხრა, რომ რუსეთის FSB ცდილობდა მედვედჩუკის მოსკოვში გადაყვანას.

    “ჩვენების მიხედვით, მედვედჩუკი თავის მზარეულთან და დაცვასთან ერთად იმალებოდა კიევში, კერძო სახლში. “ლეგენდის“ მიხედვით, ეს სახლი სავარაუდოდ იტალიიდან ჩამოსულ ოჯახს აქვს ნაქირავები.

    დაცვის თანამშრომელი ყვება, როგორ ემზადებოდა პუტინის ნათლია რუსული სპეცსამსახურების დახმარების იმედით გასაქცევად”,– აცხადებს უწყება.

    უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის თქმით, რუსეთის FSB გეგმავდა მედვედჩუკის წაყვანას ჯერ დნესტრისპირეთში, შემდეგ კი მოსკოვში, მაგრამ უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაქცეული სახალხო დეპუტატი გზაში – კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.

    ცნობისთვის, უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ ტყვეებში. რუსეთმა მას უპასუხა, რომ მედვედჩუკი უცხოელი პოლიტიკოსია და მას კავშირი არ აქვს სამხედრო ოპერაციასთან.

  • თქვენ გარდა არავის ადარდებს, გაგზავნით თუ არა დელეგაციას კიევში – კელი ოცნებას

    “სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ არავის ადარდებს, გაგზვნით თუ არა “მაღალი დონის” დელეგაციას უკრაინაში. არავის თქვენ გარდა”

    წერს ტვიტერზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი.

  • დავფიქრდეთ, არჩევნებზე ივანიშვილის პრორუსი ბიჭები როგორ გავუშვათ ხელისუფლებიდან – ბუღაძე

    “ჩვენდა სამწუხაროდ – და სამარცხვინოდ – ქვეყანას ხელისუფლება წარმოადგენს და არა პოლიტიკური ოპოზიცია.

    დარწმუნებული ვარ, ორბანს ჩვენსაზე არანაკლებ თავმოყვარე ოპოზიცია ეყოლება თავის ქვეყანაში, მაგრამ მსოფლიოსთვის უნგრეთი – ორბანია და არა მისი ოპოზიცია.

    უკრაინას, რომელიც დღეს ცივილიზაციის ციხესიმაგრედ არის ქცეული, ნამდვილად არ სჭირდება ქართული ხელისუფლების ჩასვლა კიევში… ეს წესით ჩვენს ხელისუფლებას უნდა სჭირდებოდეს, თუმცა მომენტი მათ ჯერ კიდევ მაშინ გაუშვეს ხელიდან, როცა ივანიშვილის სპიკერმა ი. ღარიბაშვილმა უკრაინას 25 თებერვალს უსურვა მარცხი. წავა თუ არა წავა ხელისუფლება უკრაინაში, მათ რეპუტაციას მაინც აღარაფერი ეშველება, მაგრამ ამ უავტორიტეტო ქვეყნის რეპუტაციისთვის ნამდვილად არ იქნება ცუდი. ოცნების ამომრჩევლისთვის კი ასეც სულ ერთი იქნება და ისეც, რადგან ამ ხალხს მაინც არაფერი აინტერესებს “უფასო ფულის” დაპირების ძველი და ჯერ კიდევ შეულეველი ოცნების გარდა. და კიდევ ისიც, რომ როგორმე არაფერი დაემუქროს ოცნების ფულიან ბიძაკაცებს და საარჩევნო უბნებთან მობირჟავე შპანას, რადგან ეს წმინდათა წმინდაა… სხვა ყველაფერი ხომ წყალსაც წაუღია.

    ქართული ოპოზიციის ნაწილი კი კარგი იქნება, თუკი უკრაინის კონტექსტში მაინც შეელევა საყვარელ და უკვე საკმაოდ მოსაწყენ თამაშს “მორალისტური უპირატესობის” შესახებ – ვინ უფრო “პრინციპულია” ტოტალური პოლიტიკური უიმდეობის ჟამს. რაც და როგორც არ უნდა ვქნათ, შევეგუოთ, რომ ახლა პერიფერია ვართ და ნიშნისმოგება კი არა, დაფიქრება გვმართებს – არჩევნები რომ მოვა (თუ მოვა) – ივანიშვილის პრორუსი ბიჭები როგორ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. უკრაინას კი ყავს დამცველები, საქართველოს რა ვუყოთ?”

    წერს მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ეწვევა.