Category: სლაიდერი

  • დუმის სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის 2 მოთხოვნას უყენებს

    დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლიდიმირ ზელენსკის 2 მოთხოვნას უყენებს, რომელიც მისი თქმით, მან “დაუყოვნებლივ” უნდა შეასრულოს.

    “თუ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები.

    Პირველი – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.

    მეორე – ხელშეკრულების საფუძველზე დააფიქსიროს ყირიმის და უკრაინის არაბლოკური სტატუსის აღიარების ვალდებულება, ასევე ქვეყნის დენაციზაცია და დემილიტარიზაცია”,– წერს ვოლიდინი ტელეგრამზე.

    მისი თქმით, ზელენსკის დროის მოგება სურს, რათა NATO-მ მას სამხედრო დახმარება მიაწოდოს.

  • რუსეთი მარიუპოლის მცველების დანებებისკენ მოუწოდებს და დროს აძლევს

    რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მარიუპოლში უკრაინელ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და დროს აძლევს. ოკუპანტების განცხადებით, მებრძოლებმა დღეს, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე იარაღი უნდა დაყარონ და ჩაბარდნენ.

    “აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული სიტუაციის გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონებისა და უცხოელი დაქირავებულების ბოევიკებს სთავაზობენ 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან (მოსკოვის დროით), შეწყვიტონ ნებისმიერი საომარი მოქმედებები და დადონ იარაღი. ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება სიცოცხლის შენარჩუნება”,– განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

    რუსული მხარე მოუწოდებს მებრძოლებს, აზოვსტალი იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე დატოვონ.

    ცნობისთვის, მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაშია მოქცეული, რუსები მას გამუდმებით ბომბავენ და ცდილობენ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა.

    მისივე თქმით, დამპყრობლებმა მარიუპოლში გამოიყენეს არსებული ყველა საშუალება, მათ შორის მძიმე ზებგერითი თვითმფრინავი ტუ-22 აზოვსტალის ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.

    “მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – აღნიშნა რესტოვიჩმა.

  • გაჰყევით МОСКВА-ს, ან ჭკუას მოუხმეთ და წადით სახლში – რეზნიკოვი რუსებს

    “გაჰყევით МОСКВА-ს ან ჭკუას მოუხმეთ და წადით სახლში. და დაელოდეთ მიწვევას ჰააგაში უფასო მოგზაურობისთვის.

    ახლა ან არასდროს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევათ. ხელიდან არ გაუშვათ.

    იყავით ჭკვიანები – წადით სახლში”

    მიმართავს რუს ჯარისკაცებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დაკარგა:

    • დაახლოებით 20 300 ჯარისკაცი
    • ტანკი – 773
    • ჯავშანტექნიკა – 2002
    • საარტილერიო სისტემები – 376
    • MLRS / MLRS – 127
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 66
    • თვითმფრინავი – 165
    • ვერტმფრენი – 146
    • ავტომობილი – 1471
    • გემები/ნავები – 8
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 148
    • სპეცტექნიკა – 27
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • რუსული არტილერია ბომბავს აღმოსავლეთში უკრაინის პოზიციებს – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის განლაგებას ბელარუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მოიცავს ხარკოვთან და სევეროდონეცკთან ახლოს მდებარე ადგილებს.

    მათივე ცნობით, რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის პოზიციებზე დარტყმას ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც ოკუპანტი გეგმავს შეტევითი საქმიანობის განახლებას.

    “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპერატიული აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაზეა გადატანილი, რუსეთის საბოლოო მიზანი იგივე რჩება. ის მოწოდებულია, აიძულოს უკრაინა, მიატოვოს ევროატლანტიკური ორიენტაცია და განამტკიცოს საკუთარი რეგიონალური დომინირება”,– წერია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.

  • მონაცემები გვაქვს, რომ რუსული დაჯგუფება მარიუპოლში მკვეთრად დასუსტდა – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა. ამის შესახებ მის კომენტარს Unian ავრცელებს.

    მისი თქმით, რუსები ქალაქში ბომბებს ყრიან, რათა რაიმე სახის გამარჯვება მაინც მოიპოვონ.

    „ზოგიერთი მონაცემებით, რუსული დაჯგუფება მარიუპოლში მკვეთრად დასუსტდა. ნაწილობრივ დამარცხდნენ, ნაწილობრივ კი მიიყვანეს მთავარი შეტევის მიმართულებით, ჩრდილოეთით”,– თქვა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ მონაცემები გადამოწმებას საჭიროებს.

    მისივე ცნობით, დამპყრობლებმა მარიუპოლში გამოიყენეს არსებული ყველა საშუალება, მათ შორის მძიმე ზებგერითი თვითმფრინავი ტუ-22 აზოვსტალის ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.

    “მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – აღნიშნა რესტოვიჩმა.

    მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არავითარი სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ უკრაინა იბრძოლებს მანამდე, სანამ ყველა რუს სამხედროს მოკლავს.

  • საოკუპაციო ძალების გენშტაბი ტაქტიკურ გადაჯგუფებას ვერ ახერხებს. “ეფესბე“-სა და სამხედრო ელიტას შორის უნდობლობაა– ექსპერტის ანალიზი

    საოკუპაციო ძალების გენშტაბი ვერ ახდენს ტაქტიკურ გადაჯგუფებას, ომის მეორე ეტაპი მოსამზადებელი ოპერატიული პაუზის გარეშე დაიწყეს ფრონტის გარკვეულ მიმართულებებზე, რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაციის კოორდინაცია კუს ნაბიჯებით მიმდინარეობს…
    საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების ექსპერტი, რუსლან შავაძე უკრაინაში არსებულ ვითარებას აანალიზებს.
    • პუტინი კიდევ ერთ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, სრული უნდობლობა ჩამოყალიბდა პუტინის ერთგულ FSB-სა და სამხედრო ელიტას შორის, გენერალიტეტის ჩამოცილება საომარი კამპანიიდან ვერ შექმნის ახალ რეალობას და პირსისხლიანი გენერლების, როგორც დვორნიკოვია ასევე ტიფლინსკი მათი დანიშნვნით საომარი კამპანიიის ძირეულად შეცვლა შეუძლებელია, ის მოითხოვს დროსა და სწორ სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების ერთობლივ კომბინაციას, რათა ომის მსველელობაზე გავლენა მოახდინონ, თუმცა პუტინს არა აქვს სრული სურათი თუ რა ხდება საბრძოლო ველზე და იძულებულია სპეცსამხურებს ბრმად ენდოს როგორც მანამდე, ამასთანავე ის აწყობს პროვოკაციებს და ობსტრუქციას საკუთარ მოსახლეობის მიმართ ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკის ოლქებში, რათა მასობრივი მობილიზაციას ხელი შეუწყოს, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში თავმოყრილი სამხედრო კომტიგენტი არ არის საკმარისი მინი ბლიცკრიკისა და ეშელონირებული ფრონტალური შეტევების ეფექტურად წარმოებისათვის:

     

    • 1) დაბალი და საშუალო რგოლის რუსი სამხედრო მომსამსახურე- თანამედროვე ეპოქაში ომში გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიონალი სამხედრო, ჩვენ დავინახეთ რუსი ჯარისკაცის მორალური ფსიქოლოგიური და საბრძოლო მომზადების დონე ძალზედ დაბალია, მათი “ეფექტურობა”მხოლოდ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდსა და ომის დანაშაულებში გამოიხატება, შესაბამისად ჯარის სამეთაურო რგოლის ცვლილებით ომის წარმატებით შემოტრიალების ალბათობა ძალზედ მცირეა, რაც არ უნდა მაღალი სამხედრო ინტელექტის მქონე სარდლობა დანიშნო მის მიერ გაცემულ ბრძანებას შესრულება ესაჭიროება ბრძოლის ველზე,რომელთა შესრულება საოკუპაციო ძალების „ჯარისკაცებს“ უფრო და უფრო უჭირთ, რადგან უკრაინის გენშტაბმა სრულიად აუღო ალღო საომარ მოქმედებებს, ამერიკისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული მძიმე შეარაღება პირდაპირ ისახება უკრაინის შეარაღებული ძალების წარმატებაზე, ამას ემატება უკრაინელი ჯარისკაცის ეროვნული სულისკვეთება და მაღალი საბრძოლო მოტივაცია, რუსულ მძარცველთა ჯარს ამ ეტაპისათვის ამერიკელ გენერალთა ცნობილი კასტის წარმომადგენლობის დანიშნვნაც კი ვერ უშველიდა…

     

    • 2) რუსეთის გენშტაბი სამხედრო სტრატეგიას არ ან ვერ ცვლის- ჩვენ ნათლად დავინახეთ რომ ომის მეორე ეტაპი აღმოსავლეთ უკრაინის ჩრდილოეთ მონაკვეთზე უკვე დაიწყო და რუსების პირველი ეშელონი რომელიც ბელგოროდიდან ხარკოვი აღმოსავლეთიდან-იზიუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა სრულიად გაანდგურეს უკრაინის სამხედრო დანაყოფებმა ეფექტური მცირე მობილური კარგად მანევრირებადი ჯგუფებით, შესაბამისად კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა რომ რუსეთის გენშტაბი არ ცვლის საომარ სტრატეგის და მიდგომებს, რაც ომის პერველ ეტაპზე რუსებისათვის სრული კრახით დამთავრდა…

     

    • საომარი სტრატეგია, ჯარის მართვისა და შეარაღების გამოყენების სპეციფიკა ეფუძნება სამხედრო დოქტრინას, ომის პირველ ეტაპზე რუსების მიერ ნაცადმა თითქოს თანამედროვე ომების სტრატეგიამ, რომელიც მოიცავს დივერსანტების, პროპაგანდის ეფექტურ გამოყენებას, სწრაფი ტემპით მთავარი დიდი ქალაქების დაკავებას, რიცხობროვი და მანერვული მოქმედებების მრავალგანზომილებიან უპირატეოსბის შესაძლებლობას სრული ფიასკო განიცადა(ამის შესახებ ვრცლად წინა პოსტებში დავწერე) , შესაბამისად დაიწყეს მათი ჩვეული სამხედრო დოქტრინის მიხედვით მოქმედება(გერასიმოვის სამხედრო დოქტრინამ, რომელიც 2012 წლიდან შევიდა ძალაში სრული კრახი განიცდა ამიტომაც იმყოფება შიდა პატიმრობაში) რასაც იყენებდა ავღანეთში საქართველოში , ჩეჩნეთში… რომელიც მოიცავს მარტივ პრინციპს მასიურად არტილერიისა და საფრონტო ასევე სტრატეგიული სამხედრო ავიაციით მცირე ტერიტორიაზე მასირებულ დაბომბვას მის დამუშვებას და შემდგომ ტერიტორიის დაკავებას, როგორც ამას მარიუპოლში აკეთებს, რუსმა სხვანაირი ომი არ იცის…

     

    • 3) მოუმზადებლობა ომის მეორე ეტაპისათვის- ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ ძალების გადაყვანას აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ აპირებენ ოპერატიული პაუზის მიღებას. წარმატებული შეტევითი კამპანიის მოსამზადებლად საჭიროა ოპერატიული პაუზის აღება სწორი ტაქტიკური გადაჯგუფება, თუმცა რუსული ჯარები უგულებელყოფენ ამ საკითხს. შესაძლოა საოკუპაციო ძალები ამას ახორციელებენ შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: მანევრული გადაადგილებით შექმნან შეტევის იმიტაცია და მცირე სამხედრო კოლონებით უკრაინელთა პოზიცეიბს თავს დაესხან, რათა უკრაინულ არმიას არ მიეცეს შესაძლებლობა დაკავებული ტერიტორიების არეალები გაზარდონ, თუმცა ეს სამხედრო ტაქტიკაც არ გამოსდით რუსებს, ლუჰანსკისა და დონეცკის ტერიოტრიაზე ომის მეორე ეტაპის დაწყებიდან სამხელეთო წინსვლა არ აქვთ, რუსები ცდილობენ შეტევების მიმართულებების შეცვლას თუმცა უკრაინელები ახორციელებენ ეფექტურ კონტრშეტევებს და ქირურგიული სიზუსტით ანადგურებენ რუსულ ჯავშან კოლონებს კორექტირებად საარტილერიო ცეცხლით…

     

    • რუსები ჩქარობენ მიუხედავად იმისა რომ გენერლმა ტიფლინსკი რომელიც დონბასის ოპერატიულ სარდლად დაინიშნა და მისი შეფასებით რუსული არმია არ არის მზად დროის მცირე მონაკვეთში მობილიზებული სამხედრო კონტიგენტით მიაღწიონ წარმატებას, პუტინის უშუალო მითითებით საომარი კამპანია გრძელდება რადგან მას ესაჭიროება 9 მაისისათვის მცირე გამარჯვების იმიტაციის შექმნა თუმცა სწორედ ეს სიჩქარე იქნება მათი კრახის ძირითადი მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად…
  • საქართველო რუსეთს არანაირად არ დაეხმარება–უკრაინის რადას სპიკერი ქართული დელეგაციის ვიზიტზე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის პირველი დღის ბოლოს უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეპანჩუკი ფეისბუქზე პოსტს და ქართული დელეგაციის უკრაინაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს:

    „საქართველო რუსეთს არანაირად არ დაეხმარება. საქართველოს პარლამენტის სიკერმა ამას ხაზი გაუსვა, როცა ბუჩაში და ირპენში მომხდარი საკუთარი თვალით ნახა. კიევის რეგიონის ქალაქების მსხვერპლთა შემზარავი ისტორია გულგრილს ვერავის ტოვებს. აქ, როგორც სარკეში ისე ჩანს რუსული არმიის ნამდვილი სახე.“– წერს სტეფანჩუკი.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია კიევში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შედიან. მათ შორის არ არის ნაციონალური მოძრაობა.

  • მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Ukrainska Pravda-სთან ინტერვიუშიაცხადებს, რომ ალყაშემორტმულ მარიუპოლში ოკუპანტების მიერ,  უკრაინელი სამხედროების განადგურება, ყველანაირ მოლაპარაკებას დაასრულებს.

    • ”მარიუპოლი შესაძლოა ათმაგი ბოროდიანკა იყოს და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს. ეს იქნება ჩიხი – რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ხალხით. და რაც მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება ეს შეთანხმება. ისინი ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ. ისინი ჩვენს სამხედროებს განსხვავებულად ექცევიან და ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით. იქ არიან სამხედროები, ვინც მათ სძულთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცოცხლად დატოვებენ.” –  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 
  • 2008-ში უკრაინა-საქართველოსთვის MAP-ის არ მიცემით რუსეთის აგრესიას გზა გავუკვალეთ – მარკო მიჰელსონი

    “2008-ში უკრაინა-საქართველოსთვის MAP-ის არ მიცემით რუსეთის აგრესიას გზა გავუკვალეთ ” – განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰელსონმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემაში პოლიტიკა Bloomberg-თან ერთად.

    ”რაც მოხდა 2008 წლის აპრილში ბუქარესტში იყო სტრატეგიული შეცდომა, რომელიც NATO-ს მოკავშირეებმა დაუშვეს, ის რომ არ მისცეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უკრაინას და საქართველოს. ამის არ გაკეთებით ჩვენ გზა გავუკვალეთ რუსეთის აგრესიას, პირველი რიგში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და 2014 წლიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ.

    ამჟამად რუსეთი აცხადებს რომ NATO-ს მოკავშირეებმა ეს პარაგრაფი უნდა ამოიღონ 2008 წლის სამიტის დეკლარაციიდან, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოსთან და უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება გავაგრძელოთ. ვერ ვხედავ ვერც ერთ სხვა შესაძლებლობას თქვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის რომ დარჩეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა გარდა იმისა, რომ ალიანსის წევრი გახდეს. ნეიტრალიტეტი რუსეთის გვერდით ძალიან სახიფათო ნაბიჯია.” – განაცხადა მიჰელსონმა.