Category: სლაიდერი

  • აშშ უკრაინას თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

    პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი, 820 მლნ დოლარიანი პაკეტის შესახებ განაცხადა.

    აშშ–ს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პაკეტში შედის ორი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი NASAMS  და საბრძოლო მასალები საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის –HIMARS.

    პაკეტში ასევე შევა დამატებითი საბრძლო მასალები ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS–სთვის, 150 ათასი საბრძოლო მასალა  155- მილიმეტრიანი არტილერიისთვის და 4 დამატებითი კონრსაარტილერიო რადარი.

    პენტაგონი ასევე აღნიშნეს ნორვეგიის როლი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში.

    საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები  NASAMS 1990-იან წლებში ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defence & Aerospace–მა და ამერიკულმა კომპანია Raytheon–მა შეიმუშავეს.

    მათი გამოყენება შესაძლებელია: ფრთოსანი რაკეტების, დრონების, თვითმფრინავების და ვერტმფრენების წინააღმდეგ. სროლის სიშორე გამოყენებული რაკეტებიდან გამომდინარე შეიძლება 20–180 კილომეტრი იყოს, განადგურების სიმაღლე – 21 კილომეტრამდე.

    “მივესალმები ისტორიულ გადაწყვეტილებას დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც შეიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს. მადლობა აშშ–ს პრეზიდენტს უცვლელი ლიდერობისთვის და მხარდაჭერისთვის აგრესორთან ბრძოლაში. ერთად– გამარჯვებისკენ!“– ასეთი იყო ტვიტერზე ზელენსკის რეაქცია ამ ინფორმაციაზე.

  • მთაწმინდაზე, “ალტ-ინფოს” ლიდერები დააკავეს

    დააკავეს “ალტ-ინფოს” ლიდერები, ბექა ვარდოსანიზე ზურა მახარაძე და შოთა მარტინენკო – ინფორმაციას ამის შესახებ, თავად “ალტ-ინფო”  საკუთარ ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, ულტრაკონსერვატორული აგრესიული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” ლიდერები მთაწმინდაზე,  “თბილისი პრაიდის” მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე დააკავეს.

    ” პოლიციამ, იძალადა და დააკავა ,,ალტ-ინფოს” ოპერატორი, დამტვრეულია აპარატურა” – წერს “ალტ ინფო” სოციალურ ქსელში.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • 3 ივლისს ერთი ღამით რუსთაველზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება – “სირცხვილია”

    ”3 ივლისს ერთი ღამით რუსთაველზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება” – ამის შესახებ ნათქვამია, მოძრაობა ”სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

    “იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება. პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა”, – აღნიშნავენ სირცხვილიაში.

  • ეს იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკურად “ოცნების” უკანასკნელი წუთები და საათები დგას – კობერიძე

    “ამ ყველაფერზე “ქართულ ოცნებას” უბრალოდ უნდა დავცინოთ და არც უნდა გავბრაზდეთ. ეს ყველაფერი არის მანიშნებელი იმის, რომ გვესმოდეს რომ მათი უკანასკნელი წუთები და საათები დგას პოლიტიკურად. ენმ-ის მაშინ ხვდებოდა რომ რაღაცა ძალაუფლება იკარგებოდა და ხალხშიც იგრძნობოდა მათდამი ნეგატიური განწყობილობა და ამას ახლა თვითონ არ ცნობენ.  ზუსტად იციან რომ არასდროს თბილისში 120 000 კაცი ასე ბუნებრივად არ გამოსულა. ისეთი ადამიანები გამოვიდნენ,  არის ხოლმე ურბანული ნაწილები, როდესაც ვაკეში მცხოვრები ადამიანებისთვის  მიუღებელია ოპოზიციის ქუჩის აქციები მიუთებელია, მაგრამ ყველა მიხვდა რომ ევროპა  სხვა რამეა, დასავლეთი სხვა რამეა. მკაფიო განსხვავებები არსებობს, კოკა-კოლასა და ბურახს შორის, ნივასა და მერსედეს შორის და ასეთ განსხვავებებს ყველა მარტივად ხვდება. ყველამ იცის რომ თავისი შვილები იქ ისწავლიან და რუსეთში საცხოვრებლად არავინ არ წავა. […]არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან ჩვენი ფსკერი ჩავხიეთ და აღარაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს ამ ქვეყანაში. უბრალოდ რადგან დავრჩით, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. შარშანვე შეგვეძლო გვეთქვა რომ ამ ხელისუფლებიდან არ გამოვა, ისეთ რამეზე აანთო მწვანე მთავრობამ. 120 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, ღარიბაშვილმა რომ იდიოტური განცხადება გააკეთა უკრაინაზე, მახსოვს რამდენი ზღვა ადამიანი დამხვდა იქ მოსული და სწორედ ეს ხალხია ის ვინც ჩალაგებულ ბარგს ამოგალაგებინებს და დაგტოვებს ამ ქვეყანაში.”

    ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

  • კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ – ხაზარაძე “ოცნების” გეგმაზე

    “ვისაც დღეს კობახიძის “გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა, პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს , შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ… კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი, თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა”

    ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმას ეხმაურება

     

  • წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა

    წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება  და ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.

    რაც შეეხება სამართალდამცველს, ის მოქმედი პოლიციელია და ერთ-ერთი ინფორმაციით, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა.

    მომხდარზე გამოძიება დაწყებულია,

  • იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს – სამადაშვილი ”ოცნების” გეგმაზე

    “დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მონიტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს”

    აცხადებს, ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი.

  • “იმედგაცრუებულები დავრჩით” – დეგნანის პირველი კომენტარი ვატო წერეთელზე თავდასხმის შემდეგ

    “ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს. ჯერჯერობით არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალადობა მიუღებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ მსგავსი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ. შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რეგიონებში ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე. შემაშფოთებელია, როცა ძალადობრივი გზით იზღუდება ადამიანის შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.

    გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გავმართეთ, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. იმედგაცრუებულები დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური, შესანიშნავი ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად”

    აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პირველ კომენტარს აკეთებს, საელჩოში, “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ვატო წერეთელზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

  • დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია – სააკაშვილის მიმართვა

    “დღეს, ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ამაღელვებელი დღე იყო. უმაღლესმა რადამ თავის ოფიციალურ დროშად გამოაცხადა ევროკავშირის დროშა. და როგორც ქართველისთვის, ეს იყო დეჟა-ვუ.

    მინდა შევახსენო ყველას, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოში პირველად ავწიეთ და დავაკანონეთ ევროკავშირის დროშა. ჩემს ინაუგურაციაზე პირველად გაიჟღერა სიხარულის ოდამ. მას შემდეგ, ევროპისკენ სვლა არ შეგვიწყვეტია და ამას მაშინ ევროპაშიც კი, ბევრი ალმაცერად უყურებდა.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ, რომლის სათავეშიც ხოსე მანუელ ბაროსოსთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად მეც ვიდექი, საბოლოოდ გამოგვგლიჯა მხოლოდ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის სტატუსი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად გვაქცია.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, 2011 წლის ოქტომბერში, თბილისის თავისუფლების მოედანზე პირველად წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: “საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი”. ეს არ თქმულა არც უკრაინაზე და არც მოლდოვაზე. მე ღრმად მწამს, რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ადგილი იყო ევროკავშირში. ეს გზა კი არ იყო ია-ვარდით მოფენილი.

    როდესაც 2007 წელს ხალხი გამოვიდა, მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ახალგაზრდობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერები რეფორმებში, მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავაბარეთ ხელისუფლება. 2008 წელს, ქართული სახელმწიფოებრიობა ევროპელი ლიდერების თანადგომამაც გადაარჩინა.

    ახლა კი, შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს. ხალხის ნების წინააღმდეგ წამსვლელები არიან ძალიან ცოტა და სუსტი, ხალხი კი ძალიან ბევრი და ძლიერია. სახელმწიფო აპარატის უმეტესი ნაწილი სწორ მხარესაა.

    ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე. არავის დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და ახლა მაჩანჩალა ქვეყანა ისევ ლიდერად ვაქციოთ.

    მე ვიჯექი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა. ახლა, როდესაც ყველაფერს, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა, წყალში გვიყრიან, მინდა გავიმეორო და განვავრცო ეს ფრაზა: ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ევროპელები, მაშასადამე მაგრები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი არჩევანის დაცვა!

    როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.

    როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.

    ახლა დგება სიმართლის მომენტი. ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს. როგორც არასდროს, მჯერა ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობის, სწორი განსჯის და ბრძოლისუნარიანობის. ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და ახლა, ჩვენ იქ ხელახლა უნდა დავბრუნდეთ.

    3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგანაც საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი – ვყოფილიყავი ყველაზე საჭირო დროს ჩვენი ხალხის გვერდით.

    ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ ყველანი ხიდად უნდა გავეგოთ მათ, რათა ამ თავისუფალმა თაობამ, პირველ რიგში, სწორ ნაპირზე გადასვლა მოახერხოს.

    დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია. ამ პარტიის გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. ის ერთი ხელის გაწვდენაზეა.

    იმედით აღსავსე ქართველი და ამაყი უკრაინელი, მიხეილ სააკაშვილი”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს.

  • ბიძინამ დაგვანახა რომ სიბევრის ეშინია, ბოლომდე ჩავაჭიროთ და უფრო მეტნი ვიყოთ 3-ში – კობერიძე

    ”დავანახოთ ყველას რომ, ერთხელ ემოციას რომ გამოვუშვებთ, გამოვიფიტებით და აღარ გვაინტერესებს ეგ ხალხი არ ვართ. იმედია 3-ში ძალიან ბევრნი ვიქნებით. მესმის რომ შეიძლება რაღაცა ვერ დაგანახოთ ის გეგმა, რითიც შეიძლება ხელისუფლება იმხობოდეს, მაგრამ რაც მთავარია, უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ ეგ ხომ ჯერ არ ვიცით, და არც ის ხომ არ ვიცით ამ ყველაფერს როგორ ვუშველოთ თუ გარეთ არ ვიდექით, თუ ძალიან ბევრნი არ ვიყავით. დღეს რაც ბიძინამ დაგვანახა არის ის რომ სიბევრის ეშინია, და მოდი ეს რაც დავამუღამეთ რომ ჩვენი სიბევრის ეშინია ამას ბოლომდე ჩავაჭიროთ და უფრო მეტნი ვიყოთ 3-ში”.

    განაცხადა, “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ.