Category: სლაიდერი

  • პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მინიმუმ 1 წლით ადრე მიიღო – შოლცი

    “ვფიქრობ ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა 1 წლით ან შესაძლოა უფრო ადრეც მიიღო და სწორედ ამიტომ მას აქვს რესურსი ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს”

    განაცხადა გერმანიის კანცლერმა,  ოლაფ შოლცმა CBS-სთან ინტერვიუში  განაცხადა.

  • “ალტ-ინფოს”მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.

    “ალტ-ინფოს”მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს. მოძალადე ჯგუფების აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, ადგილზე შეკრებილებმა  საქართველოს დროშა გაშალეს და განაცხადეს, რომ საკუთარი დროშა უნდა დაიცვან.

    მათ ევროკავშირის ელჩს მიმართეს შეძახილებით: “წადი, წადი”.

    პრორუსული დაჯგუფებების შეკრებაზე ისმის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები.

  • ბიძინა განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ  ვერტმფრენით გაგვასწრებს  – ბერძენიშვილი

    ბიძინა განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერტმფრენით გაგვასწრებს – ბერძენიშვილი

    ბიძინა ივანიშვილი განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფიზიკურად თვითმფრინავით ან ვერტმფრენით გაგვასწრებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    „3 ივლისს არ წყდება ყოფნა-არყოფნის საკითხი. ვინც თვლის, რომ 3 ივლისს „ან ყველაფერი ან არაფერი“, ის ისევე ცდება, როგორც ცდებოდა შარშან, შარშანწინ, 2013 წელს და ა.შ. „ყველაფერი ან არაფერი“ არ წყდება, მეტიც, იმ თემების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც საქართველოში აქტუალურია, წყდება სამხედრო ასპარეზზე უკრაინაში. რაც მალე დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მალე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გაემზადება პოლიტიკური ხელისუფლების დასათმობად.

    თავის დროზე, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთად რომ მიდიოდნენ, ესტონეთმა გაასწრო დანარჩენ ორს და ორი წლით ადრე მიიღო ევროკავშირის კანდიდატობა, დააწიეს მერე დანარჩენი ორიც. ასეთი რამ ხდება, ამაში არაფერი კატასტროფული არ არის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

  • შსს მოუწოდებს ჰომოფობებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

    შსს მოუწოდებს ჰომოფობებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

    შინაგა საქმეთა სამინისტრო, რუსთაველზე შეკრებილ ჰომოფობებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონით დასაშვებ უფლებას. მათივე თქმით, სამართალდარღვევებს მოყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება. უწყება აღნიშნავს, რომ სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

    “დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება.

    პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.

    მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

    მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

  • ოკუპანტებმა ზმეინი ფოსფორის ბომბებით დაბომბეს – ვალერი ზალუჟნი

    შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი რუსმა ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბებით დაბომბეს. ამის ამსახველ ვიდეოს  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.

    “რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არც კი ემორჩილება საკუთარ განცხადებებს “კეთილი ნების ჟესტის” შესახებ. დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების წყვილმა Су-30-მა ბელბეკის აეროდრომიდან ორჯერ დაბომბა კუნძული ზმეინი ფოსფორის ბომბები, სადაც, სავარაუდოდ, “შეასრულეს დასახული ამოცანები”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

  • “საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“–სტრონსკი

    ამერიკის ხმა ამერიკელ ანალიტიკოსებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გახდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი, მაშინ, როცა ეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს, და რა შანსები აქვს ამის შემდეგ საქართველოს. ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და რეკომენდაციებზე საუბრისასაც, მთავრობა ოპოზიციას დასავლელი პარტნიორების მოტყუებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მთავრობას – ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებაში. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ევროპელთა მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვის გამორჩეული მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გასული წლის გაზაფხულზე ე.წ. „მიშელის შეთანხმების“ დატოვება იყო. უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების უგულებელყოფა და შემდგომი პროცესები მათი აზრით, განსაკუთრებით უარყოფითად შეფასდა.

    “ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების კოლაფსმა ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივები დააზიანა და ყველა მხარის მიმართ ნდობა შეამცირა. გაჩნდა იმედგაცრუება არა მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ოპოზიიციის მიმართაც”, – ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ამერიკის ხმასთან საუბრისას. მისი აზრით, შემაშფოთებელი პრობლემებია ზედმეტად ცენტრალიზებული ძალაუფლება, რეალური ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებების ნაკლებობა და მმართველობის ვერტიკალური სისტემა.

    „საქართველო ყოველთვის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, როცა რეგიონში დემოკრატიის შესახებ ვსაუბრობდით. მისგან მოლოდინები ძალიან, ძალიან მაღალი იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა იმედისგამაცრუებელია ის, რომ ქვეყანა კვლავ პოლარიზაციის მახეშია გაბმული, კვლავ პოლიტიკური კრიზისი, კვლავ [პრობლემური] მედია ლანდშაფტი, კვლავ კორუფციის მაღალი მაჩვენებლები და შეკითხვები მართლმსაჯულების შესახებ – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს შეუძლია მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“, – მიიჩნევს მკვლევარი და დასძენს, რომ საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

    სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მოახერხეს უფრო მკაფიოდ ეჩვენებინათ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათი მთავრობა რეფორმების და პრო-დასავლური კურსის ერთგულია. და მართალია პრობლემები არსებობს, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა აშკარაა. „მაშინ, როცა საქართველოში ჩვენ ვნახეთ სტაგნაცია და უკუსვლა. ვხედავთ უდიდეს შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც ქვეყანას წინ წასვლაში ხელს უშლის, და პოლარიზაციას, რომელმაც რეალურად შეაჩერა დღის წესრიგი. ეს ძალიან შემაშფოთებელია“.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ავანსად მიიღეს“ და მათ პირობების შესასრულებლად ამის მერეც ექნებათ დრო. საქართველო კი არც ომშია ჩაბმული და არც ფრონტის ხაზთან ისე ახლოა, როგორც – მოლდოვა. ამიტომ ეს ქართველმა ხალხმა მარცხად არ უნდა აღიქვას. თუმცა პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ გეოგრაფიულ მდებარეობაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ არ შეასრულა აქამდე გაცემული დაპირებები.

    „მათ შესაძლოა მართლაც ჰქონდათ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მთავრობას, მაგრამ მათ არ ჰქონიათ სტაბილურობა და სხვა ტიპის პროგრესი. იქნებ მშვიდობაც იმის გამო იყო, რომ რუსეთს სხვა ფრონტი აქვს და მეორე ფრონტის გახსნა არ სურდა და არა მხოლოდ მათი მმართველობის გამო“, – ამბობს სტრონსკი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პასუხად. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი სრული ერთგულება დღეს არც ისე ნათელია და ბოლო დროს საფრთხე შეექმნა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობათა უფლებები თუ სხვა, სამოქალაქო უფლებები.

    „ბევრი მოქალაქე ძალიან ბედნიერი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით, რადგან ჩანდა, რომ გარდაქმნა ხდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ გარდაქმნა არ გვინახავს. 10 წლის მერე ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების კონსოლიდაციას და არის შეკითხვა იმაზე, იზიარებენ თუ არა საქართველოს ლიდერები იმავე უნივერსალურ და ლიბერალურ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთს აქვს? ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს, მათ სურთ ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერობა ჯერ არ არის ამისთვის მზად და ის უფრო და უფრო პოლარიზებული და უფრო და უფრო არეული ხდება“, – მიიჩნევს სტრონსკი.

    სტრონსკი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებთან ერთად, ევროკავშირი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც მსჯელობს. რადგან ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ახლა ბლოკის წევრია, სწორედ მანამ მიიღეს, სანამ ისინი რეფორმირებას დაასრულებდნენ, ზოგმაც მოგვიანებით დაიწყო უკუსვლა, რადგან არ იყვნენ [პირობების] ერთგულნი. აპრილის შეთანხმების კოლაფსის შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს აშფოთებთ, „ხომ არ მიჰყვება საქართველო უნგრეთის გზას?“ – ამბობს კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი და განმარტავს, რომ ბოლო ორ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მზაობაზე და ლიდერების მზრიდან დასავლური ღირებულებების ერთგულებისადმი ბევრი ეჭვი გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართველი ხალხი ნამდვილად მზადაა მეტი ინტეგრაციისთვის.

    იმოქმედებს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე შეყოვნება ამერიკასთან ურთიერთობაზე და საქართველოსადმი მოლოდინებზე ატლანტის ოკეანის დასავლეთით? – სტრონსკი ამბობს, რომ სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პარტნიორობა ამერიკასა და ქართველოს შორის ძალიან ძლიერია. მართალია ვაშინგტონში ნამდვილად არსებობს იმედგაცრუება რეფორმების ნელი ტემპისა და იმის გამო რომ პრობლემები წლების განმავლობაში არ გვარდება, მაგრამ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დადებითი განწყობა ამერიკის დედაქალაქში უცვლელია.

    „ამერიკა მხარს უჭერს იმას, რისი გაკეთებაც ევროპას სურს საქართველოსგან – მხარს უჭერს ამ რეფორმებს და მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს დასავლეთთან უფრო ფართო ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მოთმინება არ არის ამოუწურავი“, – ამბობს პოლ სტრონსკი.

    წყარო:ამერიკის ხმა

  • მოძალადე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ შადრევანში ჩახტა

    რუსთაველზე, პარლამენტის წინ მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ამის შემდეგ კი შადრევანში ჩახტა.

    “თავის დაწვის” მიზეზი ჰომოფობიურია. მისი თქმით, არ უნდა ”ცოდვილ ქვეყანაში” ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ.

    ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პრორუსული ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლების დაკავებას აპროტესტებენ.

  • ლაგოდეხთან მიწისძვრა მოხდა

    ეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:28 საათზე, ლაგოდეხთან, სოფელ ზემო ხეჩილთან მიწისძვრა მოხდა.

    ბიძგების სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 35 870;
    • ტანკი – 1 582;
    • ჯავშანტექნიკა – 3 737;
    • საარტილერიო სისტემა – 800;
    • სარაკეტო სისტემა – 246;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი – 186;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 653;
    • საკრუიზო რაკეტები – 144;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 614;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 61.
  • ფალავანდიშვილები, მახარაძე, ვარდოსანიძე – მთაწმინდაზე 26 პირი დააკავეს

    მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის არიან ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილი.

    ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები პრაიდის ფესტივალის წინააღმდეგ ფესტივალის შესაძლო ტეროტორიის მიმდებარედ აქციას მართავდნენ.

    ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.