Category: სლაიდერი

  • 20:00 შეკრებილი აქცია პარლამენტთან “წინ ევროპისთვის“ ამაღამ არ დაიშლება

    დღეს 20 საათზე პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია “წინ ევროპიკენ“ დაიწყება, რომელსაც რეგიონებიდან წამოსული სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამაღამ აქცია არ დაიშლება.
    ვრცელდება ინსტრუქციები დღევანდელი აქციისთვის:
    • აქციაზე წამოსვლამდე კარგად დაისვენეთ
    • წამოიყოლეთ თბილი სამოსი
    • ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი
    • მობილურის დასატენი მოწყობილებები
    • წამოიყვანეთ მეგობარი/მეზობელი/თანამშრომელი
    • თან იქონიეთ აქსესუარები აქციისთვის:ბანერი, სასტვენი, მეგაფონი.
    ადგილზე დაგახვედრებთ:
    • გამართულ ინფრქსტრუქტურას
    • დიდ ეკრანს
    • უამრავ საინტერესო კუთხეს
    • კვების ობიექტებს
    • ცხელ სასმელს
    • მშვიდობიანი აქციისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს

    აქციის მოთხოვნა მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შემნაა, რომელმაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმუშაოს.

  • ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ახლო მომავალში გამოაცხადებს–New York Post

    აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ახლო მომავალში გამოაცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და მისი კამპანიის დასაწყისის შესახებ. ამის შესახებ New York Post წერს.

    გამოცემის ინფორმაციით განცხადება შეიძლება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე გაკეთდეს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

    “მიდის განხილვა რომ კამპანიის დაწყება ნაადრევად გამოცხადდეს. მიდის დაგეგმვა. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. უბრალოდ მზადებაა“– ეუბნება ინსაიდერი გამოცემას.
    მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია ტრამპმა 2015 წლის ივნისში დაიწყო.

    The Times წერს, რომ ტრამპმა დააბნია მისი მრჩევლები, როცა მიანიშნა, რომ საკუთარი კანდიდატურა შეიძლება მოულოდნელად, სოციალური ქსელებით წამოაყენოს ისე, რომ საკუთარი აპარატი ამის შესახებ საქმის კურსში არც ჩააყენოს. მისი თანამშრომლები ახლა ცდილობენ ნაჩქარევად შექმნან წინასაარჩევნო შტაბი, სანამ ტრამპი კამპანიის შესახებ გამოაცხადებს, რაც სავარაუდოდ ამ თვეში მოხდება.

    აშშ–ს 45–ე პრეზიდენტმა რომ შესაძლოა კანდიდატურა ამ თვეში დაასახელოს, ამის შესახებ CNN–იც აცხადებს.

    ტრამპმა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა, ჟურნალ New Yorker–ს ივნისში უთხრა, რომ “ძალიან ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან“ იმის შესახებ, როგორი იქნება მისი რიგით მესამე საპრეზიდენტო კამპანია. 2020 წელს მას არჩევნები ჯო ბაიდენმა მოუგო. მან ასევე თქვა, რომ მოიგებს რესპუბლიკური პარტიის პირველად კამპანიას, რომელშიც ასევე მონაწილეობს ფლორიდის გუბერნატორი, რონ დე სანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეტენდენტად ითვლება.

    მაისში ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, რუდი ჯულიანმა, რომელიც ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ყოფილი პირადი ადვოკატია, მედიას უთხრა, რომ ტრამპი კვლავ იბრძოლებს საპრეზიდენტო პოსტისთვის 2024 წელს.

  • უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

    წუხელ რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში  ადგილობრივი აეროპორტის ტერიტორია დაიბომბა, სადაც რუსი სამხედროების ბაზა იყო განთავსებული. სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო ვრცელდება.  კვამლის უზარმაზარი სვეტები არა მხოლოდ მელიტოპოლიდან, არამედ მეზობელი სოფლებიდანაც ჩანდა. აფეთქებების ხმა დიდხანს ისმოდა.

    ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებებმა ოკუპანტებში პანიკა გამოიწვია და ისინი ქუჩებში აქტიურად გადაადგილდებოდნენ. პანიკა იყო მოსახლეობაშიც, რადგან ქალაქის ოკუპაციის შემდეგ რუსებმა აქ ყველა თავშესაფარი გააუქმეს და დაბომბვისას ადამიანებს თავის შეფარება აღარსად შეუძლიათ.

    ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ წუხელ უკრაინულმა ძალებმა 30–ზე მეტი შეტევა განახორციელეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ქალაქში განლაგებული ერთ–ერთი რუსული სამხედრო ბაზა. გარდა ამისა, მისი თქმით წინააღმდეგობის ძალებმა რელსებიდან გადაიყვანეს რუსული ჯავშანმატარებელი, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.

    “ახლა ოკუპანტები ცდილობენ პროვოკაცია მოაწყონ და ამტკიცებენ, თითქოს დაიბომბა მშვიდობიანი რაიონები, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაინგრა საქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს ტყუილია! უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მელიტოპოლში მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინული სახელმწიფოებრიობა დაბრუნდეს“–თქვა ივანოვმა.

  • აფეთქებების სერია რუსეთის ტერიტორიაზე–ბელგოროდის ოლში

    დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ამუშავდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით დაიღუპა 3 ადამიანი, ოთხი დაშავდა.

    ბელგოროდის გუბერნატორი არ აზუსტებს, რა მოხდა რეალურად, თუმცა წერს, რომ დაინგრა 11 მრავალბინიანი სახლი და 30–ზე მეტი კერძო სახლი, 5 კერძო სახლი მთლიანად დანგრეულია.

    ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა რეალურად. მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები საუბრობენ “მაღალი ხმაურების  სერიაზე“ .

  • უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა –  ლუკაშენკო

    უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა – ლუკაშენკო

    ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკ აცხადებს, რომ უკრაინამ სარაკეტო თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ლუკაშენკომ სამთავრობო მედიასთან Belta-სთან ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ ბელორუსიის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა სცადა თუმცა, ქვეყანამ პანცირის საზენიტო სისტემებმა ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო.

    “ისინი ცდილობენ გამოგვიწვიონ. სამი დღის წინ, შესაძლოა უფრო ადრეც, უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობა იყო. თუმცა მადლობა ღმერთს, პანცირის საზენიტო სისტემებმა უკრაინიდან გაშვებული ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო”. – აღნიშნა ლუკაშენკომ.

  • “პუტინი დოსტოევსკის შექმნილი არსებაა, რომელიც დასაძინებლად შიშით მიდის” – მატისი

    სეულში სიტყვით გამოსვლისას,  აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა ვლადიმირ პუტინი, დოსტოევსკის მიერ შექმნილ პარანოიდულ პერსონაჟებს შეადარა.

    „პუტინი პირდაპირ დოსტოევსკის შემქნილი არსებაა. ის ღამით დასაძინებლად ბრაზით, შიშით მიდის. იძინებს ფიქრით, რომ რუსეთი კოშმარებითაა გარშემორტყმული“ – განაცხადა მატისმა.

    ჯიმ მატისმა თავდაცვის მდივნის პოსტი, 2018 წელს, აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში უთანხმოების გამო დატოვა. სეულში გამართულ ფორუმზე, მატისს პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოებების შესახებ პირდაპირ არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ მხოლოდ ტრამპი აკონტროლებდა არატრადიციულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მოკავშირეებთან აშშ-ის ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებდა.

    თავდაცვის ყოფილი მდივნის კომენტარების ადრესატი, ძირითადად ვლადიმირ პუტინი იყო. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვერ ახერხებს ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებას, მიზეზი კი ადამიანების ნაკლებობაა, რომლებიც მას სწორ რჩევას მისცემდა.

    „ნუ გეყოლებათ არაკომპეტენტური გენერლები, თქვენს ოპერაციებზე პასუხისმგებლად“ – ასე პასუხობს მატისი კითხვას, რა გაკვეთილი შეიძლება ისწავლო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისგან. მატისი ასევე ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, „ტაქტიკურად არაკომპეტენტური“ და „სტრატეგიულად სულელური“ იყო.

    „ომი საკმარისად ტრაგიკულია, მასზე სისულელის დამატების გარეშეც“ – ამბობს მატისი.

    წყარო : ამერიკის ხმა 

  • პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება აქვთ, ეს ძალადობის წახალისებაა – პეტრ მიკისკა

    “პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება აქვთ, ეს ძალადობის წახალისებაა”- ასე ეხმაურება ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აშშ-ს საელჩოს ეზოში მომხდარ ინციდენტს სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დირექტორს, ვატო წერეთელს ფიზიკურად გაუსწორდა.

    ”იქ ვიყავი, თუმცა ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია აბსოლუტურად. როგორც არც უნდა იყოს, სიტუაცია ვერ მოგვარდება შეურაცხყოფით, ვერ მოგვარდება ძალადობით, და ეს არის ის შეტყობინება, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას და შემდგომ აუცილებლად გავრცელდება სხვადასხვა სიტუაციებშიც საკმაოდ ნეგატიურად. ეს ფაქტობრივად არის ძალადობის და ურთიერთსიძულვილის წახალისება. იმედი მაქვს, რომ ეს განიხილება ყველა პარტიის ჩართულობით და დამნაშავე მხარე ბოდიშს მოიხდის. ან ორივე მხარე, მე არ ვიცი საიდან წამოვიდა პროვოკაცია. მაგრამ პოლიტიკოსებს ნამდვილად აქვთ თმენის ვალდებულება” – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში.

     

  • სანქციები გვიბიძგებს, დავაჩქაროთ ბელარუსთან გაერთიანება – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის და ბელარუსის რეგიონების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უბიძგებს, რომ ბელარუსთან გაერთიანება დააჩქაროს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მან სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრ ლუკაშენკასთან ერთად ბელარუსული საქონლისთვის რუსეთის ბალტიის პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილა.

    „დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო პოლიტიკური წნეხი და სანქციები გვიბიძგებს, რომ [ბელარუსთან] გაერთიანების პროცესები დავაჩქაროთ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

  • კიევი თურქეთს სთხოვს დააკავოს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ხომალდი

    უკრაინამ თურქეთს მიმართა თხოვნით, დააკავოს რუსეთის დროშით მცურავი გემი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, დატვირთულია უკრაინული მარცვლეულით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zhibek Zholy-ს უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტი ბერდიანსკიდან.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული. უკრაინული მხარე ანკარას მოუწოდებს, განახორციელოს საზღვაო ხომალდის ინსპექტირება და “ამოიღონ მარცვლეულის ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად”.

     

  • “უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები,“–პენტაგონის მაღალიჩნოსანი HIMARS–ის ეფექტურ გამოყენებაზე

    უკრაინამ წარმატებით დაიწყო  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS–ის გამოყენება რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე შეტევისთვის – წერს CNN აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    სანამ აშშ უკრაინაში საბრძოლო მასალების გასაგზავნად ემზადება გაუმჯობესებული სარაკეტო სისტემა HIMARS–ისთვის, უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ამ სისტემების გამოყენებაში, რუსების სამხედრო სამეთაურო პუნქტების გასანადგურებლად და ბრძოლის ველზე მათი შესაძლებლობების შესამცირებლად – უთხრა ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

    “უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები, რაც უფრო წარმატებით უთხრის ძირს  რუსების ძალისხმევას, ვიდრე ეს ახლო რადიუსის სისტემების გამოყენების დროს  იქნებოდა შესაძლებელი. “–თქვა ჩინოვნიკმა.

    მისი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები სულ ცოტა ხანია რაც HIMARS–ებს იყენებენ, მაგრამ ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ სწავლების ხანმოკლე კურსის შემდეგ, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა. მინიმუმ ოთხი სისტემა უკრაინას უკვე მიაწოდეს, კიდევ ოთხს კი აშშ–ს ხელისუფლების დაპირების თანახმად უკრაინა მალე მიიღებს.

    “თქვენ ხედავთ, უკრაინელები რა მეთოდურად არჩევენ სამიზნეებს და შემდეგ რა ზუსტად მიაქვთ დარტყმა ამ სამიზნეებზე, და ამგვარად, რუსეთის საბრძოლო პოტენციალს თანმიმდევრულად ამცირებენ“– თქვა მან.

    ჩინოვნიკმა ასევე კომენტარი გააკეთა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და უარყო მოსკოვის განცხადება, თითქოს მათ სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები არ განუხორციელებიათ:

    “მათ, რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ ეს რა შენობა იყო. და მათ უნდა სცოდნოდათ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად ასეთი თანმდევი ზიანი იქნებოდა“– ამბობს ჩინოვნიკი და დასძენს, რომ დარტყმისას რუსეთმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა, რაც არ არის განკუთვნილი ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში გამოყენებისთვის.