Category: სლაიდერი

  • საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის მიზეზით თანამდებობა დატოვა

    საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა, ამის მიზეზად კი ის  საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ ზეწოლას ასახელებს.

    “დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს 1 ივლისს.

    მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით.

    ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება.

    გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

    იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

    პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.

    ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს – იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.

    აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და კოვიდ – 19 – პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.

    დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლონატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

    თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი” , – ნათქვამია გავრცელებულ  განცხადებაში.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 35 750;
    • ტანკი – 1 577;
    • ჯავშანტექნიკა – 3 736;
    • საარტილერიო სისტემა – 796;
    • სარაკეტო სისტემა – 246;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი – 186;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 645;
    • საკრუიზო რაკეტები – 143;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 610;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 61.
  • რას შეეძლო მეოჯახე, გაწონასწორებული ოხანაშვილი წყობიდან გამოეყვანა, გასაგებია – ვოლსკი

    რას შეეძლო მეოჯახე, გაწონასწორებული ოხანაშვილი წყობიდან გამოეყვანა, გასაგებია – ვოლსკი

    “რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია – მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” – სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება”

    წერს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი Facebook-ზე.

  • ოდესის ოლქში სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოაგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით ოდესის ოლქში ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა. აქედან ორი ბავშვია. კიდევ 30 ადამიანი დაჭრილია.

    ერთმა რუსულმა რაკეტამ ნაწილობრივ დაანგრია 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ოდესის ოლქის ბელგოროდ–დნესტრის რაიონში. ორი რაკეტა კი დასასვენებელ ბაზებს მოხვდა.

    უკრაინული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ  სამი Х-22  რაკეტით სამოქალაქო ობიექტები  Ту-22 –ის ბომბდამშენებიდან შავი ღის მხრიდან დაბომბა.

  • ინდოეთმა საქართველოს გამოყენებით, რუსეთისთვის ჩაის მიწოდება აღადგინა – მედია

    ” ინდოეთმა რუსეთში ჩაის, ბრინჯის, ხილის, ყავისა და ზღვის პროდუქტების მიწოდება, საქართველოს პორტების გამოყენებით აღადგინა” – აღნიშნულ ინფორმაციას, ინდურ ინგლისურენოვანი მედია Economic Times-ი ავრცელებს. ამ მიმართულებით ექსპორტი საერთაშორისო სანქციების გამო შეჩერებული იყო, თუმცა რუსული პროპაგანდისტული მედია “რია ნოვოსტი” Economic Times-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ კვირას, საქართველოს პორტებში ინდოეთიდან უკვე გაიგზავნა ჩაი, ბრინჯი, ხილი, ყავა და საკონდიტრო ნაწარმი. გადახდების უმეტესობა კი რუბლში ხორციელდება.

    • “შეერთებული შტატების მუქარის მიუხედავად, ინდოეთმა რუსეთში ჩაის, ბრინჯის, ხილის, ყავისა და ზღვის პროდუქტების მიწოდება აღადგინა. კონტეინერები მათ შორის, საქართველოს პორტების გავლითაც იგზავნება, იტყობინება Economic Times-ი. გადახდა კი ძირითადად რუპიებითრუბლებითა და ევორებით ხდება.”, – ამბობს ”რია ნოვოსტის” წამყვანი ეთერში. 

    ბანკები რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, ”სბერბანკის” ხელმძღვანელობით, ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის მოგვარებას, რაც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხდება

    • “ბანკები ხელს უწყობენ რუსეთთან სავაჭრო ოპერაციების აღდგენას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით სრულდება”. – ციტირებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ინდოეთის ექსპორტის ორგანიზაციების ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, აჯაი საჰაის.

     

     

  • პოლონეთი მზადაა, კიდევ მინიმუმ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი მიიღოს სამკურნალოდ

    პოლონეთი მზადაა, კიდევ მინიმუმ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი მიიღოს სამკურნალოდ. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის ქალაქ ლვივში ვიზიტის დროს განაცხადა.

    ”პოლონეთი უკვე იღებს და მკურნალობს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს. იმედი მაქვს, ომი არ იქნება ასეთი საშინელი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით კიდევ მინიმუმ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი მივიღოთ მკურნალობის მიზნით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები გამოვაჯანმრთელოთ. ჩვენი საავადმყოფოები ამისთვის მზად არის. მათ შვილებთან და ოჯახებთან დაბრუნების საშუალება უნდა მივცეთ.” – აცხადებს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

  • მარიუპოლში რუსეთმა ძალიან მძიმე ბომბების გამოყენება დაიწყო – სერგეი ორლოვი

    ალყაშემორტყმული მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი, BBC-ის ეთერში აცხადებს, რომ რუსეთმა მარიუპოლში ძალინ მძიმე ბომბების გამოყენება დაიწყო, ქალაქი კი სრულ ბლოკადაშია. როგორც ორლოვი აცხადებს, მარიუპოლში ამჟამად, დაახლოებით 130 000  მოქალაქეა დარჩენილი.

    “50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სრულ ბლოკადაში მყოფ ადამიანებთან საუბარი ძალიან რთულია. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორ გამოიყურება მათი ცხოვრება. ქალაქში დაახლოებით 130 000 მოქალაქეა, ისინი ჯერ კიდევ მარიუპოლში არინ და უწყვეტი ომის პირობებში, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებში ცხოვრობენ. გუშინ რუსეთმა ძალიან მძიმე ბომბების გამოყენება დაიწყო. არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ მათგან ხმა 50-დან 60 კილომეტრამდე მოდის და დიდ ზიანს იწვევს. მარიუპოლი სრულ ბლოკადაშია. საკვების, წყლის, წამლების, დახმარების, ყველაფრის ნაკლებობაა. სიცოცხლის ნაკლებობაა, მე ვიტყოდი. ამიტომ ძნელია. და ჩვენ ადამიანებს, რა თქმა უნდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაადგილება გვსურს,” – განაცხადა ორლოვმა.

  • საქართველო ჩვენი ერთერთი უახლოესი პარტნიორია – ჯეიმს აპატურაი

    “რუსეთი გახდა უფრო აგრესიული და საშიში, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. საქართველო ჩვენი ერთერთი უახლოესი პარტნიორია.” – ამის შესახებ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ “ფორმულასთან” განაცხადა.

    ”რუსეთი გახდა უფრო აგრესიული და საშიში, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. საქართველო ჩვენი ერთერთი უახლოესი პარტნიორია. აქ ვიმყოფები, რომ განვიხილოთ პრაქტიკული ნაბიჯები, რომ ერთად მეტი გავაკეთოთ. სიმართლეა, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია. რაც არ შეცვლილა, არის ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ნატოს ლიდერები ივნისის ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს მადრიდის სამიტზე, ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ დაადასტურებენ და საქართველოც ნახსენები აუცილებლად იქნება.” – აცხადებს აპატურაი.

  • “თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში” – შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას შარლ მიშელი Twitter- ზე აქვეყნებს.

    • “დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში”, – წერს მიშელი.

  • “გადაგვიყვანეთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – მარიუპოლის მცველი მაიორი მსოფლიო ლიდერებს

    მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ, „აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან  ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის მსოფლიო ლიდერებს თხოვნით მიმართავს, რომ ჯარისკაცები, მათ შორის 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავს აფარებენ ქალაქში უკრაინელების მიერ კონტროლირებად ბოლო ობიექტს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიყვანონ.

    • “ეს შესაძლოა, ჩვენი ბოლო მიმართვაა, შესაძლოა, საათები დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია და უპირატესობა აქვთ ჰაერშიც და ხმელეთზეც. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ, გაგვიყვანონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით სამოქალაქო პირია, მათ შორის ბავშვები და ქალები. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ამბობს სერგეი ვოლინა.