Category: სლაიდერი

  • კობახიძის გამონათქვამები პოლიტიკური პროვოკაციაა – ევროპარლამენტარი

    “საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია”,

    ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება სადაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ ქვეყანა თუ ომში ჩაერთვება.

  • იარაღს ვერ დავყრით, რადგან გავქრებით – ზელენსკი

    “იარაღს ვერ დავყრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით. როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, უბრალოდ როგორც ხალხი. რუსეთი განადგურებისთვის ისვრის, უკრაინა გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა.”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • არ დაგიწყიათ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ამთავრებთ – არესტოვიჩი პუტინს

    “ამ ყველაფერზე ერთი პასუხი მაქვს: არ დაგიწყიათ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ამთავრებთ. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლე იყო. თვენახევარი და ვფიქრობ, მათი შეტევის მცდელობები თანდათან მინელდება,”

    მიმართა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა ალალექსეი არესტოვიჩმა პუტინს.

  • ომში ჩართვაზე ნარატივი თქვენი დაფინანსებულების განცხადებებში ვეძებოთ –  ყაველაშვილი დეგნანს

    ომში ჩართვაზე ნარატივი თქვენი დაფინანსებულების განცხადებებში ვეძებოთ – ყაველაშვილი დეგნანს

    ომში ჩართვაზე ნარატივი თქვენი დაფინანსებულების განცხადებებში ვეძებოთ – ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართავს.

    “ქალბატონო ელჩო, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, „ეფესბეს“ მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო.

    რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ.

    შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გაჩაღებული იყო აქტიური კამპანია უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ. სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობა და მე, გუნდის ორ წევრთან ერთად, პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნისთვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღე.

    ამ კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.

    ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არც ერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი.

    გარდა ამისა, მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან. გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც „პროამერიკელი“ ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო.

    მოგვიანებით, ამას მოჰყვა სხვა „პროამერიკელი“ უკრაინელი პოლიტიკოსების – პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას და სხვების განცხადებები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებებზე მოგვისმენია თქვენი პოზიცია.

    რაც შეეხება ქართველი „პროამერიკელების“ რიტორიკას, პირველ რიგში, საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა – „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. როდესაც ლამის საქართველოს მთავარ პროამერიკელად გამოცხადებული ეკა გიგაური ომისკენ ასეთი ღია ტექსტით მოგვიწოდებს, საზოგადოებამ რა უნდა იფიქროს, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ.

    რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა. აქციაზე ლომჯარიამ სანქციებთან არმიერთების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და თქვა, ამ ყველაფერს „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი მირჩევნიაო“. როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ლომჯარიას განცხადებასაც გამიჯვნოდით, თუმცა, თქვენი პოზიცია არც ამ შემთხვევაში მოგვისმენია. პირიქით, შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია დღესაც თქვენი აბსოლუტური ფავორიტია, რომლის დაჯერებისკენაც ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მოუწოდებთ.

    იგივე ეხება გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ.

    ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული „ენჯეოები“, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში „ეფესბეს“ ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

    ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.

    ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა ომის დაწყებიდან მალევე ამერიკიდან ჩამოსულმა პიტერ აკერმანმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო.

    იგივე ადამიანები, რომლებიც „ენჯეოების“ ხაზით, თქვენგან იღებენ სოლიდურ დაფინანსებას, ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რატომ უნდა ფიქრობდეს კაცი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ალბათ, ბავშვისთვისაც ადვილი გამოსაცნობია: ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ.

    ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს.

    ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ – ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს.

    რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.

    აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა.

    „ქართული ოცნება“, თავის სტილში, თავს არიდებს ამ კითხვების დასმას და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალშიც მოერიდება. თუმცა, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დაგისვათ.

    იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას”, – ვკითხულობთ ყაველაშვილის წერილში.

  • ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის არმიის უახლოესი ტაქტიკური ამოცანები დაასახელა

    რუსეთის არმია ფრონტის ხაზზე ტექნიკას აგროვებს დონეცკის ოლქში, სივერსკის მიმართულებით, რომელიც ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან 8 კილომატრით არის დაშორებული. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა ყოვლდღიურ ანგარიშში წერს.

    აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებს სავარაუდოდ პაუზა აქვთ მარაგების შესავსებად დონეცკის ოლში ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად.

    “არსებობს რეალური ალბათობა, რომ რუსეთის უახლოესი ტაქტიკური მიზანი სივერსკი იქნება, რადგან მისი ძალები ცდილობენ სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული მიზნისკენ წინ წაწევას – ეს არის სლავიანსკ–კრემატორსკის რაიონი“–ნათქვამია ანგარიშში.

    ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინული არმია სტაბილურად განაგრძობს წინსვლას სამხრეთ დასავლეთით ხერსონის მიმართულებით.

    ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით (ISW), რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შეიძლება სცადონ სლავიანსკსა და კრემატორსკს არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც შეუტიონ.

  • ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული

    ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართულიამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი  ირაკლი  ღარიბაშვილი სოციალურ  ქსელ „ტვიტერში“ წერს.

    ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრ  აბე  შინძოზე  მომხდარ  თავდასხმას   ეხმაურება  და აღნიშნავსრომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.

     ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან  დამწუხრებული ვარჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და  ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!“,- წერს ღარიბაშვილი.

  • “უკრაინას სანერვიულო არაფერი აქვს“–ექსპერტები ბორის ჯონსონის წასვლის შესახებ

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან მიდის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პროუკრაინული ლიდერია, რომელიც კიევს სიტყვით და საქმით უჭერდა მხარს და მოსკოვთან კომპრომისების წინააღმდეგ  გამოდიოდა.

    შეიძლება თუ არა მისმა გადადგომამ და ახალი პრემიერ მინისტრის მოსვლამ შეასუსტოს დასავლეთის პოზიციები რუსეთთან მიმართებაში?

    ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ მოხდება.

    მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯონსონი რუსული აგრესიის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. მაგალითად, 2015 წელს, როცა ლონდონის მერი იყო, მან მოუწოდა დასავლეთს პუტინთან ეთანამშრომლათ სირიაში ტერორისტებთან ბრძოლაში, მიუხედავად ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომისა.

    თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გახდა, ჯონსონმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა მოსკოვთან მიმართებაში და უკრაინის მხარდაჭერა დაიწყო. მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წლის სრულმაშტაბიან შეჭრამდე უკრაინას მისცა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები NLAW, რომლებიც ამერიკულ ჯაველინებთან ერთად უკრაინელებმა წარმატებით გამოიყენეს რუსული შეტევის მოსაგერიებლად.

    ახლა ბრიტანული სამხედრო დახმარება მოიცავს რეაქტიული არტილერიის სისტემებს, თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და ბრონემანქანებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო აპარატებს, რადიელექტრონული ბრძლის საშუალებებს, ასევე ათასობით ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტს, სამედიცინო დახმარების კომპლექტებს. ბრიტანეთი ასევე წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს.

    ბრიტანული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მოცულობამ ომის დაწყებიდან დღემდე 3.8 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

    ჯონსონი ორჯერ ჩავიდა კიევში ომის განმავლობაში, ლაპარაკობდა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამიტებზე და უარყოფდა მოწოდებებს სწრაფი დაზავების შესახებ პუტინისთვის დათმობების ხარჯზე, რომლებიც ევროპის დედაქალაქებში ისმოდა.

    მის როლს უკრაინელი მოქალაქეები და პოლიტიკოსები განსაკუთრებით აფასებენ. ხუთშაბათს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პრემიერს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, გასულ კვირას კი ის ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა.

    “მადლობა ყველაფრისთვის, ძმაო!“– ასეთი რეაქცია გამოხატა ჯონსონის გადადგომაზე საკუთარ ტელეგრამ არხზე როდიონ კუდრაშოვმა, პოლკ აზოვის დნეპროპეტროვსკის ქვედანაყოფის მეთაურმა.

    გასაკვირი არ არის, რომ ჯონსონის წასვლამ უკრაინაში და მისი დასავლელი მოკავშირეების ნაწილში შიში გამოიწვია. ზოგმა მის გადადგომას “საჩუქარი კრემლისთვის“ უწოდა. ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან, ჯოზეფ ჩირინჩონე ვარაუდობს, რომ პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში შეასუსტებს დასავლეთის ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და შეიძლება კიევის მოკავშირეების პრინციპულობას საფრთხე შეუქმნას.

    უკრაინელი პოლიტოლოგი ალენა გლივკო ამბობს, რომ უკრაინელებს აღელვება გასაგებია: “ნაცია ომის მდგომარეობაშია და არ იცის ბრიტანეთის პოლიტიკური სიტუაციის ყველა ნიუანსი. მისთვის მთავარია, რომ დახმარება უწყვეტი, სტაბილური და თანმიმდევრული იყოს.“– ამბობს ის და დასძენს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა არა იმდენად ბორის ჯონსონზე, არამედ უფრო მეტად საზოგადოებრივ აზრზეა დამოკიდებული და ის უკრაინელების მხარეს არის. ნათელ მაგალითად ის ასახელებს ფაქტს, რომ უკრაინის დროშები არა მხოლოდ მთელ ლონოდონშია გამოფენილი, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ყოველ პატარა ქალაქშიც კი.

    “მხარდაჭერა შენარჩუნდება, იმიტომ რომ ის ერთ ადამიანს არ ემყარება“– ამბობს ალენა გლივკო.

    თუმცა, მთავრობის შეცვლამ შეიძლება იარაღის და ფინანსური დახმარების მიწოდების შეფერხებები მაინც გამოიწვიოს, ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაზეც მუშაობს.

    “ყველა ეს გრძელვადიანი პროცესი გაგრძელდება, მთავარია, რომ ახლა არ იყოს შეფერხებები“– ამბობს ექსპერტი.

    ბელორუსში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ნაიჯელ გულ–დევისი ამბობს, რომ ჯონსონის გადადგომა ლონდონის პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს:

    “ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის – ეს არ არის პრემიერ–მინისტრის პირადი პოლიტიკა, არამედ ქვეყნის პოლიტიკაა. ორივე მსხვილ პარტიაში, მათ პოლიტიკოსებს შორის, მთლიანად საზოგადოებაში და კერძო სექტორში არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. უკრაინას არ უნდა ეშინოდეს, რომ პრემიერის შეცვლით კურსი შეიცვლება“ – ამბობს ის და ასევე არ ელის შეფერხებებს იარაღის მიწოდებაში, რადგან თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი საკუთარ თანამდებობაზე რჩება.

    ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი სერ რიჩარდ ბერონსი ამბობს, რომ “დრამა მთავრობის გულში“ ლონდონის საგარეო კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.

    “დროებითი პრემიერ მინისტრიც, ვინც არ უნდა იყოს ის, და ყველა კანდიდატი შეინარჩუნებს ამჟამინდელ კურსს, იმიტომ რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის ერთ–ერთ მთავარ დასავლელ მხარდამჭერად ხედავს.“– თქვა გენერალმა.

    თუმცა, დასძინა, რომ მომავალი პრემიერის წინაშე  იქნება დილემა, რომელიც ბორის ჯონსონსაც ქონდა: როგორ შეინარჩუნოს უკრაინისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების უწყვეტი ნაკადი მრავალი თვის განმავლობაში.

    “როგორ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერის საჭირო დონე საჭირო დროის განმავლობაში“– ეს არის მისი თქმით მთავარი გამოწვევა, რომელიც მისი აზრით მთელი ევროპის წინაშე დადგება – უკრაინაში ომი უკვე სიახლე არ არის მისი მოსახლეობისთვის, გაზრდილი ინფლაქციის, საწყვავისა და გათბობის ფასების ზრდის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და კონტრშეტევაზე გადასასვლელად საკმაოდ რთულდება.

    გენერლის აზრით, დასავლეთს არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ უკრაინის დაცვა მისი საკუთარი ინტერესების დაცვაა რუსეთისგან, თუმცა ის ელის, რომ ამ საკითხის გარშემო მწვავე დისკუსია დაიწყება.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

     

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 36 900;
    • ტანკი – 1 637;
    • ჯავშანტექნიკა – 3 811;
    • საარტილერიო სისტემა – 828;
    • სარაკეტო სისტემა – 247;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი – 187;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 669;
    • საკრუიზო რაკეტები – 155;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 685;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 66.
  • Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს კრედიტს ბლოკავს

    ევროკომისიის ფინანსური განყოფილება ბლოკავს უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გაცემას იმის შიშით, რომ კიევი თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ბლუმბერგი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    უკრაინას იმედი აქვს, რომ ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს ეკონომიკის მხარდასაჭერად რუსეთთან ომის პირობებში, თუმცა კრედიტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ იბლოკება. მიზეზი ფინანსურ საიმედოობასთან დაკავშირებული შიშებია – უთხრეს სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებენ.

    ევროკომისია გარანტად გამოდის ბანკის კრედიტებისთვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოფს ფინანსირების სრული მოცულობის 9%–ს, თუმცა ამ შემთხვევაში კომისიას უნდა უზრუნველყოფის პროცენტი თანხის 70%–მდე გაზარდოს იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი ვერ შეძლებს თანხის დაბრუნებას.

    კომისიის წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირს უნდა დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინის დეფოლტის შემთხვევაში ზარალის დაფარვას შეძლებს. კომისია ასევე ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტებს, რათა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული დამატებითი რისკები ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წევრ ქვეყნებზე გადაანაწილოს.

    მანამდე ევროკომისიამ უკრაინას 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ გერმანიის წინააღმდეგობას წააწყდა, რომელმაც მოითხოვა კიევისთვის თანახა დაბრუნების მოთხოვნის გარეშე გადაეცათ.

    კომისია გამოვიდა ალტერნატიული შეთავაზებით, რომელიც პირველი ტრანშის სახით 1 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

  • კონგრესმენი შაჰინი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში

    “დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“ – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი. სენატორმა შაჰინმა კომენტარი „ამერიკის ხმას“ მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ მისცა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

    ნატოს სამიტს წინ უსწრებდა 24 ივნისის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველომ ევროპული პერსპექტივა და დაპირება მიიღო, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი მას შემდეგ გახდება, რაც საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულებას დაიწყებს.

    სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ესმის ქართველი ხალხის იმედგაცრუება, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეულ სფეროებში, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რეფორმების გატარება სჭირდება.

    „მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“.

    წევრობის განაცხადის განხილვისას, ევროკავშირი აფასებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობას და დამოუკიდებლობას, ევროკავშირის ღირებულებებთან და პრინციპებთან მათ შესაბამისობას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოს შემთხვევაში, ევროპული საბჭოს მიერ გაწერილ 12 პუნქტს შორის, რომელიც თბილისმა უნდა შეასრულოს, არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, მედია თავისუფლების უზრუნველყოფა და ანტი-კორუფციული ზომების მიღება. ასევე, ერთ-ერთი საკითხია „დე-ოლიგარქიზაცია“.

    დე-ოლიგარქიზაცია სამივე ქვეყნისთვის წარდგენილი პირობაა. საქართველოს შემთხვევაში ის შესაძლოა მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდეს. თუმცა, თავად პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას აღარ იღებს. ამ შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია.

    სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

    სენატში არსებულ ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე დაყრდნობით, სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობა სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს საჭირო ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს შესაძლებლობა და გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე დასაყენებლად“.

    საქართველოს ამერიკელი მეგობრების თქმით,, რეფორმების პროცესის წარმატებით გატარება მხოლოდ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის არ არის საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ის ქართველი ხალხის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლის 85 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

    ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობა თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს თანამშრომლობაზე. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მთავრობა ევროსაბჭოს რეკომენდაციების გატარებას არ გეგმავს და მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს.

    ქვეყანაში, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული პოლარიზაცია, უკანასკნელ პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა. სენატორი შაჰინი მთავრობას ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში „არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე. ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაიწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“.

    ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ქვეყნის განაცხადით იწყება, რომლის განხილვასაც ორდინალურ სიტუაციაში შესაძლოა წლები დასჭირდეს. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდევ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდა. ამის შემდეგ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ოფიციალურ კანდიდატად გამოცხადებას ან მას სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების ჩამონათვალს აძლევს.

    ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭოს დამტკიცება სჭირდება, რომელიც ბლოკის წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან შედგება. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების გეგმაზე მოლაპარაკების დაწყება იმისთვის, რომ წევრობის კრიტერიუმი დააკმაყოფილოს. მესამე და ბოლო საფეხური კი გაწევრიანების მოლაპარაკებებია, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც, ქვეყანა ბლოკის წევრი ხდება.

    წყარო: ამერიკის ხმა